სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მხრიდან ჯაშუშობაში ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძის თავისუფლების აღკვეთის ფაქტს გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთხელ დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს. შეგახ...
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძეს 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააგენტო Apsnypress-ის ცნობით, განაჩენი დღეს, 5 მაისს, მოსამართლე ბესლან ბერულავამ გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თაკალანძე ვადას საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხდის. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით (ჯაშუშობა) დანაშაულის ჩადენაში. „განჩინება საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიაში გადაწყვეტილების სრული ტექსტის გამოტანიდან 15 სამუშაო დღის ვადაში“, - ნათქვამია ანგარიშ...
ინფორმაცია, რომ თითქოს მე და ჩემს ძმას "ქოლცენტრებთან" რამე კავშირი გვაქვს 100%-ით ტყუილია,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც თბილისში, აღმაშენებლის N75-ში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ვაშაძის თქმით, ყველა კონტაქტს გამოიყენებს ევროკავშირში იმისთვის, რომ „თაღლითი მავნებლები და კრიმინალები პასუხისგებაში მისცეს“. „მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გაგვსვარონ მე და ჩემი ძმა. თითქოს "ქოლცენტრებთან" რამე კავშირი გვაქვს, არის 100%-ით ტყუილი და "ქოლცენტრების" უკან დღეს თუ ვინმე დგას ს...
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იმისთვის, ე.წ. ქოლცენტრები "მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს", რამდენიმე უწყება ერთად მუშაობს. ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ხელისუფლებას არ სცოდნოდა ე.წ. ქოლცენტრების არსებობა, გომელაურმა ასე უპასუხა: "ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუ არის, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ?! ჩვენ ვააშკარავებთ. ეს, რა თქმა უნდა ტყუილია... დაველოდოთ გამოძიებას. დეტალებში არ ჩავალ. ალბათ, ფინანსური პოლიცია გაკეთებს ამაზე განცხადებას, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით როგორც ფინანსური პოლიცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყება, რა...
ღირებულებების ომი მიდის მსოფლიოში, აქ ჩვენი ქართული გამოწვევაა ჩვენი მხრივ სად აღმოვჩნდებით ამ ღირებულებების ბრძოლაში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ღირებულების ომში, საქართველო არა არაჯანსაღი პროპაგანდის, არამედ იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს უნდა დადგეს. "თანამედროვე სამყაროში თუკი რამე გამოწვევა არსებობს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაზეც გუშინ პრემერ-მინისტრმა ისაუბრა, ეს არის და ამას აღიარ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მაისს სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა და ლონდონში მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება.
ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის მიღებას გმობს. ევროპელი სოციალისტების პარტიის ვიცე-პრეზიდენტის კატი პირის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება პოლიტიკური გაერთიანების ღირებულებებს. "პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და ამით ის ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა რჩება", - განაცხადა მან. მან ასევე აღნიშნა, რომ PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნების სტატუსის საკითხი განიხილება. "ჩვენ უკვე გადაწყვიტეთ, გადაიხედოს ქართული ოცნების სტატუსი PES-ში მომავალი არჩევნებისთვის. ეს აშკარად აუცილებელი ნა...
აშშ დიდი ხნის განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენ ამას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად მხარდაჭერისა აშშ პარტნიორებთან ერთად შეშფოთებულია საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯებით, როგორიც იყო "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტი, ამასთან ერთად სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მედიასთან დაკავშირებული საკითხები. „თუმცა გულწრფელად, ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯით. ამ ნაბიჯებს შორის არის კანონპროექტის წარდგენა, რომელიც ითვალისწინებდა უცხოური აგენტის სტატუსის მინიჭებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შსს-ს მინისტრის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თქმით, დედაქალაქის ცენტრში ქურდული და კრიმინალური გარჩევა ყოველდღიურ მოვლენად იქცა, რაც მიუთითებს სახელმწიფოს ჩამოშლაზე და იმ სტრუქტურების გაუმართაობაზე, რომლებმაც საზოგადოების უზრუნველყოფა და დაცვა უნდა მოახდინონ. „დედაქალაქის ცენტრში ქურდული, კრიმინალური გარჩევა ფაქტობრივად ყოველდღიურ მოვლენად იქცა მოსახლეობისთვის და ადამიანებს ბავშვების გამოშვების ეშინიათ გარეთ, ეშინიათ გადაადგილების, რადგან უმისამართო სროლებია კვირაში სამჯერ დედაქალაქში. ვნახეთ, რომ რამდენიმე დ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობა. გარდა ამისა შეხვედრაზე განხილულ იქნა, საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სო...
ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა ისეთივე ყალბია, როგორც მისი ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც გაუუქმეს, - ასე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს, რომელიც მან ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ქცევა და რიტორიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართული დაბრკოლებაა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. "ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა ისეთივე ყალბია, როგორც მისი ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც გაუუქმეს: - ის არის კაცი, რომელმაც საკუთარი შვილის თანატოლი ბავშვები ქვეყნის მტრებად გამოაცხადა “ფრანკლინის კლუბის” დისკუს...
[პალატაში] რკინის მაგიდა არ არის, სტატიებისთვის სჭირდება "ნიუსის" საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, ამაში ბევრი ფულია გადახდილი და საქართველოს წინააღმდეგ ამანაც უნდა იმუშაოს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მან გონება დაკარგა და თავი რკინის მაგიდას ჩამოარტყა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის "ფეკ კამპანია", რომელშიც მილიონობით დოლარი არის დახარჯული, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოს სახელმწიფო ამ "ფეიკ" ინფორმაციებს, წარმატებით უმკლავდება. „რკინის მაგიდა არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რკი...
ბოლო პერიოდამდე კონსტანტინ კულეს მეც დავეთანხმებოდი, მაგრამ საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ, - ასე გამოეხმაურა გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბუნდესტაგის დეპუტატის, კონსტანტინ კულეს განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად კლასიფიკაცია მყისიერად შეამცირებს გერმანიაში არალეგალურ მიგრაციას. კრამონმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისგან დისიდენტების ექსტრადირებაც კი მოსალოდნელია, ხოლო რაც შეეხება მოლდოვას, ის სხვა შემთხვევაა. "ბოლო პერიოდამდე კონსტანტინ კულეს მეც დავეთანხმებოდი, მაგრამ საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებ...
ივანიშვილი, რომელიც მთლიანად კრემლის კონტროლს ექვემდებარება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოსკოვს დაუახლოვდეს, - ამის შესახებ უკრაინის "რადას" დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესება კრემლზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება. "საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ ჩემ შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. ფრენსის ფუკუიამა ნაძირალა გონჩარენკოსთან ერთად ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს. ივანიშვილი, რომელიც მთლიანად კრემლის კონტროლს ექვემდებარება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოსკოვს დაუახლოვდეს, ამიტომ მის მიმართ სანქციების შემოღება კრ...
ღარიბაშვილისგან შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ იცხოვრო რუსეთის ჩრდილში და შეინარჩუნო საკუთარი ქვეყნის ღირებულებები,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. ორბანის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია. "მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წა...
უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ვიქტორ ორბანი სამაგალითო პოლიტიკოსი და მებრძოლი ქრისტიანი კაცია. "განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრემიერ ორბანს; უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარ...
ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) ბუდაპეშტში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე. „რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის. ასე იყო ფაშიზმის შემთხვევაშიც, და არაერთხელ მთელს ისტორიაში. ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ თავისუფლებას - ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან. დიახ, ეს ...
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 30 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ახალკაცისა და მამაგულაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. "საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკ...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს ის ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. მისივე განმარტებით, კონკრეტული ევროპარლამენტარების ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს ანტიდასავლურ განწყობას. „დღეს მე რომ ვარ ხელისუფლებაში, ეს ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება და დამსახურებაა. შესაბამისად, მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც პოლიტიკოსი, ვალდებული ვარ, დავიცვა ჩემი ქვეყნის, ხალხის ინტერესები. შესაბამისად, როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავიაო, რა თქმა უნდა არ ვაპირებ ამის გატარებას და ამაში აბსოლუტურად...
მე მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვა ჩემს იდენტობაზე, წარსულზე, ტრადიციებსა და კულტურაზე, რითაც ვამაყობ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ბრალდებები, თითქოს გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს, ცილისწამებაა. „რატომ არ შევუერთდით სანქციებს? ამაზეა ძირითადად საუბარი. ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ ქართული ღვინო ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები თუ არ გავა, ამით დავაზიანებთ რუსულ ეკონომიკას? ასე ხომ პირიქით დავაზიანებთ გაჭირვებულ ხალხს, ვინც 24 საათი შრომობს ლუკმა-პურის ოჯახში შესატანად. ეს ფული ხომ ისევ საქართველოში შემოდის?! რატომ უნდა გავხსნათ მეორე ფ...