პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, ათასგვარ შეძახილს არ დაიშურებენ, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარებას განაგრძობს. „ის რა „ნაცია“, პირველი სხდომის პარალელურად საკუთარი სახელი თუ სხვას არ დაუძახა. ასე იქნება, პირველი სხდომის პარალელურად ათასგვარ შეძახილს არ დაიშურებენ. ეს ჩავლილი ამბავია. ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ. უკვე იმდენად არასარიოზულია, ალბათ ამაზე რეაქციაც არ უნდა გვქონდეს. დიახ, შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, მაგრ...
მოვეშვათ ენის მოჩლექას, ახლა საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა პარტიული უთანხმოებების დრო აღარ არის. „მივესალმები გაძარცვულ საქართველოს. საქართველო მთლიანად გაიძარცვა იმიტომ, რომ არ არსებობს იმაზე ძვირფასი უფლება, ვიდრე ხმის მიცემის უფლება, არჩევანის თავისუფლებაა. ხალხი დილით ადრე ადგა, წავიდა რეგიონში ხმის მისაცემად... ვიხილე ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, აშშ-დან, ევროპიდან, რათა ხმა მიეცათ. საღამოს გამოუცხადეს, რომ მოპარულია, დატოვეს ცარიელ-ტარიელი. ეს არის სიტუაცია, რომელიც მივიღეთ. საქართველო არის მთლიანად...
მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში, პაპუაშვილის სახით, ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მათ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი. დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს, მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „საერთაშორისო იზოლაციისგან ერთადერთი ხსნა ხელახალი არჩევნებია“. „მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში, პაპუაშვილის სახით, ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მათ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი. დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს, მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. სამაგიეროდ, ...
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. როგორც პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მას ელჩებისთვის მოსაწვევები არ გაუგზავნია. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება „უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით“ მიიღო. „მოწვევები დავაგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან მთავრობის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. რაც შეეხებათ ელჩებს, ისინი მოწვეულები არ არიან პირველ სხდომაზე, ვინაიდან ეს გახლავთ ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხი რაც შეეხება არჩევნებს და პა...
ხვალ, 15:00 საათზე თსუ-სთან შევიკრიბებით იმისთვის, რომ ვარდების რევოლუციის 21-წლისთავი აღვნიშნოთ, როგორც მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას დღეს არა თავისუფლებიდან, არამედ გისოსებიდან მიმართავს. როგორც ბოკუჩავა აცხადებს, “საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხმა თავისუფლების ჟინით არის გაჯერებული“. “ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, 21 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში მოიტანა გარდამტეხი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის საკეთი...
საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, კერძოდ, დაიწყება 12:00 საათზე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სხდომაზე, რომელსაც უხუცესი წევრი ლადო კახაძე გაუძღვება, სამი ძირითადი საკითხი იქნება, ესენია: პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა, მათ შორის, თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის შესაბამისად, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ...
გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო… (როცა ამბობენ პარტნიორებს, გულისხმობენ პატრონებს). შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ წერს. როგორც მდინარაძე აცხადებს, “იმის დათვლა, თუ რამდენი დაწერს განცხადებას მანდატის დატოვებაზე, საზოგადოებას არ გაუჭირდება“. “პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ. გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო… (როცა ამბობენ პარტნიორებს, გულისხმობენ პატრონებს). შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში. რამდენი დაწერს 25-ში განცხადებას მანდატის დატოვებაზე, ერთად...
გერმანია პარლამენტის თანხმობას მოითხოვს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. ფიშერის განცხადებით, „არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს, საქართველოსთვის ეს მოხდეს“. „პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი - ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში იყო 24 საათით. დასკვნა: გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი (გერმანელი იურისტებისთვის: EUZBBG) პარლამენტის თანხმობას მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის. არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს, საქართველოსთვის ეს მოხდეს”,- წერს გერმანიის ელჩი X...
ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით, - აღნიშნულ განცხადებას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. ეუთო ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ მშვიდობიან შეკრებებსა და ძალადობის გარეშე ჩაერთონ დიალოგში. "ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით და ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ მშვიდობიან შეკრებებსა და ძალადობის გარეშე ჩაერთონ დიალოგში. მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული შეხედულებების გაჟღერების უფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.
სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ "ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულ ჩვენს თანამოქალაქეებს ,- ასე ეხმაურება "კოალიცია ცვლილებისთვის" 19-20 ნოემბერს აქციაზე დაკავებულების პროცესებსა და მათ მიმართ გამოტანილ განაჩენებს. "კოალიცია ცვლილებისთვის" მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიონ დაკავებულებსა და მათ ოჯახებს. "სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ "ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ მათ და მათ ოჯახებს. "ქართული ოცნება", ...
ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ თანაგრძნობას განიცდის,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა. როგორც ბჟანიამ აღნიშნა, ზურაბიშვილი „აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობით არ არის დაინტერესებული“. „ეჭვი მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ თანაგრძნობას განიცდის. ვფიქრობ, ის ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით: „რაც უარესი, მით უკეთესი“. ამიტომაც სიხარულს გამოხატავს. ის აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობით დაინტერესებული არ არის. ეს ნათელია და გასაგებია“,- განაცხადა ბჟანიამ.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს. „როგორც უკვე მოგეხსენებათ გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, განვიხილეთ, გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხება საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე ყოფნის პერიოდში გაწეული სამსახურისთვის, მადლობას უხდის. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველო ბორელის მხარდაჭერას აფასებს. „მადლობა, ძვირფასო ჯოზეფ ბორელ, თქვენი სამაგალითო სამსახურის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ“,- წერს ზურაბიშვილი და ამასთან ერთად, ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ კაია კალასს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობა...
აფხაზეთს, საპროტესტო აქციების დროს, რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია "რია ნოვოსტთან" საუბარში განაცხადა. როგორც ბჟანიამ აღნიშნა, რუსები საქმის ვითარებით დაინტერესდნენ და მან აცნობა. "არანაირი დახმარება არ მითხოვია. ერთადერთი ისაა, რომ საქმის ვითარებით დაინტერესდნენ და მე ვაცნობე",- განაცხადა ბჟანიამ. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და "ოპოზიციას" შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს "...
გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა კიდევ ერთ-ერთ თავის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას ისევე, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. როგორც მილერმა აღნიშნა, აგრძელებენ მჭიდრო კოორდინაციას ნატოს მოკავშირეებთან მთელ რიგ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს თავისი აგრესიით არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის. "ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას ნატოს მოკავშირეებთან მთელ რიგ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს თავისი აგრესიით არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის...
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, კოალიციამ აქციებთან დაკავშირებით იმსჯელა, რაღაც საკითხებზე შეთანხმდნენ, თუმცა კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება. "ვიმსჯელეთ იმ პრინციპული საკითხზე, რაზეც აქამდე ბევრჯერ გვისაუბრია. ვიმსჯელეთ საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაზე, სრული თანხმობა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ვიმსჯელეთ, როგორი უნდა იყოს კოორდინაცია. მეორე საკითხი არის აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა, ცალსახად ვთანხმდებით, რომ ...
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად ვნახეთ მხდალი, მშიშარა ხელისუფლების და რუსი ოლიგარქის რეალური სახე, რომელსაც ყველაზე მეტად თქვენი ეშინია - გამარჯვებული ქართველი ხალხის,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, “გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს“. “დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად ვნახეთ მხდალი, მშიშარა ხელისუფლების და რუსი ოლიგარქის რეალური სახე, რომელსაც ყველაზე მეტად თქვენი ეშინია - გამარჯვებული ქართველი ხალხის, რომელსაც მოპარეს ხმა, მოპარეს არჩევანი. მაგრამ ვერასოდეს მოგპარავენ მომავალს... ვაგრძელებთ ბრძოლას, რომელიც...
იმ ხალხს ვინც პასიურია მინდა ვუთხრა, რომ ვინც პასიურია ნიშნავს რომ ხარ სისტემის მხარეს,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, “თითოეული მოქალაქე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს პასუხისმგებელია იმაზე, თუ საით წავა ეს ქვეყანა. “ისეთი დროა, იმდენად ცხადია სად არის თეთრი, სად არის შავი, სად სიკეთე და სად ბოროტება, მინდა იმ ხალხს ვინც პასიურია დღეს ვუთხრა, რომ არ არსებობს დღეს სადღაც შუაში დგომა. თუ ხარ პასიური ნიშნავს რომ ხარ სისტემის მხარეს... ან ხარ აქეთ და იბრძვი ან თუ ხარ პასიური სისტემას ეხმარები შენი პასიურობით. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მე სადღ...
მერწმუნეთ ჩემო თანამემამულეებო, ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, “ძალა არა ოლიგარქიაში, არამედ ერთობასა და ხალხშია“. “მერწმუნეთ ჩემო თანამემამულეებო, ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და არა ოლიგარქიაში. აუცილებლად გავიმარჯვებთ. როგორც დაიხიეს დღეს უკან, ასე მოუწევთ მათ უკან დახევა და ხელის აღება იმ სპეცოპერაციაზე, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ. მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას, რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება თქვენს მიმართ ხალხის რისხვა. ასე რომ ...
19:00 საათზე ხალხს კონკრეტულ სამოქმედო სცენარს გავაცნობთ,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე განაცხადა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, წინააღმდეგობა გაგრძელდება და არ გაჩერდებიან. "ჩვენ აქ ვდგავართ, ფეხს არ მოვიცვლით. 19:00 საათზე გვინდა მაქსიმალური კონცენტრაცია. კონკრეტულ სცენარს დღის, საზოგადოებას გავაცნობთ ადგილზე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ წინააღმდეგობა გრძელდება. ჩვენ, როდესაც ვთქვით, რომ წინააღმდეგობა იწყება, ეს ნიშნავს, რომ ეს წინაღმდეგობა, ბოლომდე სანამ არ მივალთ, არ გაჩერდება. ამ წინააღმდეგობის ფორმებს ჩვენ განვსაზღვრავთ. ჩვენი პროტესტი არ გაჩერდება, ფეხს ა...