თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება კრემლისთვის დარტყმა, რუსეთის სახეში სილის გაწნა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, "რუსეთს სჭირდება სახეში სილის გაწნა" და გაგება, რომ არც საქართველო, არც უკრაინა, არც მოლდოვა, არც სომხეთი, არც დნესტრისპირეთი მათ არ ეკუთვნით. "თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება კრემლისთვის დარტყმა, რუსეთის სახეში სილის გაწნა. ეს კარგია. რუსეთს სჭირდება სახეში სილის გაწნა და გაგება, რომ არც საქართველო, არც უკრაინა, არც მოლდოვა, არც სომხეთი, არც დნესტრისპირეთი მათ არ ეკუთვნით. სამხედრო თვალსაზრისით რას გააკეთებენ, შეიძლება ...
გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა და თქვა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ომს უნდა ეჩვენებინა თუ რას გადაურჩა საქართველო 2008-ში, გმირი ჯარისკაცების დამსახურებით, ახლა კი „ხელისუფლება ჩეჩენ ბანდიტებს და რუს ოფიცრებს მასპინძლობს და მათ დაკრულზე ცეკვავს”. “გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა და თქვა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი. 2008 წლის აგვისტოში მე უარი რომ არ მეთქვა, ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში დასავლელი მეგობრების შემოთავაზებაზე ქვეყნის დატოვების შესახებ, ქართული დროშაც აღარ იფრიალებდა. სწორედ ამიტომ არსებობს ის ბათუმი, სადაც ახლა &bdquo...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მის მიერ 2008 წლის ომზე გაჟღერებულ განცხადებას გამნმარტავს და განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, ომში დაღუპული ჯარისკაცები გმირები არიან, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ლაჩარი. ,,სხვა დროისთვის რომ იცოდეთ, კიდევ ერთხელ: ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია", - წერსთორნიკე რიჟვაძემ გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ გუშინ თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს "ლაჩრულად წაგებული ომი" უწოდა.
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური გამოცემა Apsnypress ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დოკუმენტს ხელი სანქტ პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოეწერა. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ საინვესტიციო პროექტს აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდეგი ოპერირებისთვის "რუსული იურიდიული პირი" განახორციელებს.
საქართველოსგან შორს ხელი, შორს მათი მწყობრში დალაგებული "მესიჯები" და თავი დაანებონ ამ ქვეყანას და მისთვის რაღაცების დაბრალებას,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სანქციების დაწესების საკითხზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას. როგორც მდინარაძემ ჟრნალისტებთან საუბრისას თქვა, საქართველოს მისამართით "ბრალდებები" ისმის, თუმცა მტკიცებულებები არ არსებობს. "ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს გავახსენებ, რომ ევროკავშირი 3-4 დღეში ვაჭრობს იმდენს რუსეთთან, რასაც საქართველო წლის განმავლობაში. ეს არის ყველაზე მოკლე პასუხი რაც შეიძლება ამ კითხვას გაეცეს. შესაბამისად, საქართველოსგან შორს ხელი, შორს მათი მწყობ...
მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი ყველა "ანტირუსულ ევროპულ ძალას" ერთიანობისკენ მოუწოდებს. "ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და ...
ბატონო მინისტრო, ეთანხმებით თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი? - კი თუ არა? - ამ შეკითხვით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მიმართა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო უწყების ხელმძღვანელს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ, ბოკუჩავამ თქვა, რომ აღნიშნული კითხვა "ცხად" პასუხს საჭიროებს. "ჩემი კითხვა თქვენთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან, მდგომარეობს შემდეგში - ეთანხმებით თუ არა თქვენი მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს - კი თუ არა? ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას და თქვენგან ვითხოვ ასევე ძალიან მარტ...
უნგრეთის ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილება რუსეთიდან იმპორტის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია, - ამის შესახებ სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. როგორც სიიარტომ აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ მომავალი ზამთარი რუსული ენერგორესისტების მიწოდების შეზღუდვის გათვალისწინებით უფრო რთული იქნება. „იმისთვის, რომ ევროპაში ენერგომიწოდების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვემზადოთ მომავალი ზამთრისთვის და მზადება რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. რატომ? იმიტომ, რომ მომავალი ზამთრისთვის მზადება იქნება უფრო რთული და გამოწვევებით სავსე, ვიდრე წინა ზამთრისთვის მზადება იყო. რადგან...
"ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში დეპოლარიზაციის საკითხზე ისაუბრა. როგორც დავითულიანმა აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოსგან დეპოლარიზაციას ითხოვენ და ხშირად ხელს უწყობენ პოლარიზაციას. "ამ ვითარებაში დეპოლარიზაციაზე საუბარი ძალიან რთულია. მაშინ, როცა ჩვენ მიმართ რეკომენდაციად დეპოლარიზაციის მოთხოვნა დგას, ამის პარალელურად, მაგალითად, დემოკრატიის ისეთ მექაში, როგორიცაა აშშ, პოლიტიკა ძალიან პოლარიზებულია. ამის პარალელურად, მე მგონია, რომ ხშირად გარკვეული ჯგუფები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთი ხელით თან დეპოლარიზაციას გვთხოვენ და თან ხშირად ხელს უწყობენ პოლარიზაციას, როგორც თავისი განცხ...
ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, უწუნებენ ძალისხმევას ხელისუფლებას, რომელიც მიზანმიმართულად არ ასრულებს 12 რეკომენდაციას და მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დასავლელ პარტნიორებს სურთ, რომ საქართველო ევროკავშირში იხილონ. „მათ სურთ, რომ იყოს დადებითი გადაწყვეტილება მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რადგან ხედავენ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. არჩევანი, რომელსაც დღესაც ქართველი ხალხი იცავს, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფალი, რომელიც ღიად ანტიდასავლურ და პრორუსულ პოლიტიკას ატარებს",- ამბობს ბოკ...
მე პასუხისმგებელი ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. როგორც პრეზიდენტი, მე ანგარიშს უნდა ვუწევდე იმას, რასაც ქართველი ხალხი გრძნობს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Украинская правда-სთან ინტერვიუში განაცხდა. უკრაინელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ იწყალებს საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართველები ძალიან ჰუმანურები და ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის. "მე პასუხისმგებელი ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. როგორც პრეზიდენტი, მე ანგარიშს უნდა ვუწევდე იმ...
ნიკა მელია უთავმოყვარეო კაცია - წააგო ლევან ხაბეიშვილთან, წარმოიდგინეთ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს კლების ტენდენცია აქვს, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, "ძალიან კარგია". "ნიკა მელია უთავმოყვარეო კაცია - წააგო ლევან ხაბეიშვილთან, წარმოიდგინეთ. კი, გასაგებია, რომ დავით კეზერაშვილი იყო ამის უკან, მაგრამ ხაბეიშვილთან რომ წააგებ არჩევნებს და იმ პარტიაში დარჩები, ეს მეტყველებს უბრალოდ უთავმოყვარეობაზე. საბოლოო ჯამში, ეს ძალიან კარგია, როდესაც არის ეს კინკლაობა მელიასა და ხაბეიშვილს შორის, ეს კიდევ უფრო მეტად დაა...
პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კონკრეტული დიპლომატები საქართველოში პოლარიზაციას ახალისებენ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, დიპლომატებმა "უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ღვივდება ყოველდღიურად". "თავის დროზე ჯგუფმა "ჯიუტები" ჰქვიათ თუ "ჭუტები" თუ რაღაცა, მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ და მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები და მას კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება. კონკრეტულმა დიპლომატმა წაახალისა ზიზღის ენა და ბილწისტყვაობა და წაახალისა პოლარიზაცია. ეს აღიქვეს როგორც მწვანე შუქი კონკრეტულმა ...
ერთი და იგივე კუპიურები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ თსუ-ში და პარლამენტში, ეს იყო კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუ-ში მომხდარი პროვოკაციის ერთ-ერთ თანამონაწილეს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ტიპის "პროვოკაციები კატეგორიულად მიუღებელია". "კატეგორიულად მიუღებელია პროვოკაცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, როდესაც შშმ პირებს, შშმ ბავშვებს იყენებ პოლიტიკური კოორდინირებული პროვოკაციის მოსაწყობად, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, კატეგორიულად მიუღებელი. გარდა ა...
90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, მისი კვერცხებით დევნა ღირსების მაჩვენებელი არ არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთნ საუბრისას აღნიშნა, რაზე ესაუბრება პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ვლადიმერ პოზნერს, მეოცეხარისხოვანია. "90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, მის მიმართ მე პირადად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ 90 წლის კაცის და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის ყოფნის მიუხედავად, კვერცხებით დევნა, არ არის იმ ღირსების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ერსა და ნაციას გააჩნია ზოგადად. რაც შეეხე...
ჩვენ თავიდანვე ვთქვით, ამ წლის ივნისის ბოლომდე დასრულდებოდა 12 პუნქტზე მუშაობა და ამ პირობას პირნათლად ვასრულებთ, სესიის დასრულებამდე ყველა კანონი გვექნება მიღებული - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ თითოეული პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პირნათელია და საკითხს სრული პასუხისმგებლობით უდგება. „ჩვენს დღის წესრიგს რაც შეეხება, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას, ჩვენ თავის დროზე წარვადგინეთ გეგმა. ამ გეგმას მივყვებით, 12 პუნქტთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი წელია, გრძელდება მუშაობა. ჩვენ თავიდანვე ვთ...
იმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს. ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეის საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობას უხდის. „ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ბრიუსელში. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ვაფასებთ კომისრის მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს მიენიჭება ევ...
სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი, რომელიც გაუგებრად მელაპარაკება და სადღაც წაყოლას მთხოვს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც დეკანოიძე აცხადებს, აღნიშნულ ქმედებას სისტემატური სახე აქვს, დღეს კი პარლამენტის დაცვა ჩაერია საქმეში, როდესაც მას რუსეთის მოქალაქე აედევნა. "სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი. ამ ფაქტს გუშინ ტვ პირველის მანქანის მძღოლი შეესწრო. გუშინწინ სოფო ჯაფარიძე. რუსეთის მოქლაქე, უცნობი კაცი, რომელიც მელაპარაკება გაუგებრად და მთხოვს სადღაც წაყოლას. პირველი ორი დღე ყურადღება არ მივქციე, დღეს, უკვე სხდომიდან მაღაზიაში გასვლისას ისევ გამომეკიდა. პარლამენტის დაცვამ მომაქცია ყ...
საქართველოს ხელისუფლება იქცა დაბრკოლებად საქართველოსა და ევროკავშირის ერთმანეთთან დაახლოების პროცესში, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტმა, ზიგფრიდ მურეშანმა განაცხადა. როგორც მურეშანმა აღნიშნა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომელიც მათ ევროკავშირისგან მიეცათ. "საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იქნება პროგრესზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიაღწევს. თუმცა, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ წელს საქართველოს ხელისუფლება იქცა დაბრკოლებად საქართველოსა და ევროკავშირის ერთმანეთთან დაახლოების პროცესში. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა &bdquo...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტ...