საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით რუსეთს, მხოლოდ საქართველოს დავაზიანებდით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს და არავის აძლევს საშუალებას, რომ საქართველოს მეშვეობით, მათ გვერდი აუაროს. "გავიდა ერთი წელი. სანქციების ტალღებიც ვნახეთ. ვნახეთ ისიც, რომ საქართველო ამ საკითხში არის პატიოსანი იმისთვის, რომ არ დაუშვას გვერდის ავლა დაწესებული სანქციებისა. ამავე დროს, ვნახეთ ხალხი, მნიშვნელობა არ აქვს ქართული პოლიტიკის წარმომადგენლები არიან თუ არა, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს და ზოგიერთი დღემდე მოუწოდებს...
პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ამდენი ადამიანი არც ერთ პატიმარს არ გაუმწარებია, რამდენიც გაამწარა სააკაშვილმა. „პარლამენტის მიერ ამნისტია გამორიცხულია. ამნისტია ისეთი კანონია, რომელიც პირთა აბსტრაქტულ წრეს უნდა შეეხოს. არ შეიძლება ამნისტია მოერგოს ერთ კონკრეტულ წრეს. ბოლომდე დავიცავთ პრინციპებს და გამორიცხულია, რომ ამნისტიის კანონი ერთ კაცს მოერგოს. 9 ათასივე პატიმარი, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილი, შესაძლოა რაღაც დოზით, იწვევდნენ თანაგრძნობას, ეს ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუ...
მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე არის ჩაკეტილ სივრცეში და არ მიეწოდება ინფორმაცია - რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილი ნიჰილიზმშია და ქვეყნის ევროპული მომავლის არ სჯერა, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს ან ოპოზიციაში გადავიდეს. "მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე არის ჩაკეტილ სივრცეში და არ მიეწოდება ინფორმაცია. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ქალბატონმა სალომემ უნდა იცოდეს, რომ პირიქით, საქართველო დღეს ყველაზე აქტუალურია დღის წესრიგში მსოფლიო თანამეგობრობაში, მათ შორის თავისი სატრანსპორტო შესაძლებლობებით, მა...
ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფორმა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, სოფლის განვითარება და სურსათის უვნებლობა. "თითოეულ სექტორში რეფორმების განხორციელების შეფასების შემდეგ, ევროკავშირმა შემდეგი დასკვნები გამოიტანა: 1. ე...
იყო გარკვეული მცდელობა ხელოვნურად დაეძაბათ ვითარება, თუმცა ნახეთ, რომ 40-კაციანი შეკრება გამართეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში სიტუაცია არ არის იდეალური, მაგრამ არის სიმშვიდე, რომლის შედეგიც ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა. მან დასძინა, რომ როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალა არის ისეთი, როგორიც დღესდღეობითაა, პოლიტიკური სისტემა ბოლომდე ჯანსაღად ვერ შეფასდება. მგონია, რომ დაძაბული საერთოდ არ არის სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. იყო გარკვეული მცდელობა ხელოვნურად დაეძაბათ ვითარება, თუმცა ნახეთ, რომ 40-კაციანი შეკრება გამართეს. ის რომ რომელიღაცა პოლიტიკოსის შვილების მისამა...
საქართველოს ყველა რაიონში და ქალაქში იქნება პროტესტი, ყველამ თქვენი ბრაზი ბიძინა ივანიშვილის და ამ რუსების წინააღმდეგ გამოხატეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმე, უდრის ევროპულ მომავალს და პირდაპირ კავშირშია მასთან. "საქართველოს ყველა რაიონში და ქალაქში იქნება პროტესტი, ყველამ თქვენი ბრაზი ბიძინა ივანიშვილის და ამ რუსების წინააღმდეგ გამოხატეთ, მოგმართავთ ახალგაზრდებს ვისაც არ გინდათ რუსეთში ცხოვრება ვისაც გინდათ თავისუფალ დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, ეს არის თქვენი საბრძოლი, თქვენი პროტესტი, ეს არის ...
იუსტიციის სამინისტროსთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უწყვეტი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. როგორც პარტიის ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტ...
დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, სწორედ ქართული ოცნებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნება", ისევე, როგორც დავით აღმაშენებელი ისტორიაში შევა, როგორც საჭირო მომენტში პატრიოტული გულით და ცივი რაციონალური გონებით მიღებული გადაწყვეტილებებით. "სწორი მიზნები ბევრ ქართველ მეფეს ჰქონდა და ბევრი მეფე ვერ შევიდა ისტორიაში ისე, როგორც შევიდა დავით აღმაშენებელი. თუკი დავით აღმაშენებელი რამით შევიდა ისტორიაში, იმიტომ შევიდა, რომ მას სწორ მიზნებთან ერთად მას ჰქონდა, მხურვალე...
პატარა ოხუნჯობა იყო და უნდა ვაპატიოთ, ალბათ, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დისკრეციული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტსაც აქვს ხოლმე "მძიმე რეაქცია", თუმცა "ეს მუქარა არ არის". "მძიმედ აფასებს ხოლმე თვითონ პარლამენტის ექსკლუზიურ გადაწყვეტილებებს და არასდროს არავის ეს მუქარად არ აღუქვამს. მასაც აქვს მძიმე რეაქცია, ჩვენც გვაქვს მძიმე რეაქცია რაღაცებზე", - უთხრა კობახიძემ "ტვ პირველს". შეგახსენებთ, გუშინ 7 თებერვალს საქართველოს პრ...
ევროპარლამენტარები მარკეტა გრეგოროვა, მირიამ ლექსმანი, პეტრას აუსტერვიჩუსი და ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში 4 ევროპარლამენტარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ "ქართული ოცნების" ხელისუფლების გულგრილობის გამო, იმედგაცრუებასა და მწუხარებას გამოთქვამს. „ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტის წევრები გამოვხატავთ ღრმა იმედგაცრუებასა და წუხილს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სწრაფად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ გულგრილობის გამო... ევროპარლამენტმა 2022 წლის 9 ი...
რუსეთთან საკმაოდ მშვიდი ურთიერთობების გამო, დასავლეთი საქართველოსთვის ხელების გადაგრეხვას იწყებს, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი Telegram-ზე წერს. კარასინის განცხადებით, იმის მიუხედავად, თუ სახელმწიფო რას ანიჭებს უპირატესობას, "უნდა შესრულდეს ის, რაც ვაშინგტონმა გადაწყვიტა". "როგორც მოსალოდნელი იყო დასავლეთი საქართველოსთვის ხელების გადაგრეხვას იწყებს რუსეთთან საკმაოდ მშვიდი ურთიერთობების გამო. ეს არის თამაშის ახალი წესები საერთაშორისო საქმეებში მიუხედავად ისტორიისა, გეოგრაფიისა და მიუხედავად იმისა, თავად სახელმწიფო რას ანიჭებს უპირატესობას. უნდა შესრულდეს ის, რაც ვაშინგოტნმა გადაწყვიტა"...
კობა ნაყოფია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეულ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში თავად განაცხადა. მისივე თქმით, ის არ იქნება იმ პოლიტიკურ საბჭოში, საიდანაც ენმ-ს დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, გიორგი პატარაია და სხვები გააგდეს. "მინდა გითხრათ, რომ პოლიტსაბჭო, რომელიც არსებობდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", არჩეული იყო ბოლო ყრილობაზე, რომელსაც ესწრებოდა 10 ათასამდე ადამიანი და 10 ათასი ადამიანის მიერ არჩეული პოლიტსაბჭო 300-კაციანი ყრილობით ჩვეულებრივად გადაირჩიეს რაც მე ძალიან მაშფოთებს და მაწუხებს... მერე რატომღაც მეც აღმოვჩნდი ამ პოლიტსაბჭოში პარლამენტის კვოტით. ამ კვოტით არ ვისარგებ...
სამწუხაროა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. იმედი მაქვს, ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება აღნიშნული ისტორია, - ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი, იური კამელჩუკი, მოსამართლე, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარეობაშია და სწრაფად საჭიროებს სტაციონალურ მკურნალობას მესამე ქვეყანაში, სადაც ის შეძლებს, რომ იყოს დარწმუნებული, რომ დაუბრუნდება ნორმალური ჯანმრთელობა. "სამწუხაროა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. იმედი მაქვს, ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება აღნიშნული ისტორია. იმედი გვაქვს, რომ ეს რაც შეიძლება ...
ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის სურვილია ჩვენ ვიყოთ ნიჰილიზმში და უიმედობაში, ჩამოვუშვათ ხელები და ვთქვათ, რომ მაინც არაფერი არ გვეშველება და არაფერი არ გამოვა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაასამაროს, რისი ნათელი დადასტურებაც, არის, რომ მსოფლიო ლიდერების განცხადებების ფონზე, პუტინის მთავარ მტერს და მებრძოლს კრემლის დავალებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. "ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის სურვილია ჩვენ ვიყოთ ნიჰილიზმში და უიმედობაში, ჩამოვუშვათ ხელები და ვთქვათ, რომ მაინც არაფერი არ გვეშველება და არაფერი არ...
ადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ემსახურონ ქვეყანას, გადაჯეგა, არ დაუტოვა სივრცე, - ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, როდესაც თანამოქალაქე გააფთრებულად ვითომ უპირისპირდება ხელისუფლებას და სრული საბოტაჟის რეჟიმშია პარლამენტთან, სადაც ის კანონები მტკიცდება, რომლითაც ქვეყანა ცხოვრობს. „ზოგადად, ვინც არ უნდა იყოს, რა პოლიტიკური ბექგრაუნდის, ისტორიის, ბიოგრაფიის ადამიანიც არ უნდა იყოს, გულდასაწყვეტია, რომ შენი თანამოქალაქე ასე გააფთრებული, დაპირისპირებულია ვითომ ხელისუფლებასთან და სახელისუფლებო პარტიასთან, მაგრამ, ზოგადად - საქართველოს ინტერესებთან, ...
ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო და მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მიეცეს მას მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელების საშუალება, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა. მისივე თქმით, ესტონეთი მზადაა მკურნალობაში დასახმარებლად სამედიცინო ექსპერტიზა უზრუნველყოს. მან აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად. "ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო და მოვუწოდებთ საშუალება მიეცეს მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელების. ესტონეთი მზადაა უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზ...
მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოიძის განცხადებით, თუ "პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა", პარტიისა და მესამე პრეზიდენტისთვის, ეს უმძიმესი პრობლემა იქნება. "მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები. თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) - ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პ...
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს, ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გათავისუფლება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის "საუკეთესო გამოსავალი" იქნებოდა. "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მისაღებად, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა - მისთვის, მისი ოჯახისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - წერს ლანდსბერგისი Twitter-ზე. შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყ...
ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება, მაგრამ ქართველები გულხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს. ექსპრეზიდენტი წერილში მადლობას უხდის ყველას, ვინც მის საქმეზე მუშაობდა და მიიჩნევს, რომ ბრძოლა არ დასრულებულა. "მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს, მარიამ ჯიშკარიანის გუნდს, ყველა ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, ზურაბ ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს, ამ დიდი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისა და ადამიანურობისთვის. ეს ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინას...
გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები დაენანათ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება „ნაციონალური მოძრაობა“. „გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, ასე იყო სიტყვა სიტყვით ნათქვამი, დღეს უკან დაიხიეს და დაენანათ როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები. საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია, მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ, არ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში, აქედან გამომდინარე ჩვენთვის არსე...