ნიკა გვარამია - სააკაშვილის მდგო...

„მიშა არის ცუდად. მისი მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულს“, - აცხადებს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი სიტყვით, ექს-პრეზიდენტს ამ დროისთვის, არც მკურნალი ექიმი ჰყავს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრ „ემპათიის“ ექიმებსაც, მასთან შესვლის უფლებას არ აძლევენ. „მიშა არის ცუდად. მისი მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულს. და ამ ფონზე, მას არ ყავს მკურნალი ექიმი და არ უშვებენ ემპათიის ექიმებსაც. მე მსგავსი კატასტროფის მომსწრე არა თუ არ ვყოფილვარ, არც დამიშვია ოდესმე, თუ ვიქნებოდი“, - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუკის“...

ელისო კილაძის განცხადებით, ხელის...

„ახალი წლის დღეებში, მორიგეობა უნდა დავაწესოთ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან“, -  აცხადებს ჟურნალისტი ელისო კილაძე, სოციალურ ქსელში. მისივე ცნობით, ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას, ხელისუფლება ჩუმად აპირებს. „გავერთეთ იმ გიჟქალაზე და საღამომდე დავისვენოთ. ახლა საქმე: განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ ახალი წლის დღეებში. მორიგეობაც უნდა დავაწესოთ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან. ჩუმად აპირებენ მიშას რუსთავში გადაყვანას!“, - წერს „ფეისბუკ“ გვერდზე.

გიგა ბოკერია მელიას პასუხობს - ნ...

ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს. - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ნიკა მელიას, რომელმაც მას უსინდიო უწოდა. მისივე თქმით, მან საზოგადოებას სიმართლე უნდა უთხრას და "ნაცმოძრაობას"  ამასთან შეგუება მოუწევთ. „ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს პოლიტიკური ლიდერისგან ასეთი განცხადება, რაც მოვისმინეთ ნიკა მელიასგან, მაგრამ ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ საჭიროდ ვთვლი, რომ სერიოზული პასუხი გავცე, როდესაც ხარ ლიდერი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის შენი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს არა მარტო შენი პარტიის ბედზე, არამედ მთლიანად ქვეყანაში ვითარებაზე და მთლიანად ოპოზიციურ ამომრჩეველზე და როცა იჩენ...

მამუკა მდინარაძე - თუ პრეზიდენტი...

ვეტოს რაც შეეხება, თუ პრეზიდენტი ასე მიიჩნევს ეს მისი საქმეა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით.– ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დაადებასთან დაკავშრიებით განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინასწარ ცოდნა შეუძლებელია. „ვეტოს რაც შეეხება, თუ პრეზიდენტი ასე მიიჩნევს ეს მისი საქმეა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით.თუმცა მე არ ვიცი ამ შემხვევაში ვეტოს ვინც ამაზე გააკეთა კომენტარი, პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინასწარ შეუძლებელია იცოდეს. რით დაასაბუთა მისი ეს მოლოდინი? რაიმე იცის, თუ სამართლებრივად არის რაიმე პრობლემა? ვეტოს პრინციპი იცით რა ...

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავ...

საქართველოს პარლამენტმა  თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი,  შალვა პაპუაშვილი აირჩია.   რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილის არჩევას მხარი რეგისტრირებული 104 დეპუტატიდან 88-მ დაუჭირა 1 - კი  წინააღმდეგი იყო.  კენჭისყრის პროცედურის შემდეგ შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. "ქართული ოცნების" უმრავლესობის წარმომადგენელთა გარდა, პაპუაშვილს მხარი "ევროპელი სოციალისტების", "მოქალაქეების" და "გირჩის" წევრებმა დაუჭირეს.

კახა კალაძე: მიწის ნაკვეთის ერთ ...

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიწის ნაკვეთის ერთ ლარად პრივატიზაცია ტყუილი და კონკრეტული მედიასაშუალების მიერ წარმოებული მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიაა.    ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთები ინვესტორს კონკრეტული ვალდებულებით გადაეცემა და ამ ვალდებულებაში კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის ფართებით დაკმაყოფილება შედის.   „საქმე ეხება თემას, რომელიც ქვეყანაში 30 წელია არსებობს და დედაქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. ეს არის კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3 000...

სახელმწიფოს მიტაცების თავხედური ...

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების, საერთაშორისო სასამართლოების კანონში ცვლილებებისა და ცესკო–ს თავმჯდომარესა და პროფესიული წევრების არჩევის საკანონმდებლო ინიციატივებს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა. როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, სამიგე საკანონმდებლო ინიციატივა ძალიან ღია, დემონსტრაციული თავდასხმაა ინსტიტუტებზე და ეს სახელმწიფოს მიტაცების თავხედური აქტია. ელენე ხოშტარიამ სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. „სამივე ეს საკანონმდებლო ინიციატივა ძალიან ღია დემონსტრაციული თავდასხმა ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების თავხედური აქტი. რაც შეეხება ინსპექტორის სამსახურს, ეს იყო სამსა...

„დემოკრატიის ინდექსი“ – დამოუკიდ...

საპარლამენტო უმრავლესობის მიზანმიმართული თავდასხმა დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე ძირს უთხრის ყველა იმ რეფორმასა და წინ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელდა, – ასე ეხმაურება ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს. ორგანიზაციის შეფასებით, პარლამენტში უკიდურესად შეზღუდულ ვადებში განიხილება და მტკიცდება საკანონმდებლო ინიციატივები, რომელითაც ხელისუფლება აუქმებს ან ცდილობს მართვადი გახადოს დამოუკიდებელი ორგანოები, როგორიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სასამართლო, რომელთა არსებობის მიზანია ხელისუფლების უკანონო და თვითნებ...

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომ...

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 და 2020  წლების საქმიანობის ანგარიში მოისმინა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით,  „პანდემიით გამოწვეულმა რეალობამ  მთელი მსოფლიო დისტანციური ცხოვრების რეჟიმზე გადაიყვანა, რა დროსაც სატელეკომუნიკაციო სფეროს სტრატეგიული მნიშვნელობა და საჭიროება  კიდევ უფრო ნათელი გახდა. შესაბამისად, გაჩნდა ახალი გამოწვევები და ტექნოლოგიების კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარების საჭიროება. უნდა ითქვას, რომ კრიზისულ სიტუაციას ქართულმა სატელეკომუნიკაციო სექტორმა წარმატ...

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდე...

მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომაზე დღეს აირჩევენ.  ცნობისთვის, კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 5 დღის წინ დატოვა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.

უკრაინის საგარეო - მოვუწოდებთ სა...

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის საგარეო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით მოეპყრან. „მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან საპატიმროში გადაყვანის  მცდელობა არ განხორციელებულა სათანადო წესების დაცვით. ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვლისწინებით მას რეაბლიტიაცია სჭირდება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოეპყრან უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით და არ დაუშვან იმგვარი ქმედებები, რომლებიც მისი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იქნება. უკრაინელი დ...

სალომე ზურაბიშვილი - მე არ მაქვს...

„მე არ მაქვს არც ბერკეტი, არც ძალა, იმისათვის რომ დღეს შევარიგო ესოდენ დაპირისპირებული ძალები. იყო მცდელობა თუნდაც ევროკავშირის ხელით, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ასეთი საწყისი შეთანხმება შემდგარიყო.  მე მგონი, შეიძლებოდა რომ ეს აღსრულებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არ ვაპირებ ამის ჩემი ძალებით გამეორებას და ხელახლა დაწყებას, რადგან მიმაჩნია, რომ ამის ძალა და რესურსი არ გამაჩნია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. მისივე თქმით, პოლარიზებულმა მხარეებმა უნდა იპოვონ შინაგანი ძალა და საქართველოს წარსულის ერთიან შეფასებაზე შეთანხმდნენ. „საქართველოს პრეზ...

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კო...

,,საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონის მიღებაზე, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას" - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტს ეხმაურება. მისი სიტყვით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იგი მხოლოდ შეასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას. „მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე, კანონპროექტის მიღებისაგან, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურ...

ენმ-ის ოფისის წინ მოშიმშილეთაგან...

პარტია „ერთიან ნაციონალური მოძრაობაში“ „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილე მოშიმშილეთაგან სამი ადამიანის კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა შეიქმნა. პარტიის ცნობით, ენდოკრონილოგმა თამარ ზერეკიძემ პროტესტში მონაწილე ორი ადამიანის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება მას შემდეგ დაადგინა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის წინ საპროტესტო აქციაში მონაწილე მოშიმშილეები მოინახულა. ამ დროისთვის, კლინიკაში გადაყვანილები არიან ნაციონალური მოძრაობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რამაზ ქერეჭაშვილი, სამტრედიის საკრებულოს წევრი, ემზარ შუბლაძე და მოქალაქე გოჩა ინასარიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყ...

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც სადავოდ ხდიდა რეგულირებას, პირის მიერ მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი მისი არასრულწლოვანი შვილი დაბადებული იყო რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ან ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილი იყო ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად თანასწორ პირებად მიიჩნია ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ასევე მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილს და, ამავდროულად, მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვა...

ნიკა გვარამია - გოგორიშვილი შოკშ...

„ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე. ისევე, როგორც ფორმა ასზე და სააკაშვილის გაწერაზე ძალით ხელისმოწერისას“, - ასე პასუხობს ნიკა გვარამია გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმების ბრალდებებს. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ექს-პრეზიდენტის მთავარ ექიმს, მალხაზ ურთმელიძესა და ნინო გოგორიშვილს, „ტრივიალურ მატყუარებსა და დანაშაულებრივ ყალბისმქმნელებს“ ვერ ვანდობთ. „გორის ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განმარტებით, სააკაშვილის პირად ექიმს მოტყუებით და მისი ნების წინააღმდეგ მოვაწერინე ხელი გავრცელებულ დოკუმენტზე. ქალბატონი გოგორიშვილი შოკში იყოო. და ეს შოკირებული, ფს...

ნიკა მელია - ზეწოლის შედეგად, ექ...

„არაადამინური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მან ასევე, საქართველოს ხელისუფლებასაც მიმართა და აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტად  „უსინდისოდ“ გააგრძელებენ მოქმედებას, ქართული ოპოზიციური მხარე საპროტესტო აქციებს, მით უფრო მწვავე ფორმას მისცემს. „უზნეო და ამორალური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება. ისევ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. არაადამინური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა! დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ...

ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევას ო...

ბაღდათში, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ინციდენტი, დღეს მუნიციპალიტეტის ცენტრში მოხდა. ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამო0ძიებას აწარმოებს.

სააკაშვილის მკურნალი ექიმის თქმი...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიამ იგი შეცდომაში შეიყვანა, რამაც ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა და მის მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები თავისი ინტერპრეტაციით, უცნობი გარემოებებით განავრცო. ნინო გოგორიშვილის თქმით, მას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ნიკა გვარამიას იმ განცხადებასთანაა თანხვდრაში, რომელშიც მან თავად, ნინო გოგორიშვილს, პროფესიული დისკრედიტაციის მიზნით, მკვლელი უწოდა. "მოგახსენებთ, რომ დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი, ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითიც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემ...

გიორგი ბურჯანაძის თქმით, ინსპექტ...

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დაყენებული ინიციატივა, აზრს მოკლებული და არაკონსტიტუციურია. მისივე თქმით, პარლამენტში დაყენებული ამ საკითხით საქართველოს ისტორიას ამჟამინდელი ხელისუფლება ნეგატიურად დაამახსროვრდება.  „არანაირი ლოგიკა და ახსნა არ აქვს იმას, რაც აქ კეთდება, ეს არის კლასიკური არაკონსტიტუციური კანონმდებლობა. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. მერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილებით ისტორიაში შეხვალთ, ოღონდ ეს ისტორიის კარგი მხარე არ იქნება, ამას დანანებით ვამბობ“, - აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.