პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპ...

პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ დაიწყო. სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და 5 ევროპარლამენტარიი მიმართავს, მათ შორის არიან: რასა იუკნევიჩიენე მარკეტა გრეგოროვა ჟიგიმანტას პავილიონისი ანდრიუს კუბილიუსი ანა ფოტიგა გამომსვლელების შემდეგ, შეკრებილები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყება. სცენაზე დღეს არ იქნებიან პოლიტიკოსები ზუსტად იმიტომ, რომ  რაღაცა სხვადასხვა პარტიული კუთვნილების არ იყოს, არავინ ნაწყენი არ დარჩეს, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა,&nbs...

სირცხვილია - დღეს სცენაზე არ იქნ...

სცენაზე დღეს არ იქნებიან პოლიტიკოსები ზუსტად იმიტომ, რომ  რაღაცა სხვადასხვა პარტიული კუთვნილების არ იყოს, არავინ ნაწყენი არ დარჩეს, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.  მისივე თქმით, გამომსვლელების შემდეგ, შეკრებილები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან.  "პარლამენტის წინ ჩვენ ვიხილავთ ქართველი ხალხის ნების ზეიმს. ჩვენთან ადამიანს შეუძლია მოვიდეს ვინც არ უნდა იყოს ის და გამოხატოს თავისი ერთგულება ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. რაც შეეხება ამ დღეს სცენას, სცენაზე დღეს არ იქნებიან პოლიტიკოსები ზუსტად იმიტომ, რომ  რაღაცა სხვადასხვა პარტიული კუთვნილების არ იყოს, არავინ ნაწყენი არ ...

მედვედევი აშშ-სთან ბირთვულ ხელშე...

აშშ-სა და რუსეთს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს და უფრო მეტიც მათი ურთიერთობის ხარისხი "ნულოვან კელვინზეა" - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა. მისივე თქმით, თვითონ ამერიკელები უნდა მივიდნენ, ან მიუახლოვდნენ მათ და სთხოვონ შეთანხმება. "ჩვენ ახლა არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს აშშ-სთან. ისინი ნულოვან კელვინზე არიან და დღეს მათი გაყინვის საჭიროება არ დგას. მათთან მოლაპარაკება ჯერ არ არის საჭირო. თვითონ ამერიკელები უნდა მოვიდნენ, ან მოგვიხლოვდნენ ჩვენ და გვთხოვონ შეთანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ისე გამოიყურება თითქოს ისინი საზიზღრობებს გვიკეთებენ და ჩვენ თურმე ბირთვული შეთანხმება უნდა მივართვათ". - ნ...

კახა კალაძე- არანაირ პრობლემას ა...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოფიციალურ დოკუმენტში შესაბამისი რეკომენდაციები აისახება, ქვეყნის ხელისუფლება პირობებს შეასრულებს.  ამის შესახებ მან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციებზე კომენტირებისას ისაუბრა. „ყველა პირობას, რაც ოფიციალურ დოკუმენტში აისახება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. თუ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან მოახერხა და ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი; თუ მოახერხა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში თავისუფლად გადავადგილდებით, ვიზის გარეშე; თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა თავისუფალი ...

საია - 20-21 ივნისის მოვლენებიდა...

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე დანაშაულის ყველა შესაძლო ეპიზოდი სათანადოდ არ არის გამოძიებული,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს. ასოციაციის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). ამ დრომდე ს...

ღარიბაშვილი - უკრაინას აძლევენ ს...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიანიჭა, რომ უკრაინა ომშია, ხოლო მოლდოვა ურთულეს მდგომარეობაში. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს ერთგვარი "წამახალისებელი ავანსია", თუმცა მათაც მოსთხოვენ რეფორმების გატარებას.  "მოქალაქეებს გაუჩნდათ კითხვები, თუ რატო დარჩა მოლდოვა და უკრაინა უფრო წახალისებული და მინდა ეს ავხსნა. მოლდოვას და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით, მათაც ჩაუწერეს, საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით ევროკომისია, რომ მათ მიენიჭოთ სტატუსი, პერსპექტივა და ასევე სტატუსი. რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანს...

პრემიერი - ევროკომისიამ მიიღო ის...

17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, როგორც კი საბჭო დაამტკიცებს რეკომენდაციებს, მაშინვე დაიწყება მუშაობა ბრიუსელთან. „17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გახდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს არის ნა...

დღეს პარლამენტთან აქცია „შინ ევრ...

დღეს, 20 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება.  აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიმართავენ სიტყვით. აქცია სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” დააანონსა და მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სამოქალაქო მოძრაობების წევრები შეუერთდებიან.    21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.  

ჯონსონი - კიევი, ან სხვა უსაფრთხ...

კიევი, ან სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი ევროვიზიისთვის ფანტასტიკური ადგილი იქნება. - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მისივე თქმით, ის მხარს უჭერს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის უკრაინაში ჩატარებას 2023 წელს. "ევროვიზია უკრაინელებმა მოიგეს. ვიცი, რომ ფანტასტიკური ნომერი გვქონდა, მეორე ადგილი დავიკავეთ და ვისურვებდი, რომ კონკურსი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს. მაგრამ ფაქტია: მათ (უკრაინამ) გაიმარჯვა და ამას იმსახურებენ. ვფიქრობ მათ (უკრაინას) შეუძლიათ კონკურსის გამართვა და მჯერა, რომ მათ უნდა ჩაატარონ. ჩემი აზრით, კიევი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი ევროვიზიისთვის ფანტასტიკური ადგილი იქნება". - განაცხადა ჯონსონმა. შეგახსენებთ, რომ გუ...

შსს - თბილისში ერთ-ერთ ბართან მო...

თბილისში ერთ-ერთ ბართან მომხდარი დაჭრის საქმეზე 2 ადამიანი დავაკავეთ. - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათივე თქმით, 2 წარსულში ნასამართლევი ადამიანი, 1995 წელს დაბადებული ე.ნ. და 1995 წელს დაბადებული თ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1995 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაუსწრებლად წარუდგინეს. "დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ჩხუბში მონაწილე კიდევ სამმა პირმა - 1998 წელს დაბადებულმა მ.ც.-მ, 1995 წელს დაბადებულმა ა.მ.-მ და 1990 წელს დაბადებულმა რ.დ.-მ. მათ შესაბამი...

უკრაინის ფინანსთა სამინისტრო - კ...

კანადამ კიევის დასახმარებლად დამატებით 733 მილიონი დოლარი გამოყო. - განაცხადა უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ. მისივე თქმით, თანხა, რომელიც უკრაინასა და კანადას შორის სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად შეგროვდა, სახელმწიფო ბიუჯეტში პრიორიტეტული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება. "კანადამ კიევის დასახმარებლად დამატებით 733 მილიონი დოლარი გამოყო, თანხა, რომელიც უკრაინასა და კანადას შორის სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად შეგროვდა, სახელმწიფო ბიუჯეტში პრიორიტეტული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება, კერძოდ, ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატ...

ჯონსონი - შევთავაზე პრეზიდენტ ზე...

უკრაინელი სამხედროები იყენებს ბრიტანულ რაკეტებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. - განაცხადა ბორის ჯონსონმა. მისივე თქმით, მას შევთაბაზე პრეზიდენტ ზელენსკის ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო სასწავლო პროგრამა. "უკრაინელი სამხედროები იყენებს ბრიტანულ რაკეტებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად, მაგრამ ასევე იმ თავისუფლებების დასაცავად, რასაც ჩვენ ვთვლით. სწორედ ამიტომ მე შევთავაზე პრეზიდენტ ზელენსკის ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო სასწავლო პროგრამა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ბალანსი. ამ ომის შესახებ“. - განაცხადა ჯონსონმა.  შეგახსენებთ, რომ  დღეს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაც...

პოდოლიაკი პუტინს - გაუპატიურება ...

გაუპატიურება სიკეთისთვის, მოკვლა სამოთხისთვის, Z-ის გარდა ვინ დაიჯერებს. - განაცხადა პოდოლიაკმა პუტინის საპასუხოდ. მისივე თქმით, არსებობს პუტინის კანიბალისტური ომის ახალი  განმარტება. "პუტინის კანიბალისტური ომის ახალი განმარტება - თქვენ თავს ესხმით უკრაინას, რუკიდან შლით ქალაქებს, მასობრივად ხოცავთ მშვიდობიან მოქალაქეებს, რუსეთს შუა საუკუნეების ეპოქაში აბრუნებთ და შემდეგ ამას დასავლეთის მაშველ რგოლს უწოდებთ? გაუპატიურება - სიკეთისთვის, მოკვლა - სამოთხეში მოხვედრისთვის? ვის უნდა სჯეროდეს ამის, გარდა Z ბანაკისა?". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ  დღეს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაც...

ჯაფარიძე - დეოლიგარქიზაცია ნიშნა...

ეს რაც გვჭირს შემთხვევითობა არ არის. კონკრეტული შემოქმედი ჰყავს. მნიშვნელობა არ აქვს იმის გჯერა რომ ბიძინას კრემლიდან მართავენ თუ იმის გჯერა რომ გაცხადებულმა ‘დაბალანსების პოლიტიკამ’ მიგვიყვანა აქამდე. შედეგი რაც დადგა, სახეზეა. - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. მისივე თქმით, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინაზე უარის თქმას. ამის ამათ არც თავი აქვთ და არც სურვილი. "რაღაცეებზე უნდა შევთანხმდეთ თუ მოგება, ქვეყნის გადარჩენა, უკეთესი მომავალი, რაც გინდა ის დაარქვით გვინდა 1. ეს რაც გვჭირს შემთხვევითობა არ არის. კონკრეტული შემოქმედი ჰყავს. მნიშვნელობა არ აქვს იმის გჯერა რომ ბიძინას კრემლიდან მართავენ თუ იმის გჯერა რომ გაცხადებულმა ‘დაბალანსების პოლიტიკამ’ მიგვი...

ჰარცელი - თქვენი ბედი თქვენს ხელ...

თქვენი ბედი თქვენს ხელშია . - ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელმა. მისივე თქმით, პირველი შემთხვევაა, როცა ევროკომისიამ საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. "როცა შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ და ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. დღეს ევროკომისიამ საქართველოს თანხმობა გამოუცხადა, და ეს ისტორიული მომენტია". - განაცხადა ჰარცელმა. შეგახსენებთ, რომ  დღეს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

Bloomberg- უკრაინას და მოლდოვას ...

ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, რომელიც მომავალში შესრულდება, იუწყება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. ამასთან, ევროკომისია გეგმავს გამოაცხადოს, რომ ურჩევს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი შეასრულებს რამდენიმე წინაპირობას. "აღმასრულებელი ხელისუფლება აპირებს უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ეს არის სიმბოლური ნაბიჯი, ევროკავშირში გაწევრიანების ხანგრძლივი პროცესის ნაწილი", - წერს სააგენტო. ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ ამავდროულად, ევროკომ...

დავითულიანი კანდიდატობაზე - რომ ...

რც ჩვენ და არც მათ სხვა გზა არ აქვთ. კანდიდატი სტატუსი უნდა მოგვანიჭონ ვინაიდან, თუ ისინი სტატუს არ მოგვანიჭებენ ეს იქნება სიგნალი რეგიონში არსებული სხვა ძალებისთვის, რომ კავკასია არ არის პრინციპული დასავლეთისთვის, - ასეთია "ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა დავითულიანის შეფასება.  მისი თქმით, არ შეიძლება წარგვიდგენენ ისეთი პირობები, რომლის შესრულებაც საქართველოს არ შეეძლება.  "არ შეიძლება, ინსტიტუციამ წარმოგიდგინოს შეუსრულებელი პირობები, რაც აპრიორი ყველამ იცის, რომ ვერ შესრულდება. მაგალითად, არის რეფორმირება რიგი მიმართულებების, მაგალითად, არის პოლიტიკური შეთანხმება რაღაცაზე და ა.შ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ ველი, რომ რაღაცას ჩაწერენ, იმიტომ, რომ პოლ...

რეკომენდაციების მოლოდინში - გზა ...

დღეს, 17 ივნისს ევროკომისია გამოაქვეყნებს რეკომენდაციებს, რომელზე დაყრდნობითაც ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისცემს თუ არა უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს. ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც კიევში იმყოფებოდნენ, მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვბებლივ მინიჭებას. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების” (RFE/RL) რედაქტორი ბრიუსელიდან, რიკარდ იოზვიაკი, ავცელებს ინფორმაციას, რომ დღეს უკრაინა და მოლდოვა იღებენ ევროკავშირის კანდი...

ირაკლი კობახიძე - ვერავითარი ირი...

ვერავითარი ირიბი ან პირდაპირი სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაშინებს და ვერ გახდება მოტივაცია მისთვის ხელისუფლებას მიუბრუნდეს, შემოვიდეს პოლიტიკაში და აიძულოს ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. ამას ვერ ეღირსება ვერავინ! - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ბიძინა ივანიშვილზე ირიბად მოქმედებს, თუმცა „ივანიშვილს ეს ირიბი სანქციები ვერ შეაშინებს, ეს კარგად უნდა გაიაზროს როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ასევე თითოეულმა მოქალაქემ“. „ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ირიბი სანქციები მის მიმარ...

რასა იუკნევიჩიანე კობახიძეს - პუ...

პუტინიც ასე ფიქრობს და ლაპარაკობს. - განაცხადა რასა იუკნევიჩიანე  "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საპასუხოდ. კობახიძემ დღეს EPP-ს  "კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება" უწოდა. "EPP არის კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება, სადაც ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო არიან წარმოდგენილი. EPP-სთვის ღირსების საქმე უნდა იყოს ის, რომ კრიმინალური პარტიები არ იყვნენ მის შემადგენლობაში - საუბარი მაქვს კონკრეტულად ნაცმოძრაობასა და ევროპულ საქართველოზე. შესაბამისად, აქ არის სერიოზული პოლიტიკური პრობლემა, ვიდრე ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო რჩებიან EPP-ში, ანუ კრიმინა...