დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ე.წ. პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართავს. "შეხვედრაზე სახელმწიფოს მეთაურები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ბელარუსის რესპუბლიკიდან დაბრუნების შემდეგ, აფხაზეთის პრეზიდენტი მოსკოვში სამუშაო ვიზიტის პროგრამას გააგრძელებს", - ნათქვამია ე.წ. პრესსამსახურის ინფორმაციაში. ცნობისთვის, ასლან ბჟანია მინსკში გამგზავრებამდე შეხვედრებს, მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართავდა. ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციას 14 თებერვალს ესტუ...
„ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ. მერის თქმით, "საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და შესაბამისად აფასებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას". „მესამე წელია ვისმენთ ამ ადამიანისგან, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუმცა, რეალობა ყველამ ძალიან კარგად იცის. განცხადებები, რომელიც მისი მხრიდან კეთდება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, კარგად აფასებს ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობას და ეს გამოიკვეთება არჩევნებზ...
თბილისის მერიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი პარტიის ლიდერები, აქტივისტები და მხარდამჭერები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას პროევროპული კურსის შენარჩუნებაც წარმოადგენს. "მერი არის ეჭვმიტანილი ძალიან ბევრ კორუფციულ, დანაშაულებრივ სქემაში და გარდა ამისა, ის არის რუსული გავლენის აგენტად ქცეული, როგორც "ქართული ოცნების" ყველა ხელმძღვანელი პირი. "კახა რუსი" გამოდის და ამბობს, რომ ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ რუსეთში. ყველა ასეთ ადამიანთან მივალთ და მოვთხოვთ პასუხს. მალე დადგება მათი პასუხისმგებლობის საკი...
ბიძინა ივანიშვილი არც პროევროპელია, არც პრორუსი, ბიძა ივანიშვილი არის პროთავისი, - ამის შესახებ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. გახარიას თქმით, ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, "ყველას ჩამოართმევს ხელს". "ის ყველას ჩამოართმევს ხელს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს არის მისი მთავარი მიზანი. დღეს, ჩვენი ხელისუფლების ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ მიუღებელია და არ არის თავსებადი ევროპულ ფასეულობებთან. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივად, ის შორდება თანამედროვე დემოკრატიულ ევროპულ სამყაროს და ბუნებრივად მიდის რუსეთის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ“ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თხოვნით ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მოძრაობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა. ფოფხაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაბამისი მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე წარადგინეს და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა შედგება, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით მოძრაობის არგუმენტები კი, მოსმენილი და გაზიარებული იქნება. "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება, მიემართა პრეზიდენტსთვის შეხვედრის თხოვნით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნის ევროპულ არჩევანს სჭირდება ის, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრე...
მივმართავ "ოცნებაში" დარჩენილ ადამიანებს - გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, გიყენებთ თქვენ და უნდა იცოდეთ, რომ ვერც ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული, - ამის შესახებ ექსპრემიერმა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და მას ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით ანაცვლებს, "ნაციონალური მოძრაობა" კი, მზად არის, საქართველოს ევროპული პერსპ...
ფრაქცია „ქართული ოცნების” სახელით შემიძლია ვთქვა პრინციპების დონეზე შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ [„უცხოური გავლენის აგენტის” კანონპროექტს], - ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობის ანალოგია, არის სრული ტყუილი. „ფრაქცია „ქართული ოცნების” სახელით შემიძლია ვთქვა პრინციპების დონეზე შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ. დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება. თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება და შემიძლია მთ...
თუ დაინგრა გელათი, თუ ევროპას დავშორდით, თუ კაცი მოკვდა საავადმყოფოში, თუ რუსები ვაბოგინეთ ხელისუფლებაში და დისკომფორტიც ვერ შევუქმენით. იტყვის ნეტავ, რომ ქართველი ხალხი ევროპას და სხვა სიკეთეებს იმსახურებდა?, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას თავისუფალი სამყაროს ლიდერი ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეწვია, რადგან ეს მათ თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს. მან დასძინა, რომ ქართველი ხალხიც იმსახურებს იგივე პატივს და ევროკავშირის წევრობას, მაგრამ სამწუხაროა რეალობა ისაა, რომ ქართქველი ხალხი არ აკეთებს საკმარისს იქამდე, რომ ისტორიის წინაშე მართლები იყვნენ. "თავისუფალი სამყაროს ლიდერი ჯო ბაიდენი ...
ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკური დაჯგუფება ირჩევს კანონის ინიცირებას, რომელიც თავისი შინაარსით არა ევროპას, არამედ რუსეთის მანკიერ მოდელთან აახლოვებს საქართველოს. “სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს....
ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელია დგას საქართველოს მხარდამხარ და რა თქმა უნდა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა შემაჯემებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე მათ საქართველოს მთავრობას მოუწოდეს და ურჩიეს, რომ გააგრძელონ მხარდაჭერა და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროპასთან დაახლოებაში მდგომარეობს. "რამდენიმე დღის წინ შესრულდა ერთი წლისთავი რუსეთის შეჭრისა უკრაინაში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში საქართველოში ყოფნა, რადგანაც საქართვე...
ევროკავშირის რეკომენდაციებში მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებები ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა შემაჯემებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს ევოკავშირში გაწევრიანება ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ თავისი პროფესიით საქმიანობა აწარმოონ "ევროკავშირის რეკომენდაციებში მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებები ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, იმუშაონ თავისი პროფესიით და აწარმოონ თავისი საქმიანობა. საქარ...
ფაქტია, რომ კონტეინერით გამოგზავნილი სააკაშვილი სამეგობროდ არ მოდიოდა. მე გამოვრიცხავ იმას, რომ კიევმა არ იცოდა სააკაშვილი სად და რა მიზნით მიემართებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ უკრაინის მიწვევის საკითხზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს უქმნის პირობას, რომ პოლიტიკური პოზიციები გაიმყაროს, აქედან გამომდინარე მას მიაჩნია, რომ კიევი პოზიციას არ შეიცვლის, რადგან მას სტრატეგიული ამოცანა გააჩნია. „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი ჩვენგანი არ წარმოადგენს ერთ პიროვნებას, რომელიც თავის პოზიციას ან თავისი ემოციების მიხედვით გამოხატავს მიდგომას, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ჩვენ საზოგადოებას წარმოვადგენ...
ამ ქვეყანაში არის ისეთი მთავრობა, სადაც არასასურველია ანტი-პუტინისტების ჩამოსვლა და წითელი ხალიჩებით ხვდებიან გავრილოვებს, პოზნერებს, ალიუზდენოვებს და ხალხს, რომლებიც არღვევენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ემსახურებიან იმპერიას, - ასე გამოეხმაურა პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რუსი ანტიპუტინისტი მწერლის და ჟურნალისტი ფილიპ ძიადკოს საქართველოში არ შემოშვების საკითხს. მისივე თქმით, საინტერესოა თუ რატომ არ უშვებენ ქვეყანაში ისეთ ხალხს, რომლებიც საქართველოს და მშვიდობიანი ქვეყნების გამო უპირისპირდებიან რუსეთის იმპერას. "მე მინდა მივიდე ამ ადამიანთან, მთელი ღამე გაატარა რაღაც პატარა სივრცეში და სამი დღე უნდა გაატაროს კიდევ აქ... წამების პირობებში არის, ასე უდიერა...
ნეონაცისტურ რეჟიმს ის უამრავ იარაღს და საფლავამდე ერთგულებას დაპირდა, - ასე შეაფასა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევმა ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი. მისივე თქმით, ბაიდენმა, რომელმაც მანამდე მიიღო უსაფრთხოების გარანტიები, კიევში ბოლოს და ბოლოს მაინც ჩავიდა. "ბაიდენი, რომელმაც მანამდე მიიღო უსაფრთხოების გარანტიები, ბოლოს და ბოლოს ჩავიდა კიევში. ნეონაცისტურ რეჟიმს ის უამრავ იარაღს და საფლავამდე ერთგულებას დაპირდა" - განაცხადა მედვედევმა. შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს კიევში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა.
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, სადაც მხარდაჭერა და დახმარების ახალი პაკეტი განიხილეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენის ვიზიტი შეაფასა, როგორც აშშ-უკრაინის ურთიერთობებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი. "ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-უკრაინის ურთიერთობების მთელ ისტორიაში", - განაცხადა ზელენსკიმ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 20 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა. ხელისუფლების წარმომადგენლებს - არც უკრაინელებს და არც ამერიკელებს - ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ოფიციალური გ...
მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი რუსი უფლებადამცველი და ბლოგერი მარკ ფეიგინია. მისი განცხადებით, ის დღეს დასავლეთს მიმართავს, რათა უფრო ფართოდ გაიგონ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში და ასევე, მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყანაში. შეგახსენებთ, რომ მარკ ფეიგინის ინიციატივით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოწოდებით აქციები გაიმართა. მორიგი აქცია რუსმა უფლებადამცველმა 1-ელ თებერვალს დააანონსა.
ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის რადამ, სხვა ქვეყნებთან ერთად, კიევში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ავრცელებს. გიორგი ვაშაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" უკრაინაში ჩასვლაზე უარი თქვა. "ეს წუთია გავიგე, რომ 24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა და ამაზე ინფორმაცია ყველას დაგვიმალა!",- წერს ვაშაძე.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის ფარგლებში, "აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის განხილვა" იგეგმება. საკითხზე ვრცელ განმარტებას აკეთებს ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური და ხაზს უსვამს, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს, ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით ისტორიულად ჩამოყალიბებული კონსტიტუციური სისტემის საფუძველი კანონით არის გათვალისწინებული და განხილვას არ ექვემდებარება". ე.წ. პრესსამსახურის განმარტების თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე პერიოდულმა გამოცემამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გაავრცელა, რაც მათი აზრით...
საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. კობახიძის თქმით, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა. "როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს. მაგალითისათვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემ...
ბოლოს, რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?!, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას. როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სისხლისღვრისთვის არ ჩამოსულა. "მოვისმინე და სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი. ადამიანმა დაიწყო იმით, რომ დიდი მსახიობია თურმე და რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე. გეგულებათ ეგეთი მსახიობი მსოფლიოში, რომელსაც თვეების განმავლობაში ჰქონდეს სიცხე და ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს. ასეთი მსახიობობა მე არ გ...