ჩვენ მხოლოდ ვურჩევდით საქართველოს, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, საჭროა, ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა ანაკლის პორტის აშენების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დანიგანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აღნიშნა, პორტის განვითარებისთვის ვის აირჩევს მთავრობა, ეს მისი სუვერენული გადაწყვეტილებაა. "ანაკლიას რაც შეეხება, ამ პორტის განვითარება იქნება საქართველოს სერიოზული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ელემენტი შუა დერეფანში ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კვანძად ქცევისთვის, რაც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილ...
ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას განაცხადა. დანიგანის თქმით, სანქციების მიზანია რუსეთის სასარგებლოდ რუსეთს მავნე მოქმედებების, აგრეთვე - რუსეთის ომის მანქანის ხელშეწყობის შეჩერება, რომელსაც რუსეთი იყენებს არა მხოლოდ უკრაინაში აგრესიის განსახორციელებლად, არამედ სხვაგანაც. "ზოგიერთი მათგანი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. რუსეთზე სანქციების მიზანია რუსეთის სასარგებლოდ რუსეთს მავნე მოქმედებების, აგრეთვე - რუსეთის ომის მანქანი...
როგორც მოგეხსენებათ მისი [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რითაც ჩვენ მოხარულები ვართ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია იქნება, მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. "ჩვენ ვართ სამართლის წინაშე აბსოლუტურად მართლები, ეს დადასტურდა, როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც. როგორც მოგეხსენებათ მისი [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რითაც ჩვენ მოხარულები ვართ და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის გადაყვანილი იქნება პენი...
ბარიერი არ დაიწევა - ერთი, ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც გვქონდა საუბარი - ეს ორი და მესამე - პარტია, რომელიც 90 ათასი და 100 ათასი ხმის მოგროვების შანსს ვერ ხედავს, პარტია არ არის,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძის თქმით, საარჩევნო მარათონი პარტიებს შორის უნდა გაიმართოს და "არა ხელმოცარულ სატელიტებს შორის". „კარგია, რომ მიდასტურებენ, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის წარმომადგენლები, რომ ირაკლი კობახიძემ ეს განაცხადა 2022 წლის დეკემბერთან დაკავშირებით. ეს 2022 წლის დეკემბერში, სამწუხაროდ, არ მოხდა, ჩვენ ერთი წლით გადაგვივადდა კანდიდა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა. "შეხვედრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას შეეხებოდა. ელჩებმა მიულოცეს პრემიერ-მინისტრს ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის დიპლომატიურ კორპუსს. შეხ...
ბოდიშს ვუხდი ჩინელ ხალხს, რადგან სი ძინპინი ჩინელი ხალხის რჩეული ადამიანია,- ასე ეხმაურება "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუს. როგორც ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პრეზიდენტი ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს სჩადის. "სამსახურებრივი დანაშაულის კასკადი, რომელიც ჩაიდინა საქართველოს პრეზიდენტმა, როდემდე უნდა გაგრძელდეს?! მისი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომ ის ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და შეურაცხყოფას აყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ, ყველა პარამეტრებითა და მაჩვენებლებით, ზესახელმწიფოს პირველ პირ...
გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი მიგვიძღვის სწორედ ჩვენს ძალას - "ხალხის ძალას",- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. როგორც სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, "რეკომენდაციების შესასრულებლად მოცემული 6-თვიანი ვადა ხაფანგი იყო". "ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას სტატუსი მიანიჭეს, ხოლო ჩვენ უპრეცედენტოდ მოკლე ვადა - 6 თვე მოგვცეს რეკომენდაციების შესასრულებლად, მაშინ ვთქვით, რომ ეს იყო ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იმისთვის იყო მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ გან...
8 ნოემბერი იყო ნამდვილად შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის, წყალში ჩაეყარათ მთელი ის გეგმები, რომლებსაც ისინი კანდიდატის სტატუსის საკითხს უკავშირებდნენ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები "ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ ნოემბერ-დეკემბერზე, თუმცა, ამ გეგმებს ცივი წყალი გადაესხა", როდესაც ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. „ჩვენ პირველად ვიკრიბებით მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ყველას მინდა მოგილო...
ენმ-ი აპირებს დიდ შეკრებას ვარდების რევოლუციის 20-წლისთავთან დაკავშირებით და სახელმწიფოს მხრიდან უკვე ვლინდება ხელის შეშლა,- ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა. კირკიტაძის თქმით, მმართველ პოლიტიკურ პარტიას "ეშინია, პროდასავლურ ძალებს შენობები იჯარით დაუთმოს". “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აპირებს დიდ შეკრებას და მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკვე ვლინდება ხელის შეშლა. ეს გამოიხატება პირველ რიგში იმაში, რომ ჩვენ მივმართეთ არაერთ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებას, მაგალითად როგორიც არის ახალი სპორტის სასახლე, მივმართეთ ასევე ძველი სპორტის სასახლის იჯარი...
ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ ეს იყო პირდაპირ სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუს. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ზურაბიშვილი ცდილობს, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები "რამენაირად დააზიანოს". "ეს არ არის პირველი შემთხვევა - გახსოვთ მისი განცხადება 2019 წელს გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. მთავრობას დასჭირდა თვეები იმისთვის, რომ დიპლომატიური პრობლემები აერიდებინა თავიდან. ზურაბიშვილი ცდილობს, რომ რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მა...
სტატუსზე რეკომენდაციის გაცემიდან მალევე აბსოლუტურად ჩამოიშალნენ. ეს არის მათთვის, შეიძლება ასე დავარქვათ, "წარუმატებლობის საგა“. ვინც პარლამენტში შევიდოდა, პუფებს რომ ეძახდნენ - იქიდან დაწყებული დღემდე, რა გზა გაიარა ოპოზიციამ, დეგრადაციის და ნულს ქვემოთ, ფსკერს ქვემოთ დაშვების, წარუმატებლობის გზა - ამაზე შეიძლება დიდხანს ვიმსჯელოთ, არ ღირან დიდხანს სამსჯელოდ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილი ფიქრობს, რომ "ოპოზიციამ მოახდინა ტემპერატურის აწევა, რომ სტატუსი ყველაფერს ნიშნავს, რათა გამოეწვიათ საზოგადოების მღელვარება, საქართველოს არ მიეღო სტატუსი, ხელისუფლება შეეცვალათ და თვითონ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში". ...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის კონსულტანტის, ბენ მალეტის საქართველოში არ შემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ენმ აპირებს, რომ ყველა დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ბერკეტს მიმართოს და აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი სრულად ეწინააღმდეგება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში ჩატარების პრინციპებს. „2023 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელიც როგორც ყველა სხვა უწყება, “სუს”-ის არაფორმალური მმართველობის ქვეშაა, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და კანონიერი საფუძვლის გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი უთხრა “ერთია...
ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ასევე რელევანტურია საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა განაცხადა. კლეიტონის თქმით, საქართველოს ნამდვილად აქვს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა "და როგორც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, საქართველო გახდება ნატოს წევრი და დიდი ბრიტანეთი მყარად დგას ამ პოზიციაზე". "ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი კი ნიშნავს, რომ თავად იღებთ ყველა გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ასევე რელევანტურია საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. ა...
გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ. ყველამ მინდა ეს კარგად გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მას შემდეგ, რაც "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მის ყოფნას "სირცხვილი" უწოდა, ბერაიამ თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე "სპეკულაციები უნდა დასრულდეს". "მანამ, სანამ მეც და ჩემი გუნდიც ვთვლით, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს",- თქვა ბერაიამ. ...
სირცხვილია, ირაკლი, პირდაპირ გეუბნები, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე,- ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას კომიტეტის სხდომაზე. ელისაშვილმა ბერაიას გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. "უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა, ვინ გექაჩებოდა ენაზე იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი?! შესაბამისად, ვერ გაგრძელდება აქ ჯანსაღად სიტუაცია, სანამ იქნები ჩაბღაუჭებული თანამდებობას. სირცხვილია ყოველი დღე, როდესაც ატარებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე",- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას. შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" დ...
ევროკომისიის დათქმა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, რა თქმა უნდა, შესრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ტარდება. „რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები ასეთ გარემოში ტარდებოდა და ამაზე შესაბამისი დასკვნებიც მეტყველებს. 2024 წლის არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას წარუდგინოს თავისი ხედვა“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვა არ განიხილება. „არ ვაპირებთ ამ...
„ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუს. კალაძის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, რეალობას მოწყვეტილები არიან. „გაუგებარია რა კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი. ამ ადამიანების განცხადებები, რომლებიც დღეს რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, რეალობას მოწყვეტილები არიან, ვერ გრძნობენ, რა ხდება ქვეყანაში და ხალხს რა დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ. „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტი...
საქართველოს არჩევანი ევროპული მომავალია, რისთვისაც ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. კალაძის თქმით, საქართველოსთვის ყველაზე დამაზიანებელი ქვეყნის შიგნით არსებული მტრობაა. „ცხადია, ყველა ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება. ჩვენი არჩევანი ევროპული მომავალია და ამ რთულ გზაზე, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ცხადია, არსებობს გამოწვევები, სირთულეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუმცა ყველაზე დამაზიანებელი და მძიმე მაინც ქვეყნის შიგნით არსებული მტრობა მგონია. რომე...
ეს საკითხი არის დახურული, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა აღარ გაიმართება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ღუდუშაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბარიერის დაწევის შემთხვევაში, "რადიკალ და დესტრუქციულ ჯგუფს მიეცემა საშუალება, რომ პარლამენტი პოლიგონად გადააქციოს". "საქართველოს ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს ამასთან დაკავშირებით - არასდროს არ ყოფილა ის, რომ დაბალი ბარიერის პირობებში შეკრებილი პარლამენტი აჩვენებდა მაღალ ხარისხს სახელმწიფოს ან ხალხის სასიკეთოდ. შესაბამისად, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ პარლამენტი იყოს...
ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე, რომელიც უფრო და უფრო აკონტროლებს ინსტიტუციებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა RFI-სთან [Radio France Internationale] ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია. "საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასოდეს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან. მიუხედავად მეტნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომელიც საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად. ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტი...