ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, - ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა ანა მარია შიკომ იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უნდა არსებობდეს კანონის უზენაესობა და ის ყველასთვის თანაბარი და სამართლიანი უნდა იყოს. „ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა. ეს იყო ძალიან ღია და გულახდილი საუბარი. საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებების შემდეგ, ასევე სტრასბურგის სასამართლომაც მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ არც იურისტები ვართ და არც ექიმები - ვიცით, რომ ეს საქმე ასევე არის პოლიტიკური, მაგრამ პოლიტიკაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ეს უშუალ...
პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა, სადაც პაციენტის მკურნალობა ხდება, მაღალკვალიფიციურია, შესაბამისად, აკრედიტებულია და ვფიქრობ, რომ მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა "მინისტრის საათის" ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილა არსებული საკითხი და მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველა ის საჭირო სერვისი, რაც პაციენტს უნდა მიეწოდებოდეს, მიეწოდება. "პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა, სადაც პაციენტის მკურნალობა ხდება, მაღალკვალიფიციურია, შესაბამისად, აკრედ...
სტრასბურგის გადაწყვეტილება პოლონეთში სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით არის საბოლოო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" შესაბამის დახმარებას იღებს, ხოლო, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ მსჯავრდებულის გადაყვანა შესაძლებელი იქნება საპატიმროში, იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. "შეხვედრა შეეხებოდა, აქ არაფერია დასამალი, მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას. ბუნებრივია ვისაუბრეთ მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც და მიმოვიხილეთ სხვად...
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გუშინდელ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხს გამოეხმაურა, რომელთაც ხმა 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც მისცა. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, გუშინდელი დღე და პროცესები სრულად მართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, „რუსული ოცნებისა“ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის მიერ. "გუშინდელ დღეს, პროცესებს სრულად მართავდა სუსი, რუსული ოცნება და ჩინჩალაძე გუშინ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზურაბ ბენაშვილისა და ტრისტან გურასპაშვილის მეუღლეები ჩინჩალაძის თანამშრომლები არიან სააპელაციო სასამართლოში ტრისტან ბენაშვილის ...
საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა და იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ საქართველომ უნდა დაუწესოს სავიზო რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის პასუხი აღნიშნულ თემაზე არის ის, რომ მათი პოზიციის შეცვლა უკრაინის ომმა განაპირობა, აქედან გამომდინარე “2008 წლის საქართველოს ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი და საქართველოში რუსეთის მიერ ომი არ ყოფილა”. „შეუძლებელია, ამაში სწორი ლოგიკა იპოვოთ. ოპოზიციის პასუხია, რომ პოზიციის შეცვლა ომმა განაპირობაო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის საქარ...
ვნანობ ამ აეროპორტების არსებობას, პირველად ქართველების მასობრივად გასვლის გამო და ახლა რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს მოუწოდებს, რომ პირველ რიგში, ერთგულები დარჩნენ საკუთარი ქვეყნის, შემდეგ კი არ უღალატონ უკრაინელებს. “ჯერ თბილისის და ბათუმის აეროპორტები ავაშენეთ გიორგი კარბელაშვილთან ერთად. ალბათ ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ქუთაისის აეროპორტი 2008-ში რუსეთის მიერ 500 კილოგრამიანი ბომბებით დაბომბილი კოპიტნარის მაგივრად რომ ავაშენეთ, ვერა ქობალიას და რამაზ ნიკოლაიშვილის აქტიური დახმარებით. ავიყვანეთ ჰოლანდიური არქიტექტორული კომპანია, ძალიან მეჩქარებოდა, რომ ამათ მოსვ...
იანუკოვიჩი ხალხს პირდებოდა ევროპულ მომავალს, რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული, [მას] სურდა ჩვენი რუსეთში მიყვანა, რუსული კანონების განხორციელება, ზუსტად იგივე ხდება საქართველოში, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის ბრძოლა, მათივე უფლებების, ევროპული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ხალხს უსმენდეს. “მაიდანის მოძრაობა დაიწყო იმით, რომ იანუკოვიჩი ხალხს პირდებოდა ევროპულ მომავალს, დაპირება და რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული. თამაშობდა თამაშს და სურდა ჩვენი რუსეთში მიყვანა, რუსული კანონების განხორციელება. ზუსტად იგივე ხდება სა...
ქართველი ხალხის 89%-ის ნებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლება აგრძელებს საგარეო კურსის შეცვლას, - ასე ეხმაურება 108 არასამთავრობო ორგანიზაცია, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობა ზარალდება მთავრობის არსებული საგარეო პოლიტიკის გამო, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი შეწყვიტოს. "ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის და მისი პარტნიორები არ უშვებენ ფრენებს რუსეთიდან, ან რუსეთში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს საქართველოს ვალდებ...
უმჯობესია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მმართველ პოლიტიკურ პარტიას ეშინია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დააზიანებს. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ასეთ შემთხვევაში, მთავრობას აქვს უფლება, რომ პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა არ მისცეს. "ეს არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლება, რომ თუ მაგალითად, მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში, მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, პრეზიდენტს არ მის...
პარლამენტმა ცესკო-ს წევრობისა და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის წესში ცვლილებები, პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრთა უფლებამოსილების ვადისა და მათი არჩევის წესის ცვლილებას. კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იქნება. ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პრეზიდენტის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალის...
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე 4 კანდიდატს უყარა კენჭი. პლენარულ სხდომაზე კენჭი რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკილაშვილის, ლევან ნემსაძისა და ნინო ნიშნიანიძის კანდიდატურებს ეყარა. სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ვერცერთმა კანდიდატმა ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო, რის გამოც, მესამე ტური გაიმართება. მესამე ტური 30 მაისს ჩატარდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა. "პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი. საქართველოს ...
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა განაცხადა. პატელის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ექსპრეზიდენტი შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებს. "ყურადღებით ვაკვირდებით სახალხო დამცველის განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები და იყოს დარწმუნებული, რომ ის შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებს",- თქვა ვედანტ პატელმა.
დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე, - ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა განაცხადა. დავით კეზერაშვილი თქმით, BBC-ის სიუჟეტში მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები უკიდურესად მცდარია და აღნიშნავს, რომ მას Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან არაფერი აქვს საერთო. მან დასძინა, რომ BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი იყო, ვინაიდან არ არსებობდა სათანადო საფუძველი, რომ მისთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინათ. "დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე ...
დღეიდან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ფრაქციულ, ისე სხვა ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს იმ დეპუტატებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დანაშაულებრივი სასამართლო კლანის გავლენის განმტკიცებას, - ამის შესახებ ენმ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კატეგორიულად ემიჯნება სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. “კლანის” გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კატეგორიულად ემიჯნება სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. “კლანის” გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას. მურუსიძის კლანი სანქცირებული, ყოველგვარი სამართლებრივი ჩარ...
ბაჩუკი ქარდავამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ის პირად სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის დროს მომხდარი ფაქტისა და "ისტერიკის ფონზე, [ფრაქციაში] დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა. მისივე თქმით, არაფერია ამ ქვეყანაზე ისეთი, რომელიც არ გაცხადდება, აქედან გამომდინარე დროთა განმავლობაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და გამომჟღავნდება მომხდარი ფაქტის რეალური მიზეზი. არაფერია ამ ქვეყანაზე ისეთი, რომელიც არ გაცხადდება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა დროთა განმავლობაში და არ მგონია, დიდი დრო დასჭირდეს დღევანდელი ფაქტის რეალური მიზეზების გამომჟღავნებას. არ ...
ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მაჭუტაძემ აღნიშნა, ფრაქციის დატოვების მიზეზი ის „გაუგებრობა“ გახდა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის დროს მოხდა. მისივე თქმით, დეპუტატები ოპოზიციაში არსებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ არ იყვნენ ინფორმირებული. ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 5 დეპუტატსა და “ქართულ ოცნებას” შორის გარიგებას ჰქონდა ადგილი, მაჭუტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია უსინდისო ტყუილია. „იყო ს...
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის დროს "ქართული ოცნების" კანდიდატების დაუჭირეს მხარი. როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, მომხდარი ფაქტი მომხდარი ფაქტი “ზუსტად იმ მორალური კომპრომისების კლიმატის შედეგი და გაგრძელებაა, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, პროდასავლურ ფლანგზე სულ უფრო ხშირად შეიმჩნევა”. მისივე თქმით, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ეს ქმედება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფციის მკაფიო მაგალითი. “რაც პარლამენტში მოხდა, ზუსტად იმ მორალური კომპრომისების კლიმატის შედეგი და გაგრძელებაა, რისი ნიშნები...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის დროს "ქართული ოცნების" კანდიდატების დაუჭირეს მხარი. როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, ნებისმიერი თანამშრომლობა პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი. "ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი", - წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრის...
როდესაც ჩვენი ყურადღების სამიზნე უკრაინაა, საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გადამწყვეტია, რომ დადგეს რუსეთის და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი, აქედან გამომდინარე ჩეხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას და წინადადებას სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ მხარს უჭერს. "გადამწყვეტია, რომ დადგეს რუსეთის და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი. ამ უაზრო ომის მსხვერპლისთვის სამართლიანობას უნდა მივაღწიოთ. სწორედ ამ მიზნით, ჩეხეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას და წინადადება...