წითლიძე ზურაბიშვილზე - თუ მართლა...

თუ მართლა უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი, მაშინ, პრეზიდენტმა თავისი სიტყვები უნდა გაამყაროს საქმით, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას. როგორც წითლიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს. "თუ პრეზიდენტი გულწრფელია თავის სიტყვებში, თუ მართლა ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის ევროპული არჩევანი არის უმნიშვნელოვანესი და თუ მართლა უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი, მაშინ, პრეზიდენტმა თავისი სიტყვები უნდა გაამყაროს საქმით. ამისთვის მან უნდა ...

კუბილიუსი - ჩვენ ვხედავთ არაადეკ...

ჩვენ ვხედავთ არაადეკვატურ პოზიციას, რომელიც უჭირავს საქართველოს მთავრობას და ნამდვილად გავოცდით პრემიერ ღარიბაშვილის ფონზე, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანდრეი კუბილიუსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებებს. როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა  პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა. "ჩვენ ვხედავთ არაადეკვატურ პოზიციას, რომელიც უჭირავს საქართველოს მთავრობას და ნამდვილად გავოცდით პრემიერ ღარიბაშვილის ფონზე. მან განაცხადა, რომ რუსეთის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი და სწორედ ამიტომ დაიწყო მან ომი და შესაბამისად, მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება. საქართველო მუდმივად ითხოვდა NA...

გოცირიძე ზურაბიშვილზე - შეეძლო დ...

მას შეეძლო, პირდაპირ, დღესვე ეთქვა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და შეიწყალა ნიკა გვარამია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი, რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ევროპარლამენტში. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს შეეძლება თქვას, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თავისი აგური დადო.  “მას შეეძლო, პირდაპირ, დღესვე ეთქვა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და შეიწყალა ნიკა გვარამია. როდესაც ის ახლა ამბობს, რომ მე ვინმეზე ზეწოლის გარეშეც შემიძლია შევიწყალო და ირიბად რაღაცას გულისხმობს, ეს არის დაგვიანებული. თუ ის ნიკა გვარამიას შეიწყალებს მაშინ, როდესაც დაახლოვდება სტატუსის მიღების საკითხი და მას უნდა, რომ თავისი აგური დადოს ამ ქმ...

ფოტიგა - ქართველი ხალხის ნების ს...

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე აქტიური დამცველები ციხეში არიან, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას. მისივე თქმით, საქართველო ევროპულ გზას სცდება, ეს კი ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხდება. "საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე აქტიური დამცველები ციხეში არიან, თავდასხმის ობიექტები ხდებიან ან დავიწყებას არიან მიცემულები, ამასობაში კი მრავალი სხვა მაგალითი ადასტურებს, რომ ქვეყანა გზას სცდება. ეს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხდება”, - წერს ფოტიგა.

რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს...

რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. როგორც სინეგუბოვი აღნიშნავს, მომხდარის შედეგად დაიღუპა 60 წლის მოქალაქე და დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური. "დღეს ისევ ცეცხლის ქვეშაა ქალაქი ვოლჩანსკი. სამწუხაროდ, დარტყმა იყო კერძო სახლზე. დაიღუპა 60 წლის მოქალაქე, დაშავდა 1 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური. ინფორმაცია ზუსტდება", - განაცხადა სინეგუბოვმა.

ხაბეიშვილი - ზურაბიშვილი არ იმსა...

ვწუხვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ საუბრობს ევროპულად და არ მოქმედებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ვიდრე პრეზიდენტი "მხოლოდ საუბრობს ევროპულად და არ მოქმედებს, არ იმსახურებს, ქართველ ხალხს წარმოადგენდეს". „ვწუხვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ საუბრობს ევროპულად და არ მოქმედებს. ერთია, რომ ის „რუსული ოცნების“ რიტორიკას არ ემთხვევა, მაგრამ მოქმედებით აბსოლუტურად ერთნაირად მოქმედებენ და სალომე ზურაბიშვილს თუ უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო წარმოადგინოს, მაშინ უნდა გადადგას ევროპული ნაბიჯები და მარტო საუბარი არ კმარა. მას შეუძლია გაათავისუფლოს პრეზიდენ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1-ელ ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჩატარდება. "პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრი კიშინეუში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გომელაური ღარიბაშვილზე - ილაპარა...

პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა სრული სიმართლე - ახლი რა გაიგონეთ?! - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს. როგორც გომელაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ის, რაც ღარიბაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომსა და ნატო-სთან დაკავშირებით თქვა, მსოფლიო ლიდრებს, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ აღუნიშნავთ. "ვუსმინე, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს, ილაპარაკა სრული სიმართლე, ეს ახალი არა იყო, მე მგონი, პირველად არ გაუჟღერებიათ, ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას, რომ ნატო-ს გამო, ჩვენ ვიომებთ,...

ლილუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის...

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იყო საუკეთესო, რაც მოგვისმენია ქართველი ლიდერებისგან,- ასე ეხმაურება სახელმწიფო უსასფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ლილუაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას აღნიშნა, მთავრობის მეთაურის გამოსვლით "გავიგეთ ის, რომ პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ". "გავიგეთ ის, რომ ჯერ ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ და მერე ვიზრუნოთ სხვა ქვეყნებზე... არ უწოდებიათ რუსეთის რუპორი [ღარიბაშვილისთვის]. პოლიტიკოსები ჩვენთანაც ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ნაწილი მისაღე...

კობახიძე - თუ პრეზიდენტი გააკრიტ...

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებებს გააკეთებს. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენელებს უთხრა, "სამწუახრო იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს". "დავიტოვებ იმედს, გვაქვს სურვილი, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, მით უმეტეს პრეზიდენტისგან მოვისმინოთ ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები, მით უმეტეს მაღალი ტრიბუნიდან. დავიტოვოთ ამის იმედი და ვნახოთ, როგორი იქნება ამ შემთხვევაში განცხადებები. თუ გააკრიტიკებს ქვეყნას, თუ დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს იქნება ძალიან სამწუხარო",- განაცხადა კობახიძემ. შეკითხვას, ევროპარლ...

სალომე ზურაბიშვილი - მადლობას ვუ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, "უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში". "დღეს ბრიუსელიდან, ევროპარლამენტიდან ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს!  უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. ქვეყნის დემოკრატიულობა და მაშასადამე, ევროპულობა სწორედ ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება. მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის!"- წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

„დროა“ - საქართველოს ხელისუფლება...

ეს განცხადება არის პირდაპირ კრემლის გზავნილი, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და დეკლარირება იმისა, რომ ქართული ოცნება ემსახურება კრემლის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, - ასე გამოეხმაურა პარტია "დროა" საქართველოს პრეიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლას. დროას განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად, ღიად ამბობს უარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე. "ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამიტის წინ, გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე გაიმეორა პირადად პუტინის გზავნილი და უკრაინის ომი დააბრალა ნატოს გაფართოებასა და უკრაინის სურვილს, გახდეს ნატოს წევრი. ...

სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის ...

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გამართა.  როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ ქვეყანა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გაუსვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას ქართველი საზოგადოებისთვის. „პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას ქართველი საზოგადოებისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც წინ წაწევს საქართველოს მის ისტორიულ გზაზე ევროკავშირისკენ&ldquo...

მიშელი - ევროპული ღირებულებები ქ...

ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მიშელმა აღნიშნა, მან საქართველოს პრეზიდენტს ევროპული მომავლის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. "ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია. კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს პრეზიდენტს მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ. საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია ევროკავშირის ოჯახისკენ თქვენს გზაზე", - წერს მიშელი.

სოხუმში საპროტესტო აქცია მიმდინა...

სოხუმის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე ე.წ. ოპოზიციის „სახალხო აქცია“ მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ეწინააღმდეგებიან კანონს „ბინების ლეგალიზაციის, აფხაზეთის დასახლების, აფხაზური მიწების განაწილებისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის“ შესახებ. სოხუმის ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები გატარდა, დამონტაჟდა ლითონის ღობეები, მავთულხლართები და განთავსდა ავტობუსები. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია  "სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს" შეხვდა და აქციაზე, მართლწესრიგის დაცვაზე ისაუბრა. „ვავალებ სამართალდამცავ ორგ...

პუტინი დრონებით თავდასხმაზე - კი...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უკრაინამ მოსკოვზე თავდასხმისთვის 8 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. როგორც პუტინმა აღნიშნა, კიევის რეჟიმმა შურისძიებისთვის რუსეთის მოქალაქეების დაშინების და საცხოვრებელ შენობებზე დარტყმის გზა აირჩია. "საპასუხოდ, როგორც მოგეხსენებათ, კიევის რეჟიმმა აირჩია რუსეთის მოქალაქეების დაშინების და საცხოვრებელ შენობებზე დარტყმის გზა. ეს, რა თქმა უნდა, ტერორისტული აქტივობის აშკარა ნიშანია", - განაცხადა პუტინმა.

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მ...

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა, ქვეყნების ჩამონათვალში ოკუპირებული აფხაზეთი, როგორც ცალკეული ქვეყანა, დაამატა. აქამდე ავიაკომპანიის ვებგვერდზე აფხაზეთი არ იძებნებოდა და დღეს ქვეყნების ჩამონათვალს ოკუპირებული რეგიონიც დაემატა. 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს. ცნობისთვის, სარეგისტრაციო ქვეყნების გრაფაში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსულ ავიაკომპანია "აზიმუტსაც" ჰქონდა მითითებული.

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ღარიბაშვი...

საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ბრატისლავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი განცხადებებით უღალატა საკუთარ ხალხს და რუსეთზე გაიყიდა. "ამბობს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის, რომელსაც NATO-ში გაწევრიანება სურს, რომელიც ახლა მის ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება. საქართველო ამაზე უკეთესს იმსახურება", - წერს ყოფილი ელჩი. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერ...

იან კელი ღარიბაშვილს - უკრაინის ...

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ბრატისლავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი საკითხებზე ცუდ ანალიზს აკეთებს და შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება, იმის გამო, რომ მას აქვს სუვერენული არჩევანი, რომელიც ქვეყნის დასავლეთთან შეერთებას გულისხმობს. "ცუდი ანალიზია და ამაზე უარესი შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება მისი სუვერენული ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო?", - წერს იან კელი. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილე...

ჰამილტონი ღარიბაშვილს - უკრაინის...

უკრაინის შემდეგ, საქართველო რეგიონში აშშ-ისგან ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას იღებს, გამოფხიზლების დროა, - ასე გამოეხმაურა ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტი, ბობ ჰამილტონი ბრატისლავაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს. როგორც ჰამილტონმა აღნიშნა, იმ დახმარების ფონზე, რასაც აშშ საქართველოს უწევს, ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ნატო-ს გაფართოებას აბრალებს, ხოლო აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნატო-ს კანდიდატი, უკრაინაში რუსეთის შეჭრას ნატო-ს გაფართოებას აბრალებს. მისმა მთავრობამ ასევე უარი თქვა, შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და აშშ დაადანაშაულა ქვეყნის ო...