მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს - დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. "სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პირველივე განცხადებაში და მთელი ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ არათუ ევროინტეგრაციის პროცესს არ ვაჩერებთ, არამედ კიდევ უფრო ვააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველ...
სულ რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი სრულ სამოქალაქო დაპირისპირებამდე და 90-იან წლებში დაბრუნებამდე!- ამის შესახებ „ძლიერი საქართვველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. ხაზარაძის განცხადებით, “ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს!“. „ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად საშიში ვითარება სასწრაფოდ რეაგირებას და მყისიერ მოქმედებას საჭიროებს! რუსული სპეცოპერაციით მიტაცებული არჩევნები, ევროკავშირზე უარის თქმა, მოქალაქეების და განსაკუთრებით სამართლიანი პროტესტის არაადამიანური სისასტიკით დარბევა, ქვეყანას მიაქანებს უკიდურესად დიდი საფრთხისკენ! სულ რამდენიმე ნაბიჯი...
ფიზიკური ანგარიშსწორება ეს მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები. მათზე ხდებოდა იმდაგვარი ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელ სახეზე აქვს სისხლნაჟღენთები,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა იზოლატორში მყოფი დაკავებული მოქალაქეების მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, “პოლიციის მხრიდან ამგვარი მოპყრობა სიმხეცეა და მას გამართლება არ აქვს“. „ფიზიკური ანგარიშსწორება ეს მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები. მათზე ხდებოდა იმდაგვარი ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელ სახეზე აქვს სისხლნაჟღენთები. ეს არის სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამინები...
არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ვიხილეთ, რით დასრულდებოდა ეს მიტინგი, გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შს მინისტრი მერაბიშვილი ან გახარია რომ ყოფილიყო, რამდენიმე ადამიანის მკვლელობა ან რამდენიმე ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა მინიმალური შედეგი, რითაც მიტინგი დასრულდებოდა”. „მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრსა და თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. როგორც რასმუსენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, დანია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია. „დანია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია. დანია ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს“,- წერს რასმუსენი.
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, თბილისის ქუჩებში ევროპულ იდეალებს სასტიკად ანადგურებენ. „სწორედ ევროპა და ევროპული იდეალებია, რომლებსაც ეს რუსი მარიონეტები თბილისის ქუჩებში მიზანმიმართულად და სასტიკად ანადგურებენ. ევროპა გაიღვიძე!“- წერს ზურაბიშვილი.
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია,- ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. როგორც დანიგანი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია მხარს უწერენ. „ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა ...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღეს დაიცავ შენს თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში,- ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. პავილიონისმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ "თუ დღეს შეგეშინდება ბრძოლის, ხვალ ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული". "ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღეს დაიცავ შენს თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში. თუ დღეს შეგეშინდება ბრძოლის, ხვალ ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული და ძალ...
ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ილია მართალი წერდა „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!” ეს სიტყვები კი, იმ უწმინდეს ანდერძს წარმოადგენს რომლის დაცვასაც თაობები შეეწირა,- ასე ეხმაურება ჩრდ.ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნება" 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს". როგორც მეუფე საბა აღნიშნავს, "წინაპრების მიერ არჩეული გზა, რომლიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს". "ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ილია მართალი წერდა „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!” ეს სი...
ვფიქრობ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად სამწუხარო,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ჰერჩინსკის თქმით, რაც გუშინ მოხდა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება „ვფიქრობ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად სამწუხარო. მახსოვს, 2 წლის წი...
საქართველოს ელჩი ბულგარეთში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობიდან გადადგა. როგორც ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება მან ოფიციალურად დაწერა. “ამ საჯარო განცხადებით, მე ვაცხადებ რომ, ოფიციალურად წარვადგინე განცხადება ბულგარეთში საქართველოს ელჩობის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური საქმიანობის განმავლობაში (ორ დეკადაზე მეტი) მე ჩემს კოლეგებთან ერთად აქტიურად ვცდილობდი საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინ წაყვანასა და ძლიერი და სანდო სტრატეგიული პარტნიორობის შენებას ჩვენს მეგობრებთან, განსაკუთრებით კი ამერიკასთან. ჩვენი დაუღალავ ძალისხმევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეცა...
პარტიის გენერალური მდივანი ვარ, ასევე, დედაქალაქის მერი. გინდათ მოლაპარაკებების გახსნა?! გახსენით, ჩვენ მზად ვართ,- ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირს, როდესაც მან მედიასთან პრემიერ-მინისტრის გუშინ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის და ზოგადად, ხელისუფლების ერთიანი პოზიცია არის არა ევროინტეგრაციაზე უარის თქმა, არამედ 2028 წლამდე ყველა პარამეტრით მომზადება, რომ ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. „პრემიერმა ვრცელი განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც ვნახეთ ცრუ პროტესტი, რომ თითქოს, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რო...
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები თავად შეწყვიტა და ხელისუფლების გუშინდელ გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერია“. ამის შესახებ მან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. „ჩვენ ევროკავშირის ელჩი დაგვამახსოვრდა არჩევნებში პირდაპირი ჩარევით. ევროკავშირის ელჩი არ იყო, რომელიც პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ შეჩერებულია მოლაპარაკებების გახსნის პროცესიო? გუშინდელი განცხადება რატომ გახდა პრობლემა, თუ მოლაპარაკებები შეჩერებული იყო დღემდე, არ მესმის. მართლა ვამბობ, თუ რეალურად უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ? - გახსნან. რა არის პრობლემა ამაში? ხომ ამბ...
თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მანამდე, საპროტესტო აქცია იყო მმართველი პარტიის ოფისთანაც, საიდანაც მოქალაქეებმა შემდეგ მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლეს. აღსანიშნავია, რომ თბილისთან ერთად, საპროტესტო აქციები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშიც მიმდინარეობს. შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების ...
ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი,- ასე ეხმაურება "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. როგორც გვარამიამ აღნიშნა, "საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე". "ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი. საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე. P.S. 9 მაისს რუსების პარადზე რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი იდგება, იმედია, ყველასთვის გასაგებია",- წერს გვარამია. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რ...
ევროპარლამენტმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა საქართველოს არჩევნებზე: ის არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ლუაზომ აღნიშნა, საქართველოში ახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს. "ევროპარლამენტმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა საქართველოს არჩევნებზე: ის არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო. ახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს. არ შეიძლება ხალხის ბედისწერის მოპარვა", - წერს ლუაზო.
მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ, როგორც მოწყალება“. კობახიძის თქმითვე, “მოლაპარაკეების გახსნა დასაშანტაჟებლად ისევე გამოიყენება, როგორც მანამდე კანიდდატის სტატუსი”. “მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბ...
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრაზე "ძლიერი საქართველოს" ლიდერები და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ელენე ხოშტარია იმყოფებოდა. როგორც "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. "ჩვენ გვჭირდება ერთობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვჭირდება ერთობა ოპოზიციურ მხარეს და ასევე ჩვენ გვჭირდება იმ მანდატების დაცვა, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს მისცეს ჩვენმა მოქალაქეებმა. მაგრამ როგორც ხედავთ, "ქართული ოცნება" აგრძელებს თავის სპეცოპერაციას, ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით,...
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გმობს. ევროპარლამენტის რეზოლუციას მხარი 444-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 72 დეპუტატი წავიდა. ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ: საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ. პარლამენტი ითხოვს ევროკავშირის სანქციების დაწესებას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მაღალი დონის ოფიციალური პირების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა შეუთავსებელია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივასთან. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროკავშირმა უნდა დააწესოს სანქციები და შეზღუდოს ოფიციალური კონტა...
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია არჩევნების არაღიარებაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ასევე, არის მოწოდება პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, „ახლა ერთიანობის დროა“. „ამ წუთებში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია არჩევნების არაღიარებაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ასევე, არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებაზე პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების და მათ შორის, პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი. დღეს არ...