"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. შესაბამისი განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ის ელენე ხოშტარიასთან ერთად ერთვება საარჩევნო პროცესში, რათა ოქტომბრის რეფერენდუმზე გაფორმდეს "ქართული ოცნების" დამარცხება. მელიას თქმითვე, პარლამენტში შესული პარტიის სხვა წევრები პარლამენტში რჩებიან.
თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბი დააზიანეს. როგორც ცნობიალია ოფისში მინაა ჩამსხვრეული შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე იმ ოფისში მოხდა, სადაც „ ნაციონალური მოძრობის " ლიდერებს შეკრება უნდა გაემართათ.
შვედი დიპლომატი და ევროპის საბჭოს თანათავმჯდომარე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კარლ ბილდტი „ქართული ოცნების „ მიერ აპრილში დადებულ მიშელის დოკუმენტის ანულირებას გამმოეხმაურა . მისი თქმით, სერიოზული და ღრმად სამწუხაროა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. "სერიოზული და ღრმად სამწუხაროა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები — მმართველმა პარტიამ დატოვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე. იანუკოვიჩივით იქცევიან?", — წერს შვედი დიპლომატი „ ტვიტერზე“
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველოს პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციებს იწყებს. მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ საარჩევნო, სასამართლო რეფორმების გაგრძელება და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაა. „ყურადღება გავამახვილე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ქართველი ხალხი სინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება საქართველოს ევროპულ გზას, ძლიერ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის მშენებლობას სთავაზობს. ასევე, ყურადღება გავამახვილე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუ...
ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს და ის ან დასავლეთის გზით წავა, ან რუსეთის გზას დაადგება. მისი თქმით, დემოკრატიის გზა ნიშნავს მედიის თავისუფლებას, სიძულვილის შეწყვეტას, საქართველოში კი, უფრო ხშირად ულტრარადიკალური ელემენტები იკვეთება. „ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. ძალიან მნიშვნელოვანია მიყვეთ იმ რჩევებს და გზავნილებს, რომლებიც არის ევროკავშირისგან და ვაშინგტონისგან. ევროკავშირის პრეზიდენტის წარმოუდგენელი ჩართულობა იყო თქვენი კრიზისის მოგვარებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ლიეტუვას გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ საქართველ...
ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, იგი ამას ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით აფასებს და ამბობს, რომ ამით "ტურიზმი წინ წაიწევს". "მე მგონია, პირდაპირი რეისები თუ აღდგება, რომელსაც არ დაადგა საშველი, ძალიან გაუხარდება ჩემს მოსახლეობას, ჩემს ეკონომიკას და წინ წაგვწევს. ვიღაც იტყვის, რუსეთიდან... რუსეთში ექსპორტი გადის, რა? სააკაშვილის დროსაც გადიოდა. არ ვიცი, ვინ აცხადებს, სერიოზული შედეგი მოყვება თუ არა, ისინი გადამგდებები არიან. თუ აღდგა პირდაპირი მიმოსვლა, მივესალმები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ეკონომიკა, ჩემი ტურიზმი წინ წაიწევს", - თქვა ზარქუამ ფორმულასთან საუბარში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყო...
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობამ“, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის პროცესიც კი არ ჰქონდა დაწყებული, მმართველ პარტიას საკუთარი ხელმოწერის ანულირება გაუადვილა. აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებას აზიარებს. ,,მართალია. სამწუხაროდ, იგივე ითქმის უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიაზე ,,ნაციონალურ მოძრაობაზე'', რომელმაც 19 აპრილის ერთობლივი შეთანხმებაზე ხელის მოწერის მცდელობა არ ჰქონია. მათ,,ქართულ ოცნებას'' თავიანთი ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს . მართალია, რომ ამ გადაწყვეტილებებით საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო დაზარალდება'...
სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი სენატის ორპარტიულ ჯგუფთან ერთად საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხით, მხოლოდ კრემლი სარგებლობს. მათივე თქმით, საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა და საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო-ში. „შეერთებული შტატები ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. გულდასაწყვეტი იყო, რომ არჩეული პარტიებიდან ყველამ ხელი არ მოაწერა ხელშე...
ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, - აღნიშნულ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო. მათივე თქმით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების" ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი. „ცხრა არჩეული პარტიიდან, სულ მცირე, ექვსი პარტიის 115-მა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდის...
აშშ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება, კომტეტის განცხადებით მთავრობა არ ფიქორბს ხალხის მომავალზე. „ქართული ოცნების გადაწყვეტილება რომ გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდამ არის უარის თქმა მთავრობის პასუხისმგელობაზე და ამასთან ნიშნავს რომ აღნიშნული პარტია მხოლოდ საკუთარ მომავალზე ფიქრობს და არა ქვეყანაზე. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს." - ნათქვამია განცხადებაში.
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტს ტოვებს. ის "ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ასე მყარდება დიქტატურა. "ოცნება გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან. გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ. გავიდა მას შემდეგ რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი, დაარღვია მიუხედავად იმისა რომ მარკერით უხაზავდნენ რა უნდა გაეკეთებინათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე, აპელირება იმაზე რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა. ...
ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა. სამადაშვილი „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა. „იანუკოვიჩის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის ტოლფასი მოვლენაა, რეალურად. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიშელის შეთანხმება იყო სწორედ გზა ვადამდელი არჩევნების უზრნველსაყოფადაც და ქვეყანაში დემოკრატილი სისტემის აღსადგენადაც. ამიტომაც გადაახია ივანიშილმა თავზე ევროპასაც და ამერიკასაც. სირაქლემის პოზიციიდან გამოსვლის დროა – დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში დღეს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმია“, – წერს სალომე სამადაშვილი. პარტი...
„ქართლმა ოცნებამ“ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა. „დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვოს. ქვეყანა უკვბე ახალი ადგილობრ...
თბილისის ქუჩები და მისი შენობანაგებობები ქმნის ამ ქალაქის სახეს, იმიჯს, ამდენად ქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და დასჯადი ქმედება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა შემთხვევაზე, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას ეხება თბილისის მერიას რეაგირება ექნება. ,,თბილისის ქუჩები და მისი შენობა-ნაგებობები ქმნის ამ ქალაქის სახეს, იმიჯს. ამდენად, იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და დასჯადი ქმედებაა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, რისთვისაც არსებობს უმარავი საშუალება და ფორმა. ეს არის თემა, რომელსაც 2012 წელს ჩვენ ყველამ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია...
საქართველო ოთხ ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას შეუერთდა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიისთვის დაწესებული სანქციების 2022 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 21 ივნისს მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ საქართველო, უკრაინა, ნორვეგია, მაკედონია და ალბანეთი. „ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ თავიანთი ნაციონალური პოლიტიკის საბჭოში აღნიშნული გადაწყვეტილებისადმი შესაბამისობას. ევროკავშირი ცნობად იღებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხ...
მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ, ამდენი ქართველი მოდის ვაქცინაციისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოში გამოვლინდა დელტა ვარიანტი და ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. ელჩმა მოქალაქეებს მოუწოდა, აიცრან და აღნიშნა, რომ სწორედ ვაქცინაცია არის გზა პანდემიის დასამარცხებლად. „შესანიშნავია, რომ მოვედი აქ, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ვნახე ამდენი ქართველი, რომელიც აცრას იკეთებს. აშშ მოხარულია, რომ შეძლო კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქ...
დროას ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას ეხმაურება. ხოშტარიას შეფასებით, ეს პოლიტიკური რეპრესიების ნაწილია. "ტელევიზიაში შევიდა საგადასახადო პოლიცია. ეს, პრაქტიკულად, იყო დაანონსებული რეპრესიული სახით ირაკლი კობახიძის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ეს აბსოლუტურად ნათელია, რომ არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი, ეს ხდება ძალიან საშიშ კონტექსტში, მედიაზე დაუფარავი და მიზანმიმართული ძალადობისა და თავდასხმების ფონზე. კარგად გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ დავკარგეთ მედია, რაც დაუშვებელია და არ მოხდება, ჩვემ დავკარგავთ აბსოლუტურად ყველა თავისუფლებას. ყველა მინდა, გავაფრთხილო ქართულ ოცნ...
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მედიის წარმომადგენლების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება. ომბუდსმენის შეფასებით, 5 ივლისის შემდეგ ჟურნალისტების შეურაცხყოფას ყოველდღიური ხასიათი აქვს, რაც საგანგაშოა. "საგანგაშოა ბოლო პერიოდში ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა, ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდა, რამაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდგომ, ფაქტობრივად ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებული და განსხვავებული აზრის მიმართ კიდევ უფრო შეუწყნარებელი გახდა, განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ. სამწუხაროდ, მსგ...
"ვინმეს თუ აქვს აღქმა, რომ ხელისუფლება მიდის მედიის თავისუფლების წინააღმდეგ, ამის წინააღმდეგი ვიქნები. სიტყვის და პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს საქართველოში დაგეგმილ შეხვედრებზე განიხილავს. „5 ივლისს მომხდარ მოვლენებს დღეს და ხვალ განვიხილავ შეხვედრებზე. ვინმეს თუ აქვს აღქმა, რომ ხელისუფლება მიდის ჟურნალიზმის თავისუფლების წინააღმდეგ, ამის წინააღმდეგი ვიქნები, რადგან ეს ნიშნავს რომ სიტყვის თავისუფლება და პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არის განსხვავება, მაგრამ ამ წუთას არ...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის განცხადებით, საქართველოში პოლარიზაცია უნდა შემცირდეს და ის უნდა გაკეთდეს, რაც ხალხს აღელვებს. პოლიტიკა სწორედ მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვისაა. მისივე თქმით, პოლიტიკა პირად საკითხად არ უნდა იქცეს. "თავიდანვე მინდა, ვთქვა, რომ იშვიათად მინახავს პოლიტიკური გარემო, რომელიც ასე პოლარიზებულია, სადაც გარკვეულწილად ეს პირადიცაა. ამიტომ, პირველი გზავნილი, რაც მინდა, გითხრათ, თუმცა ეს პირადი მოსაზრებაა, როგორც ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტის, შეგიძლიათ, პოლიტიკოსებმა დაიწყოთ საქმის კეთება, ისაუბროთ პოლიტიკაზე და არ აქციოთ ის პირადულად, რადგან სწორედ ეს შთაბეჭდილება მრჩება. შესაძლოა, ვცდებოდე. შეა...