კლიჩკო - გვპირდებოდნენ ევროპულ მ...

იანუკოვიჩი ხალხს პირდებოდა ევროპულ მომავალს, რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული, [მას] სურდა ჩვენი რუსეთში მიყვანა, რუსული კანონების განხორციელება, ზუსტად იგივე ხდება საქართველოში, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის ბრძოლა, მათივე უფლებების, ევროპული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ხალხს უსმენდეს. “მაიდანის მოძრაობა დაიწყო იმით, რომ იანუკოვიჩი ხალხს პირდებოდა ევროპულ მომავალს, დაპირება და რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული. თამაშობდა თამაშს და სურდა ჩვენი რუსეთში მიყვანა, რუსული კანონების განხორციელება. ზუსტად იგივე ხდება სა...

არასამთავრობო ორგანიზაციები - მო...

ქართველი ხალხის 89%-ის ნებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლება აგრძელებს საგარეო კურსის შეცვლას, - ასე ეხმაურება 108 არასამთავრობო ორგანიზაცია, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობა ზარალდება მთავრობის არსებული საგარეო პოლიტიკის გამო, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი შეწყვიტოს. "ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის და მისი პარტნიორები არ უშვებენ ფრენებს რუსეთიდან, ან რუსეთში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს საქართველოს ვალდებ...

კობახიძე - უმჯობესია, რომ პრეზიდ...

უმჯობესია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მმართველ პოლიტიკურ პარტიას ეშინია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დააზიანებს. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ასეთ შემთხვევაში, მთავრობას აქვს უფლება, რომ პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა არ მისცეს. "ეს არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლება, რომ თუ მაგალითად, მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში, მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, პრეზიდენტს არ მის...

პარლამენტმა ცესკო-ს წევრობისა და...

პარლამენტმა ცესკო-ს წევრობისა და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის წესში ცვლილებები, პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ცესკო-ს თავმჯდომარისა და  ცესკო-ს წევრთა უფლებამოსილების ვადისა და მათი არჩევის წესის ცვლილებას. კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე.   საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იქნება. ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პრეზიდენტის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალის...

პარლამენტი იუსტიციის საბჭოს წევრ...

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე 4 კანდიდატს უყარა კენჭი.  პლენარულ სხდომაზე კენჭი რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკილაშვილის, ლევან ნემსაძისა და ნინო ნიშნიანიძის კანდიდატურებს ეყარა.  სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ვერცერთმა კანდიდატმა ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო, რის გამოც, მესამე ტური გაიმართება. მესამე ტური 30 მაისს ჩატარდება.

ღარიბაშვილმა ერდოღანთან სატელეფო...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა. "პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი. საქართველოს ...

სახდეპის წარმომადგენელი - ხელისუ...

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა განაცხადა. პატელის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ექსპრეზიდენტი შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებს. "ყურადღებით ვაკვირდებით სახალხო დამცველის განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები და იყოს დარწმუნებული, რომ ის შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებს",- თქვა ვედანტ პატელმა.

კეზერაშვილი - BBC-ის წინააღმდეგ ...

დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე, - ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა განაცხადა. დავით კეზერაშვილი  თქმით, BBC-ის სიუჟეტში მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები უკიდურესად მცდარია და აღნიშნავს, რომ მას Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან არაფერი აქვს საერთო. მან დასძინა, რომ BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი იყო, ვინაიდან არ არსებობდა სათანადო საფუძველი, რომ მისთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინათ. "დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე ...

ენმ - ვწყვეტთ თანამშრომლობას, იმ...

დღეიდან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ფრაქციულ, ისე სხვა ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს იმ დეპუტატებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დანაშაულებრივი სასამართლო კლანის გავლენის განმტკიცებას, - ამის შესახებ ენმ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კატეგორიულად ემიჯნება სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. “კლანის” გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კატეგორიულად ემიჯნება სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. “კლანის” გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას. მურუსიძის კლანი სანქცირებული, ყოველგვარი სამართლებრივი ჩარ...

ბაჩუკი ქარდავა - დღევანდელი ისტე...

ბაჩუკი ქარდავამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ის პირად სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის დროს მომხდარი ფაქტისა და "ისტერიკის ფონზე, [ფრაქციაში] დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა. მისივე თქმით, არაფერია ამ ქვეყანაზე ისეთი, რომელიც არ გაცხადდება, აქედან გამომდინარე დროთა განმავლობაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და გამომჟღავნდება მომხდარი ფაქტის რეალური მიზეზი. არაფერია ამ ქვეყანაზე ისეთი, რომელიც არ გაცხადდება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა დროთა განმავლობაში და არ მგონია, დიდი დრო დასჭირდეს დღევანდელი ფაქტის რეალური მიზეზების გამომჟღავნებას. არ ...

ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩ...

ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მაჭუტაძემ აღნიშნა, ფრაქციის დატოვების მიზეზი ის „გაუგებრობა“ გახდა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის დროს მოხდა. მისივე თქმით, დეპუტატები ოპოზიციაში არსებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ არ იყვნენ ინფორმირებული. ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 5 დეპუტატსა და “ქართულ ოცნებას” შორის გარიგებას ჰქონდა ადგილი, მაჭუტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია უსინდისო ტყუილია. „იყო ს...

გვარამია 5 ოპოზიციონერზე - ეს ქმ...

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის დროს "ქართული ოცნების" კანდიდატების დაუჭირეს მხარი. როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, მომხდარი ფაქტი მომხდარი ფაქტი “ზუსტად იმ მორალური კომპრომისების კლიმატის შედეგი და გაგრძელებაა, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, პროდასავლურ ფლანგზე სულ უფრო ხშირად შეიმჩნევა”. მისივე თქმით, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ეს ქმედება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფციის მკაფიო მაგალითი. “რაც პარლამენტში მოხდა, ზუსტად იმ მორალური კომპრომისების კლიმატის შედეგი და გაგრძელებაა, რისი ნიშნები...

სააკაშვილი - ნებისმიერი თანამშრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის დროს "ქართული ოცნების" კანდიდატების დაუჭირეს მხარი. როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, ნებისმიერი თანამშრომლობა პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი. "ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი", - წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრის...

ჩეხეთის პრეზიდენტი - როდესაც ჩვე...

როდესაც ჩვენი ყურადღების სამიზნე უკრაინაა, საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გადამწყვეტია, რომ დადგეს რუსეთის და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი, აქედან გამომდინარე ჩეხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას და წინადადებას სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ მხარს უჭერს. "გადამწყვეტია, რომ დადგეს რუსეთის და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი. ამ უაზრო ომის მსხვერპლისთვის სამართლიანობას უნდა მივაღწიოთ. სწორედ ამ მიზნით, ჩეხეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას და წინადადება...

ადმინისტრაცია - პრეზიდენტის ბრიუ...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, 27 აპრილს საქართველოს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დრომდე მათ თანხმობა არ გაუციათ. "15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა.  27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, სალომე ზურა...

ბოკუჩავა 5 ოპოზიციონერზე - ვერ ვ...

ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს ამ ადამიანებთან, რადგან ის საკითხი, რასაც მათ მხარი დაუჭირეს, არის ფუნდამენტური საკითხი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხს, სადაც ხმა ოპოზიციის წევრებმაც მისცეს. მისივე თქმით, მიუღებელია, რომ არსებობდეს ის პოზიციები, რაც დღეს 5-მა ოპოზიციონერმა "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის შედეგად დააფიქსირა. „მე პირადად  ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს, რადგან ის საკითხი, რაზეც ამ ადამიანებმა დააფიქსირეს თანხმობა და ხმ...

დუდა - პოლონეთი ერთგული დარჩება ...

პოლონეთი ერთგული დარჩება იმ გეგმებისა, რომლებიც მოლდოვისა და საქართველოს დახმარებისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ რეიკიავიკში გამართულ ევროპის საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა განაგრძოს მუშაობა, რათა დაჩქარდეს ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. "მივესალმებით ევროპის საბჭოს მიმდინარე ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც კონცენტრირებულია გამძლეობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე. ეს ჩვენი ორგანიზაციის რელევანტურობისა და მნიშვნელობის კიდევ ერთი დასტურია. პოლონეთი ამ სამოქმედო გეგმის მხარდაჭერისადმი ერთგული დარჩება...

მელია 5 ოპოზიციონერზე - მათ აღარ...

დღეს, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა უპასუხისმგებლო, უპრინციპო და არათანმიმდევრულმა ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპებისა და პოზიციების სიცხადის ნაკლებობამ, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხს. მისივე თქმით, არცერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს ოპოზიციური ერთობა დაარღვია, აღარ აქვს მორალური უფლება, ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი და პარლამენტში ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს წარმოადგენდეს. "დღეს, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა მსუბუქად რომ ვთქვათ უპასუხის...

ღარიბაშვილი - ევროკავშირში გაწევ...

ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს წინსვლა სხვადასხვა მიმართულებებით და  ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის სამიზნე ორიენტირი. „ჩვენ წინსვლა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებებით, ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი. მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის დიდი მიზანი. კარგად მოგეხსენებათ, რომ მივი...

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი ს...

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს. ოპოზიციის ნაწილმა ხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ადგილი იყო ვაკანტური.