ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონისა და დასავლეთის სხვა დედაქალაქების დაჟინებულ მცდელობებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში დაარწმუნოს, - ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას ამტკიცებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე კონტროლის დასაბრუნებლად ახლა შესაფერისი მომენტია. "ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონისა და დასავლეთის სხვა დედაქალაქების დაჟინებულ მცდელობებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში დაარწმუნოს. ისინი არწმუნებენ საქართველოს ხელმძღვანელობას, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტო...
რუსეთი გააგრძელებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებას აფხაზეთის კომპლექსური, სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უცხოელ ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, აფხაზეთის რესპუბლიკა რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე და უახლოესი მეზობელია, წელს კი დამოუკიდებლობის აღიარების და ურთიერთდახმარების გაფორმებიდან 15 წელი აღინიშნება. "აფხაზეთის რესპუბლიკა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და უახლოესი მეზობელია. წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და მეგობრობის, თანამშრომლობისა და უერთიერთდახმარების შეთანხმების გაფორმებიდან 15 წელს აღვნიშნავთ. რუსეთი გააგრძელებს საკუთა...
“ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება, ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ენმ-ი მხოლოდ სატელევიზიო პროდუქტს წარმოადგენს. "ნაცმოძრაობას" არაფერი ეშველება, გინდ ახალი, გინდ ძველი სახეები წარადგინოს - ძველი-ახალი სახეები სად არიან?ერთი წლის წინ, თუ რაღაც პერიოდის წინ ახალ სახეებად რომ წარუდგინეს საზოგადოებას? სად არიან მოიკითხეთ - ზოგი რუსეთში, ზოგი სხვაგან არის და ა.შ. და ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ ახალი სახეები. არ აქვს მნიშვნელობა ვის წარადგენს, “...
თუ ჩვენი ოპონენტები უარს იტყვიან რუსული გეგმის შესრულებაზე, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ უთხრა, "გლობალური ომის" პარტიის გეგმა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არ და ვერ მიღებაა. "თუ ჩვენი ოპონენტების და ზოგადად გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგს მივყვებით, მაშინ რუსული კანონი კი არ იყო, რეალურად გეგმაა რუსული იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ამ გეგმას რომ მიჰყვეს ქვეყანა, რასაც ჩვენი ოპონენტები ახმოვანებენ, სინამდვილეში ეს არის კანდიდატის სტატუსის ვერ და არ მიღება, ხელისუფლების ცვლილება, მეორე ფრონტი საქარ...
9 აპრილს ვიკრიბებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებასთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ხაბიშვილის თქმით, ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ და "პარტია ყოველდღიურ რეჟიმში გაძლიერდება". „მნიშვნელოვანია 9 აპრილს, 17:00 საათზე, ყველა მოქალაქე მოვიდეს და დააფიქსიროს მისი ურყევი ნება, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. შეგახსენებთ, რომ 7-9 მარტის აქციებზე დადგა კონკრეტული შედეგი საზოგადოებასთან ერთად, როდესაც „რუსული კანონი“ გაიწვიეს და მე მინდა გითხრათ ა...
რომ კანონი არ უნდა იყოს პერსონალური, ჩვენ ამას თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით, - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან ისაუბრა. თალაკვაძე დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით პერსონალურ მიდგომას ოპოზიციას აბრალებს და განმარტავს, რომ ევროსაბჭოს მოწოდებები აღნიშნულ მიდგომასთან თანხვედრაში არ არის. "დეოლიგარქიზაციის კანონზე ევროსაბჭომ თქვა, რომ პერსონალური მიდგომა არ უნდა იყოს კანონში. გახსოვთ ვინ ითხოვდა პერსონალურ მიდგომას? ეს იყო რადიკალური ოპოზიცია, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ კანონიც კი არ გვჭირდება, სახელი და გვარი ჩავწეროთ პი...
ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ ახლობელს წაიყვან და სადმე თანამდებობაზე დასვამ, რაც შეეხება ჩემს დისშვილს, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია, - ასე გამოეხმაურა პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მისი დისშვილის ნათია ჯულაყიძის სახალხო დამცველის მოადგილის პოსტზე დანიშვნას. მისივე თქმით, გაუგებარია რატომ უნდა დაისაჯოს მისი დისშვილი მხოლოდ იმიტომ რომ მას ალეკო ელისაშვილთან ნათესაური კავშირი აქვს. ელისაშვილმა დასძინა, რომ მას ბევრი ნათესავი ჰყავს, მაგრამ არასდროს არავისთვის რეკომენდაცია არ გაუწევია, მათ შორის არც ნათიასთვის. "ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე და არანაირი კვალი...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს გამოეხმაურა. პრეზიდენტმა ფინეთს ალიანსში გაწევრიანება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის ძლიერი ბიძგია და ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ერთგულად გააგრძელებს. "ფინეთი ნატოს 31-ე წევრი ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. გილოცავთ! ეს ძლიერი ბიძგია და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ერთგულად გააგრძელებს”, - წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, დღეს ფინეთი ოფიციალურად ნატო-ს წევრი გახდა.
ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება კონფლიქტის ესკალაციის რისკს ქმნის, მაგრამ გავლენას არ მოახდენს სამხედრო სპეცოპერაციის შედეგზე, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. მისივე თქმით, შექმნილი პირობებიდან გამომდინარე, რუსეთი მისი მოკავშირე ქვეყნის, ბელარუსის დასაცავად, საპასუხო ზომებს იღებს, აქედან გამომდინარე, რუსეთმა ბელარუსს გადასცა ისკანდერების საოპერაციო ტაქტიკური სისტემები, რომლითაც შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული რაკეტების გამოყენება. "ნატო მთელ რიგ ნაბიჯებს დგამს, რომ გაზარდოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა. ინტენსიურს ხდიან საბრძოლო წვრთნას და დაზვერვით საქმიანობას რუსეთის და ბელარუსის საზღვრებთან. ფინეთის ნატო-ში გაწევრი...
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით, მთავრობის ინიციატივით, „თავდაცვის კოდექსის" პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა 80 მომხრე, 2 წინააღმდეგით, პირველი მოსმენით მიიღო. კოდექსი თავდაცვის მიზნებზე მორგებულ სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესს და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. დოკუმენტით ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რ...
სამხედრო კორესპონდენტის და პროპაგანდისტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის უკან რუსეთი დგას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს ტატარსკის სიკვდილი სჭირდებოდა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომისთვის „მოხალისეების“ დაკომპლექტების დასაჩქარებლად. მან დასძინა, რომ პროპაგანდისტის ლიკვიდაციით სწორედ რუსეთის ფედერაცია სარგებლობს. "რუსეთის ფედერაციას სჭირდება თავისი მოსახლეობის შოკური მობილიზაცია "სამშობლო საფრთხეშია" ეგიდით, რათა "მოხალისეები" გადაიბირონ. რუსეთს სჭირდება აგრესიული ომის გამართლება, რათა უკრაინას დახმარება შეუწყდეს. გამოიტანეთ სწორი დასკვნები რუსეთში ნებისმ...
ინფლაციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა არის მინუსში! - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. ოქრიაშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება "პროგრესული და ოლიგარქიისგან თავისუფალი მთავრობა", ასეთ შემთხვევაში, შედეგი ეკონომიკაში არ დააყოვნებს. "დღეს, აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს 2023-2024 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა არის 4,5 % და 2024 წელს, თუ ყველაფერი კარგად იქნება, 5 %. ასევე, გამოქვეყნდა 2023 წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი - 6 %. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ეკონომიკა არის მინუსში! ამიტომ გარბის ...
ჩვენ პროგნოზების გაკეთებას მოვერიდებით - უკვე გვაქვს ცუდი გამოცდილება, დაველოდოთ დეკემბერს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს, ოპოზიცია კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო სტატუსის გარეშე დარჩეს. "ჩვენ ველოდებით დეკემბერს. დეკემბერში გადაწყდება კანდიდატის სტატუსის საკითხი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთ...
ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის წევრი, ის არის თავისუფალი ადამიანი და თავად წყვეტს, სად და როდის მივიდეს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინკიმ უპასუხა შეკითხვას, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლასთან დაკავშირებულ კრიტიკას შეეხებოდა. "ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის წევრი, ის არის თავისუფალი ადამიანი და თავად წყვეტს, სად და როდის მივიდეს. სხვა კომენტარს მე ვერ გავაკეთებ",- განაცხადა ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭე...
თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ევროკავშირის წევრობამდე კიდევ ბევრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გაერთიანების 27 წევრი ქვეყანა სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის ბოლოსთვის მიიღებს. "ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა. ახლა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ საქართველოს პროგრესს წლის ბოლოს შევაფასებთ. 27 სახელმწიფო საბოლოო გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მიიღებს. იმედი მაქვს, რომ იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება...
კრამონი საქართველოში მხარს უჭერს იმას, რასაც საკუთარ ქვეყანასა და ევროკავშირში არასდროს დაუჭერდა მხარს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ერთხმად ამბობენ, რომ არ შეიძლება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების დაყოვნება და ეს იქნება დამაზიანებელი საქართველოს ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის ინტერესებისთვისაც, ამ დროს თბილისში ჩამოსულია გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის წევრი, რომელიც აკეთებს ისეთ განცხადებებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის იგივე გერმანიის კანცლერისა და საგარეო საქმე...
[პუტინს] სურდა, რომ ნატო-ს აბსოლუტურად ნათლად ეთქვა, რომ ნატო-ს კარი დაკეტილი იყო ნებისმიერი ახალი წევრისთვის, პუტინი იღებს საპირისპიროს, ნატო-ს ალიანსის 2 ახალი წევრით გაიზრდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც ფინეთი უერთდება ნატო-ს საზღვარს, ეს ნიშნავს, რომ სახმელეთო საზღვარი რუსეთთან ხდება ნატო-ს საზღვარი, ასე რომ, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო ომი კრემლის დეკლარირებული მიზნით, რომ ნაკლები ნატო მიეღო, მაგრამ საპირისპიროდ მოხდა. „ფინეთი ინვესტიციას განახორციელებს ახალ მოწინავე, მეხუთე თაობის F 35 თვითმფრინავებში. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ფინეთი ევროპის იმ მც...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და რუსულ აგრესიაზე. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული აგრესია და ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქართველი ხალხი გაერთიანებულია ერთი საერთო მიზნის გარშემო და ეს საქართველოს ევროპული მომავალია,...
იოსელიანი ეტყობა იმ პირობით დანიშნეს ქოცებმა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს უბრალოდ კი არ გაანეიტრალებდა, არამედ რაღაც კანტორად აქცევდა, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის ნათესავი, სულ რომ ნობელის პრიზის ლაურეატი იყოს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, მისი მოადგილედ დანიშვნა მაინც სამარცხვინო ამბავია. "იოსელიანი ეტყობა იმ პირობით დანიშნეს ქოცებმა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს უბრალოდ კი არ გაანეიტრალებდა, არამედ რაღაც კანტორად აქცევდა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა მისი პარტიის თავმჯდომარის ნათესავი, სულ რომ ნობელის პრიზის ლაურეატი იყოს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, მაინც სამარცხვინო ამბავია მის...
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მოადგილეების პოსტზე ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე წარადგინა. სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთი ახალი მოადგილე, ნათია ჯულაყიძე პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია. ნათია ჯულუყიძის თქმით, ის და ალეკო ელისაშვილი ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ ის ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, ვინაიდან, მან შემოთავაზება სახალხო დამცველისგან მიიღო, რომელიც არის ლევან იოსელიანი და მასთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს. "კი, მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ალეკო არის ჩემი ბიძა, ბიძად მეკუთვნის, მისი დისშვილი ვარ, უხერხულობას არ მიქმნის ის, რომ ჩე...