"ქართული ოცნება" დღეს, 11 მაისს პოლიტიკური საბჭოს სხდომას გამართავს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, სხდომა ცენტრალურ ოფისში 13:00 საათზეა ჩანიშნული. პრესსამსახურის ინფორმაციითვე, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, 14:00 საათზე ბრიფინგი ჩატარდება.
მოლდოვასთან დაკავშირებით თუ გახსენდებათ ერთი ევროპელი ან ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადება, მოწოდება დსთ-დან გამოსვლის თაობაზე? ხომ არიან კუბილიუსები და სხვები, რომლებიც შანსს არ უშვებენ ხელიდან და მუდმივად ცდილობენ, დაგვარტყან, თუ იცით მათი ერთი განცხადება მაინც? - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ პარალელი გაავლო საქართველოსა და მოლდოვას შორის და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოლდოვა რუსეთის ქოლგის ქვეშ არსებული საერთაშორისო ორგანიზაციის, დსთ-ს წევრობის პარალელურად ცდილობს, ევროკავშირის წევრის სტატუსი მოიპოვოს. კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც მოლდოვის ფრთხილი პოზიციები რუსეთთან მიმართებით გასაგებია არამხოლოდ თავად ამ ქ...
„რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, [რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის მოხსნა] კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის". „მახსოვს, თავის დროზე, როდესაც რუსეთმა საქართველო ამოიღო მტრული სახელმწიფოების სიიდან ამასაც მოჰყვა რადიკალების აღშფოთება. სინამდვილეში, ეს იყო იმის გამოხატულება, რომ საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას აქვს თავისი შედეგი და შედეგი არის ის, რომ საქართველოში დღეს ჩვენ არ გვაქვს მეორე ფრონტი...
გარკვეული სასჯელი იყო დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, მილიონამდე ადამიანისთვის, რომელიც არის პოტენციური მოსარგებელ ამ საკითხით და საბოლოო ჯამში, დღეს ეს სანქცია მოიხსნა, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. მისივე თქმით, რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, რომლებსაც უწევთ სხვა ქვეყნების გავლა, იმისთვის, რომ საქართველოში მოხვდნენ, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან და დისკომფორტთან, მიღებული გადაწყვეტილებით კი ამ ადამიანებს ეს სანქცია მოეხსნათ. "ჩვენ მოგვიწია თავის დროზე ამ საკითხზე განმარ...
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოცემა “აქცენტთან” მიცემულ კომენტარში გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, თურუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ამერიკისშეშფოთებას გამოიწვევს და შესაძლოა დადგეს სანქციების დაწესების აუცილებლობა, იმქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლსდაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან. "დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსულითვითმფრინავების მათ საჰაერო სი...
სააკაშვილი ომის შემდეგ პირველი იყო, ვინც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა დაუწესა, ბუნებრივია ამას არ მოჰყოლია მეორე მხრიდან რეაგირება, იმიტომ რომ რუსეთის მხარე დღემდე სჯიდა ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა. ზარქუას თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უწევდათ სხვადასხვა ქვეყნის გავლით დაბრუნება, იმ ფონზე, რომ რუსეთის მოქალაქეები შეფერხების გარეშე კვეთდნენ საქართველოს საზღვარს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან შემდეგი ნაბიჯი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება უნდა იყ...
ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით, - ასე გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მოხსნის იმ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ახლობლების მონახულებაში და ამასთან ერთად ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების დამყარებას. მან ასევე აღნიშნა, რომ ის თავად აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. "ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რო...
პირდაპირ გემუქრებით - საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ქვეყანაში ოპერირებას ვერ მოახერხებთ, - ასე მიმართა რუსულ ავიაკომპანიებს პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება არის ეროვნული ინტერესებისთვისა და იმიჯისთვის დიდი დარტყმა და იმ შემთხვევაში თუ ქართული ავიაკომპანია იფრენს საქართველოში, ეს ქვეყანას სანქციების საფრთხის ქვეშ დააყენებს, რაც სახელმწიფოსთვის კატასტროფა იქნება. "ეს არის დიდი დარტყმა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, დიდი დარტყმა ჩვენი საერთაშრისო იმიჯისთვის. ეს არის რუსული ოცნების მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი... ამ საკითხს გააჩნია კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი განზომილება. ყველა რუსულ...
რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის "კარგი ქცევის" შედეგი, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს, რითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ხელს უშლის. "რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის "კარგი ქცევის" შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინ...
ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. მისივე თქმით, საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, მიღებული გადაწყვეტილება კი მათ გაუადვილებს ყოფით პირობებს და მისცემს მათ საშუალებას, რომ შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია და მიმოსვლა. "მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქე...
ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი პუტინის გადაწყვეტილებებს, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. მისივე თქმით, რუსეთში მცხოვრები მისი ქართველი მეგობრები ახლა ვლადიმერ პუტინის სადღეგრძელოებს ამბობენ. "ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ. შეტყობინებები გავხსენი და ჩემი ქართველი მეგობრების უამრავი სადღეგრძელო დამხვდა - ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ყოჩაღი ხარ", - წერს სიმონიანი. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.&n...
უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს გამოეხმაურა. გონჩარენკოს თქმით, რუსეთს კვლავ სურს, რომ საქართველო მთლიანად მისი კონტროლის ქვეშ იყოს და როგორც თავად აღნიშნავს, ჯერჯერობით ამის გაკეთება მათ შეუძლიათ. "პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთს კვლავ სურს, რომ საქართველო მთლიანად მისი კონტროლს ქვეშ იყოს და ჯერჯერობით ამის გაკეთება შეუძლია, სამწუხაროდ", - წერს გონჩარენკო. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება...
მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს რუსეთთან სამთვიანი ვიზების დაწესების საკითხი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას პროვოკაცია უწოდა და თქვა, რომ თბილისს მოსკოვისგან არ სჭირდება საჩუქრები მანამ, სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. "მოვისმინეთ ყველამ დღეს მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება. რას ემსახურება ეს?! შესაძლოა, ეს იყოს მარცხის, კრახის გადაფ...
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. შესაბამის პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. "ბათილად ცნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება", - ნათქვამია დოკუმენტში. აღსანიშნავია, რომ მანამდე მოქმედი განკარგულებით რუსულ ავიაკომპანიებს ორ ქვეყანას შორის ფრენა ეკრძალებოდათ. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა კიდევ ერთი განკარგულება და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ფ...
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას პასპორტით შეძლებენ. გამონაკლისი ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სამუშაო მიზნით ჩადიან ან 90 დღეზე მეტი ვადით გეგმავენ დარჩენას. „ვწყვეტ: 1. დადგინდეს, რომ 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები შედიან რუსეთის ფედერაციაში და ტოვებენ რუსეთის ფედერაციას ვიზის გაცემის გარეშე მათი ვინაობის დამადასტურებელი მოქმედი საბუთების საფუძველზე (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური&nbs...
ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის, დაბადებულია რუსეთში, გაზრდილია რუსეთში და თავის წინაპრებსაც პატივს არ სცემს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ უკრაინის უზენაესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერთან, დავით არახამიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ზარქუამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინა არახამიას გაასამართლებს, რადგან ის ქვეყნის ინტერესებს არ იცავს. "რაც შეეხება არახამიას, ვწუხვარ, რომ დროს მაკარგვინებთ ამ ხელმოცარულზე - საკუთარ პარტიაშიც კი, სადაც არის ხელისუფლებაში, პრეზიდენტმა გაუუქმა ვიზები - სახელმწიფოს ხარჯზე დაფრინავო ევროპაში უსაქმურადო - ამას, გონჩარენკოს და კიდევ...
აუდიტი დაინტერესდეს მაგალითად გელათის ამბით, ჯვრის მონასტრის ამბით, საყდრისით, ტყე რომ აჩუქა ღარიბაშვილმა ცოლს, ნარმანიაც არ ჩამორჩა,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აუდიტის სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას. ხაბეიშვილის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პირის განცხადება არის "რუსული ოცნების“ შანტაჟი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პროევროპულ პროპაგანდაზე მუშაობენ. „რუსული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარე არასდროს დაინტერესებულა მაგალითად გელათის საკითხით, რომელიც ინგრევა და არასდროს არ უთქვამს, რომ აუდიტის სამსახურმა რამე უნდა იმოქმ...
ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. ბოლო პერიოდში გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“ „დროა“-ს, „ევროპულ საქართველოს“, სხვა პარტიების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ დაფუძნებულია და იმართება ლიდერების მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება. „ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ე...
საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის და სწორედ ამიტომ, თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შარლ მიშელმა ქართველ ხალხს ყოველივე საუკეთესო უსურვა და გვერდში დგომა გამოუცხადა. “ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, ძვირფასო პრეზიდენტო ქალბატონო სალომე ზურაბიშვილო, დღეს გახლავთ ევროპის დღე, რომელიც პირველად აღინიშნება საქართველოში მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩ...
ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან [ევროპასთან] ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროპა არის მშვიდობიანი მომავლის გარანტია, რაც არ უნდა “ვიღაცები მეორე ფრონტზე საუბრობდნენ” “ევროპა არის მშვიდობა, ეს არის ისტორიაში ერთადერთი ასეთი ქვეყნების გაერთიანება, რომელმაც შეუნარჩუნა ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა სრულად და შეუნარჩუნა მათ მშვიდობა, არც ერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა, ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავი...