"ამათზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთ. ემანდ არ დაიჩაგროს ჩემი ხაბე, უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ, დნმ-ის კოდმა, ასე რომ მე წარმატებას ვუსურვებ.", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაგეგმილ პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებს, რომელიც 28-29 იანვარს გაიმართება. მისივე თქმით, ყველა ლიდერმა, რომელიც წარდგენილია კანდიდატის სახით, უნდა დაიცვას სამართლიანი არჩევნების უფლება და არჩევნები კონკურენციულ გარემოში უნდა წარიმართოს. ერთი მინდა გავაფრთხილო, რომ ჩვენ ვაკვირდებით და იმ შემთხვევაში, თუ იქნება გაყალბება, ხელების გადაგრეხა, მოსყიდვა, დაშინება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების, ...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. საარჩევნო კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები უკვე დაასრულეს. რეგისტრაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით მოხდება. მოქალაქეებს რეგისტრაცია ხვალ დილამდე შეეძლებათ: "დღეს დაიწყება თავმჯდომარის არჩევნებზე მონაწილეობისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი. ამ მიზნით, ჩვენ ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდება ბმული, რომლის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში გადადის სარეგისტრაციო ფანჯარაში, სადაც შეგყავს პირადი მონაცემები. ამის შემდეგ მიიღებს ვერიფიკაციის კოდს და მისი გააქტიურების შედეგად, ის ხვდება ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში. ...
არ მგონია ახლა, რომ კიდევ საინტერესო იყოს რომელიმე პიროვნების, მათ შორის უცხოელი ყოფილი თუ ახლანდელი ჩინოსნის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმარი სააკაშვილი უნდა იხდიდეს თუ არა სასჯელს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის შეფასებით, ნებისმიერი უცხოელი ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირის განცხადება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მოსახლეობისთვის მინიმუმ შეურაცხმყოფელი იქნება. "ყველამ იხილა პატიმარ სააკაშვილის სიმულაციები საჯაროდ, მერე მისივე ექსპერტის აღიარება, რომ ის ორ ბოთლ კონიაკს მიირთმევს ყოველდღე და ასეთ ვითარებაში ცარიელ ბოთლებს მერე ექთნებს ესვრის. ვნახეთ, რა მდგომარეობაშია ის ო...
"მოლდოვამ 35 პუნქტიდან 16 შეასრულა. მათ შორისაა პარლამენტის მიერ ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება. კიდევ 9 ღონისძიება დასკვნით ეტაპზეა.", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპასთან ინტეგრაციის ეროვნული კომისიის წევრებთან ისაუბრა. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ, რომელიც ევროკომისიის მიერ გაცემულ ცხრა რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობდა. დასკვნით ეტაპზეა 9 პუნქტი, მათ შორის მაგისტრატურის უმაღლესი საბჭოსა და პროკურორების უმაღლესი საბჭოს კანდიდატების რიგგარეშე შეფასება, ანტიკორუფციული პროკურატურის და ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის მკაფიო კომპეტენციების დადგენა და კორუფციის წინააღმდეგ ფარ...
"ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული მთავრობის კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ, შეიძლება, დაგვთრგუნოს, მე მგონი, ზედმეტია. აქ ადამიანები არიან წამოსულები იმისთვის, რომ დაიცვან საქართველო.", - განაცხადა ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ან ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებები ვერ იქონიებს ეფექტს უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე. მან დასძინა, რომ ღარიბაშვილის მთავარიმიზანი მოხალისეთა ნაკადის შეწყვეტა იყო, და ეგეც ვერ შეძლო. "აქ ნებისმიერი ადამიანი, ვინც წარმოადგენს ქართულ ლეგიონს და ჩვენი წევრია, ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რისთვის იბრძვის. ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული მთავრობის კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკ...
"მშვიდობის სამიტი" 24 თებერვალს ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართება. ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილ ბოდნარამ თურქულ სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მშვიდობის იმედი არსებობს, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული ჯარები მთლიანად გავლენ უკრაინის ტერიტორიებიდან და მსოფლიო სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვს. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს 10 პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“ შესთავაზა. მათ შორისაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მისი უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის დასჯა სამხედრო შემოჭრისთვის.
"ღამით სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი კორპუსები და ფერმები. ადგილობრივი კომუნალური კომპანიის ავტოფარეხები და აღჭურვილობა. ", - განაცხადა ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა. მისივე თქმით, ოკუპანტებისგან გულიაპოლი კვლავ დიდ დარტყმებს განიცდის. მან დასძინა, რომ დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 1949 წელს დაბადებული ქალი. "ჩვენი გმირული გულიაიპოლი კვლავ იტანჯება მტრის დაბომბვისგან. ღამით სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი კორპუსები და ფერმები. ადგილობრივი კომუნალური კომპანიის ავტოფარეხები და აღჭურვილობა. სამწუხაროდ, 1949 წელს დაბადებული ერთი ქალი გარდაიცვალა", - განაცხადა სტარუხმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატის ადამ დელიმხანოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ადამ დელიმხანოვი მარიუპოლის აღების დროს ჩეჩნეთიდან ჩასულ ჯარებს აზოვსტალზე თავდასხმის დროს მეთაურობდა, გარდა ამისა რუსმა დეპუტატმა საკუთარი ტელეგრამის საშუალებით გაავრცელა კადიროვის პროპაგანდისტული ვიდეო, სადაც ის ამართლებს რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. დელიმხანოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა უკრაინის საზღვრების შეცვლაში თანამონაწილეობისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამართლების მუხლით. ”მიმდინ...
უკრაინული მხარე დაინტერესდა თუ რომელ სახელმწიფოს შეიძლება გაუწიოს საქართველომ ანგარიში, რომ გადაარჩინონ ადამიანი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრეი კასიანოვთან საუბრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მათი მოქალაქე და ყველაფერს გააკეთებენ დიპლომატიურად და სამართლებრივად, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს. "ისინი დაინტერესდნენ დაცვას რა სტრატეგია აქვს, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, რამდენი მოწმე უნდა დაიკითხოს, რამდენ ხანში შეიძლება ეს გაგრძელდეს, რა რესურსი აქვს სააკაშვილს, რა შეუძლიათ გააკეთონ, დაინტე...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით, ერევანში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ. რაც შეეხება თავად ეკონომიკური კომისიის სხდომ...
პოდოლიაკის გამოთქმა, შეფასებები არის უტიფარი, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი, საქართველოსთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას. ვოლსკის შეფასებით, მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, პოდოლიაკი ან "უტიფრად აგრძელებს ენმ-ის პოლიტიკას", ან ვერ ხედავს, რა ხდება. "თუ ის იმის შემდეგ ვერ მიხვდა, ვისკენ არის საქართველო, რაც განსაკუთრებით მას შემდეგ, ქვეყანამ რუსეთის მიმართ ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, როგორებიც არის, მათ შორის ტრიბუნალისთვის მიმართვა, მათ შორის რუსეთის გარიცხვა მთელი რიგი საერთაშორისო ორგ...
ფაქტი არ ყოფილა, არ ვადასტურებ არანაირად, - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, აუდიოჩანაწერის გავრცელებას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს უკავშირებს. "არ მინდა ამაზე პასუხის გაცემა საერთოდ. რა უნდა მახსოვდეს, როდესაც ფაქტი არ ყოფილა საერთოდ. არ მაინტერესებს ეს საკითხი იმიტომ, რომ გამორიცხულია. მე რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან, თურმე მე და ჩემი შვილი ლამის რუსეთის აგენტები ვართ. უკაცრავად და, იმიტომ ზის ჩემი შვილი აქ და იმიტომ შემოვარდნენ 2008 წელს და იმიტომ იმოქრებოდა მერე პუტინი, რომ მას [მიხეილ სააკაშვილს] ერთი ადგილით დაკიდე...
მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ჩანაწერით ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის ფლანგი "ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო იმაზე, რომ რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ". "გუშინდელი ჩანაწერის ათასგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინე და წავიკითხე. რეალურად, ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო, ესენი რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებე...
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ზე დაწერა. რეინსალუს თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სხვა საკითხებზე ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. "ვისაუბრეთ, როგორ უნდა შევაჩეროთ ომი უკრაინაში და როგორ სჭირდება უკრაინას მხარდაჭრა. ესტონეთი მხარს უჭრს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ასევე ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მოვუწოდე, რომ მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა", - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
"ჩვენ [უკრაინას] სწრაფად უნდა მივაწოდოთ კიდევ უფრო მოწინავე აღჭურვილობა.", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს. მისივე თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან, იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, რომელსაც NATO-ს მოკავშირეები უწევენ უკრაინას რუსეთისგან თავდასაცავად. "კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, რომელსაც NATO-ს მოკავშირეები უწევენ უკრაინას თავის მამაც ბრძოლაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. დრო გადამწყვეტია. ჩვენ სწრაფად უნდა მივაწოდოთ კიდევ უფრო მოწინავე აღჭურვილობა."...
"2008 წელს როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, უკრაინა საქართველოს არა ცარიელი სიტყვებითა და ფუჭი საუბრით, არამედ იარაღით დაეხმარა და უკრაინის პრეზიდენტი თბილისში ჩამოფრინდა, სადაც რუსული ტანკები მოდიოდნენ.", - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ. მისივე თქმით, 15 წლის შემდეგ იმაზე საუბარი რომ საქართველოსთვის გადაცემული ბუკის საზენიტო სისტემები გაფუჭებული იყო, სირცხვილია და თუ ეს სიმართლეა 11 წელია ხელისუფლებაში არიან და აქამდე ამის შესახებ არაფერი უთქვამთ. მან დასძინა, რომ უკრაინას 50 პარტნიორი ქვეყანა უგზავნის იარაღს, ქართული ოცნების მთავრობა კი ამბობს, რომ უკრაინის იარაღით დახმარება ომში ჩართვას ნიშნავს, ამ ლოგიკით კი 50 ქვეყანა, რომელ...
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის ახალი მეთაური გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი დანიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მის მოადგილედ ყოფილი მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა. გერასიმოვის მოადგილეების თანამდებობებზე ასევე დაინიშნენ სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი გენერალი ოლეგ სალუკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი კიმი. "სამხედრო ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად დაინიშნა გენერალური შტაბის უფროს, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი. მის მოადგილეებად: საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, არმიის გენერალი სერგეი სურო...
"ომის დაწყებიდან 10 თვის შემდეგაც არ ესმის საქართველოს ხელისუფლებას, თუ ვის მხარეს უნდა იდგეს.", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს. მისივე თქმით, ძალიან საკვირველი ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც რუსეთი თავს 2008 წელს დაესხა, განაგრძობს უკრაინისადმი უპატივსცემულობის გამოხატვას. მან დასძინა, რომ ქართველმა ხალხმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც ასეთი ხელისუფლება აირჩიეს, ხელისუფლება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია, რომელსაც ხედვა და სწრაფვა რუსეთის ფედერაციისკენ აქვს აღებული, მისგან კი ელის, ენერგეტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას და 2008 წლის ომის არ გაგრძელებას, რაც საქართველ...
"რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, საქართველომდე საერთოდ არ ჩამოსულა, რაღაცები ჩამოვიდა და აღმოჩნდა ვადაგასული.", - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის საპასუხოდ, რომელმაც ქართულ მხარეს "ბუკის" სისტემების უკრაინისთვის დაბრუნება მოსთხოვა. მისივე თქმით, ომის პროცესში არც ერთ ქვეყანას საქართველოსთვის იარაღი არ გადაუცია, იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნებისთვის არ შეექმნათ დამატებითი რისკები. "უკრაინულ იარაღთან დაკავშირებით, მათ შორის აგვისტოს ომის დროს, იყო ძალიან ბევრი მოთხოვნა ამ საქმის გამოძიების, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ რაღაცები საერთოდ არ შემოვიდა, ეს საიდუმლ...
"რუსული ავიაციის ახალი განლაგება ბელარუსში, სავარაუდოდ, ნამდვილი სწავლებაა და არა უკრაინის წინააღმდეგ დამატებითი შეტევითი ოპერაციებისთვის მომზადება.", - ვკითხულობთ ბრიტანეთის დაზვერვის სამინისტროს განცხადებაში. განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძალების დიდ რაოდენობას ბელარუსში ინახავს, ისინი ძირითადად ჩართულნი არიან საწვრთნელ ოპერაციებში, აქედან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმოადგენდნენ სანდო შემტევ ძალას. "2023 წლის 8 იანვარს ბელარუსიის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი ტაქტიკური ფრენის წვრთნები, რომელიც ჩატარდება ქვეყანაში 2023 წლის 16 იანვრიდან 1 თებერვლამდე. რუსული ავიაციის ახალი განლაგება ბელარუსში, სავა...