სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრი...

სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრიმინალი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში დადის,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.  როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ევროპა კრიმინალებისთვის თავშესაფრად იქცა. „ეს არის სამარცხვინო, რომ კონკრეტული კრიმინალი დადის ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში. ეს არის უმძიმესი თემა, რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი კანონის და ხალხის წინაშე. ევროპა ერთგვარ თავშესაფრად იქცა კრიმინალებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს პატივისცემას",- თქვა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი - „რუსული კანო...

„რუსული კანონის" შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლებას „არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ". „რაც შეეხება პროვოკაციას „უცხოელი აგენტების კანონის" თაობაზე, „ოცნებამ" იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამშობლო. ახლა ამ „რუსუ...

ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის პ...

ივანიშვილის პარტიას არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს. ხაბეიშვილის თქმით, „ხელისუფლება, რომელიც მილევად რეჟიმშია, ქართველი ხალხის ინტერესების დაზიანებას ცდილობს". „რამდენიმე დღის წინ აღნიშნავდნენ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას, რამდენიმე დღეს ვერ გაძლეს და ფაქტობრივად, თავს ესხმიან ისევ ევროპულ ღირებულებებს და ამ გადაწყვეტილებით ისინი ნათლად ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ საქართველო გახდეს ე...

მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელი...

ტყუილია ის, რომ ეს არის „რუსული კანონი“. ვინ იტყვის ტყუილს, არ აქვს მნიშვნელობა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეჰყვება ტყუილ ნარატივს. ჩვენ ქართველ ხალხს ჩვენი პასუხისმგებლობიდან, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხარისხიდან, ეროვნული თავმოყვარეობის ხარისხიდან გამომდინარე უნდა ვუთხრათ, ვინც არ უნდა იყოს, წმინდანების დონეზე არავინ არ უნდა ავიყვანოთ, ეს ადამიანი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, „წარმოუდგენელია, რომ „რუსული კანონი“ დაარქ...

საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოურ...

საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არასამთავრობო სექტორის "გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს".  "როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში. გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, რაც საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განვით...

თალაკვაძე ოპოზიციას - რომ არა „ქ...

თქვენ გაწირეთ მოქალაქეები და რომ არა “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილი და მისი ლიდერობით გატარებული დემოკრატიული რეფორმები, დღემდე საქართველო იქნებოდა იმ კოშმარში, რომელშიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს დღეს აქვს დაცული მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში "მაშინ, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასამარა ყველაფერი ევროპული ამ ქვეყანაში". "ვულოცავ საქართველოს, ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას, თანამემამულეებს ამ ი...

ლევან ხაბეიშვილი - უდიდესი პრობლ...

უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში გაძვირებული ფასები, რაზეც სამწუხაროდ, ფაქტობრივად, რამდენიმე კვირის განმავლობაში იცინიან და დასცინიან მოსახლეობას უმრავლესობის ლიდერები,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ ყველაფერზე იმის გარდა, რაც მათი საქმეა". "რეალობაში, იქნებ, ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდეს, ვინც გასცემს მოსახლეობის მთავარ შეკითხვებს პასუხს იმაზე, რაც თქვენი ყოველდღიური მოვალეობა უნდა იყოს. ვგულისხმობ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას, უმუშვრობას, რომელიც არის საქართველოში. თქვენივე მოწოდებული ინფორმაციით, გაჭირვებული ადამია...

სანქცირებულია, მეტი რა უნდა დაას...

კრიტიკა გინდათ? გააკრიტიკეთ [ბიძინა ივანიშვილი]. იმ კაცს არ უკვირს კრიტიკა, ისეთ სიბინძურეებს კადრებთ, რომ შევეჩვიეთ ჩვენ ყველა ერთად და იმუნიტეტი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს. ბატონი ბიძინა არის კაცი, რომელიც ვერ მოინელეთ ვერასდროს. ახლა გადახვედით შვილზე და შეკვეთილ სტატიებზე,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ში  "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი შვილის, ბერა ივანიშვილის შესახებ დაწერილ სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში ბერა ივანიშვილი ამზადებს პირობებს იმ შემთხვევისთვის, თუ "ქართული ოცნების" დ...

მდინარაძე - მოეხსნათ სანქციები ქ...

მიგვაჩნია და ხელის გულზე დევს ფაქტები, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშეა სანქცირებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ხელისუფლება კატეგორიულია თავის მოთხოვნაში, მოეხსნათ სანქციები ქართველ მოსამართლეებს, ვინაიდან მსგავსი სახის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს. "არათუ მტკიცებულება ვიხილეთ, არამედ საპირისპირო მტკიცებულების სახით მივიღეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება და ასევე იმ ცნობილ ფაქტთან ერთად, როდესაც ვიხილეთ ერთი ყოფილი და სამი მოქმედი მოსამართლის დასანქცირება, ამის შემდეგ პრაქტიკულად სანქცია დაედო ამასთან ერთად ლა...

კახა კალაძე - მოსამართლეების თემ...

დედაქალაქში მოსამართლეების თემატიკაზე საპროტესტო ხასიათის სტენსილების განთავსების უკან რადიკალური ჯგუფები დგანან, - ​ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, „ამ ეტაპზე, მოსამართლეების პატიოსნება ეჭვქვეშ არ დგას და ამაზე ის საერთაშორისო კვლევებიც მიუთითებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა".  „სტენსილები, რა თქმა უნდა, რადიკალების მხრიდან განხორციელებული აქტია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ გვახსოვს, წლების განმავლობაში მსგავსი ბინძური კამპანიები. ვიცით, ყველაფერი საიდან და ვისგან ფინანსდებოდა. აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, თუ ვინ იყო შემსრულებელი, ვისი დაკვეთი...

გახარია კალაძეზე - მიხედოს ფეხბუ...

მიხედოს კახამ ფეხბურთს, ან უშველოს თავს, მე მეტს მასზე არაფერს არ ვიტყვი, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას. როგორც გახარიამ აღნიშნა, კალაძე "ფეხბურთში გრძნობს თავს ბედნიერად" და საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების დროს, "ემოციაზე ეტყობოდა, რომ ეს არის მისი ადგილი". „კახაზე ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, რომ მე აშკარად დავინახე და ბევრმა ქართველმა ფეხბურთის გულშემატკივარმა დაინახა, როგორი ბედნიერი იყო კახა ჩვენი ნაკრების გამარჯვებით. კახა მართლა ბედნიერი იყო, სახეზე ეტყობოდა, ემოციაზე ეტყობოდა, ეტყობოდა, რომ ეს არის მისი ადგილი, ეს არის ის სივრცე სადაც ეს ადამიანი თა...

კახა კალაძე ე.წ. ვეტინგზე - საქა...

საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია, თავისი კანონები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, პატივი სცეს მათ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ე.წ. ვეტინგის სისტემის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.  მისი თქმით, „ამ თემაზე ატეხილი ხმაური არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ კონკრეტულმა ძალებმა სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი დაიბრუნონ".   „რადიკალურად, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება წინა წლების, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული სასამართლო სისტემა დღევანდელისგან. ყველანაირი სტატისტიკით შეგვიძლია, მივიღოთ ამაზე პასუხი. პირდაპირ ვთქვათ, არსებობენ ძალები, რომელთ...

ლევან ხაბეიშვილი - უმუშევრობა, დ...

უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი არის დიდი პრობლემა, რომელიც არის საქართველოში - 2024 წელი არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის და აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.  ხაბეიშვილის თქმით, „დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას". „ასიათასობით ადამიანი ვერ პოულობს სამსახურს, არც კი იცის, რა არის ხელფასი და შემოსავალი. დაიწყო ახალგაზრდა ადამიანმა ბიზნესი, ოცი ათასი მარწყვი დარგო, უამრავი პრობლემა შეექმნა, ვერაფერი ვერ ქნა და მოუწია ბიზნესის დახურვა. სტუდენტმა დაიწყო მუშაობა მაღაზიაში, სადაც 500-600 ლარს გამოიმუშავებს და შეუძ...

ლუბინეცი - მივმართავ საქართველოს...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, მამუკა ახვლედიანი უკრაინის სახალხო დამცველს, დმიტრო ლუბინეცს შეხვდა. როგორც ლუბინეცი აღნიშნავს, მან არაერთხელ მიმართა და კვლავ მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რომ მიეცეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება. "ჩემი და უკრაინის სახელით მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და სარგებლობს უკრაინის იურისდიქციით, ჩვენ ვალდებულები ვართ და რა თქმა უნდა, დავიცავთ მის უფლებებს. მე არაერთხელ მივმართე და კვლავ მივმართავ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ მომეცეს საშუალება პირადად მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი. აგრეთვე მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომ მომეცეს საშუალება, დავიცვა უკრაინის მოქა...

პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყვე...

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში დიასპორის საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა ცესკოს თავმჯდომარესთან, წევრებთან, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დიასპორას საარჩევნო უფლების გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ორგანოებს ერთობლივი მუშაობისაკენ მოუწოდა. "ჩვენ უკვე მეორედ  შევიკრიბეთ, ამჯერად, ცესკო-ს ამჟამინდელ თავმჯდომარესთან, არასამთავრობოებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად, რათა ის ...

სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები ...

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც სააკაშვილი აცხადებს, აღნიშნული მოთხოვნით უცხოეთში მყოფმა ქართველებმა, საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. "ჩემი აზრით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. ამასთანავე, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაბლოკავს ამ თემას. არ უნდა დავაბლოკინოთ", - წერს სააკაშვილი.

პრემიერი - ივანიშვილთან მაქვს რე...

მე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია. არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია. შესაბამისად, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, თუ რა ტიპის რჩევა მისცა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურს, პრემიერმა ასე უპასუხა: „რჩევები არის ჩვენი შიდა საქმე. რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით, რაზე საუბრობს, მაგალითად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი შიდა საქმე. ყველაფერი, მერწმუნეთ, წარიმართება ისე, როგორც გათვალისწინებულია პარტიის წესდებით. ბატონი ბიძინა ივანიშვ...

კობახიძე - გვარამია ვერ გაქცევა ...

ნიკა გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, პოლიტიკური პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას თავიდან ვერავითარი ტრიუკებით ვერ აირიდებს". „გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს ამ კონკრეტულ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მისთვის გაეროსთვის მიმართვა არის პატარა ტრიუკი, რომლითაც ცდილობს, გაექცეს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას, თუმცა საზ...

კახა კალაძე გიორგი გახარიაზე - მ...

მისი  განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ მომავალ არჩევნებში დამარცხებასა და ოპოზიციაში გადანაცვლებასთან დაკავშირებით „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ასეთი განცხადებების ავტორს „სერიოზული პრობლემები აქვს". „არ ვიცი, გახარიამ რა თქვა, მაგრამ „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებსო, არ ვიცი, მაგ განცხადებაზე  რა კომენტარი უნდა გავაკეთო. პოლიტიკოსი რომ დღევანდელ მოცემულობაში ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, ერთი რამ ცხადია - ან სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში, რ...

კახა კალაძე - ის, რომ კონკრეტული...

ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის,- ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, „ქართული სასამართლოს მიერ გასამართლებული ისეთი ადამიანები, როგორებიც ნიკა მელია და ნიკა გვარამია არიან, უნდა იყვნენ თუ არა პოლიტიკაში". კალაძის თქმით, „პოლიტიკოსებს, რომლებსაც ბოროტება ამოძრავებთ, საქართველოს მოსახლეობა შესაბამის ადგილს მიუჩენს". „ის, რომ დღეს ეს კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. არავის უნდა მიეცეს იმის უფლება, ბოროტებით დაიმკვიდროს თავი პოლიტიკაში. როდესაც გაქვს ამბიცია, იყო პოლიტიკაში და საარ...