კობახიძე - მელიას თავმოყვარეობა ...

ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, თვითონ გავიდოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის პრაქტიკულად აღარც მოიაზრება „ნაცმოძრაობის" შემადგენელ ნაწილად, თუმცა თავმოყვარეობა არ ჰყოფნის, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური პარტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სულ უფრო მცირდება, რისი "კარგი გამოხატულებაც პარტიის შიგნით დაპირისპირებებია". „რაც შეეხება სააკაშვილს, ის ხედავს, რომ ფული არის კეზერაშვილის მხარეს და  შიდაპარტიულ კონფრონტაციაში ძლიერის მხარე დაიჭირა. ეს არის სააკაშვილის პოზიციის საფუძველი.  „ნაცმო...

ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებას აზიარებს და წერს, რომ ყველა სიტყვას ეთანხმება, რომელიც აღნიშნულ სამიტამდე დაწერა. „ნატოს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე Twitter-ზე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში სამიტის გამართვამდე ერთი დღით ადრე, Twitter-ზე ვრცელი ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს.

დავით სერგეენკო დეპუტატის მანდატ...

"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით სერგეენკო დეპუტატის მანდატს ტოვებს. პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს. კომიტეტის სხდომა 14 ივლისს არის ჩანიშნული.

უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია...

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც "საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს შეისწავლის. როგორც ბოკუჩავამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არაუფლებამოსილმა სხდომამ მიიღო. "დღევანდელმა სხომამაც აჩვენა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, უმრავლესობას არ აქვს ხოლმე კვორუმი და არაუფლებამოსილი სხდომების ფონზე მიმდინარეობს ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.   მათ შორის, არაუფლებამოსილი სხდომის მიერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის ვეტოს ...

აქუბარდია - უკრაინა მაპ-ის გარეშ...

უკრაინა მაპ-ის გარეშე ნატოში წევრობის შესაძლებლობას მიიღებს, რაც არის გზის დამოკლება და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ამ მოცემულობაში საქართველო არსად აღარ არის", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. აქუბარდიას თქმით, რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე, ნატოს წევრობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. "თქვენ ღიად  განაცხადეთ უარი შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომელსაც ნატო მიესალმა და  ნატოში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობა უწოდა. თქვენ არაფერი არ გააკეთეთ ამ წლების მანძილზე იმისთვის რომ  დემოკრატიულ რეფორმები წინ წაგეწიათ. ნატო არის საქართველოს ეროვნული უსაფრ...

უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყ...

უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის გასაგები - ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს,- ასე ეხმაურება"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე MAP-თან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, 2008 წლის ომის დროს საქართველომ MAP-იც კი ვერ მიიღო. "ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონექსტსში - 2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, მაშინ გახსოვთ, რომ MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა, 2008 წლის, 2012 წლის მდგომარეობა, მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველ...

ნატო არ არის მზად არც უკრაინისა ...

ჯერჯერობით ნატო არ არის მზად არც უკრაინის ნატოში მიღებისა და არც საქართველოს ნატოში მიღებისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, საქართველო, ნატოსა და ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, ლიდერი სახელმწიფოა. "გახსოვთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ულტიმატუმი წააყენა როდესაც თქვა, რომ თუ ნატოში მიღების კონკრეტული გეგმა არ იქნება უკრაინისთვის გაცხადებული, მე ამ სამიტს არ დავესწრებიო... საქართველო რეფორმების კუთხით, ნატოსა და ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, ყველა ობიექტური შეფასებითა და მონაცემით, არის ლიდერი სახელმწიფო. უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რუსეთისთვის იყო უკრაინის სწრაფ...

პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ აღმ...

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეუძლებელია, ნატო-ს მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო და „მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბია“. როგორც შალვა პაპუაშვილი ღია წერილში აღნიშნავს, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკოსად იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში. „ვინაიდან ყველა წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატო-ში. შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო. დაპირისპირებულ საგარეო პოლ...

თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ თქვე...

რუსეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი ვლადიმერ კარა-მურზა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის.  წერილი ექსპრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა. "ძალიან გამიხარდა, რომ თქვენგან წერილი მივიღე. მადლობა თბილის სიტყვებისთვის. ჩვენთვის თქვენ და თქვენი თანამოაზრეები ვარდების რევოლუციიდან, მაგალითი ხართ იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი, რამდენიმე წელიწადში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იქცეს თანამედროვე ღია დემოკრატიულ ქვეყნად. რა თქმა უნდა, ამჟამინდელი ქართული ნახევარპუტინი ხელისუფლება დიდი ხნით არ არის და თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის, გაუფრთხილდით თავს. ჩვენ კი, რუსეთში გარდაუვალი კოლ...

პარლამენტის თავმჯდომარე - საქართ...

საქართველოს ნატოში გაწევრიანება პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს,- ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც პაპუაშვილის ღია წერილშია აღნიშნული, ქართველებს აერთიანებთ პოლიტიკური მიზანი, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გულისხმობს. „თუკი ქართველებს რომელიმე პოლიტიკური მიზანი გვაერთიანებს, უპირველესად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. 2002 წლის ნოემბერში, ალიანსის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ მოისმინა, ასეთი რამ თქვა: „გთხოვთ, დ...

საქართველოს დღეს გერმანიის პარლა...

თბილისს დღეს, 10 ივლისს გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი ბერბელ ბასი ესტუმრება. საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ბერბელ ბასი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი 12 ივლისს დასრულდება.

ენმ-ი - ხელისუფლება ვალდებულია, ...

საზოგადოების დაყოფაზე, ძალადობაზე, ზიზღზე და დაპირისპირებაზე დაფუძნებული სახელისუფლებო პოლიტიკა აუცილებლად დამარცხდება, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლას. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლება საბაზისო ამოცანებს არ ასრულებს, რასაც სახელმწიფო გამოუსწორებელ შედეგებამდე მიჰყავს. “საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამასთანავე, ხელისუფლება ვალდებულია, არ დაუშვას არეულობა, მასობრივი ძალადობა და განუკითხაობა. ფაქტია ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ საბაზისო ამოცანებს არ ასრულებს, რასაც სახელმწიფო გამოუსწორებელ შედეგებამდე მიჰყა...

ზურაბიშვილი - მმართველი პარტია, ...

საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით არა მხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეების მიერ ღონისძიების ჩაშლას. ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთისკენ, მმართველ პოლიტიკურ გუნდს კი, დაპირისპირების წაქეზების შეწყვეტისკენ მოუწოდა. "დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასთვის დაცული იქნებოდა ...

საარჩევნო კოდექსზე ვეტოს დაძლევა...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტისგან 3 ივლისის კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას ითხოვს. „პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს პარლამენტს „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით და მოითხოვს დეტალურ ინფორმაციას 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. ცნობისთვის, პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე რაქვიშავილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევის პროცედურა გააყალბა.

სააკაშვილი - უკრაინაში ელჩის არდ...

უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, უკრაინა დღეს საქართველოს თავისუფლებისთვისაც იბრძვის და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისა და მის გუნდს ქართველი ხალხის მიმართ გამორჩეული სიმპატია აქვს. "უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება. დღეს უკრაინა იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისაც და პრეზიდენტ ზელენსკის, ანდრეი ერმაკს, მთელ გუნდს გამორჩეული სიმპატია აქვს ქართველი ხალხის მიმართ. უკრაინასთან ურთიერთობას ძირს უთხრის ოლიგარქის მე-5 კოლონა რომელიც გარდა მოსკოველი პატრონების მითითების შესრულებისა ასევე ხელს ითბო...

საქართველოში სამუშაო ვიზიტით სომ...

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფაშინიანს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა. დახვედრის ცერემონიაში ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიიღო  მონაწილეობდა. ნიკოლ ფაშინიანის თანმხლებ დელეგაციაში შედიან სომხეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები, როგორც პირისპირ, ისე  გაფართოებულ ფორმატებ...

პაპუაშვილი - უკრაინის ხელისუფლებ...

საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე, ხოლო უკრაინის ხელისუფლება არ იყო პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე არა მხოლოდ ახლა, არამედ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს იფარებდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინა არასწორად მოიქცა საქართველოდან ელჩის გაწვევის შემთხვევაშიც და ახლაც, როცა უკრაინაში საქართველოს ელჩი კიევიდან "ფაქტობრივად, გამოაძევა". "უკრაინის ხელისუფლებაა ის, ვინც არასწორად იქცევა. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი მაშინ, როდესაც ბელარუსშიც კი ჰყავდა ელჩი დატოვებული. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოს ელჩი, ფაქტობრივა...

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს...

საქართველოს მოსახლეობა თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს და მას არასოდეს გადაუხვევია ამ ეგზისტენციური არჩევანიდან,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე პლენარული სესიის მონაწილეებს, რომლებისთვისაც პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა. პრეზიდენტის განცხადებით, "მოსალოდნელმა გადაწყვეტილებამ, რომელსაც ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, ქვეყანა ამ წლის ბოლოს ელოდება,  კიდევ უფრო უნდა მიაბას საქართველო ევროპას, გააძლიეროს მისი დემოკრატია და სტაბილურობა". "საქართველო მოხარულია, რომ პირველად მასპინძლობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასა და პლენარულ სესიას. მაქვს პატივი, მოგესალმ...

საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინ...

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.  აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. "ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

პრემიერი - მზად ვართ, შევასრულოთ...

ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და მალე საქართველო შეუერთდება ევროპულ ოჯახს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზა ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან განსაზღვრა.  "საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს, ამიტომ ჩვენი ვალია, გავიაროთ ეს ეტაპი სიბრძნით და მოთმინებით, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ გონიერებითა და წინდახედულებით, ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზე და მივცეთ ქვეყანას გ...