"ნაციონალური მოძრაობის" დროს, როდესაც არ იყო ვიზალიბერალიზაცია, 247 ათასმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა ისე, რომ უკან არ დაბრუნებულა. "ქართული ოცნების" პერიოდში, 5-ჯერ ნაკლები მოქალაქეა ქვეყნიდან გასული - ეს არის 47 ათასი მოქალაქე, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. ხუნდაძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში შემცირდა სიღარიბე და სოციალური ბიუჯეტი გაიზარდა". მისივე თქმით, "ენმ-ი, საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების მიზნი...
დასამალი არაა, რა სჭირს „ქართულ ოცნებას“ გადასარჩენი - ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას. თბილისის მერის განმარტებით, „ქართველ ხალხს არ ავიწყდება ესა თუ ის პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რას წარმოადგენენ და რა განცხადებებსაც აკეთებენ". „ქართული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერას ძალიან აფასებს და უფრთხილდება. რეალურად, ხალხი ხედავს, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები რასაც ამბობენ. ხომ არ დაავიწყდა ამ კონკრეტულ პიროვნებას, რა განცხადებები კეთდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას. მეორე ფრონტთან...
რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, იცით, რომ ვეტო დაძლეულია. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს, მიუხედავად იმისა, რომ ვეტო დაძლეულია. არაუშავს, თუ ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს ამ ცვლილებას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილების მიზანი სამართლიანი არჩევნები და ეფექტიანად მომუშავე ცესკოა. "ამოქმედდება ცვლილება, რომელიც ზუსტადაც არის გამიზნული იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და ეფექტიანად მომუშავე ცესკო. ასე რომ, ამ მხრივ, ჩვენ ჩვენი ნაბიჯი უკვე გადავდგით სხვა საკითხებთან ერთად",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ...
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად ვმუშაობთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა. ოლაფ შოლცმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ევროინტეგრაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირის იმედი უნდა ჰქონდეთ. “ჩვენ პროგრესს ვაღწევთ გაფართოების პროცესთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერ იმას, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის ამდენი ძალისხმევის შემდეგ ჩვენ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ამ ქვეყნისთვის, ისევე როგორც ეს უკვე გავხადეთ შესაძლებელი მრავალი სხვა ქვეყნისთვის", - განაცხადა შოლცმა.
როგორ უნდა ვუპასუხო ტყუილს - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი საკითხები აქ არც იხილება, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, საერთოდ რელევანტური არ არის ეს საკითხი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, - ასე ეხმაურება "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მმართველი პარტიის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, პარტიაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე შიდა დაპირისპირებებია. როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, მასსა და ნიკა მელიას შორის არ ყოფილა განხილვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის თაობაზე და ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნული თანამდებობა არცერთმა არ დაიკავოს. "როგორ უნდა ვუპასუხო ტყუილს - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი საკითხები აქ არც იხილებ...
როდესაც 1%-იანი თუ 2%-იანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას ეს არის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელი. მათი საქმეა ეს ყველაფერი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ახალის" ლიდერებთან, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, „ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ". „ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ. შესაბამისად, მათი შიდა კინკლაობა, მგონი, არავისთვის არ არის საინტერესო",- თქვა პრემიერმა.
როდესაც კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ასეთი კამპანიების მიზანი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებაა. „ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის. როდესაც ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოე...
ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგები შეიძლება იყოს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები. „ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები და რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალი...
დღეს უკვე აშკარაა, რომ საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო, სადაც დირექტივებს იღებენ კრემლიდან, - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევრონესტს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "მტკივნეულია იმის ყურება, რომ საქართველო, ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ახლა უკან ჩამორჩება და იმყოფება ოლიგარქის მძევლობაში მისი ძალაუფლების დაუოკებელი სურვილის გამო". „ძვირფასო კოლეგებო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიდან, ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება რადეკ სიკორსკისთან, კარლ ბილდტთან და ანდრიუს კუბილიუსთან მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნაზე, რაც დიდწილად იყო პასუხი 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე. მტკივნეულია იმის ყუ...
თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ვმუშაობთ, უმძიმესი შემთხვევა იყო, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, „მომხდარის გამოძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს, თუმცა არის სირთულე, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ ხერხდება საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება“. „საოკუპაციო ხაზთან პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, იყო საუბარი გამოძიებაზე, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე, უმძიმესი შემთხვევა იყო ნამდვილად, ამაზე ვმუშაობთ, რთულია...
თქვენი პოლიცია იყო სადამსჯელო რაზმი სადისტების. ჩვენი ხელისუფლების დროინდელი პოლიცია განსხვავდება ჰაბიტუსით, ქცევით ადამიანობით, ქართველობით, განწყობით და დამოკიდებულებით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მუდამ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. „ხალხმა, რომელმაც გააღატაკა ქვეყანა, გაყვლიფა, დღემდე აფინანსებს მოპარული ფულით რაღაც აქტივობებს, ეს ხალხი გველაპარაკება სიღარიბეზე. ჩვ...
გამოწვევებისა და გაურკვევლობების მიუხედავად, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის ცხადი აღიარება, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევრონესტის საპრლამენტო ასამბლეის სესიაზე მიმართვისას აღნიშნა. როგორც ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, შექმნიდან 15 წლის გასვლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები სხვადასხვა ადგილას. "ნება მიბოძეთ, მივესალმო ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ კვლავ ვაჩვენებთ მედეგობას ლუკაშენკოს რეჟიმის სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების პირისპირ. ბელარუსის მოსახლეობის მიმართ ევროკაშირის მხარდაჭერა არის პ...
ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ევრონესტში (EURONEST) ქართული დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან რეზოლუციას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. პარტიის განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის ინიცირება ევრონესტის ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წევრების "გვერდის ავლით სცადა". "ქართულ ოცნებას" დაკარგული აქვს ნდობა ევროპელ პარტნიორებში. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ "ქართულ ოცნებას“ მოუწია ევროპელი სოციალისტების პარტიის დატოვება იმ ანტიევროპული ქმედებებ...
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან" და რადიკალური ოპოზიციიდან საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, შემუშავდა საგანგებო რეზოლუციის პროექტი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეი...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური პარტია "ახალის" ლიდერების, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კითხვაზე, თუ რა პერსპექტივა აქვს მათ გაერთიანებას, მდინარაძე აღნიშნავს, რომ ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ. „რა ოპოზიციაც გვყავს, ისე ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მათი მხრიდან აბსოლუტურად რელევანტური იქნება. ამ ორი შეწყალებული კრიმინალის ერთობა, რას იზამს - ამაზე მარტივი დასკვნა შეიძლება გამოიტანო. ვიმეორებ, ორი შეწყალებული თუ საწყალი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს“...
როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ, მათ შორისაა სოციალური დაცვა და სავალდებულო დაზღვევა, ოფიციალური დასაქმება, ხელფასები და პენსიები,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკიმ სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს მოქალაქეების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაოსა და შრომის ბაზრის განვითარებაზე ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ. "ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველომ დასაქმებისა და შრომის სფეროში არსებული მთელი თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონთა კრებულთან, ევროკავშირის კ...
საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. შენიშვნებს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61 წინააღმდეგი იყო. ამასთან, კენჭი ეყარა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თავდაპირველ რედაქციას, რომელსაც პარლამენტმა 78 ხმით 13-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მსჯელობა გაიმართა, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე დადგა. რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა. შეგახსენებთ, პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები 20 თებერვალს მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა კი ცვლილებებს...
პოლიტიკური პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც გვარამია აღნიშნავს, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს "ვეტინგის" პროცესი მოსამართლეების უცხოეთიდან დანიშვნას ითვალისწინებს, ტყუილია. "ტყუის "ქართული ოცნება", როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ. სინამდვილეში, ეს პროცედურა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაა მიუკერძოებელი კომისიის მიერ და გულისხმობს არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების გათავისუფლებას. კლანი უნდა წავიდეს და მართლმსაჯულება გათავისუფლდ...
დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ხიდაშელთან იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა. „მე როგორც ვიცი, დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს. რაც შეეხება ...
სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომდგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით პრეზიდენტის "ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს". „რაც შეეხება ცესკოს საკითხს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე - დღეს არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი ცესკოში იმიტომ, რომ წელიწად-ნახევრის წინ არიან არჩეული 6 თვის ვადით ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, ცესკოს ორი წევრი, ეს არის ერთგვარი ჩიხური მდგომარეობა. ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა თავის დროზე, მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვიყავი ჩართული ამ კანონპროექტის შემუშავებაში, ით...