ჯო ბაიდენი რუსეთის მხრიდან საფრთ...

მიმდინარე კვირაში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში დამატებით ჯარს გზავნის. თეთრი სახლის ცნობით, მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საშიშროებას უკავშირდება. ამერიკული სამხედრო ძალა პოლონეთში, გერმანიასა და რუმინეთში გადანაწილდება. ამ დროისთვის, შეერთებული შტატები 3 000 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს. ამბავს BBC News იუწყება. შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილებას უარყოფს, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე კრემლს 100 ათასი ჯარისკაცი მაინც მობილიზებული ჰყავს.

მოძრაობა „საქართველო“ პოლიტსაბჭო...

თბილისში, „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან მოძრაობა „საქართველოს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი განცხადება ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და ფასების ზრდას ეხება. აქციაში მონაწილე პირებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით - „მოგაკითხავთ ყველგან“. აქცია პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად მიმდინარეობს.

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი სა...

დღეს, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პოლიტიკოსის ცნობით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, საუბარის თემა პოლიტიკური დებატებისთვის სივრცის გაფართოების საკითხს ეხებოდა.  „საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, განვიხილეთ, როგორ უნდა გაფართოვდეს სივრცე პოლიტიკური დებატებისთვის ისეთ საკითხებზე, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურია“, - წერია სვენ მიქსერის Twitter გვერდზე.

გიგა ბოკერია - როცა არალეგიტიმურ...

„მიხეილ სააკაშვილის საკითხის წინ წამოწევა კომისიის სახით არის შიდაპარტიული პრობლემების გამოძახილი. რა ეფექტს ელოდებიან ამ პარლამენტში კომისიისგან, სადაც ოპოზიციას უმრავლესობა არც ექნება. როდესაც არალეგიტიმურს ეძახი პარლამენტს, საკუთარ თავს არ უნდა ახტებოდე და არ იძლეოდე მაგალითს, რომ სიტყვას ფასი არ აქვს, ესე იგი საზოგადოებას პატივს არ სცემ“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიები კომიისიის შემქნის ინიციატივას“. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმურ პარლამენტში, ამას კოლაბორაციონიზმს ეძახდა და დღეს კი, „არალეგიტიმურ“...

„ნაცმოძრაობის“ ორგანიზებით, საქა...

"ოცნება აღარიბებს", "მატყუარა მთავრობა" "ხელისუფლება დაგვცინის" - ამ სახელწოდების ბანერებით თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტის განცხადებით, საქართველოდან მოქალაქეები ყოველდღიურად ეკონომიკური მდგომარეობის გამო მიდიან რაც სამუშაო ადგილების არ ქონის გამო ხდება. აქტივისტები ქვეყნის მდგომარეობას სოციალური კატასტროფას უწოდებენ.

სააკაშვილი - მე ციხეში ვარ გამოკ...

მე ციხეში ვარ გამოკეტილი, მაგრამ არანაკლებ ციხეშია მთელი საქართველო. - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხმაურება. "საქართველო იყო მსოფლიოს N1 რეფორმატორი, ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო, საერთაშორისო გამჭვირვალობის ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით 2004-2012 წლებში. ჩვენ ახლაც მაღლა ვართ რეიტინგებში, ოღონდ ცოტა განსხვავებულად. მე-7 ადგილი მსოფლიოში 200 ქვეყანას შორის, კოვიდით სიკვდილიანობით სახელოვან სომალისთან, ერაყთან და ომით განადგურებულ ავღანეთთან და სირიასთან ერთად მოწინავე ადგილი გვიჭირავს ევროკავშირში გამქცევთა შორის. 2004-2012...

სალომე სამადაშვილი - მმართველ გუ...

„მმართველ გუნდს არ აღმოაჩნდა გამბედაობა, მოძალადეს მოძალადე უწოდოს. ამით კი, მსოფლიოს წინაშე თავისი რეალური სახით წარსდგა“, - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები ნამდვილათ თავისუფლების მხარეს რომ იდგნენ, საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეს მხარს შესაბამისად დაუჭერდნენ. „თქვენ, რომ თავისუფლების მხარეს იდგეთ, როგორ გაბედავდით, დღეს, როდესაც რუსეთი ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, მოძმე ხალხს ახრჩობს, რომელიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვის, საქართველოს პარლამენტში წარგედგინათ რეზოლუცია, სადაც მოძალადეზე არაფერი არის ნათქვამი. როგორც სოროდან გამოჰყა...

პარლამენტმა 74 ხმით, უკრაინის მხ...

საქართველოს პარლამენტმა, 74 ხმით უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. მასზე ხელი „ქართული ოცნების“ წევრი პარლამენტარების გარდა, არცერთმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ არ მოაწერა. „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ - ასე ეწოდება, მმართველი პარტიის წევრი დეპუტატების: გიორგი ხელაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, გივი მიქანაძისა და თამარ ტალიაშვილის მიერ დაწერილ დოკუმენტს, რომლის შინაარსიც ასეთია: „საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორ...

გიორგი ფხაკაძე - მივმართავ ვაქცი...

„მივმართავ ვაქცინაციის საბჭოს - ადექით და გადადექით, უთხარით არ ვეთანხმებით პრემიერის ამ გადაწყვეტილებას. ამ სიტუაციის „გაპრავება“ როგორ შეიძლება?!“, - ამის შესახებ, ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მწვანე პასპორტების“ გაუქმებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. „არ იცით თქვენ არაფერი. თქვენ მოიყვანეთ ქვეყანა ამ დონეზე. მე პრემიერან პრეტენზია მაქვს - ნული. მან პოლიტიკური გადაწყვტილება მიიღო. ჯანდაცვის მინისტრთან მაქვს პრეტენზია მაქვს - ნული. ისინი არ არიან პროფესიონალები. დაავადებათა კონტროლის ცენტრი სისულელეზე ხარჯავს ფულს. როგორ იქნება ყველაფერი კარგად, რა იქნება...

გიგი უგულავა - „მწვანე პასპორტთა...

„მწვანე პასპორტთან“ ერთად „ნაცებს“ წითელიც გაუუქმეს, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში მწვანე პასპორტის გაუქმებას.

ხატია დეკანოიძე - მნიშვნელოვანია...

„წლების შემდეგ არავის გაახსენდება „ქართული ოცნება“, მხოლოდ ეს რეზოლუცია იქნება აღბეჭდილი, ვფიქრობ, როდესაც საქართველოს ღირსებაზე და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენგან ერთობლივი ტექსტი წამოვიდეს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა. დეკანოიძემ შესთავაზა საპარლამენტო უმრავლესობას, მიუხედავად სერიოზული განსხვავებებისა, რეზოლუცია საერთო შეთანხმებით წარმოადგინონ.  „ვფიქრობ, კითხვის დასმას რატომ არ ჩაწერეთ რეზოლუციაში რუსეთის აგრესია და რატომ გადაკეთდა შეთანხმებული დოკუმენტი, ამას აზრი არ აქვს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის პოზიცია ასეთია, თქვენ გეტყობათ...

კახა კალაძის განცხადებით, ყოველი...

უკანონო მშენებლობების თითოეული ფაქტი სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „მოდუსის“ მიერ სავაჭრო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში უნებართვო მშენებლობებთან საბრძოლველად შესაბამისი კანონი არ არსებობდა. „კომპანია „მოდუსისთვის“ რეკრეაციულ ზონაში სავაჭრო ცენტრის მშენებლობის ნებართვა არავის მიუცია. მსგავსი ბევრი ფაქტი არსებობს, რაც გამოწვეულია იმით, რომ შესაბამისი კანონი არ არსებობდა. ძალიან დაბალი ჯარიმა იყო დაწესებული. კომპანიები თავისუფლად იხდიდნენ მას და განაგრძობდნენ მშენებლობებს. ჩვენ ამ პრობლემას დავუპირისპირდით. ჩვენი ინიციატივით, უკანონო მშენებლობები სისხ...

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხ...

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია, თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. პირველ სხდომაზე რიგ საკითხებზე, რომლებიც დეპუტატებმა საშემოდგომო სესიის პერიოდში განიხილეს, კენჭისყრის პროცედურა გაიმართება.  მიმდინარე კვირაში დეპუტატები ცესკო–ს თავმჯდომარესა და კომისიის 2 წევრს აირჩევენ. პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილია აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო კომისიის წევრის 2 ვაკანტურ თანამდეობაზე – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები. 

ნიკოლოზ სამხარაძე სალომე სამადაშ...

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესა და ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირების გამო კომიტეტის სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სხდომის არსებით საკითხზე გადასვლას ითხოვდა. 'ჩვენ ოპოზიციის რეზოლუციას,  იმიტომ კი არ ვეთანხმებით,  რომ მათ მიერ არის შედგენილი,  არამედ შინაარსობრივად საჭიროებენ დახვეწას. ეს პროექტი ჩვენ გავასწორეთ,  ვინაიდან კრიტიკას ვერ უძლებდა გავუგზავნეთ ყველა ფრაქციას მივიღეთ მათგან დადებითი გამოხმაურება. სწორედ,  ამიტომ არ განვიხილეთ თქვენი რეზოლუცია,  რომელიც არაფრად არ ვარგოდა. ქა...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალო...

“საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას“, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, დემოკრატიული პროცესისათვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას და გამოიყენოს ის ნდობა და მანდატი, რომელიც მინიჭებული აქვს არჩევნების საფუძველზე.  „საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას. დემოკრატიული პროცესისათვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას და გამოიყენოს ის ნდობა და ...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,ტვ პ...

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ,,ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი, თითქოს პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციას. ადმინისტრაცია ,,ტვ პირველს“ მოუწოდებს, არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, დაუყოვნებლივ უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს, პრეზიდენტის ინსტიტუტისა და შეწყალების მექანიზმის დისკრედიტაციის მცდელობა. „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ,,ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლ...

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ...

„ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავში საკრებულოს თავჯდომარის არჩევას. მისი განცხადებით, რუსთავშიც და სხვა საკრებულოებშიც მთავარია, ოპოზიციის საქმიანობა მიმართული იყოს მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემების წამოწევისთვის, გადაჭრის გზების შეთავაზებისა და ქართული ოცნების კორუფციული ნაბიჯების მხილებისათვის. „მივესალმები რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, „ქართულ ოცნებას&ldqu...

ნიკა გვარამია - იმის მადლობელიც ...

„მგონი იმის მადლობელიც უნდა ვიყოთ, რომ უკრაინას არ აბრალებენ საომარი მოქმედებების პროვოცირებას“, - ამის შესახებ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შემდეგ ყველაზე მსხვილი ფიგურა ანტიპუტინისტურ ფლანგზე, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთში დაადეპორტა. „რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციონერი, პრაქტიკულად, ნავალნის შემდეგ ყველაზე მსხვილი ფიგურა ანტიპუტინისტურ ფლანგზე, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთში დაადეპორტა, ისე, რომ თბილისის აეროპორტიდან არც გამოუშვა. საგულისხმოა, რომ გუდკოვი კიევიდან ჩამოვიდა ქართველ კოლეგებთან უკრაინის ამბებზე სამსჯელოდ. მოკლედ, რეზოლუციაში რუ...

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პ...

„უსაფრთხოების საკითხები ეხება არა მხოლოდ უკრაინას და საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს და ევროპას, ამიტომ, დღეს მთავარი ამოცანაა ახალი ომის არდაშვება და ამ პოზიციას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს, სრულად იზიარებენ ჩვენი პარტნიორებიც",- ასე გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ბიუროს სხდომაზე, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებს.  პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზეც. მისი თქმით, სამუშაო პროცესი უზრუნველყოფილი იქნება. „რაც შეეხება რეზოლუციის ტექსტის შინაარსს, კმაყოფილი ვარ, რომ ტექსტთან დაკავშირებით იმუშავეს როგორც დახურულ კარს მიღმა, ასევ...

ჯვარი-უშგულის და მესტია-უშგულის ...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის  საავტომობილო გზის ჯვარი-უშგული მონაკვეთზე (კმ30-კმ186), ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა. ასევე, მესტია-უშგულის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამბავს გზების დეპარტამენტი იუწყება. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის  საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელ...