მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ნება დართონ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის. მან დასძინა,რომ შემაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებით გამოწვეული სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, და აღნიშნა, რომ მოლდოვა იზიარებს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მოწოდებას, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის მიმართ გააკეთა, სადაც სააკაშვილის მიმართ მოპყრობას, მან სისასტიკე უწოდა. "გვაწუხებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებით გამოწვეული სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. მოლდოვა უერთდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზელენსკის მოწოდებას, ნება დართონ ქ...
ჩვენ გვესმის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას ღია ბრძოლაში ჩვენი დამარცხების შესაძლებლობა არ აქვს. ისინი ახლა ჩიხში არიან, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა. მისივე თქმით, რუსეთი ჩიხში ჩაგდებული ვირთხის პოზიციაშია, რაც რეალურად ყველაზე საშიშია. მან დასძინა, რომ უკრაინა აქტიურად ემზადება მომდევნო ორი-სამი თვისთვის, რაც შეიძლება გადამწყვეტი იყოს ომის დასრულებისთვის. „ჩვენ გვესმის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას ღია ბრძოლაში ჩვენი დამარცხების შესაძლებლობა არ აქვს. ისინი ახლა ჩიხში არიან. და ჩიხში ჩაგდებული ვირთხა ყველაზე საშიშია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვემზადებით მომდევნო ორი-სამი თვისთვის, რაც შეიძლება გადამწყ...
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება "განაგრძოს მხარდაჭერა და გააუმჯობესოს მზადყოფნა" ბირთვული იარაღისთვის. მან აღნიშნა, რომ ბირთვული დანაყოფების მზადყოფნა, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტიაა. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა და გავაუმჯობესოთ ჩვენი ბირთვული დანაყოფების მზადყოფნა. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი. სტრატეგიული პრიორიტეტი არის ძალთა საერთო ბალანსი მსოფლიოში“, - განაცხადა პუტინმა მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს სხდომაზე. პუტინმა ასევე დაადანაშაულა ნატოს ძირითადი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სამხედრ...
უკრაინის მთავრობა აკრძალული მეთოდებით მოქმედებს, ვგულისხმობ ტერაქტებს, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას და შეკვეთილ მკვლელობებს. დასავლეთი ცდილობს ამაზე თვალი დახუჭოს, ისევე როგორც ატომური შანტაჟის ელემენტებზე, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ. მისივე თქმით, არსებული მდგომარეობა ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის ხელსაყრელი, მათ ეს სჭირდებათ გლობალური დომინირების შესანარჩუნებლად და სხვა ქვეყნების დასასუსტებლად. მან დასძინა, რომ მერკელისა და პოროშენკოს აღიარების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების წყარო არა რუსეთი, არამედ დასავლეთის მიერ 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალება გახდა, რამაც გამოიწვია დონბასის შეიარაღებულ...
დასავლეთმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვა დაიწყო. განსაკუთრებით უკრაინაში. ისინი ამას ძალიან კარგად აკეთებენ. მთელი ინსტიტუციები აამოქმედეს. ათწლეულების განმავლობაში ვცდილობდით მეზობლებთან ძმური ურთიერთობა დაგვემყარებინა, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ფიქრობდა,რომ რუსეთი გახდებოდა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მაგრამ დასავლეთმა მიზნად რუსეთის დასუსტება აირჩია, და გადადგმული ნაბიჯებით, აჩვენა დასავლეთმა რუსეთს, რომ მათი ადგილი არ არის ცივილიზებულ სამყაროში. მან დასძინა, რომ უკრაინა რუსეთის მოძმე ერია და რაც უკრაინაში ხდება არის ტრაგედია. "დასავლეთის მიზანია რუსეთის დასუსტება. ი...
შეიძლება საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე, შესაძლოა, ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში,- ამის შესახებ ლვოვის მერი ანდრეი სადოვოი Facebook-ზე წერს. სადავოის თქმით, უღირსი საქციელია ციხეში ამყოფო ის, ვინც საქართველო "საბჭოთა კავშირის უფსკრულიდან" გამოიყვანა. „შეიძლება საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე, შესაძლოა, ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე წელიწადზე მეტია ციხეშია. მისი ციხეში ყოფნის პირობების შესახებ დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ ფოტოებიდან და ვიდეოებიდან, რომლებიც ასახავს მის მდგომარეობას. ყველაფერი ძალიან ცუდადაა. როცა სააკაშვილზე ვფიქრობ, კახა ბენდუქიძეც მახსენდება,...
როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" აპირებს ჯოხის მთლიანად გადატეხვას ამ ერთ ადამიანზე, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი მიზანი. რა თქმა უნდა, იქვე, საგამოძიებო უწყებებში, კრიმინალურ პოლიციაში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ძალიან ღიად დავაფიქსირე, რომ ჩვენი მიზანი არის ამ ყველაფრის ორგანიზატორების გამოვლენა, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი კირთაძემ. მისივე თქმით, ეს არის იმ მთავრობის პროვოკაცია და ხელწერა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში სიძულვილს და ზიზღს აღვივებს, რათა ადამიანს ხელი შეეშალოს აქტიური სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაში. მან დასძინა, რომ იმედი არ აქვს საქმის გამოძიების, ვინაიდან მას მიაჩნია, რომ ეს დავა...
ყველას უნდა შევახსენოთ, იქნება ეს ზელენსკი, იქნება ეს სხვა შიდა თუ გარე შესაბამისი საჯარო პირი, რომ ის საქმეები გაითვალისწინონ, რაც ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, რომ ამ დანაშაულების ჩადენის გამო პასუხი უნდა აგოს, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა ანი ოხანაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ, სადაც ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოპყრობას სისასტიკე უწოდა. მისივე თქმით, ზელენსკის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, რომელსაც არაერთი დანაშაული მიუძღვის ხალხის მიმართ, არის საზოგადოების შეურაცხყოფა. “ყველას უნდა შევახსენოთ, იქნება ეს ზელენსკი, იქნება ეს სხვა შიდა თუ გარე შესაბამისი საჯარო პირი, რომ ის საქმ...
ბატონო ზელენსკი, შეურაცხმყოფელი ალბათ უფრო ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი პატივს არ სცემს არც უკრაინის საზღვრებს, რომლის მოქალაქეც თავადაა, და არც საქართველოს საზღვრებს, არაჟნებთან ერთად შემოიპარა, და აქ რევოლუციას გვიწყობდა, - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ, სადაც ზელენსიმ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას სისასტიკე უწოდა. ზარქუას თქმით, სააკაშვილი სასჯელს იხდის იმ ბრალდებებზე, რომლების საერთაშორისო სასამართლომ აღიარა, და დასძინა,რომ სახელმწიფოს აქვს სასამართლო და შესაბამისი შტოები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რა და როგორ იქნება, და ეს არ არის პოლიტიკური ვაჭრობის დღის წესრიგი. &q...
მწამებლებთან არ უნდა იჯდე და არ უნდა იხილავდე კანონპროექტებს ჩემი აზრით, კარგ კანონპროექტებს მათ შორის, არ უნდა აკეთებდე ამას იმ ხალხთან, რომელიც აწამებს მეორე ადამიანს, შემდეგ უღებს ვიდეოს და უგზავნის რუსეთს, - განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დასჯის და წამების კადრების გავრცელება არის პუტინის სიტყვის შესრულება, რომელმაც თავად ვერ მოახერხა მიხეილ სააკაშვილის დასჯა და ამას მმართველი პარტიის დახმარებით აკეთებს. მან დასძინა, რომ ეს პუტინისთვის რიგით მეორე იდეოლოგიური საჩუქარია საქართველოს მხრიდან. "მწამებლებთან არ უნდა იჯდე და არ უნდა იხილავდე კანონპროექტებს ჩემი აზრით, კარგ კანონპროექტებს მათ შორის, არ უნდა...
ჩვენ ორი ვართ თანა-აგრესორები, ყველაზე მავნე და ტოქსიკური ადამიანები ამ პლანეტაზე. ჩვენ მხოლოდ ერთი დავა გვაქვს, ვინ არის უფრო მეტად აგრესორი, - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, მინსკში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. მისივე თქმით, ბელორუსია მხარს უჭერს და ისწრაფის რუსეთისკენ და მოქმედებენ ერთობლივად, მათ დაშორებას კი ვერავინ შეძლებს. „ვისაუბროთ იმაზე, რომ ვიღაც ვიღაცას შთანთქავს. ჩნდება კითხვა, რატომ?, რუსეთი ყოველთვის შუა გზაზე გვხვდებოდა. დღეს არ არის არც ერთი საკითხი, რომელიც არ გადაგვიწყვეტია. ჩვენ მივდივართ რუსეთის ფედერაციისკენ. აბა, თქვენ იცით, ჩვენ ორი ვართ თანა-აგრესორები, ყველაზე მავნე და ტოქსიკური ადამიანები ამ პლანეტაზე. ჩვენ მხოლოდ...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მოსკოვსა და მინსკში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. აღნიშნულ ინფორმაციას დე ფაქტო უწყების "პრესსამსახური" ავრცელებს. "პრესსამსახურის" ცნობით, არძინბას ვიზიტის მიზანს თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვა წარმოადგენს. მინსკსა და მოსკოვში გამართული შეხვედრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას ეხმიანება და "საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას" უკავშირებს. როგორც მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში მესამე პრეზიდენტის ჩამოყვანა იყო სპეცოპერაცია, რომლის ავტორებმაც უზრუნველყვეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება. "ეს იყო მისი ჩამოყვანა, სააკაშვილის გამოგზავნა იყო სპეცოპერაცია და დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, სპეცოპერაციის ობიექტის, შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზან...
სწორი მოწოდება არ მგონია, რომ სხვა ქვეყნის პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე,- ასე აფასებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას. როგორც ელისაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილური იყოს. "სწორი მოწოდება არ მგონია, რომ სხვა ქვეყნის პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე, მაგრამ ერთი არის ფაქტი - საქართველოს ხელისუფლება ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ სააკაშვილი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად არ იყოს ისეთ მდგომარეობაში და ისე დაუძლურებული, როგორც ეს ჩვენ ვიხილეთ კადრებში"...
საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - პრეზიდენტი ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის თუ კრემლიდან წამოსული დირექტივა, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას. როგორც მელიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რას გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება - ზელენსკის თხოვნას თუ კრემლის დირექტივას, ეს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით განისაზღვრება. "თუ ჩვენ გვინდა ევროპა, არჩევანი მარტივია; თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის თავისუფლება, არჩევანი მარტივია; თუ ჩვენ გვინდა ისტორიის სწორ მხარეს ყოფა, არჩევანი არ...
დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ქვეყნის გმირი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგანგებოდ მოუწოდებს ოცნების ხელისუფლებას, გამოიჩინონ კეთილი ნება და მისცენ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში,- ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ „თუ ჩვენ გვინდა ისტორიის სწორ მხარეზე ყოფნა - არჩევანი არის ერთადერთი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა“. „დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება საერთო თავისუფლებისათვის ბრძოლას, ქვეყნის გმირი ...
მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლებას - გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, ის, რაც მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, შეურაცხყოფაა და "საქართველოს არ შეეფერება". „მინდა, მივმართო საქართველოში ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ კეთილსინდისიერ ადამიანებს. ალბათ ყველამ ნახა, როგორ მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, როგორ მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა. ამიტომ მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლებას - საჭიროა მოწყალების გამოვლენა, განსა...
სანქციების გამომგონებელი ფიგურები ზარალს არ განიცდიან, ზარალი უბრალო ხალხს და ბიზნესს ადგება, - განაცხადა ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ. მისივე თქმით, საზოგადოებაზე მიყენებული ზარალი მათ სინდისზეა, ვინც ჯერ ეკონომიკური ომი გააჩაღა და შემდგომ რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტული ომი წამოიწყო უკრაინის ხელით. „სანქციების გამომგონებელი ფიგურები ზარალს არ განიცდიან, არამედ უბრალო ხალხი და ბიზნესი ზარალდება. ეს იმათ სინდისზეა, ვინც ჯერ ეკონომიკური ომი გააჩაღა ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ, შემდეგ კი რუსეთთან მარიონეტული ომი უკრაინელების ხელით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
რუსეთი მოლდოვის ტერიტორიაზე შეჭრას 2023 წლის დასაწყისში გეგმავდა. ამ გეგმების განხორციელება დამოკიდებულია უკრაინაში ომის განვითარებაზე, - განაცხედა დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ მუსტეატამ. მისივე თქმით,საკითხი უნდა დაისვას შემდეგნაირად, არა შემოვა თუ არა რუსეთი მოლდოვაში, არამედ როდის განახორციელებს თავდასხმას. მან დასძინა,რომ რუსეთის ფედერაცია არ აპირებს გაჩერებას. „საკითხი ის კი არ არის, განახორციელებს თუ არა რუსეთის ფედერაცია თავდასხმას მოლდოვას ტერიტორიაზე, არამედ ის, თუ როდის მოხდება ეს: წლის დასაწყისში, იანვარში, თებერვალში ან მოგვიანებით, მარტში, აპრილში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია აპირებს უფრო შორს წასვლ...
ტერორისტული სახელმწიფოსგან დაცვით, ჩვენ მრავალი კონვენციისა და დეკლარაციის სიტყვებს ვაქცევთ კონკრეტულ ქმედებებად ხალხის და კაცობრიობის გულისთვის. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსული აგრესიის მოგერიებით და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვით, უკრაინელები იმედს აძლევენ სხვა ერებს, რომელებიც ხვდებიან, რომ იგივე აგრესია შეიძლება მათ წინააღმდეგაც განხორციელდეს. "ტერორისტული სახელმწიფოსგან თავის დაცვით, ჩვენ მრავალი კონვენციისა და დეკლარაციის სიტყვებს ვაქცევთ კონკრეტულ ქმედებებად ხალხის და კაცობრიობის გულისთვის. უკრაინელების რუსეთისგან გადარჩენით ჩვენ იმედს ვაძლევთ ბევრ სხვა ადამიანს, სხვა საზოგადოებას, სხვა ერებს, რომლებიც გრძნობენ, რომ იგივ...