თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოში აცხადებენ, ინფორმაცია, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, "ცრუ და უპასუხისმგებლოა". "ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინ...
ადამიანი, რომელიც თავად ადასტურებს, რომ "მართავს ჩრდილიდან" და თან არის "დანიშნული პოლიტიკური საბჭოს წევრი", არის განსახიერება ყველა იმ მანკიერებისა, რის გამოც ვებრძოდი და ვებრძვი "ქართულ ოცნებას"; განსახიერება იმ მანკიერებისა, რომლის გამოც ვთვლი, რომ დღევანდელი ფორმაციის "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იქნება "ოცნების" ალტერნატივა და ვერასდროს დაამარცხებს მას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, "ვისაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ამბიცი აქვს, ამ საქმეში ღიად და საჯაროდ უნდა იყოს". "პოლიტიკა, ზოგადად, საჯარო საქ...
ვენ შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა“, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იქნება და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უახლოეს დღეებში თქვენ კიდევ ძალიან საინტერესო ადამიანებს ნახავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერთან, გიორგი გახარიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით დასმული კითხის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მისი მთავრი ამოცანა, აღნიშნული პლატფორმის გაძლიერებაა. „ჩემი მთავარი ამოცანა არის „გამარჯვების პლატფორმა“ გავაძლიერო და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სუბიექტების კონკრეტ...
ერთი ადამიანის ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო და არ მგონია, ხალხისთვისაც საინტერესო იყოს,- ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაცემა "რეაქციაში" გაკეთებულ განცხადებებს. ხაბეიშვილის თქმით, თუ მელია "ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას". “ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა. იმ ქვეყანაში, სადაც 100 ათასი ბავშვი შიმშილობს, 400 ათას პენსიონერს აწუხებს საპენსიო სესხის პრობლემა, დაბალი პენსია. ადამიანებს არ აქვთ სამსახური გულწრფელად გეუბნებით, ერთი ადამიანის ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად...
ქართველ ხალხს ახლა სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ გულშემატკივრობა, ჩვენ გვჭირდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ არა ჩასაფრებული კრიტიკოსები, არამედ ამ პროცესის გულშემატკივრები. თუ ისინიც გააცნობიერებენ, რომ ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა, მაშინ წარმატება გარდაუვალია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე ევროკომისიის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით იყო მსჯელობა, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნის. „რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, კონფერენციაზე ჩვენ შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებითაც გვქონდა მსჯელობა. თუ ავიღებთ ტემპებს, იქნება ეს საქა...
ირაკლი კობახიძის კონკრეტული ღლიცინები და ა.შ. ერთ რამეს მოასწავებს მხოლოდ, რომ აქვთ შიში და სწორად ეშინიათ იმიტომ, რომ ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას და რუსული პარტიის გასტუმრებას პოლიტიკურ მოუსავლეთში,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და პუტინისტებს პოლიტიკური სილა არ ასცდებათ". “მან, ალბათ, ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის. “ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისივე შინაარსით და ასჯერ, ათასჯერ უფრო სჯობს „რუსულ პარტიას“. სალავიოვს, მარგარიტა სიმონიანის პარტიას „ნაციონა...
იკური ელიტა ძალიან სწრაფად გადახედავს დამოკიდებულებას და წარადგენს თავის ხედვას, როგორ უნდა აღმოფხვრას ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი საქართველოში სისტემური მიდგომით,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკომისიამ შუალედურ ანგარიშში აღნიშნა, რომ 12-დან 3 რეკომენდაცია სრულად შესრულდა, 2 რეკომენდაციასთან მიმართებაში საჭიროა გაუმჯობესება, ხოლო დანარჩენ 7 რეკომენდაციაში მცირე პროგრესია. "ევროკომისიამ შუალედურ ანგარიშში აღნიშნა, რომ 12-დან 3 რეკომენდაცია სრულად შესრულდა, 2 რეკომენდაციასთან მიმართებაში საჭიროა გაუმჯობესება, ეს არის მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციაა. დანარჩენ 7 რეკომენდაციაში არის მ...
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი თავად წყვეტს, ვისთან და რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, "როდესაც ეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ კეთდება, უმძიმესი სანახავია". კალაძემ ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია, ვისთან, როგორ, რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ფულს იღებ იმისთვის, რომ რაღაც პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკოსი გქვია. რა თქმა უნდა, შეიძლება გქონდეს განსხვავებული მოსაზრება, პრინციპები, რაღაცის გჯეროდეს, მ...
საქართველოში გვითხრეს, რომ რუსული უნივერსიტეტი უნდა გახსნან, აქამდე შემოგვასაღეს რუსული კანონი, რომლის დაღეჭვაც მოუწიათ შემდეგ. რუსული ფრენები აღადგინეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოება ხედავს, როგორც უჭერს ხელისუფლება მხარს რუსეთს და სცილდება ცივილიზებულ სამყაროს. “საქართველოში გვითხრეს, რომ რუსული უნივერსიტეტი უნდა გახსნან, აქამდე შემოგვასაღეს რუსული კანონი, რომლის დაღეჭვაც მოუწიათ შემდეგ. ამასობაში ვნახეთ, რომ რუსული ფრენები აღდგა - ჩვენ გვაყურებინებენ ყოველდღიურად როგორ უჭერენ მხარს პუტინის რუსეთს, როგორ შორდება ჩვენი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს და ამას აკეთებს პუტინის კ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, 26 ივლისს, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. "წელს, მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს. FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრე...
როდესაც მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან ერთადერთი ასეთი რაღაცა თქვა, რომ 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო - ანუ გაყიდვა დაუშვა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის შეფასებით, "ასეთი ადამიანები" ქართულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამებიან. „მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც მას უთხრეს, რომ 10 500, თუ რამდენი იყო, დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან ერთადერთი ასეთი რაღაცა თქვა, რომ 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო. ანუ, გაყიდვა დაუშვა. აქედან ჩა...
კაცი არის პატიმარი, ეკუთვნის ციხეში ყოფნა და ციხეშიც კი არ არის, კიდევ ჯანმრთელობაზე რომ მიდის მინიშნებები, როდესაც საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული და მერე გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს, კიდევ ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს, ეს უბრალოდ არასწორია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, "ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომლებიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან". „წარმოუდგენელია. კაცი არის პატიმარი და ციხეშიც კი არ არის. ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. თქვენ ნახეთ ვიდეოკადრებიდან, როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება მ...
ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს,- ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. ილვესმა საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებას "საკუთარი თავის შეურაცხყოფა" უწოდა. "რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? კანონის უზენაესობას? ადამიანის უფლებების პატივისცემას? ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. სამწუხაროა. საკუთარი თავის შეურაცხყოფაა",- წერს ილვესი Twitter-ზე. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხოვატიის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რ...
რუსული პარტია რომ არ გვაძლევს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის უფლებას, ეს ჩემი ბრალია?- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური და თავისუფალი, სანამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში იქნება. „რუსული პარტია რომ არ გვაძლევს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის უფლებას, ეს ჩემი ბრალია? ჩვენ შესაბამის დოკუმენტაციას ვადგენთ, რამდენიმე კვირის წინ მეც მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ არ გვიშვებენ და ეს არის რეჟიმის სახე, როცა ჩვენი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ გვაძლევენ და სხვათაშორის, თამარ კორძაიას ეს გასაჩივრებული აქვს, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული პას...
მარგველაშვილის მდაბიო ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით და წარმოიდგინეთ რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ამ ყველაფერს მხარს და ზურგს გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები უმაგრებენ". „მხოლოდ იმაში, რომ ერთდღიანი რაღაც პეტიცია და კოალიცია შექმნა მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის დასახსნელად თუ რაღაც სათაური რომ იყო ხომ გახსოვთ, აი ამ ნიუსის, ერთსაათიანი ტყუილის გავრცელებაში 11 500$-ია გადახდილი. ანუ მარგველაშვილის მხარდა...
საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში. „საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების, ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა. ...
საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს, იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა,- ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. „ნება მიბოძეთ, მივესალმო ჩემს მეგობარს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს არის მისი პირველ...
თუ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების დაფუძნება გაინტერესებთ, არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნულ თემაზე რამე კითხვა გაგეკეთებინათ და დაგესვათ,- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა თბილისში ქართული-რუსული უნივერსისტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას. წილოსანის განცხადებით, საქართველოში რუსულ ექსპანსიას "არაფერი და ვერაფერი დაადასტურებს". "არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში, ყველას დეკლარირებული გვაქვს ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკა. ამიტომ, ამ თემაზე საუბარი ერთადერთი ემსახურება იმას, რომ დათესოთ რაღაცა პანიკა და...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს გმობს. ზურაბიშვილი Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ოდესაზე თავდასხმას, რა დროსაც არაერთი ძეგლი დაზიანდა, ომის მორიგ დანაშაულს უწოდებს. "რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის მორიგი დანაშაული! უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, ოდესასა და მის მშვიდობიან მოქალაქეებზე, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას",- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლები...
ხაბეიშვილმა აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ერთი კაცის - მიხეილ სააკაშვილის პარტია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. თალაკვაძის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებით ნათელი გახდა ასევე ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მიზეზი - მელია სააკაშვილის ავტორიტარიზმს პარტიაში საფრთხეს უქმნიდა. „მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი წავიდა, საქართველოს პასპორტი გადააგდო, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ითხოვა და დღეს უკრაინულად ელაპარაკება საქართველოდან მედიას, ეს პარტია არის ერთი კაცის პარტია და მათი დაბრუნება ხელისუფლებაში ნიშნავს სააკაშვილის, მერაბიშვილის, იმ ადამიანების დ...