უწყვეტი პროტესტის მე-100 დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. მათ ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით წამოსული მოქალაქეები შეუერთდნენ. საზოგადოება კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე უკანონოდ დაკავებულები ადამიანების გათავისუფლებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ამ მოთხოვნებს მოქალაქეები უკვე 100 დღეა უწყვეტად აჟღერებენ.
საქართველოს შეიძლება არ აქვს წიაღისეულის თვალსაზრისით მდიდარი რესურსები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რაც უკავშირდება სატრანზიტო შესაძლებლობებს, რათა მართლაც მდიდარი რესურსები, რომელიც არსებობს დღეს ცენტრალურ აზიაში საქართველოს გზით გავატაროთ და მივაწოდოთ დასავლურ ბაზრებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ეს არის ის, რამაც შეიძლება დააინტერესოს აშშ, რათა გადატვირთოს სტრატეგიული ურთიერთობები, თუმცა ამას ხელს უშლის ის პოლიტიკა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ახალ ინიციატივას, რომელიც ამერიკი...
თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს შესაძლოა, საქართველო საერთოდ არ დაუტოვებია. მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, სად იმყოფება და როგორ გადაკვეთა საზღვარი თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა. „მე არ ვიცი, არ ვიცნობ აღნიშნულ თემას, შესაბამისად, ალბათ გამოძიება ყველაფერს დაადგენს. არავინ არ იცის, როგორ გავიდა, საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი, ან საერთოდ გავიდა თუ არა“, - განაცხადა კალაძემ. 4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით, ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები“ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ბაჩიაშვილმა არ და...
ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას - ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე.- ამის შესახებ ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში განუცხადეს. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის ქმედებები მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას. “ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას. „ქართული ოცნების“ რეპრესიების პოლიტიკა მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამო...
სადაო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ "ქართული ოცნების" კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სახელმწიფოები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ უპირისპირდებიან, რომ ის საქართველოს რეალურ ინტერესებს იცავს და ომში ჩართვას არ აპირებს. პაპუაშვილის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები მხარს უჭერდნენ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობა ავტორიტარული იყო, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მშვიდობიანი პოლიტიკის გამო სანქციებს უწესებენ. „პოსტსაბჭოთა ბალტიისპირული ქვეყნების ქცევას რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ სააკაშვილს, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქც...
გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ფეისბუქზე წერს. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამეტ ერტადერთი საღი გამოსვალია ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული, და კანო...
შსს-ს შემდეგ მობილურებში დაცული ინფორმაციის წამკითხველ მოწყობილობებზე 4 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც აფორმებს. ხელშეკრულება ისრაელის კიბერუსაფრთხოების კომპანია Cellebrite-სთან გაფორმდება და მისი ღირებულება 4,134,720 ლარი იქნება. შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდა შპს "ქომუნალ ტექნოლოჯი"-სთან, რომელიც საქართველოში Cellebrite-ის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, Cellebrite-ის სისტემები გამოიყენება ანდროიდის, ეფლის, მაიკროსოფტის, ლინუქსისა და სხვა ოპერაციულ სისტემებში დაცული მონაცემების წაკითხვისთვის. "შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს კომპანია „Cellebrite“-ის წარმოების აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფების პ...
ოკუპირებულმა ცხინვალმა და ნიკარაგუის რესპუბლიკამ „დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობებზე ორმხრივი უარის თქმის შესახებ“ შეთანხმება გააფორმეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 27 თებერვალს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ნიკარაგუას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალბა აზუჩენა ტორეს მეჯიას შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკარაგუის რესპუბლიკაში, ნარიმ კოზაევი და რუსეთის ფედერაციაში ნიკარაგუის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველ-წ...
თოვა შეწყდა თუმცა, ახლა არის ყინული და მომდევნო დღეებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყინული გაიწმინდოს. მამუკა ხაზარაძის ინიციატივით დამატებითი სპეცტექნიკა ჩამოვიდა და მუშაობს. იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქია უახლეს დღეებში დასრულდება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა. ასევე მისი თქმით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები სტიქიის ზონაში ფიზიკურად მუშაობენ და მოსახლეობას ეხმარებიან. „მეოთხე დღეა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შტაბი მუშაობს ოზურგეთის რაიონებში. 27 თებერვალს სპეციალური მძიმე ტექნიკა შემოვიყვანეთ, რომლებმაც რამდენიმე სოფელში ინტენსიურ რეჟიმში იმუშავეს, მათ შორის სოფელ - მერიაში, ცი...
უწყვეტი პროტესტის 92-ე დღე. რუსთაველისგამზირი, აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. საპოლიციო კორდონის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მომიტინგეებმა სავალი გზის დაკავება მაინც მოახერხეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების დანიშვნა და პატიმრების უპირობოდ გათავისუფლებაა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ სტიქიის ზონაში ჩასულ მოხალისეებს ღირსების ორდენი მიენიჭოთ. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ზოგი“ძლიერი სპორტპარლამენტარი” იქ თოვლთან ჭიდილში თვალში ვერ მოხვდა". პრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძე და მის ოჯახს, რომელიც სტიქიის ზონაში ქალბატონს მედიკამენტებით დაეხმარა. მოხალისეების ხელშია ეს ქვეყანა! ამ დროს თურმე კიდევაც აჯარიმებენ პროტესტში და ქვეყნის ყველა გასაჭირში მდგომ ადამიანებს. არაუშავს სიკეთე გაიმარჯვებს, აღდგომაც მოვა, და თქვენი ყველასი დრო. გამოვდივარ წინადადებით რომ ყველა ამ მშვიდობიან მებრძოლეებს მიენიჭოთ ღირსების ორდენი! ეს დრო ძალი...
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში - საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო“, - წერს პეტერ ფიშერი. მისი თქმით, ქართველებმა, რომელთაც გერმანული სტიპენდიებით გერმანიის უნივერსიტეტებში უსწავლიათ, ამ დანაკარგის შესახებ კარგად იციან...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების 86% დაჩქარებულად განიხილეს, მათ შორის რეპრესიული და არადემოკრატიული ცვლილებები. საიას ცნობით, ბოლო 3 თვეში, 37 საკანონმდებლო ინიციატივიდან 20 დაჩქარებული წესით განიხილეს, 12 ინიციატივა გამარტივებული პროცედურით მიიღეს. "არალეგიტიმური პარლამენტი რეპრესიულ კანონებს დაჩქარებული წესით ამტკიცებს. "ქართული ოცნება" ფორმალური დემოკრატიის დაცვაზეც კი უარს ამბობს და გადაწყვეტილებებს სწრაფად, განხილვის გარეშე იღებს. სამართლებრივი სახელმწიფოსა და უსაფრთხოების პრინციპებს ზიანს აყენებს დაჩქარებული პროცედურების უსაფუძვლო გამოყენება, რაც კანონების ლეგიტიმაციასა და ხარისხზე აისახებ...
კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის აზრით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შემხედვარე ქართული ოცნების ამომრჩევლებს უხარიათ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი. "ქართველები ალბათ ახლა უყურებენ, როგორ ანადგურებს ტრამპი ზელენსკის და უხარიათ: რა ყოჩაღები ვართ, რომ ქართულ ოცნებას დავუჭირეთ მხარი". – წერს პუტინის მეგობარი, ფილოსოფოსი დუგინი. დუგინის აზრით ქართული ოცნების ამომრჩეველმა "გადაარჩინეს ქვეყანა". "უხარიათ, რომ მასკის მიერ განადგურებული USAID-ის ლაქიების არ აჰყვნენ, რომლებიც თბილისის ქუჩებში ცოფებს ყრიან და არ დარჩნენ გარდაუვალი კრახის მხარეს. გადაარჩინეს ქვეყანა". ცოტა ხნით ადრე დუგინმა, თავისი შვილის, დარია დუგინას მკვლელობაში გაერთ...
გვაქვს რუსული რეჟიმი, აღარ გვყავს სახელმწიფო - ამას გავაპროტესტებთ 25 თებერვალს, იმედი მაქვს, 25 თებერვალს აქციაზე ყველა გამოვა - თქვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ფორმულასთან" ინტერვიუში. "რეალურად, ხელი აიღეს ყველა სახელმწიფო ფუნქციაზე. სახელმწიფო ხომ ჩამოშალეს იმ მხრივ, რომ არც ერთი ინსტიტუტი დღეს აღარ არის, ვერ ჩაითვლება როგორც სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ან ინსტიტუტი, ყველა არის მხოლოდ პარტიის რაღაც ქვედანაყოფი, თუ არა ბიძინას რაღაც ხელქვეითი. ასე რომ, სახელმწიფოც ჩამოშალეს და ამავე დროს, უარს ამბობენ ყოველდღიურად სახელმწიფო ვალდებულებებზე, რაც არის ის, რომ მოქალაქე უნდა დაიცვა, პრევენცია, ჯანდაცვა, კულტურა. საშინელება ხდება ყველა...
მზია ამაღლობელმა არა მხოლოდ ქვეყანას, მთელს მსოფლიოს აჩვენა ძალა - სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე ხელისუფლება სრულად გააშიშვლა ფლიდი მორალისგან, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ყოფილი პრემიერი “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. “დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვე...
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ის არის თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის ღირსებისა და თავმოყვარეობის ნამდვილი სიმბოლო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ნამდვილი სიმბოლო თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის ღირსებისა და თავმოყვარეობისა. ქართველი ერის, რომელიც არასოდეს დაემონება კრემლის ჰიბრიდული საქმიანობის პროდუქტს - „ქართულ კოშმარს“. ერთ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თქვენი ერის თავისუფლებას ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში!“- წერს ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე. შეგახსე...
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ,,მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში” ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვდა. როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბაიბა ბრაჟესთან შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. „ხაზი გაესვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას, ახალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების რისკებს, როგორ იყენებს რუსეთი საქართველოს კრიზისს საკუთარი გავლენების გასაფ...
ცხადია, რომ საქართველო არ შევა ევროკავშირში თავისი ახლანდელი კურსით - თუ საქართველოს ოფიციალური პირები გააგრძელებენ ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება "კრიზიდან გამოსვლის და ნდობის გზაა". "სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოება ასევე შეიძლება შემობრუნებულ იქნას, რასაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს - სადაც მმართველი პარტია ქვეყანას სულ უფრო აშორებს დემოკრატიას, ისევე როგორც საგარეო კურსს, რომელიც დასავლეთისკენაა ორ...
საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, გაბედულად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, - ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, "ოქტომბერში პუტინისტურმა ქართული ოცნების რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა. "რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისთვისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს. მამაცი ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ქუჩებშია, უწყვეტი პროტესტის 76-ე დღეს. ქართველების 80%-ს სურს, რომ ამერიკის ახლო მეგობრები, ევროკავშირისა და NATO-ს ნაწილი იყვნენ, მაგრამ რეჟიმი ძალადობითა და უკანონო დაპატ...