ბუდანოვი - ოკუპანტებმა ბახმუტი გ...

ჩემი აზრით, ქალაქი ბახმუტი აღარ არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქი აღდგენას არ ექვემდებარება, ოკუპანტებმა მთელი ქალაქი დაუსახლებელი გახადეს და აბსოლუტურად გაანადგურეს. მან დასძინა, რომ ბახმუტში უზარმაზარ ზარალს განიცდიან. "ჩემი აზრით, ქალაქი აღარ არსებობს. გარკვეული ტერიტორია ნამდვილად არ ექვემდებარება აღდგენას. ოკუპანტებმა აბსოლუტურად გაანადგურეს, მთელი ქალაქი დაუსახლებელი გახადეს. ისინი  იქ უზარმაზარ ზარალს განიცდიან" - განაცხადა ბუდანოვმა.

სტეფანჩუკი - ეს იყო რთული ბრძოლი...

ეს იყო რთული ბრძოლის წელი ჩვენი თავისუფლებისა და პროგრესული სამყაროს ნაწილად ყოფნის  უფლებისთვის, - განაცხადა  უკრაინის "რადას" თავჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა. მან საახალწლო მილოცვაში მადლობა გადაუხადა პარლამენტარებს, რომლებსაც ეყოთ გამბედაობა და ისაუბრეს უკრაინის პარლამენტის ტრიბუნებიდან, ის ასევე მადლიერია საერთაშორისო მხარდაჭერის და სანქციების პაკეტებით, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდა.  "ეს იყო რთული ბრძოლის წელი ჩვენი თავისუფლებისა და პროგრესული სამყაროს ნაწილად ყოფნის  უფლებისთვის. ომის პირველივე დღეებიდან ჩვენ ვიგრძენით ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა ერთგული და სანდო მეგობრებისგან. მინდა მადლობა...

საქართველოს აშშ-ს დაფინანსების კ...

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტიდან 2023 წელს 132 მილიონ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას PBS ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ბაიდენმა ხელი მოაწერა სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტს, რომელიც 1 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარს შეადგენს.  კანონპროექტში ყურადღება მაქსიმალურად გამახვილებულია სამხედრო დაფინანსებაზე, აქედან გამომდინარე 2023 წელს უკრაინა და “ნატოს” ქვეყნები 45 მილიარდ დოლარს მიიღებენ.

სტოლტენბერგი - ყველა ქვეყანას აქ...

შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის თავდასხმები რუსეთზე გამართლებულია, ვინაიდან ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება. "შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, მათ შორის უკრაინასაც" - განაცხადა სტოლტენბერგმა.

კლიჩკო - რუსებს დეპრესიის მოტანა...

რუსებს დეპრესიის მოტანა სურთ, განსაკუთრებით ახლა, შობის დროს, ახალ წელს. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს სურვილი აქვს, რომ უკრაინა შავ დროში დააბრუნოს, დატოვოს უშუქოდ და გათბობის გარეშე. მაგრამ ამის მიუხედავად უკრაინელი ხალხი ფიქრობს, რომ სჯობს დარჩეს ელექტრომომარაგების და სითბოს გარეშე, მაგრამ არასდროს დანებდეს. "რუსებს დეპრესიის მოტანა სურთ, განსაკუთრებით ახლა, შობის დროს, ახალ წელს. რუსებს უნდათ, რომ შავ დროში გადაგვაგდონ, დაგვტოვონ უშუქოდ, გათბობის გარეშე. თუმცა, ძალიან გაბრაზებული უკრაინელი ხალხი ფიქრობს, რომ სჯობს დარჩეს ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე, მაგრამ არასოდეს დანებდეს." - განაცხადა კლიჩკომ.

პუტინი - რუსეთსა და აფხაზეთს შორ...

პატივცემულო ასლან გეორგიევიჩ! მთელი სულით და გულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება საკავშირო და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. ასე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრედწოდებულ მეთაურს ასლან ბჟანიას ახალი წელი. პუტინმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია რუსეთისა და აფხაზეთის პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელების საკითხში, მისივე თქმით, საქმიანობის ეს ორმხრივი მოდელი, გამოიწვევს კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას. "პატივცემულო ასლან გეორგიევიჩ! მთელი სულით და გულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ...

აშშ-ს ელჩი - მინდა წარმატება გის...

მინდა წარმატება გისურვოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ახლოს ხართ მასთან, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში განაცხადა.  დეგნანის თქმით, ქართველებმა უნდა გადადგან გვერდზე განსხვავებული პოზიციები და გაერთიანდნენ, რათა ევროპამ მხარი დაუჭიროს ქვეყნის მკაფიო არჩევანს ევროპისკენ.  "რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა წარმატება გისურვოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ახლოს ხართ მასთან, თუ ქართველები გადადებენ გვერდზე თავის განსხვავებულ პოზიციებს, გაერთიანდებიან და ერთად გააკეთებენ ამ ყველაფერს, ზუსტად ამის ნახვა უნდა ევროპას იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს მკაფიო არჩევანს ევროპისკენ. სწორედ ...

ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილ...

ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური, ჰუმანური და ჯანმრთელობის საკითხების იზოლაციაა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დეკანოიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, შექმნილი რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი პრეზიდენტის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენებაა. "ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ მის მოსანახულებლად გუშინ, გუშინწინ არ შეუშვეს მისი შვილები, ასევე ჩვენ, პარლამენტის წევრებს, შეგვეზღუდა დღეს შესვლა. სრული იზოლაცია დასრულდა კიდევ ერთი გადაწყვეტილებით,...

სააკაშვილი - გაირკვა, რომ პუტინი...

როგორც 24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, ვლადიმერ პუტინი მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში. კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „Украинская правда“- სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც სააკაშვილი ამბობს, ციხის საავადმყოფოში მოხდა მისი მოწამვლა, რაც მომგებიანი, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის იყო. „ჩემი მოწამვლა უდავოდ დაადასტურა ორმა ამერიკულმა ლაბორატორიამ და წამყვანმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა.  რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში პუტინისთვის იყო მომგებიანი, რომელიც, როგორც 24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში. კონტროლი...

სააკაშვილი - ჩემი მოწამვლა მოხდა...

ჩემი „პალატის“ ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული და შვიდი თვეა მზის სხივი არ მინახავს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „Украинская правда“- სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კლინიკაში იმყოფება, სადაც ექიმები მაქსიმალურ დახმარებას უწევენ მათთვის ძალიან რთულ პირობებში. „კლინიკაში ვარ, სადაც ექიმები მაქსიმალურ დახმარებას მიწევენ მათთვის ძალიან რთულ პირობებში. მათ ყოველდღიურად აკითხავენ ქართული უშიშროების სამსახურები და ყოველთვის, როცა ჩემთან მოდის ექთანი უბრალო მანიპულაციისთვის, მაგალითად, იმისთვის, რომ წამლები დამალევინოს, მას საგულდაგულოდ ამოწმებენ. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება დღეში 30-ჯერ. ჩემი „პალატ...

ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე, 82 წ...

ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე, რომელიც ხანგრძლივად ებრძოდა კიბოს,თირკმელებისა და გულის პრობლემებს ხუთშაბათს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო (1958, 1962 და 1970). ამ ტრიუმფებიდან პირველში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა 17 წლის ბომბარდირი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. მისი გარდაცვალება მისმა ქალიშვილმა, კელი ნასიმენტომ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა. "ყველაფერი, რაც ჩვენ ვართ, შენი დამსახურებაა ჩვენ გვიყვარხარ უსაზღვროდ, მშვიდად განისვენე" - წერს პელეს ქალიშვილი კელი ნასიმენტო.

ქადაგიშვილი - მიმდინარეობს შეთქ...

მიმდინარეობს შეთქმულება, რომ საქართველო მაქსიმალურად დაზიანდეს, რომ საქართველოს იმიჯი მაქსიმალურად შეილახოს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მან დასძინა, რომ ცნობა თითქოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო თბილისში ჩამოდის, სიცრუეა. „მიმდინარეობს შეთქმულება, რომ საქართველო მაქსიმალურად დაზიანდეს, რომ საქართველოს იმიჯი მაქსიმალურად შეილახოს, საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა შეელახოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა გამო...

უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა გამოიძიოს ბელორუსის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტი. ამის შესახებ  ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არიან მოიწვიონ ექსპერტები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი რუსეთის მხარდაჭერასთან. "უკრაინა მზადაა მოიწვიოს ავტორიტეტული ექსპერტები იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს რაიმე ფორმით მხარდაჭერასთან, რათა მონაწილეობა მიიღონ გამოძიებაში." - ვკითხულობთ განცხადებაში.

კირილენკო - სკოლა-ინტერნატში ორი...

რუსებმა დღეს ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ კონსტანტინოვკაზე. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს. მისივე თქმით, სკოლა-ინტერნატში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაჭრილია ერთი ადამიანი,თავდასხმის დროს კი, იქ 42 ადამიანი იმყოფებოდა, გარდა ამისა კიდევ ორი რაკეტა ჩამოვარდა საერთო საცხოვრებლის ეზოში, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის ინფრასტრუქტურა, მაგრამ არავინ დაშავებულა. "სკოლა-ინტერნატში, სადაც ახლა განსახლების ცენტრია განთავსებული, ორი რაკეტა ჩამოვარდა - რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. თავდასხმის დროს იქ 42 ადამიანი იმყოფებოდა. კიდევ ო...

გიული ალასანიამ სასამართლო პროცე...

არ ვიცი მე ეს განზრახ ხდება თუ როგორ ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც იკითხება, ზის კალიფორნიაში, არის 83 წლის და არ ვიცი, გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომელმაც პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა. მისივე თქმით, მოცემული პროცესი რეტროსპექტულად უკან გადათვლით ხდება, მათ იციან თუ როდის გაისინჯა სააკაშვილი და როდის ჩატარდა კვლევა, აქედან გამომდინარე ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ პროცესი, რათა ნივთიერებების ორგანიზმიდან კლება და შემდგომ გაქრობა მოხდეს. "არ ვიცი მე ეს განზრახ ხდება თუ როგორ ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც იკითხება, ზის კალიფორნიაში, არის 83 წლის და არ ვ...

სინეგუბოვი - ხარკოვის რეგიონის გ...

ხარკოვის რეგიონის განმეორებითი დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვმა ავრცელებს.  მისივე თქმით, განმეორებით დაბომბვის დროს რამდენიმე რაკეტა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა. "რეგიონში ყველა გასროლილი რაკეტა მიმართული იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.  წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტების დარტყმის შედეგად, სამწუხაროდ, 50 წლის მამაკაცი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა, რომლებიც გადაიყვანეს საავადმყოფოში საშუალო სიმძიმის დაზიანებებით." - განაცხადა სინეგუბოვმა.

შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტ...

ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლითაც "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი" შეიქმნება და სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან, რეგისტრაცია სავალდებულო იქნება.  როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, შემოღებული იქნება „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ.  გარდა ამისა, „ხალხის ძალა“ ასრულებს მუშაობას კანონპროექტზე, რომელიც მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს.  „შეთავაზებული კანონით, შეიქ...

მელია - რა გასაკვირია, თუკი ზურა...

რა გასაკვირია, თუკი, სალომე ზურაბიშვილი სერიოზულად არის შეშფოთებული ერთი მხრივ, ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნების საკითხით და მეორე მხრივ, საკითხით, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგას და ჰქვია დასავლური მომავალი, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას. როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი "ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს რეალობას ძალიან საღად აფასებს". "მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, მისი სიცოცხლის უზრუნველყოფა პირდაპირ დაუკავშირდა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, სტატუსის მიღებას და ევროკავშირში გაწევრიანებას. სახელმწიფოებრივ მიზნებსა და ამოცანე...

კოკოითი - რატომ გადაიქცა თავად ს...

მაინტერესებს, რატომ გადაიქცა თავად საქართველო, რომელსაც ასეთი შესაძლებლობები აქვს, მონაკოს ნაცვლად, რუსეთის მოღალატეების ნაგავსაყრელად? - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთს აქვს პოტენციალი, რომ მეორე მონაკო გახდეს. კოკოითი, რომლის შეფასებითაც, ღარიბაშვილის სიტყვები "შეურაცხმყოფელი და პროვოკაციულია", გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ მსგავს განცხადებებზე ე.წ. სამხრეთ ოსეთს შესაბამისი რეაქცია არ აქვს. „არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე სამხრეთ ოსეთის ხალხის ზურგს უკან კულისებში იყოს. ყველას ვაფრთხილებ მსგავსი მზაკვრული ნაბიჯების შესახებ - ნუ გამოიწვევთ ოსი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს? - ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი კან ტანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. კან ტანია სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის "გაცილებით დიდი ოდენობის ვალი აქვს", ვიდრე 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა, რაზეც ღარიბაშვილმა ისაუბრა. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს? ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სამი წლის განმავლობაში $10 მილიარდის ინვესტიცია განახორციელოს. მისი თქმით - "ასეთი ინვესტიცია შეი...