ოპოზიციამ მაქსიმალურად დააჯერა თავიანთ მხარდამჭერებს, რომ არჩევნებს იგებდნენ, რეალურად კი, ამის არანაირი შანსი არ ჰქონდათ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, დარწმუნებული იყო მმართველი გუნდის გამარჯვებაში, რადგან საარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობასთან შეხვედრებზე ხედავდა მათ განწყობას. „რადიკალური დაჯგუფებების მთელი საარჩევნო კამპანია აგებული იყო სიცრუეზე. ისინი მაქსიმალურად აჯერებდნენ თავიანთ მხარდამჭერებს, რომ არჩევნებს იგებდნენ. რეალურად, ამის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. მე ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებდა. ამის თქმის საშუალებას მაძლევდა, ის...
პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, საზოგადოებამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ნიჰილიზმს ყურადღება არ უნდა მიაქციოს. „სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ნიჰილისტურ „პოსტებსაც“ და ვიდეოებსაც, რომ გეგმა არ არსებობს, რომ პროტესტი არაფერს მოგვიტანს - ერთი სიტყვით, ხშირად შეხვდებით წუწუნს. ვის აწყობს, ვის აძლევს ხელს, ვინ აორგანიზებს ამ მასობრივ ნიჰილზმს?! ეს ადვილი მისახვედრია: ხალხის ნაწილი ბუნებით პესიმისტია, ნაწილი კი გასაგებია, საიდანაც იმართება - მიტაცებული ხელისუფლების სტრუქტურებიდან! ჰოდა, მოგმართავთ ყველა გულანთებულ, პატრიოტს - ნუ მიაქცევთ ყ...
დღეს, 5 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციისთვის სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან. როგორც ნიკა მელიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, შეკრება 14:00 საათიდან დაიწყება. მისი თქმით, პროტესტი ყოველდღიურ სახეს მიიღებს. “ხვალ, 14:00 საათზე ჩვენ სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით. ეს ასე უნდა გავაკეთოთ ყოველდღე. ხვალ ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ვიდგეთ სპორტის სასახლესთან და გავმართოთ ყოველდღიური დღეში რამდენიმე საპროტესტო აქცია, სანამ ჩვენ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ ამაყ და მამაც ადამიანს ეკადრება. ჩვენ გარშემო ადამიანები არიან, ვისი სულებიც იწვის. საქართველოს სახელმწიფო ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ და ასეც იქნება. ხვ...
ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მილერმა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება "არ მოერიდებათ". "რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტეგრაციის გაგრძელებას. მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართვე...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადმინისტრაციის მიმართ გამოთქმული ბრალდებების და დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ. მან მისიის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციაც გააცნო. “26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ...
სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლონდა თოლორაია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თოლორაია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. თოლორაიას განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს. "წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული დღემდე, პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებას ვთხოვდით: პირადობის მოწმობების ჩამორთმევის გზით ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე; პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების ფაქტებზე; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩეველთა ზეწოლის, არჩევნების გაყალბების ფაქტებზე; ცესკოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებზე. ...
პარტია “გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ მეზვრიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ წერს. როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. “პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარცხად გამოძიება რომ დავიწყეთ, მაგაზე გიბარებთ, რადგან თქვენ გაყალბების მტკიცებულებებზე და სქემებზე საუბრობთო. 1. კარგია, რომ გაყლბების მტკიცებულებებმა და სქემებმა შეგაშინათ; 2. ჩვენ დაკვეთილ, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და არჩევნების მოპარვის გაფორმების მიზნით წარმოებულ გამოძიებებში არ დავდივარ; 3. უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ათობით ...
რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებულ განცხადებებს. როგორც მდინარაძემ განმარტა, საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა. მისივე თქმით, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა. „რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს. ამას ვამბობთ სულ, რამდენად მდაბიოები არიან! პ.ს. ვინც ჯერ არ იცის. საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კა...
ეს კიდევ ერთი ფარსია, ისტორია ამჯერად უკვე ფარსად მეორდება. ზუსტად ერთი წლის წინ, იგივე ხალხი შეკრებილი იყო ტელეკომპანია „მთავარის“ სტუდიაში და დაფაზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, არ აღიარებდნენ პარლამენტს და ბოლოს ყველა შევიდა, აღიარეს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ბოიკოტსა და რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „2020 წელს, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ბოიკოტის შემდგომ შევიდა პარლამენტში, მათ მოითხოვეს ჩამოჭრილი ხელფასების დარიცხვა და საკუთარ ანგარიშზე მსუყე თანხები ჩაირიცხეს“. „ერთ რამესაც შეგახსენებთ კიდევ და არ ვიცი, ცნობ...
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მისი მოადგილე გიორგი შარაბიძისა და ცესკოს მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თოლორაიას თქმით, საქმე სამოხელეო დანაშაულს ეხება. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ, გიორგი კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის გამო, შეცვალა კანონი, რაც საზოგადოების კრიტიკის საგანი იყო. როგორც დღეს უკვე ჩანს, მმართველი პარტიისთვის პერსონალურად გიორგი კალანდარიშვილის ამ პოზიციაზე ყოფნა იყო მნიშვ...
ევროკომისია გარკვევით წერს, რომ ევროპული საბჭო საქართველოს გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს,- ამის შესახებ ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც კუბერნატი აღნიშნავს, ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. "ევროკომისია გარკვევით წერს, რომ ევროპული საბჭო საქართველოს გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს. საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. ეს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშია საქართველოზე. ეს ერთი დოკუმენტია, მაგრამ მას განსხვავებულად კითხულობენ," - წერს ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი X-ზე.
ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, საქართველოში რევოლუციის წახალისებას ცდილობს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ Sky-სთან ინტერვიუში განაცხადა. კობახიძის თქმით, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონით არ იზღუდება ადამიანის უფლებები არ იზღუდება. "ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ. როცა ვინმე, ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს...
საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყვლა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. "ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ წუთებში ოპოზიციონერი ლიდერები სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებიან, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. შეხვედრა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში მიმდინარეობს. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას 3 პოლიტიკური პარტია იღებს. ხოლო დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება “გახარია საქართველოსთვის“ არც ერთი წევრი. "საქართველოში ქვეყნის სადავეების მართვის ხალხისთვის დაბრუნება არის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების - ე.წ ინფლუენსერების, ყველას უფლებაც და ვალდებულებაც. ჩვენ არ ვართ ამ ქვეყანაში მარტო, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ლიდ...
ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს საპროტესტო აქციები შეადგენს, ამიტომ გელოდებით ყველას ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, სადაც ყველამ ერთად უნდა დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მოგვპარა,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძის განცხადებით, “პარტიები ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს“ “რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რუსული რეჟიმის იზოლაციაში დატოვება, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური პარტიები ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს და აუცილებლად ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლ...
მოვითხოვთ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება რუს პროპაგანდისტ ალექსანდრე მალკევიჩზე, სისხლის სამართლებრივ ძებნაში მყოფ პირზე. რატომ გასცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაბამისი სამართლებრივი აქტი და აკრედიტაცია,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ბეჟაშვილის განცხადებით, “გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არჩევნების პერიოდში რუსი პროპაგანდისტი, ალექსანდრე მალკევიჩი იმყოფებოდა, რომელიც სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის უხეში დარღვევით საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვა“. “გასაგებია ამ ადამიანის მიზანი, ის არის საერთაშორისო სისხლის სამართლებრივ ...
ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ 350 ათასი ადამიანი "კარუსელებზე" ჩამოატარეს,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საპარლამენტო არჩევნებიდან მე-6 დღეს "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. ლევან იოსელიანს ასევე არ სჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა. "მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით. მე არ ვდგავარ მათთან, ხშირ შემთხვევაში არ ვიმეორებ აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება, ...
ოპოზიციის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მტკიცებულებები წარუდგინეს. როგორც შეხვედრის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია და არ მოხდება. "დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ინფორმატიული. ძალიან ბევრი რამ გაიგეს. ჩვენ წარვუდგინეთ მათ ძალიან მყარი არგუმენტები და ის დარღვევები, რომელიც ყოველდღიურად შემოდის. მე დაგპირდით, რომ ყველა ჩვენი თითოეული ხმის დაცვისთვის ვიბრძოლებთ და ამას ვაკეთებთ ინტენსიურად. არ ჩერდება მუშაობა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ი...
აქციებში მონაწილეობას მივიღებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთაა,- ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მეზვრიშვილის თქმით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" იქნება ყველგან, სადაც ხმების დაცვისთვის ყოფნაა საჭირო. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა ხმების დაცვისთვის და იმისთვის, რომ მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი პირველი ამოც...
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმციის წაშლა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. როგორც მეზვრიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პარტია დღეს მიმართავს სასამართლოს, რომ „უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება“. „ამ დრომდე ცესკო თავს არიდებს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია. ცესკო ასევე თავს არიდებს, გადმოგვცეს სრულყოფილი ინფორმაცია „სმარტ მატიკთან“ გაფორმებული ხე...