საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული ახალი საოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 88%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 58%-ს კახა კალაძე, 56%-ს კი გიორგი გახარია მოსწონს. კვლევის შედეგები ასე ნაწილდება: პატრიარქი 88% კახა კალაძე 58% გიორგი გახარია 56% ირაკლი ღარიბაშვილი 40% ნიკა მელია 39% დავით უსუფაშვილი 36% ანა დოლიძე 34% სალომე ზურაბიშვილი 31% ელენე ხოშტარია 30% გიორგი ვაშაძე 30% ირაკლი კობახიძე 30% შალვა ნათელაშვილი 29% ალეკო ელისაშვილი 27% კახა კუჭავა 25% მამუკა ხაზარაძე 24% ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 20% ირმა ინაშვილი 20% ბადრი ჯაფარიძე 19% გიგა ბოკერია 18% ნინო ბურჯანა...
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველო“ 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას,გამოკითხულთა 26% „ქართულ ოცნებას“, 14% „ნაცმოძრაობას“, 9% კი, გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა ხმას. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: „შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი" -3%; „გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე" - 2%; „სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე - 2%; „ლელო - მამ...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ''მთავარი არხის" ეთერში გასულ ფარულ აუდიო-ჩანაწერებს ეხმურება და განცხადებას ავრცელებს. სუს-ი აღნიშნულ ფაქტს დეზინოფორმაციას უწოდებს და უწყების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. ,,გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თითქოსდა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ. აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. საინფორმაციო ომის ფარგლებში, კონკრეტული მედიასაშუალება მიმართავს ყველა ხერხს იმი...
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს და მინისტრის, თეა წულუკიანის პოლიტიკა გააპროტესტეს. მწერლების, პუბლიცისტების, მხატვრებისა და მუსიკოსების პროტესტი ხელოვნების მუზეუმის გადარჩენისკენ არის მიმართული. კულტურის სფეროს წარმომადგენლების თქმით, დაუშვებელია თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობა ივანიშვილის სამშენებლო ამბიციებს შეეწიროს და დაუშვებელია ეროვნულ საგანძურში დაცული 139 000 ექსპონატის დაჩქარებულ რეჟიმში მუზეუმის საცავებიდან გატანაც. აქციის მონაწილეები პროცესების გამჭვირვალობას და კონკრეტული კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც ამირანაშვილის მუზეუმიდან „ოქროს ფონდის“ გადინებას მონიტ...
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერ თავდასხმებთან დაკავშირებით და მას მმართველი პარტიის მიერ „სამართლიანი არჩევნების“ წინააღმდეგ წარმოებული მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებად მიიჩნევს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 1-ელ აგვისტოს, ხობში, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ორგანიზაციის გრძელვადიან დამკვირვებელს, რომელიც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენას უწევდა მონიტორინგს. ბერაიამ ორგანიზაციის დამკვირვებელს „მატყუარა“ უწოდა და „გამყალბებელი,&...
პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. კენჭისყრა რიგგარეშე სხდომაზე ცოტა ხნის წინ ჩატარდა. გიორგი კალანდრიშვილის კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი წავიდა. ამასთან, დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცესკო-ს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. ცნობისთვის, საკითხს კენჭი პარლამენტმა უკვე მეოთხედ უყარა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ სუს-ის ჩანაწერებს „ავადმყოფურ ბოდვას“ უწოდებს. „ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას, პირდაპირ ვიტყვი, არ მჩვევია ეს ტერმინი, ავადმყოფურ ბოდვაზე. ეტყობა მოეწყინათ ვიღაც-ვიღაცეებს, სხვა საქმე არ აქვთ სალაპარაკო და ვიღაცების ავადმყოფურ ტვინებში ჩნდება ასეთი ვერსიები. მე სერიოზულად ვერ შევალ ამაში, არც არაფერს ვუშვებ და არც ვაპირებ ამაზე საუბარს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, გუშინ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პო...
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ხატია დეკანოიძე გუშინ საღამოს " მთავარი არხის " დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, გვარამიამ ეთერში განაცხადა,რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ამსახველ ანგარიშებს აგროვებდა. დეპუტატის თქმით , დიაგნოზი უკვე დასმულია და ეს არის ავტორიტარიზმი. "ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დიაგნოზი უკვე დასმულია და, ზოგადად, ავტორიტარიზმის მთავარი შინაარსიც ხომ ეს არის? ფარული თვალთვალი, ფარული მიყურადება, როდესაც იგი არ ენდობა საკუთარი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსაც კი და, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი განსახიერება, ამაზრზენი ...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით „ფეის ნიუსს“ უწოდებს. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ეს არ არის ჩანაწერები, ესაა ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს. „ჩემთვის ეს არის მორიგი „ფეიკ ნიუსი“, გავრცელებული იმ არხიგან და იმ ე.წ მედიამენეჯერებისგან, რომელიც სინამდვილეში გახლავთ რადიალური ოპოზიციური პარტის ერთ-ერთი ლიდერი. სინამდვილეში ჩანაწერები არ არის, ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს. ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს და გ.ნ-მ რა უთხრა ბ-ნ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე. მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრების, თ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი შეხვედრებს დღის განმავლობაში გამართავს. პრეზიდენტი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ქვეყანაში არსებულ პოიტიკურ ვითარებას განიხილავს.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ მოუტანა სარგებელი მხოლოდ კრემლს. - ამის შესახებ ევროპალამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა პრენკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით "ქართული ოცმენის გადაწყვეტილება აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. როგორც კრამონი აღნიშნავს ეს არ არის პირველი შემთხვევა,როცა ქართული ოცნება არღვევს შეთანხმებას, ეს კი ასუსტებს ნდობას ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის, სწორედ ამიტომ ევროკავშირს მოუწევს გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან. ამასთან კრამონი ეხება მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს, მისი თქმით "ქართულომა ოცნებამ" ეს პირობაც არ შეასრულა. „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ძალიან მოულოდნელი და ჩემი აზრით დამაზი...
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ სრულ ბოიკოტზე გადადის. „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ახლა მთლიანად ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესში. „ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობა-ძალა ერთობაშია , გადადის სრულ ბოიკოტზე. აღარ ვაგრძელებთ ამ ეტაპზე პარლამენტში საქმიანობას და ეს იქნება სრული პოლიტიკური ბოიკოტი. მთავარი ამოცანა არის თვითმმართველობის არჩევნები. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და საქართველოს მოსახლეობას დავუბრუნოთ" - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც ცალმხრივად იყო გაფორმებული; რეალურად, ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ჩვენ, 100 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი რეფორმებს განაგრძობს. „აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ საჯაროდ დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ, ადამიანის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტ...
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თოომას ჰენდრიკ ილვესი "ოცნების" მიერ მისელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ამერიკასა და დასავლურ ქვეყნებს მოთმინება გამოელიათ. მისი თქმით, საქმე სერიოზულადაა. "გაბრაზებული საკმაოდ მძიმე ტერმინია. არასდროს მინახავს ის საელჩოს განცხადებაში გამოეყენებინოს. სიმართლე რომ ვთქვათ, ამერიკას მოთმინება გამოელია, ისევე როგორც სხვა დასავლური ქვეყნები, რომლებიც ამ დრომდე ზრუნავდნენ საქართველოზე. ეს სერიოზულია. გამოფხიზლდით", - წერს ილვესი.
დიდი ბრიტანეთის შეშფოთებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის თაობაზე- ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო წერილობით ავრცელებს საელჩოს წერილში ნათქვამია,რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. საელჩო მოუწოდებს მხარეებს დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება. გაერთიანული სამეფო მზად ყოფნას გამოთვამს მხარი დაუჭიროს საქართველოს გამოიყენოს შესაძლებლობა და განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინ...
„ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოში მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მისი დანგრევისთვის," - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ წერილს ვრცელებენ , წერილში კონგრესმენები „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან. კონგრესმენების წერილში ნათქვამია,რომ ამ მოვლენებით გამბედაობა ემატება მას,ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს. „სიახლე, რომ „ქართული ოცნება“, გავა 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებიდან, სამწუხაროდ ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიისთვის არსებუ...
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება. იან კელის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს. „ამ ხელშეკრულებისა და მასში შემავალი ყველა დემოკრატიული პრინციპის გაუქმებით, საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს, არასდროსაა გვიანი ამ პრინციპებზე დაბრუნება“, - წერს იან კელი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ემაურება და სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. სააკაშვილი ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლას კვლავ აანონსებს. „გუშინ ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად წინასწარვე აღიარა მარცხი ოქტომბრის რეფერენდუმზე. ის, რაც მან გუშინ გააკეთა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთადერთი პარალელია ის, რაც გააკეთა იანუკოვიჩმა, როდესაც 2013 წელს გამოვიდა ევროკავშირთან შეთანხმებიდან, რა მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩისა და მისი ბანდისთვის, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს. ის ვალდებულება, რომელიც მან აიღო, იყო არა ვალდებულება მხ...
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი „ქართული ოცენების " მიერ შარლ მიშელთან დადებული ხელშეკრულების შეთანხმების ანულირებაის საკითხს გამოეხმაურა, მისი შეფასებით , ეს ქმედება ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის საუკეთესო გზა არ არის. „ეს არ არის შესანიშნავი გზა ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის იშვიათი დაგმობის გამო", — წერს ილვესი ტვიტერზე და და აზიარებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის, განცხადებას, სადაც სენატორი მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ყოფნას, ბოიკოტი არ იქნება. ბოიკოტი დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დროას "დამფუძნებელიმა და თბილისის საკრებულს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ნიკა მელიასთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ხოშტარიას თქმით, „ქართულმა ოცნების“ გუშინდელი განცხადებით აჩვენა რომ იგი პრორუსული და ანტიდასავლური ორიენტაციის ძალაა. ხოშტარიას თქმით არჩევნების დღეს , ხალხი აირჩევს თავის მომავალს. „მეც შევუერთდები იმ ბრძოლის შემართებას რაც მე და ნიკას გვაქვს და კიდევ უფრო ძლიერია გუშინდელი განცხადების შემდეგ. ჩვენ კარგად უნ...