მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენებას აქციის პროცესში, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენება და უკრაინის მიმართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარობა წარმოადგენდა.
„რუსების ამ შემოსევის შედეგად, თითოეული ქართველის სიცოცხლე საფრთხეშია”, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მის წერილში, ასევე საუბარია ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, რომელსაც ექსპრეზიდენტი „მხარს სრულად უჭერს“. „სრულად ვუჭერ მხარს ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივას, რომელიც წამოვიდა საზოგადოებისგან. ოღონდ ამას სჭირდება ძალიან დიდი მობილიზაცია ქუჩებში და პარლამენტის შიგნითაც ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია. თუნდაც რუსების შემოსევის შესაჩერებლად და ასევე ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და რეპუტაციის გადასარჩენად. ასევე, ქვეყნის სრული იზოლაციის თავიდან ასაცილებლად, ამ მოთხოვნაზ...
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ უკრაინას ყველა საერთაშორისო დონეეზე მხარი დაუჭირა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინაში ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. „მინდა დავიწყო ჩემი სოლიდარობის გამოხატვით უკრაინელი მეგობრების მიმართ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია ის რაც ხდება უკრაინაში, მინდა ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო. ჩვენ ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე მხარი დავუჭირეთ პოლიტიკურად და ამას გავაგრძელებთ. დღეის მდგომარეობით, 140 ტონა ჰუმანიტარული ტვ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ღია წერილით მიმართეს. ენმ-ს წევრები გომელაურისგან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობისა და მათ მიმართ გამოყენებული სანქციების ზომის თაობაზე ინფორმაციას ითხოვენ. ბრიფინგზე"ნაცმოძრაობის წევრმა" ნონა მამულაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის პასპორტის მქონე მოქალაქეების შემოდინებას. "დღეს საქართველოს მთავრობა წერს საქართველოს ისტორიის სამარცხვინო გვერდს. მთელი ცივილიზებული სამყარო უკრინის გვერდით დგას და საქართველოს სახელი მოიხსენიება რუსეთის და ბელორუსის გვერდით. დღეს, ჩვენ მივმართეთ წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, იმიტომ, რომ ჩვენ ვხე...
„მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს. პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე, უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს. მან ასევე, დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და დასძინა, რომ აქციის მონაწილეები საქართველოს ღირსებას წარმოადგენენ. „მე დღეს, ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს. პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთი იქ, სადაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ჩვენც იქ ვართ და ჩვენც იქ ვიქნებით, მინდა აქედა...
„რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ევროპის გაერთიანებაში, ვლადიმერ პუტინს დიდი წვლილი მიუძღვის. მან შექმნა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა; მან მეორე სიცოცხლე მისცა ევროპას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევროპას უბიძგა, გაეცნობიერებინა თავისი ძალა, რომლის გამოსაყენებლადაც იგი უკვე მზადაა. „ის, რაც არ მოხდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ეს ევროპის ერთობაა, რომელიც მე ვფიქრობ, ყველასთვის გასაკვირია და ნამდვილად ისტორიული ფაქტია, რაშიც ჩემის აზრით, დიდი წვლილი ემანუელ მაკრონს მიუძღვის, მაგრამ ასევე გარემოებებს და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვლადიმერ პუტინ...
საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი „ქართული ოცნების“ თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, „საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ უსაფრთხოებაზე“. იან კელის განცხადებით, საქართველო ნებისმიერი ეთნიკური ადამიანისთვის განურჩევლად ღიაა, თუ „პუტინის ოპონენტი არ ხარ“. „თუ პუტინის ოპონენტი არ ხარ (როგორც სობოლი და გუდკოვი), ასეთ შემთხვევაში უკან, რუსეთში დაგაბრუნებთ“, - წერს იან კელი „ტვიტერ“-ზე.
პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, პუტინი მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია. ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ისევე როგორც მოლდოვამ და უკრაინამ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ტრიო ერთი და იმავე გზას მიჰყვებიან, ასე რომ, პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. შეიძლება ითქვას, რ...
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ რომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველ, შოთა თუთბერიძესა და პენიტენციურის თანამშრომელს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მათივე ცნობით, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, უფლებამოსილება შეუჩერდა "ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღნიშნული ფ...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ვროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ჟოზეფ ბორელს ქართველი მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე, პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები მიმართავენ. განცხადებაში ისინი ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს თხოვნით მიმართავენ, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭები...
„ელჩის გაწვევა აშკარა ორმაგი სტანდარტია. აშკარაა მცდელობა, საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხორციელდება. ცნობილია, რომ მათ მრავლად ჰყავთ წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლინ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ომსა და სანქციებში ქვეყნის ჩათრევის ფარული მცდელობით, ეს ადამიანები კიდევ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ისე ახლაც, ისინი მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას „საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა შესაფერის პლატფორმაზე: ევროსაბჭოში, გაეროსა და ეუთოში. უკრანიას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლ...
„ქართულმა ოცნება“-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლინ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს, საქართველოს ხელისუფლების სახელით, 3 მარტს ოფიციალურად წარედგინება. „მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურბს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ. „ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის საბჭოს ...
„რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს და სხვა ბადრაგებმა გაარიდეს დანაშაულის (სწორედ, დანაშაულის) ჩადენის ადგილს“, - ამის შესახებ საქართვლოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია იუწყება. მომხდართან დაკავშირებით, იგი ბადრაგის ვინაობისა და ძალადობის ვიდეომასალის გასაჯაროებას ითხოვს. „ეს ნაძირალა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით!“, - აღნიშნულია განცხადებაში. „რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური ...
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პარლამენტს მიმართავს. „მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია პარლამენტში ინიცირებულია, როგორც ჩანს, ჯერჯერობით სესია ამ საკითხზე არ ჩატარდება და, შესაბამისად, ეს პროცესი დროში გაიწელება. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან საჩქაროა განცხადების გაგზავნა პარლამენტში“, - აღნიშნულია განცხადებაში. მათივე თქმით, საქართველო პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლია, ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის კი, სათანადო შეფასებას და ევროპულ პერსპექტივას იმსახურებს. „უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია შარლ მიშელის შეთანხმების პირობების შესრულება...
„არ უნდა ჩავერთოთ იმ ომში, სადაც წინაწარ ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მამუკა მდინარაძე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას. მისივე თქმით, თუ ხალხის აზრი არის ის, რომ საქართველო ისეთ ომში, სადაც წინასწარ გეცოდინება ყველაფერი არ უნდა ჩაებას, მაშინ ყველა დანარჩენში „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები მართლები იქნებიან. „ოკუპანტი ქვეყნის ჯარი დგას ქვეყნის შუაგულში, ცენტრალურ მაგისტრალთან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ერმა უნდა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება, ან ასე, ან ისე, მაგრამ თუ გადაწყვეტილება და ხალხის აზრი არის, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ისე...
კიდევ გეტყვი ბევრჯერ, ბევრჯერ, კიდევ გაგიმეორებ, მე შენ დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორე. - ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა "ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის სიტყვას ოპოზიციის მისამართით. "ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ყაველაშვილის გამოსვლა, რომელმაც ისე აგინა საკუთარ დედას, რომ გაოცებული ვარ, მე ასეთი რამე არ მომისმენია. მომაგონდა მამაჩემის ცნობილი ფუნაგორია, გარდაცვლილ ადამიანს უთხრა, ძალიან ცუდ კაცს - "კიდევ გეტყვი ბევრჯერ, ბევრჯერ, კიდევ გაგიმეორებ, მე შენ დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორე". - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. შეგახსენებთ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლა...
საქართველოს არა აქვს რესურსი, რომ დღეს ისაუბროს სანქციებზე. - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სანქციები ქართველი ხალხისთვის მტკივნეული იქნება. "სანქციებს რაც შეეხება პრემიერმა გააკეთა მკაფიო განცხადება და რა თქმა უნდა, ეს განცხადება იყო განხილული გუნდში და ყველა ამას ვიზიარებთ. როდესაც გვაქვს საუბრები მაგალითად ოპოზიციასთან დახურულ რეჟიმში, ყველა აცნობიერებს, რომ ეს სანქციები არ იქნება მტკივნეული რუსეთისთვის, მაგრამ იქნება ძალიან მძიმე ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გვმართებს ყველაფრის აწონდაწონა და აგდაწყვეგტილების მიღება სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით. საქართველოს არა...
„მოხერხება უნდა, ერთიგვერდიან ტექსტში შინაარსი არ იყოს. როგორ უსახელოდაც დაიწყე, ისე უსახელოდ დაასრულე“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია სახელმწიფო ინსპეტორის, ლონდა თოლორაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას. ნიკა გვარამიას თქმით, განცხადება, რომელიც აღნიშნულმა უწყებამ გააკეთა, სასირცხვილოა. „გამოქვეყნდა ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადება მიხეილ სააკაშვილზე. მოხერხება უნდა, ერთიგვერდიან ტექსტში შინაარსი არ იყოს. სრულიად სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ლონდა თოლორაია. როგორ უსახელოდაც დაიწყე, ისე უსახელოდ დაასრულე“, - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუკ“-ზე.
„დამიკავშირდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი და მთხოვა, მადლობა გადამეცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის. მე ამდენი თვალებანთებული ახალგაზრდის ნახვის შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ასე ამაყი“, - უკრაინის სოლიდარობის აქციის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. წერილში, საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამბობს, რომ იგი საქართველოში „სწორ დროს ჩამოვიდა“. „დამიკავშირდა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი და მთხოვა, მადლობა გადამეცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხისთვის. მე ამდენი თვალებანთებული ახალგაზრდის ნახვის შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ასე ამაყი. "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება". ე.ი. სწორ დროს ჩამოვედი აქ. ...
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმართ მასზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ განცხადება გააკეთა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე, საგამოძიებო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, ისაუბროს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცებით ფორმაში, რის მიზეზადაც აღნიშნული საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარე პროცესში ყოფნა დასახელდა. „...გამოძიების დაწყების დღიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი აქტიურ კომუნიკაციაშია მ. სააკაშვილთან და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან. მათ მიეწოდებოდათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებ...