გიული ალასანია - მნიშვნელოვანია,...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გორის სამხედრო ჰოსპიტალში, შვილის მოსანახულებლად მივიდა. როგორც გიული ალასანია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტაცია „გარეთ“ გაიაროს. „არაფერი არ ვიცი, გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს, სამუშაო საათები დასრულებულიაო და ახლა ვცდილობ შევიდე. ველოდები. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, მაგრამ ჩემ ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის“, - აცხადებს გიული ალასანია. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გორის სამხე...

ჯო ბაიდენის ინიციატივით დაგეგმილ...

ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაური გამოეხმაურა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ვიზიტს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ბრიუსელში, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ძალიან წარმატებით ჩატარდა. „ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება. ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი...

ირაკლი ღარიბაშვილი - ვფიქრობთ, ...

ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ონლაინ-კაზინოების მეშვეობით, 1,5 მილიარდი ლარი უცხოეთში გაედინება და აქედან დიდი ნაწილი გაჭირვებული მოსახლეობისაა, რომელიც არ მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე, იგეგმება გადასახადების გაზრდა, რეკლამების აკრძალვა და ბარიერის 25 წლამდე აწევა. მეორე ეტაპზე კი, ონლაინ-კაზინოები სრულად აკრძალვა.  „სათამაშო ბიზნესის და ონლაინ კაზინოების საკითხი თითოეულ მო...

DRI - საჯარო რეესტრმა ალტ-ინფოს ...

დემოკრტიული კვლევის ინსტიტუტი „ალტ ინფოს“ მიერ პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ დაფძნებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენოტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში გაცხადებულ მიზნებს. როგორც DRI-ის განცხადებაში ვკითხულობთ, იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობის პროპაგანდის, სოციალური, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელი დებულებები მარეგისტრირებელ დოკუმენტებში ასახა, საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა ...

რასა იუკნევიჩიანე - გვიხარია, რო...

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და მისი მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას მიესალმებიან. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ახლა არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ექნება, პროცესები კანონის უზენაესობის დაცვით წარიმართება და სიტუაცია დამშვიდდება. „ყველა, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს მიესალმება მოვლენების ასეთ განვითარებას. ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოვუწოდეთ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გვიხარია, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი გადაყვანის შესახებ და იმედი გვაქვს, რეაბილიტაციის პროცესის მართვა საჭიროებისამებრ მოხდება. ყველა მივესალმებით სათანადო სამედ...

ზურაბ ჭიაბერაშვილი - სააკაშვილმა...

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი წამებით გვანახა, რომ სახელმწიფო მკვლელების ბანდას აქვს მიტაცებული.- ამის შესახებ პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბრძოლა ხალხისთვის გრძელდება. "ბრძოლა გრძელდება. ვისთვის და რისთვის? - 70,000 მშიერი ბავშვისთვის - ასიათასობით ადამიანისთვის, წამალს რომ ვერ ყიდულობს - 2 მლნ აუცრელისთვის, კორონასიკვდილი რომ ჩასაფრებია - მათთვის, ვისაც სამშობლოდან წასვლა გადაუწყვეტია - მათთვის, ვისაც სამშობლოში დაბრუნება უნდა - ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პერსპექტივას ვერ ხედავენ სააკაშვილმა საკუთარი წამებით გვანახა, რომ სახელმწიფო მკვლელების ბანდას აქვს მიტაცებული. ამ ბანდის ხელში ვერაფერი მოგვარდება, ვერცერთი საზოგ...

სენატორები - ახლა დროა, პოლიტიკუ...

სენატორებმა ჯინ შაჰინმა, ჯიმ რიშმა, რონ ჯონსონმა და ბინ კარდინმა ექსპრეზიდენტ მიხეილ საკაშვილზე წერილი გაავრცელეს და აცხადებენ, რომ ყურადღებით ადევნებენ მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც აშშ-ის სენატში საქართველოს მეგობრებს აწუხებთ. ისინი ხაზს უსვამენ სააკაშვილის საქმეზე სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლო პროცესის აუცილებლობას და სხდომაზე სააკაშვილის დასწრების მნიშვნელობაას. სენატორები აღნიშნავენ, რომ სამართლიანი და სწრაფი სასამართლოს უფლება ნებისმიერი დემოკრატიის დამახასიათებელი ნიშანია და ეს საქმე გამონაკლისი არ არის. "ყურადღებით ვაკვირდებით მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას და მკურნალობას, რაც ამერიკის სენატში საქართველოს მეგობრების შეშფოთებას იწვევს. მ...

ევროპარლამენტარები: EU-მა განიხი...

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ავრცელებენ წერილს, რომელშიც, ნათქვამია, რომ ევროკავშირმა მხედველობაში უნდა მიიღოს სანქციების დაწესება მათთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი და არაჰუმანური მოპყრობა დაუშვა. ევროპარლამენტარების წერილს ფორმულა სრულად გთავაზობთ: "ევროპარლამენტის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში - ჯოზეფ ბორელს ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ჩვენ, წერილზე ხელმომწერი ევროპარლამენტის წევრები, გამოვხატავთ ჩვენს უმაღლეს დამოკიდებულებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუარესების შე...

კარლ ჰარცელი: რაც ვნახეთ ბოლო 24...

ის, რაც ვნახეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხსენება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირება,- ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტს. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, საჭიროა ფიქრი ამ ჩიხიდან გამოსვლაზე და საუბარი შესაბამისი ზომების მიღებაზე ეროვნული და საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით. "მინდა ავღნიშნო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სახალხო დამცველის მუშაობას მიხეილ სააკაშვილის სიტუაციის ზედამხედველობისა და მისი უფლებების დაცვის თაობაზე. ეს ასევე ეხება საზოგადოებისთვის ობიექტური სამედიცინო რჩევების საჭიროებას, რათ...

ინსპექტორი - მიიღეთ ყველა საჭირო...

მოვუწოდებთ ყველა უფლებამოსილ პირს, მიიღონ ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრაქტიკაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიუმართავს პენიტენციური დაწესებულებისთვის პატიმრის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნით და ეს თხოვნა გაუთვალისწინებიათ, თუმცა „ამ თხოვნის გათვალისწინება პენიტენციური დაწესებულების სურვილზეა დამოკიდებული“. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმა...

მიხეილ სააკაშვილი - თუ აშშ ჩემს ...

თუ აშშ ჩემს დასაცავად ნაბიჯს არ გადადგამს, ეს იქნება საშინელი სიგნალი ყველა პროდასავლური ლიდერისა და მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის გამოცემა „ბლუმბერგს“ უგზავნის. გამოცემის თანახმად, საქართველოს ექს-პრეზიდენტი 18 ნოემბერს გაგზავნილ წერილში წერს, რომ ოქტომბერში არჩევნების წინ მისი საქართველოში ჩამოსვლა უკავშირდება „რუსული თამაშებისა“ და საქართველოს მთავრობის განცხადებებს, რომლებმაც დაარწმუნეს, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი 1 ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან შიმშილობს. ის ამჟამად აცხადებს, რომ...

ხოშტარიას დედა ხელისუფლებას - ელ...

ჩემი შვილი, რომელიც არის ყველამ ვიცით სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი, - ამის შესახებ პარლამენტში, ელენე ხოშტარიას დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ელენე ხოშტარიას დედა მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები. "ძალინ ვიკავებ თავს. ვიკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან იმიტომ, რომ კიდევ მგონია, რომ თქვენ, ხელისუფლებას, კიდევ შეგრჩათ ჭკუის, ტვინის, სინდისზე ვეღარ იტყვი, ნასახი. თქვენ არ გაქვთ უფლება საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. თქვენ არ გაქვთ უფლება მოკლათ ადამიანები. მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ეგ ყველამ ვიცით. ჩ...

ელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს

პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს. მოშიმშილე დეპუტატს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. დღესვე ელენე ხოშტარია ვახტანგ კალოიანმა მოინახულა.  ექიმის განმარტებით ამ ეტაპზე მედიკამენტების მიღების შეწყვეტა ნევროლოგიურ გართულებებს გამოიწვევს. ცნობისთვის, "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მე-17 დღეა პარლამენტში შიმშილობს. დღეიდან კი, ხოშტარია გადასხმებსა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარს ამბობს.   ფოტო: "მთავარი არხი"

ელენე ხოშტარია გადასხმებსა და მე...

პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია გადასხმებსა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარს აცხადებს.  როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლინიკაში გადაიყვანდნენ, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე, გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე. "გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში, ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე. დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მ...

უკრაინის ომბუდსმენი მთავრობას -...

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა გაითვალისწინონ და სააკასვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყავნონ. "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარებია გაწევის სტანდარტებს", - აცხადებს დენისოვა.   ამასთან,  უკრაინის ომბუდსმენი ასევე სხვა ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, სააკაშვილის მიმართ სასამართლო...

ოპოზიციის პროტესტი გრძელდება - „...

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, პარტიამ საპროტესტო მანიფესტაციები და მსვლელობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გააუქმა და საპროტესტო აქციის ლოკაციად რესპუბლიკის მოედანი აირჩია. „ჩვენ 19 ნოემბერს, დაგეგმილ სამ ლოკაციაზე მანიფესტაცია - მსვლელობას ვაუქმებთ და ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკო...

ჯიშკარიანი: სააკაშვილის მდგომარე...

ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში.  როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს უნდა ჩაუტარდეს სხვადასხვა სახის კვლევები, რის რესურსიც #18-ე პენიტენციურ დაწესებულებაში არ არსებობს.  "სააკაშვილის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა. არის მხოლოდ მორიგე პერსონალი. მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ პაციენტის ეს მდგომარეობა მართ...

მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. აღნიშნულის შესახებ ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განახადა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი საკაცით გადაიყვანეს. "მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხევდრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ, მოსხლეტით წაიქცა, შემდეგ ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე, წაქცევის მერე ერთი სიტყვა არ გამიგია მისგან, გადააწვინეს საკაცეზე. იყო ძალიან მძიმედ, როდესაც ჩვენ გვხვდებოდა , ძალიან ცუდად იყო და რო გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა, 100 წუთია რაც აიყვანეს, შეიძლება ცოტა მეტი, ან ცოტა ნაკლები, როდსაც წაიქცა, თვალები ხელით გავუხსენით", - აცხადებს ადვოკატი.. 

„ქართული ოცნების” დეპუტატები მე-...

“ქართული ოცნების” დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სარჯველაძე და დავით სერგეენკო გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შევლენ და სამედიცინო განყოფილებაში არსებულ ვითარებას გაეცნობიან. მმართველი გუნდის წევრები გლდანის ციხეში, სავარაუდოდ, დღეს მივლენ და ადგილზე სამედიცინო პერსონალს გაესაუბრებიან. “ექიმების მოსაზრებას პატივს ვცემ, ვითვალისწინებ, თუმცა მისი შესაბამისობა ჯობს, თვალით ვნახოთ. ადგილზე გავესაუბრებით პერსონალს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის პროცესში. ვფიქრობ, ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტად ობიექტური ინფორმაცია დაიდოს. ასევე ვნახოთ შესაძლებლობები, რაც საჭიროა ამდაგვარი მსჯავრდებული პაციენტისთვის შესაბამისი მკურნალობის ჩ...

კახა კალაძე - კარგად ვიცით, რა ...

ვინ იყო იმ სიბინძურის და უბედურების მთავარი შემოქმედი, რაც 2012 წლამდე ხდებოდა? - სააკაშვილი თავისი გუნდის წევრებით,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  დედაქალაქის მერის თქმით, 2012 წლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" წარსულს ჩააბარა ეს ყველაფერი და დღეს, ვერავინ გაბედავს პატიმრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს.  "მგონი, ძალიან კარგად ვიცით, თუ რა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება, რა რეალობაში უწევდათ დროის გატარება პატიმრებს 2012 წლამდე. როგორი ველური მოპყრობა, წამება, როგორი სადიზმი იყო ამ ადამიანების მიმართ. ეს არაერთხელ გამოიკვეთა და დღევანდელი კადრები კიდევ ერთი დამადასტურებელია, იმ სიბინძურის და უბედურე...