IRI - მოსახლეობის უმრავლესობა სა...

გამოკითხულთა 83% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონიმიკისთვის მთავარი საფრთხე რუსეთია. - ამის შესახებ IRI-ს კვლევაში ვკითხულობთ. ამავე კვლევის მიხედვით, მხოლოდ 4% თვლის აშშ-ს  საქართველოს ეკონომიკის საფრთხედ. " გამოკითხულთა 83% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონიმიკისთვის მთავარი საფრთხე რუსეთია.  5% თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის საფრთხე თურქეთია. 4%-ის აზრით - ამერიკის შეერთებული შტატები .  2% ფიქრობს, რომ ჩინეთი. 1%-ის აზრით - სომხეთი. 1% - აზერბაიჯანი." - ნათქვამია კვლევაში.  შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რეაპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის ...

არასამთავრობო ორგანიზაციები - აუ...

აუდიოჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას. - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადებაში ვკითხუხლობთ. მათივე თქმით,აღნიშნული აუდიოჩანაწერის შინაარსი განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად დაწესებული სანქციების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების ორაზროვანი და პოპულისტური რიტორიკის გათვალისწინებით. " მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოები კრემლს და რუს ოლიგარქებს ერთმანეთისგან არ მიჯნავენ და მათი სანქცირება რუსეთის აგრესიის შეჩერების მექანიზმად განიხილება, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია სანქცირებულ რუს ბიზნესმენეთან, ...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საქა...

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო.- ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიწვეულია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. " საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება, რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცერემონიაზე  გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი,  პრეზიდენ...

სიმონიანი - სააკაშვილი, რომელმაც...

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა. - ასე ეხმაურება საკუთარ Telegram არხზე რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს უკრაინასთან მიმართებაში კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ უნდა განიხილოს საქართველოსთან სააერო კავშირზე აკრძალვის მოხსნის საკითხი. " საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა. სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ესროლა, თავად დააკავეს, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს, რიტორიკა მშვიდი აქვთ, ვიდრე ზოგიერთ ჩვენს წევრს ОДКБ-ში. ხომ არ გაგვეუქმებინა მათთან საჰაერო კავშირებზე აკრძალვა? ისინი ამას ძალიან ელიან. " - წ...

ნიკა მელია - გიორგი მარგველაშვილ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ტოვებს, პარტიის თავმჯდომარედ კი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ინიშნება.  ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის  Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის  აუდიოჩანაწერს გადასაფარად გავრცელდა.  „გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს. გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე...

შალვა პაპუაშვილი - მიმდინარეობს ...

ერთადერთი, რასაც ეს კამპანია ადასრურებს არ ის, რომ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ - პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის  Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის  აუდიოჩანაწერს ეხმიანება.  პაპუაშვილი თვლის, რომ ოპოზიციური პარტიები საქართველოში არეულობის შემოტანასა და ქვეყნის რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევას ცდილობენ. მან ასე დასძინა, რომ ჩანაწერების ავთენტურობა არ დასტურდება, რადგან ფაქტებიც უნდა მოჰყვეს, შესაბამისად ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს არ ელოდება.  „მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში ...

მელია - მიხეილ სააკაშვილის სიცოც...

ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ თაკილობს და სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან ერთად აკეთებს ფულს. - ამის შესახებ განცხადება ნიკა მელია მას შემდეგ გაკეთა რაც ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისივე თქმით, აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორების მეტად გააქტიურება და ჩართულობა, რათა დავიცვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის უფლება. " მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქ არის დატყვევებული თვეების გაბმავლობაში, მისი სიცოცხლის გარანტია უდრის ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს და ეს უნდა იცოდეს ყველა საერთაშორისო პარტნიორმა"- განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, რომ მიხეილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო ურესდება რასაც ექიმები ადასტურებენ

ჯუანშერ ბურჭულაძე: არაგონივრულია...

 არაგონივრულია საქართველო  სანქციებს შეუერთდეს,- ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას გააკეთა. თავდაცვის მინისტრის აზრით, დასავლური სამყაროსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ეკონომიკურ თუ სხვა ტიპის სანქციებზე საქართველოს შეერთება, არანაირ გავლენას არ მოახდენს აგრესორზე და ამ ნაბიჯით მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა დაიჩაგრება. „ის ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა, ეს იქნება, გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქცია და იმ სანქციებს, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, ეს...

მიხეილ პოდოლიაკი : რუსეთის შემდე...

მძარცველთა და მოძალადეთა არმიის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ,,ტვიტერის" გვერდზე წერს. პოდოლიაკის თქმით, ახლა უკრაინა სრულიად ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის. ,,მოსკოვის მადა კვლავ იზრდება. ახლა მისი მიზანი არის უკრაინის სამხრეთით, დნესტრისპირეთში შესვლა, სადაც ისინი ამბობენ, რომ რუსეთზე ზეწოლას ახდენენ. ცხადია, მძარცველთა და მოძალადეთა არმიის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ უკრაინა დღეს ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის", - აღნიშნავს პოდოლიაკი.

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვითი ა...

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის აცხადებს, რომ უკრაინას MILAN-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემასა და CAESAR-ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს მიაწვდიან.  როგორც მაკრონმა Ouest-France-თან ინტერვიუში განაცხადა, პოლიტიკურ ბალანსში ყველა საკუთარ პასუხისმგებლობას იღებს და თვლის, რომ "ამ გზით სვლა უნდა განაგრძონ ისე, რომ ომში არ ჩავერთოთ.  "პოლიტიკურ ბალანსში ყველა საკუთარ პასუხისმგებლობას იღებს და მე სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩავერევი. ჩვენ (გერმანია და საფრანგეთი) ძალიან კოორდინირებულები ვართ. ამ თემაზე კანცლერ შოლცს გუშინწინ ვესაუბრე. [უკრაინას] კვლავ ვაწვდით მნიშვნელოვან აღჭურვილობას, დაწყებული MILAN-იდან, დამთავრებული CAESAR-ებითა და იარაღის სხვ...

პენინტენციური სამსახურის ცნობით,...

უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს, - სპეციალური პენინტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.  როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ექსპრეზიდენტს უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეცილისტის კონსულტაცია, დანიშნული აქვს და მიეწოდება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რაც ასახულია დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ბარათში.  „აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული შერჩევითად უარს აცხადებს რიგ კვლევებზე, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და...

ავსტრალიამ პუტინისა და ლავროვი...

ავსტრალიამ რუსეთის 144 რუს სენატორს, რომლებმაც ე.წ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების  "არალეგიტიმურად" აღიარებას მხარი დაუჭირეს, სანქციები დაუწესა.ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სენატორებთან ერთად ავსტრალიის მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილებს : კატერინა ტიხონოვას, მარია ვორონცოვასა და ეკატერინა ვინოკუროვას სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა დაუწესა. „ავსტრალია გააგრძელებს რუსეთისთვის ხარჯების გაზრდას იმ ადამიანების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის მიმართ განხორციელებულ ასეთ აგრესიაზე. იმის მოუხედავად, რომ რუსეთი თავის შეჭრას "სპეციალურ სამხედრო ოპ...

ნედ პრაისი - ჩვენ ვაჩვენთ საქართ...

ჩვენ ვაჩვენეთ საქართველოს მხარდაჭერა, საქართველო ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოა, - ამის შესახებ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გადაიტანა რუსულია აგრესია 2008 წელს. „საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ვაჩვენეთ საქართველოს მხარდაჭერა და ეს პარტნიორობა სხვადასხვა გზით, მათ შორის უკანასკნელ თვეებში. არ განვავრცობ ჰიპოთეზებს, რა შეიძლება ვიხილოთ მოსკოვის მხრიდან, თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, და მათ შორის უკრაინის მაგალითზე, რომ აშშ ამ რეგიონში პარტნიორების ერთგულია. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც იც...

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ...

ააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმით რუსეთმა, აჩვენა რა დამოკიდებულება აქვს რწმენასთან . - ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს . მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ამ ომშიც სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს . "სამწუხაროდ, რუსეთმა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებაზე უარი თქვა. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ქრისტიანულ რწმენასთან ამ ქვეყნის ხელისუფლებას, ერთ-ერთ ყველაზე სასიხარულო და მნიშვნელოვან დღესასწაულის მიმართ. მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, მშვიდობის იმედი, იმედი მაქვს, რომ სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს", - განაცხადა ზელენსკიმ შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს არაერთი მ...

იაპონია აცხადებს, რომ კურილის კ...

იაპონია ,სამხრეთ კურილის კუნძულებთან დაკავშირებით დიპლომატიურ პოზიციას ცვლის და მათ „რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულს“უწოდებს.ამ ტერმინით ტერიტორია იაპონიის ყოველწლიურ ანგარიშში არის მოხსენიებული.  უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების ტერმინით კუნძულები ბოლოს 2003 წელს მოიხსენიეს, რაც ნიშნავს, რომ ტოკიო მოსკოვის მიმართ ბოლო ათწლეულების პოზიციას ცვლის. „იაპონიასა და რუსეთს შორის ყველაზე დიდი საზრუნავი ჩრდილოეთის ტერიტორიებია იაპონიის ტერიტორიები, რომლებზეც იაპონია სუვერენულ უფლებებს ფლობს, ამჟამად არალეგალურად არის ოკუპირებული რუსეთის მიერ,“- ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სადავო ტერიტორია, იაპონიის  კუნ...

მარიუპლის მერი - ქალაქში დარჩენი...

ახლა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია გადაწყვიტოს 100 000 მშვიდობიანი მოქალაქის ბედი, რომლებიც ჯერ კიდევ მარიუპოლში არიან ჩარჩენილები, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვის დასამალად რუსები ცხედრებს თავად მარხავენ. „მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სიცოცხლე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, არის მხოლოდ ერთი ადამიანის - ვლადიმერ პუტინის ხელში. და ყველა სიკვდილი, რომელიც ახლა მოხდება, ასევე მის ხელში იქნება", - აღნიშნა ბოიჩენკომ. ბოიჩენკოს თქმით, მანამდე თითქმის ორთვიანი ალყის შემდეგ პუტინმა მარიუპოლისთვის ბრძოლაში გამარჯვება გამოაცხადა. „ქალაქის გათავისუფლება არ იყო დაგეგმ...

ბორის ჯონსონის პრესსპიკერი: უკრ...

რიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში სამხედრო მხარდაჭერას აძლიერებს და უკრაინელი სამხედროები წვრთნას ბრიტანეთში  გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ავრცელებს. როგორც ჯონსონის სპიკერმა განაცხადა, უკრაინის ჯარები წვრთნას ბრიტანეთის მიერ გადაცემული ჯავშანტექნიკით გაივლიან. „გონივრულია, რომ მათ გაიარონ საჭირო ტრენინგი, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ტექნიკა. ჩვენ ვაცნობიერებთ , რა შეიძლება აღიქმებოდეს ესკალაციურად, მაგრამ აშკარად ესკალატორულია ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ქმედებები,”- დასძინა პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, ბორის ჯონსონი უკრაინისთვის სამხედრ...

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში...

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს  208 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 594 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს . პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 120, კიევის ოლქში - 113, ხარკოვის ოლქში - 91, ჩერნიგოვის ოლქში - 66, ხერსონის ოლქში - 44, მიკოლაევის ოლქში - 41, ლუგანსკის ოლქში - 37, ზაპოროჟიეს ოლქში - 25, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 17, ჟიტომირის ოლქში - 15.

უკრაინის თავდაცვა:პუტინი და შოიგ...

ვლადიმერ პუტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინელების, დასავლეთ ციმბირში მდებარე, საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნას გეგმავდნენ. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ პუტინმა, რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად მიიღო. „დასავლეთ ციმბირში პუტინი და შოიგუ გეგმავდნენ უკრაინელებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების შექმნას, ახალი ქალაქების ასაგებად. მათი ამოცანაა უკრაინის კოლონიზაცია, ჩვენი ქვეყანისა და ჩვენი ერის განადგურება,“- განაცხადა დანილოვმა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდ...

NDI:  საქართველოს მოქალაქეების 6...

NDI:  საქართველოს მოქალაქეების 69% მიიჩნევს, რომ  ნატოში გაწევრიანება რუსული სამხედრო აგრესიის ალბათობას გაზრდის.მოსახლეობის უმრავლესობა 71% მაინც მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტიც ადამიანი ფიქრობს, რომ ნატო საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს-( 53%), ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე -40%. ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება.