როგორც ჩანს, მკურნალობა აღარ სჭირდება,- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მაჭარაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ვივამედმა" - კლინიკამ, სადაც ექსპრეზიდენტი მკურნალობს, უნდა თქვას, რომ სააკაშვილს მკურალობა აღარ სჭირდება, რის შემდეგაც მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. "სამკურნალოდ არ სჭირდება ამ ადამიანს [მიხეილ სააკაშვილს] გადაყვანა. ამბობს, რომ მე ვარ პოლიტიკაში - არა მხოლოდ ქართულშიო, არამედ მსოფლიო პოლიტიკაშიო. როგორც ჩანს, მკურნალობა აღარ სჭირდება. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ კლინიკა "ვივამედმა&q...
ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დეგნანმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე კოორდინირებული თავდასხმების სერია "ძალიან შემაშფოთებელია". "ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა, რომლებიც ძალადობას იყენებდნენ მშვიდობიანი კონცერტის აღსაკვეთად, განსაკუთრებით, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ. ადამიანები, შესაძლოა, ბევრ რამეს არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ქრისტი...
მესიჯი ვილნიუსის სამიტიდან ძალიან მკაფიო იყო, რაც გულისხმობდა იმას, რომ ნატოს კარი საქართველოსა და უკრაინისთვის ღია რჩება,- ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ვილნიუსში ჩატარებულ ნატოს სამიტს. როგორც ელჩმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად კონკრეტული რეფორმებია საჭირო, რეფორმების განხორციელება კი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. "გასაწევრიანებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ეს ნაბიჯები უნდა იყოს მკაფიო. საუბარია რეფორმებზე, მათ შორის სასამართლო რეფორმასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე საიმისოდ, რომ საქართველო იყოს სტაბილური ქვეყანა. ამერ...
ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და ევროპარლამენტარების შეხვედრებს. როგორც თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, გვარამია მედიას ამოფარებული წინა ხელისუფლების დამნაშავე პოლიტიკოსია. "ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან - პრინციპში, იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ, ქართული საზოგადოების თვალში ნაცარი შეეყარათ და ის წარმოეჩინათ, როგორც თავისუფალი მედიის ფლაგმანი მსოფლიოში... პირდაპირ გეტყვით, რომ არავითარი თავისუფალი მედიის წარმომადგენელი ის არ გახლავთ, ის არის ჟურნალისტებს და მედიას ამოფარებული წინა ხელისუფლები...
კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, პირადი გამორჩენის მიზნით - არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, "პარტია, მისი იდეურად მებრძოლი ნაწილი" არასდროს გაუკრიტიკებია. "ადამიანს პასუხი რომ გასცე, როგორც მინიმუმ, საკუთარ აზრს უნდა გამოხატავდეს და საკუთარი თუნდაც სუსტი არგუმენტები ჰქონდეს; გუშინ მოვისმინეთ დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პეტრე ცისკარიშვილის პირით, რომ თურმე მე პარტიას ვლანძღავ. ლანძღვასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა, ფორმაშიც და მოტივაციაშიც. არასდროს გამიკრიტიკებ...
უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატოს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტს. როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს შეეძლო, უკრაინის მსგავსად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა მიეღო. "გუშინ ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს, არადა საქართველოს შეეძლო მიეღო ის, რაც მიიღო უკრაინამ, კერძოდ, ნატოში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა. საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, ყოველგვარი ომის გარეშე, ბევრად შეეძლო უფრო დაცული და შემდგომი რუსული აგრესიისგან დაზღვ...
ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, თვითონ გავიდოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის პრაქტიკულად აღარც მოიაზრება „ნაცმოძრაობის" შემადგენელ ნაწილად, თუმცა თავმოყვარეობა არ ჰყოფნის, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური პარტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სულ უფრო მცირდება, რისი "კარგი გამოხატულებაც პარტიის შიგნით დაპირისპირებებია". „რაც შეეხება სააკაშვილს, ის ხედავს, რომ ფული არის კეზერაშვილის მხარეს და შიდაპარტიულ კონფრონტაციაში ძლიერის მხარე დაიჭირა. ეს არის სააკაშვილის პოზიციის საფუძველი. „ნაცმო...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებას აზიარებს და წერს, რომ ყველა სიტყვას ეთანხმება, რომელიც აღნიშნულ სამიტამდე დაწერა. „ნატოს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე Twitter-ზე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში სამიტის გამართვამდე ერთი დღით ადრე, Twitter-ზე ვრცელი ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს.
"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით სერგეენკო დეპუტატის მანდატს ტოვებს. პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს. კომიტეტის სხდომა 14 ივლისს არის ჩანიშნული.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც "საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს შეისწავლის. როგორც ბოკუჩავამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არაუფლებამოსილმა სხდომამ მიიღო. "დღევანდელმა სხომამაც აჩვენა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, უმრავლესობას არ აქვს ხოლმე კვორუმი და არაუფლებამოსილი სხდომების ფონზე მიმდინარეობს ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მათ შორის, არაუფლებამოსილი სხდომის მიერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის ვეტოს ...
უკრაინა მაპ-ის გარეშე ნატოში წევრობის შესაძლებლობას მიიღებს, რაც არის გზის დამოკლება და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ამ მოცემულობაში საქართველო არსად აღარ არის", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. აქუბარდიას თქმით, რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე, ნატოს წევრობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. "თქვენ ღიად განაცხადეთ უარი შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომელსაც ნატო მიესალმა და ნატოში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობა უწოდა. თქვენ არაფერი არ გააკეთეთ ამ წლების მანძილზე იმისთვის რომ დემოკრატიულ რეფორმები წინ წაგეწიათ. ნატო არის საქართველოს ეროვნული უსაფრ...
უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის გასაგები - ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს,- ასე ეხმაურება"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე MAP-თან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, 2008 წლის ომის დროს საქართველომ MAP-იც კი ვერ მიიღო. "ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონექსტსში - 2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, მაშინ გახსოვთ, რომ MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა, 2008 წლის, 2012 წლის მდგომარეობა, მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველ...
ჯერჯერობით ნატო არ არის მზად არც უკრაინის ნატოში მიღებისა და არც საქართველოს ნატოში მიღებისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, საქართველო, ნატოსა და ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, ლიდერი სახელმწიფოა. "გახსოვთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ულტიმატუმი წააყენა როდესაც თქვა, რომ თუ ნატოში მიღების კონკრეტული გეგმა არ იქნება უკრაინისთვის გაცხადებული, მე ამ სამიტს არ დავესწრებიო... საქართველო რეფორმების კუთხით, ნატოსა და ევროკავშირთან თავსებადობის კუთხით, ყველა ობიექტური შეფასებითა და მონაცემით, არის ლიდერი სახელმწიფო. უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რუსეთისთვის იყო უკრაინის სწრაფ...
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეუძლებელია, ნატო-ს მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო და „მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბია“. როგორც შალვა პაპუაშვილი ღია წერილში აღნიშნავს, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკოსად იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში. „ვინაიდან ყველა წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატო-ში. შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო. დაპირისპირებულ საგარეო პოლ...
რუსეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი ვლადიმერ კარა-მურზა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის. წერილი ექსპრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა. "ძალიან გამიხარდა, რომ თქვენგან წერილი მივიღე. მადლობა თბილის სიტყვებისთვის. ჩვენთვის თქვენ და თქვენი თანამოაზრეები ვარდების რევოლუციიდან, მაგალითი ხართ იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი, რამდენიმე წელიწადში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იქცეს თანამედროვე ღია დემოკრატიულ ქვეყნად. რა თქმა უნდა, ამჟამინდელი ქართული ნახევარპუტინი ხელისუფლება დიდი ხნით არ არის და თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის, გაუფრთხილდით თავს. ჩვენ კი, რუსეთში გარდაუვალი კოლ...
საქართველოს ნატოში გაწევრიანება პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს,- ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც პაპუაშვილის ღია წერილშია აღნიშნული, ქართველებს აერთიანებთ პოლიტიკური მიზანი, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გულისხმობს. „თუკი ქართველებს რომელიმე პოლიტიკური მიზანი გვაერთიანებს, უპირველესად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. 2002 წლის ნოემბერში, ალიანსის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ მოისმინა, ასეთი რამ თქვა: „გთხოვთ, დ...
თბილისს დღეს, 10 ივლისს გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი ბერბელ ბასი ესტუმრება. საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ბერბელ ბასი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი 12 ივლისს დასრულდება.
საზოგადოების დაყოფაზე, ძალადობაზე, ზიზღზე და დაპირისპირებაზე დაფუძნებული სახელისუფლებო პოლიტიკა აუცილებლად დამარცხდება, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლას. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლება საბაზისო ამოცანებს არ ასრულებს, რასაც სახელმწიფო გამოუსწორებელ შედეგებამდე მიჰყავს. “საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამასთანავე, ხელისუფლება ვალდებულია, არ დაუშვას არეულობა, მასობრივი ძალადობა და განუკითხაობა. ფაქტია ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ საბაზისო ამოცანებს არ ასრულებს, რასაც სახელმწიფო გამოუსწორებელ შედეგებამდე მიჰყა...
საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით არა მხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეების მიერ ღონისძიების ჩაშლას. ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთისკენ, მმართველ პოლიტიკურ გუნდს კი, დაპირისპირების წაქეზების შეწყვეტისკენ მოუწოდა. "დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასთვის დაცული იქნებოდა ...
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტისგან 3 ივლისის კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას ითხოვს. „პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს პარლამენტს „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით და მოითხოვს დეტალურ ინფორმაციას 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. ცნობისთვის, პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე რაქვიშავილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევის პროცედურა გააყალბა.