ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ პოლიტიკაში ვერ ვერევით. - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა. მისივე თქმით აპირებს პროკურატურაში გოგაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებებით მივიდეს. "ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ პოლიტიკაში ვერ ვერევით და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, როდესაც ერთ-ერთი პოლიტიკოსი გამოდის და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე იძახის, რომ ეს კლანი კი არა ეს არის ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფიო. ამიტომ მე მივდივარ პროკურატურაში, მინდა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს თუ რაღაც გამოვლინდება, რეალურად რომ არ არის ფაქტი, და ეს არის ცილისწამება, ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს, ან მორალურად, ან თუ არის დანაშაულის ნიშნები, დანაშაულის ნიშნებზე წავიდეს გამოძიება,...
იმისთვის, რომ პირადი ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, პუტინი ტანჯავს მეზობელ ქვეყანას. - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა. მისივე თქმით, პუტინს სურს ამოსვაროს სისხლში ასიათასობით ადამიანი და, რა თქმა უნდა, ეს მიიყვანას უაზრმაზარ ტრაგედიამდე. "დანაშაულებრივი ომი, რომელიც მიმდინარეობს, უფრო და უფრო ღრმავდება. პუტინი ცდილობს ამაში გარიოს რაც შეიძლება მეტი ხალხი, სურს ამოსვაროს სისხლში ასიათასობით ადამიანი და, რა თქმა უნდა, ეს მიგვიყვანს უაზრმაზარ ტრაგედიამდე, დაღუპულთა დიდ რაოდენობამდე და ნამდვილად არაფერ კარგამდე ვერ მიგვიყვანს. ამ დანაშაულის ზომა და მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. ეს კეთდება იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა საკუთარი პირადი ძალაუფლება შეინარჩუნოს....
იზიუმში მასობრივი საფლავიდან 146 ცხედარი უკვე ამოსვენებულია. - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილებს შორის ორი ბავშვია. "იზიუმში მასობრივი საფლავის ადგილიდან დაღუპულთა ცხედრების ეგსჰუმაცია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში 146 ცხედარი იქნა ამოღებული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის 2 ბავშვი... ყველა ცხედარი იგზავნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე, რათა საბოლოოდ დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰან...
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე პარლამენტი არცერთ ცვლილებას არ თანხმდება. - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის არსებული მოდელი არ იცვლება. "დღეს 6 საათიანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტში ევროკავშირის წინაპირობების შესრულების თაობაზე სასამართლო სისტემის გარშემო: ეს იყო მთავარი შეხვედრა ამ ჯგუფის ფარგლებში, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა იყო განსახილველი საკითხი: სამწუხაროდ არცერთი განხილული საკითხი არ იქნა გათვალისწინებული. 1) იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ მოსამართლეები +1 ხმა იქნება საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად როგორც დღესაა. ზოგგან მხოლოდ მოსამართ...
უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს და მაღალ ტარიფებს ბოლოს მოუღებს. "უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ევროპელები ამას თავიანთ გადასახადებში ხედავენ. უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს და მაღალ ტარიფებს ბოლოს მოუღებს. დღესდღეობით, ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ევროპული ოჯახების კეთილდღეობისთვის ყველაზე მცირე ინვესტიციაა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რო...
დადგენილია სისხლის სამართლის პროცესში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა. მისივე თქმით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 5 ბავშვი გამოავლინეს 4-დან 16 წლამდე ასაკის კატეგორიაში. "დადგენილია სისხლის სამართლის პროცესში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. 4-დან 16 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი გამოვლინდა ამ კატეგორიის ომის დანაშაულის მსხვერპლად. მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ასეთი დანაშაული გაცილებით მეტია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკი...
იტალიაში მარკეს რეგიონში წყალდიდობას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე თქმით, რამდენიმე ადამინი კი დაკარგულად ითვლება. "დაახლოებით ორ-სამ საათში იმდენად დიდი ნალექი მოვიდა, რომ დაიტბორა რამდენიმე ქალაქის ქუჩა, მარკეს რეგიონში წყალდიდობას კი სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს დაკარგულების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს. - ამის შესახებ „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ განაცხადა. მათივე თქმით, კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიასაშუალებების სანქცირების პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად იზრდება კრიტიკული მედიის მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებით მოსალოდნელი ზიანის რისკი. "მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ნაწილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში. 2022 წლის 07 სექტემბერს საქართველ...
უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობების გარეშე. - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამიტზე განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, 2022 წლის 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია მოახდინა, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მტკიცედ აღკვეთეს ეს პროვოკაცია. "აზერბაიჯანმა სომხეთს წარუდგინა სამშვიდობო ხელშეკრულების 5 ძირითადი პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე, სამწუხ...
დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დეოკუპირებულია. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს იმის გაკეთება, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. "დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დეოკუპირებულია. ეს ჩვენი მებრძოლების მხრიდან უპრეცედენტო მოქმედება იყო. უკრაინელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს იმის გაკეთება, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. რუსეთის ჯარი ხარკოვის ოლქში 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, დამპყრობლებს ხალხისთვის რაიმეს გაკეთება არც კი უცდიათ. ისინი მხოლოდ ანადგურებდნენ, აზიანებდნენ და ძარცვავდნენ. სოფლები გაანადგურეს და ზოგიერთ მათგანში არცერთი...
ვაშინგტონში არსებობდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება უნდა გამიჯნოდა რუსულ დეზინფორმაციას. - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მოტივების შესახებ ვაშინგტონში კითხვები აქვთ. „უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირებში, მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ. თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბ...
ადამიანს, რომელიც საჭესთან იჯდა, გარკვეული „ჯანმრთელობის პრობლემები" ჰქონდა. - ამია შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა ზელენსკის ავტოკატასტროფის შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, გარკვეული სტიმულატორები იყო, მაგრამ გამოძიება გრძელდება. "ადამიანს, რომელიც საჭესთან იჯდა, გარკვეული "ჯანმრთელობის პრობლემები" ჰქონდა. გარკვეული სტიმულატორები იყო, მაგრამ გამოძიება გრძელდება და ვფიქრობ, შედეგები უახლოეს საათებში იქნება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქში ავარიაში მოყვა
თუ აშშ უკრაინას რაკეტებს მიაწვდის, წითელ ხაზს გადაკვეთს. - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისივე თქმით,რუსეთი საკუთარი ტერიტორიის ყველა საშუალებით დაცვის უფლებას იტოვებს. "თუ აშშ უკრაინას რაკეტებს მიაწვდის, წითელ ხაზს გადაკვეთს, რუსეთი იტოვებს უფლებას საკუთარი ტერიტორია ყველა საშუალებით დაიცვას. მსგავსი სცენარის არსებობის შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით, შესაბამისად ვიმოქმედოთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთ...
გაზეთი „Новая газета“ 400 ათასი რუბლით დაჯარიმდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის შესახებ სტატიისთვის. მოსკოვის ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა 5 სექტემბერს როსკომნადზორის სარჩელი. "ეს არის მორყეული და სრულიად პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არანაირი კანონიერი საფუძველი არ აქვს". - განაცხადა გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა. შეგახსენებთ, რომ 1993 წელს დაფუძნებული “ნოვაია გაზეტა” ერთ-ერთი ბოლო დამოუკიდებელი გამოცემა იყო, რომელიც, რთული პირობების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელებას ახერხებდა.
გერმანიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე. - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გერმანიის პრეზიდენტის მხარდაჭერას აფასებს. ,,ამ ისტორიული ვიზიტის ფარგლებში, მქონდა პატივი, შევხვედროდი გერმანიის პრეზიდენტს. ვაფასებთ გერმანიის პრეზიდენტის მხარდაჭერას. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე". - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ასევე ოლაფ შოლცს შეხვდა.
საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, ჩემს მაგიდაზეა. - ამის შესახებ სკმხეთის პრემიერ-მინისტმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგამგებო მდგომარეობის გამკცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს. "საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, ჩემს მაგიდაზეა, თუმცა ჯერჯერობით ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. ვითარება მუდმივად ფასდება და სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ. გუშინ გაიმართა ОДКБ-ს სხდომა, რაც დამაკმაყოფილებელია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო.
აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად, სომხეთის მხარეს 105 დაღუპულია. - ამია შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, მონაცემები ცვალებადია. " მონაცემები მუდმივად იცვლება, ამ დროისთვის აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად, სომხეთის მხარეს 105 დაღუპულია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო.
დღეს ჩვენს ქვეყანას ეროვნული და პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება ჰყავს. - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო არ შეუერთდება არც სანქციებს და ქვეყანაში არც მეორე ფრონტი გაიხსნება. "ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები და განცხადებები ოპოზიციაში უნდა მოვიკითხოთ, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ. მათი დამოკიდებულება, დღის წესრიგი არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი და ის ყველა წარმატებასა და წინსვლას ეწინააღმდეგება. ყველაფრის მიუხედავად, დღეს ჩვენს ქვეყანას ეროვნული და პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება ჰყავს. საქართველო არ შეუერთდება არც სანქციებს და ჩვენს ქვეყანაში არც მეორე ფრონტი გაიხსნება". - ნათქვამია განცხადებაში. ...
ადრე, როცა მაღლა ვიხედებოდით, ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს, როცა მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთს ვეძებთ - უკრაინის დროშას. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის, წინ გამარჯვებისკენ. "ადრე, როცა მაღლა ვიხედებოდით, ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს, როცა მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთს ვეძებთ - უკრაინის დროშას. ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს დეოკუპირებულ იზიუმში. და ეს ასე იქნება უკრაინის ყველა ქალაქში და სოფელში. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ - წინ და გამარჯვებისკენ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმშ...
ბატონო ივანიშვილო, არ დაგავიწყდეთ რეფერენდუმზე მეორე კითხვის დასმა - რომელი პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს საქართველოს წევრობას ნატოსა და ევროკავშირში, - ასე მიმართავს ყოფილ პრემიერ-მინისტრსს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი. მისი თქმით, ათი წელია საგარეო პოლიტიკა დაყვანილია პუტინისტურ რუსეთთან უკანა ნალში შეძვრომაზე. "ივანიშვილის მიერ კობახიძის გამოგორების სიხშირის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი ივანიშვილი ძალიან ნერვიულობს. მან მორიგ ჯერზე გამოაგორა კობახიძე - რეფერენდუმი ჩავატაროთ, უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ომიო. ასეთი რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თუნდაც ერთდროულ...