ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ესტონელი ევროდეპუტატისა და საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, სვენ მიქსერის ანგარიშის მიხედვით მომზადდა. ევროპარლამენტმა რეზოლუციას კენჭი შესწორებებით უყარა და 608 ევროპარლამენტარიდან მას მხარი 430-მა დაუჭირა, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. ევროპელი დეპუტატები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ევროპის საბჭოს კი სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში პირველადაა მოხსენიებული არა "ყოფილ პრემიერმინისტრად", არამედ "ოლიგარქად". "ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ე...
თუ არ გაქვს რაღაც დასამალი, მაშინ გახსენი ეს პროცესი და ნებისმიერ დაინტერესებულს მიეცი საშუალება, რომ მართლა ვნახოთ, როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული ყველა ეჭვი გაქარწყლდეს. "მიეცი ეს საშუალება ყველას და ყველანაირი ეჭვი, რომ სააკაშვილს წამლავენ და ა.შ. უნდა გაქარწყლდეს, თუ მართლა არ წამლავენ და მართლა არ უნდათ, რომ შეგნებულად სიკვდილამდე მიიყვანონ... ადრე რომ დილეგში ჩააგდებდნენ ადამიანს და მომკითხველი არ ჰყავდა, ასეთ ეპოქაში - ფეოდალურ ხანაში ხომ არ ვ...
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს, ხელს 15 ორგანიზაცია აწერს. არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებას "ინტერექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების ფაქტს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, სახალხო დამცველის სპეციალური კონსილიუმის დასკვნისა და ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლება არ აღიარებს პატიმრის სიცოცხლისა და ჯან...
პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. როგორც ადვოკატმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, "ის, რაც მოხდა დღეს საქალაქო სასამართლოში, სტალინსაც კი არ გაუკეთებია". "ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არათუ მოიყვანეს, არც კი ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა", - თქვა ხაჭაპურიძემ და ჟურნალისტებს წაუკითხა მესამე პრეზიდენტის წერილი, რომელშიც ნათქვამია: "დღეს, უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე - დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა...
ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ვინც წაახალისა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, ევროპარლამენტარებს მოუწოდა, რომ მართლმსაჯულებაში ჩარევისგან თავი შეიკავონ. "ერთ-ერთი ოპოზიციონერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოვიდა და კანდიდატის სტატუსი დაუკავშირა ომს. მან თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პასუხი კითხვაზე - აბა ომი გინდათ?! ეს იყო მისი განცხადება. ახლა გლუკსმანი და ვიღაცები გამოდიან და ისინი სააკაშვილის გა...
ის არის აფერისტი და სიმულანტი, არაფერი ავად არ არის, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა, POSTV-ის მფლობელმა ვიქტორ ჯაფარიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი საპყრობილეშია. "არ მეცოდება-თქო როგორ გითხრათ, მაგრამ მე მაქვს პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ. ადგნენ და გაასაჯაროონ კადრები, თქვან ბოლო-ბოლო - სჭირს რამე ამ კაცს თუ არაფერი არ სჭირს. მე ვიცი, რომ ის არის აფერისტი და სიმულანტი... არაფერი ავად არ არის... გახდაო - მეც დიაბეტი მაქვს და გავხდი, 26 კგ დავიკელი, ამიტომ უნდა ვიტირო?! პირიქით, მისაყვანია საპყრობილეში - იქ, სადაც არის მისი ადგილი", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ. ...
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის" გამო სასამართლო პროცესზე, "ვივამედიდან" საქართველოს მესამე პრეზიდენტის დისტანციურ რეჟიმში ჩართვა ვერ მოხერხდა. ჯაფარიძე სოციალურ ქსელში "ქართულ ოცნებასა" და იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და საკუთარ მობილურ ტელეფონს სთავაზობს. "ქართული ოცნება", საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - ჩემი Iphone შემიძლია გათხოვოთ, Zoom აყენია ჩაწერის ფუნქციით და მაგთის ულიმიტო მაქვს ჩართული", - წერს ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალ...
ქვეყნის მეორე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სულ მცირე უუნარო გახადოს. "ვთქვი ბევრჯერ და გავიმეორებ - ადეკვატური იქნება ჩვენი საზოგადოების რეაქცია ყველა ამორალურ, არაადამიანურ მდგომარეობასთან დაკავშირებით... ყველაფერს აქვს საზღვარი - ადამიანის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ და იუსტიციის მინისტრის გუშინდელი განცხადება, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი სიმულირებს და დაიმუქრა კადრების გასაჯაროვებით, რას ემსახურებოდა? ეს ემ...
ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება მისცეს. როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. "საქართველო ევროპის ნაწილია, იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი 12 პუნქტი უნდა შესრულდეს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვით პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით საშუალება, სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღოს", - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა. შეგახსსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ დღეს უნდა იმსჯელოს. პროცეს...
12 მილიონზე მეტი ადამიანი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ველოდებით ოკუპანტების ახალ იერიშებს. გენერატორები ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეიარაღება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით,ევროპამ კატასტროფა არ უნდა დაუშვას და საკუთარი ხალხი უნდა დაიცვას. ამასთან ერთად უნდა გაგრძელდეს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის დაცვა. მან დასძინა,რომ უკრაინა დასავლეთის დახმარებით ყველაფერს შეძლებს. "რუსეთის ენერგოტერორი გრძელდება, ამისთვის ოკუპანტები ირანულ დროებს იყენებენ. ცდილობენ ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნან. მიზანი ერთია - ჩვენი დამარცხება, თუმცა ამას ვერ შეძლებენ. ჩვენ მედგრად ვდგავართ ინტენსიური იერიშების წინააღმდეგ. განადგურებულ...
რა თქმა უნდა, სიმულციებთან გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ. მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე , თუმცა გარკვეული სიმულაციები არის. ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არსებობს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მისივე თქმით,არსებობს დამადასტურებელი ვიდეო-მასალა,სადაც ასახულია თუ როგორ უშლიდა ხელს მიხელ სააკაშვილი ექიმებს პროფესიული საქმის შესრულებაში.მან დასძინა,რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის და ქვეყნის იმიჯის შესანარჩუნებლად თუ არ შეწყდება სიმულაციები გარკვეულ კადრებს გაასაჯაროვებენ. "რა თქმა უნდა, სიმულციებთან გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ. მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე , თუმცა გარკვეული სიმულ...
უკრაინაში ოკუპანტების ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი შეეწირა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს აგრესიას მშვიდობიან მოქალაქეებზე და ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ამ დრომდე სულ 36 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამშაბათს გერმანია უკრაინას დაჰპირდა დამატებით 53,2 მილიონ აშშ დოლარს ზამთრის პერიოდში მხარდასაჭერად, რადგან უკრაინა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განიცდის რუსეთის მხრიდან, რის შედეგადაც მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე რჩება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმაში, რომ ცდილობს უკრაინელების გატეხვას სიცივეში ჩაძირვის სასტიკი ტაქტიკით და დასძინა,რომ გერმანიას ამას არ დაუშვებს. ბაერბოკის თქმით,გერმანია გაუგზავნის აღჭურვილობას უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღსადგენად, მათ შორის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს "პუტინის ბომბები ნიშ...
ვლადიმერ ზელენსკის მიერ გამოცხადებული "სამი ნაბიჯი" მშვიდობისთვის უნდა იქნას მიღებული, როგორც საომარი მოქმედებების გაგრძელების განზრახვა, განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით,უკრაინულმა მხარემ რეალობას თვალებში უნდა ჩახედოს და მიიღოს მოცემულობა,რომ რუსეთის ფედერაციაში რეფერენდუმის შედეგად ახალი სუბიექტები გაჩნდნენ,ეს არის მოცემულობა,რომელიც უკრაინამ უნდა მიიღოს. "უკრაინულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს მოცემულობა,რომელიც განვითარდა ბოლო 15 ან 20 წლის განმავლობაში მათ მიერ გატარებული პოლიტიკის გამო,ეს რეალობა მიუთითებს იმაზე,რომ რუსეთის ფედერაციაში ახალი სუბიექტები რეფერენდუმის შედეგად გაჩნდნენ,რომლებიც ამ ტერიტორიებზევე გაიმართა" - გა...
ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე, - წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის საპასუხოდ. მისივე თქმით,ოპოზიცია არ არის მობილიზებული,სწორედ ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და შემდგომ საპარლამენტო სია დაკომპლექსდეს,ღირსეული ხალხით,რომლებსაც შრომა და ბრძოლა არ დაეზარება. "ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე. მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამ...
თუ მიშა სააკაშვილს რამე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა. ევროპარლამენტარის თქმით, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საქართველოს ლიდერშიპმა ჰუმანურობა უნდა გამოიჩინოს. „ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა, არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, ეს არაადამიანური და არაცივილურია. საქართველოს ლიდერშიპმა ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიშა სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს ევროპული გზა აღნიშნულ საკითხზე გადის, აუსტრევიჩუსი პასუხობს, რომ ეს ამას არ ნიშნავს. „სულაც...
მშვიდობის სახელით რუსულ ოკუპაციას აკანონებთ ქვეყანაში და რუსული მშვიდობა მთელმა მსოფლიომ ნახა ბუჩაში, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა მმართველ პოლიტიკურ გუნდს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხაბეიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" არა საზოგადოების გაერთიანება, არამედ მხოლოდ გაყოფა შეუძლია. "ევროკავშირმა კარები გაგვიხსნა და თქვენ და ბიძინა გაეჩხირეთ ქართველ ხალხს კარებში. ფაქტობრივად, გვეჭიდავებით, რომ ევროკავშირში არ მიგვიღონ, სტატუსი არ მოგვცენ. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ ცივილიზებული სამყარო პრეზიდენტის მკვლელ ხალხს არ ელოდება ევროკავშირში. ისინი ელოდებიან ცივილურ ადამიანებს, რომლებიც პუტინთან მებრძოლ მთავარ...
მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა, POSTV-ის მფლობელმა ვიქტორ ჯაფარიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე განაცხადა. ჯაფარიძემ, რომელიც პარლამენტის დარბაზში, პლენარული სესიის მიმდინარეობისას "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელს, პაატა მანჯგალაძეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ეკამათებოდა, თქვა: "მიშას თავისუფლება, როგორ უნდა მოითხოვოთ? ვინ კლავს? მოიხედე, მოიხედე - სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არის? ვინ მოწამლა? გაჩერდი ერთი... მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე რა... ვისაც გინდა, იმას ვეტყვი". ვიდეო ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა.
პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა "ქართულ ოცნებაზე" ლაპარაკობთ, - ასე მიმართა მმართველი პოლიტიკური გუნდის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც ოდიშარიამ განაცხადა, პოლიტიკური ოპონენტებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნება" ევროპარლამენტარებს დღენიადან ესაუბრება და ქვეყანაში არსებულ პროგრესს აცნობს. "აქ რომ ომობთ სავარძლებიდან და მიკროფონებთან - მართლა დუქნის ლომები - წადით აბა, თუ გეომებათ, მართლა ბიჭების გვერდით დადექით. აქ არიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც იყვნენ წასულები უჩუმრად, ბევრი ინტერვიუს გარეშე. სულ ორ ტიკ-ტოკ მეომარს იცნობს ეს ომი - ერთი არის ჩრდილოეთ კავკასიიდან, მეორე თქვენი ტიკ-ტოკ მეომარი იყო, იქ რომ დარბოდა დ...
სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს ჯანდაცვის ექსპერტმა და არა ფოტიგამ - ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად მიკერძოებულია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტის საქმეზე სამართლებრივი შეფასების გაკეთება სასამართლოს ვალდებულებაა. "სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს, პირველ რიგში, ჯანდაცვის ექსპერტმა და ამასთანავე, რასაკვირველია, სამართლებრივი შეფასება უნდა გააკეთოს სასამართლომ და არა ფოტიგამ, ლექსმანმა... ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად არის მიკერძოებული და საერთოდ იმ სკანდალმა, რაც ეხება კორუფციას, საკმაოდ შელახა ევროპარლამენტი...