უფლებები არის სხვა და პროპაგანდა...

ნელ-ნელა ჩაერთო „ნაცმოძრაობა“, ეპარებიან თემას გვერდიდან. მათ აერთიანებთ ამ პროპაგანდის მხარეს დგომა და გარდა მათი რეალური გაერთიანებისა, უკვე აღმოჩნდა, ვერცერთმა გაუბედა თავის პატრონს, ეთქვა, რომ ეროვნული ამოცანა, ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებული ოჯახური ღირებულებების დაცვის, ჩვენი მომავალი თაობების დაცვის კანონპროექტია და მოდი, მხარს დავუჭერთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის მიერ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ „ღამის კურიერში“ საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები ცდილობ...

მამუკა მდინარაძე - დაგვიფიქსირდა...

პირველად, ბოლო წლების ისტორიაში, საერთო ჯამში დაგვიფიქსირდა პოზიტიური მიგრაციული სალდო. ყველგან არის გამოწვევა და პრობლემა, მაგრამ ათასჯერ წინ რომ ვართ, არც მინდა შევადარო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს,  იმას რომ ურტყამენ, ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც ესენი [ოპოზიცია] დარტყმებს ახორციელებენ, იქ სინამდვილეში, თურმე, პროგრესია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.  როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო - საქართველოდან გასული ადამიანების რაოდენობა, დაახლოებით, 250 ათასი ადამიანით გაიზარდა. „სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ შემოდის, შენი ქვ...

მდინარაძე - სტრასბურგი უდასტურებ...

შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ. რუსთავი 2 -ის საქმეზე 2 წლიანი ნეგატიური კამპანია იყო სასამართლოს წინააღმდეგ, სტრასბურგში ითქვა, რომ სახელმწიფო მართალია, ანუ სასამართლო ორი წლის განმავლობაში აზიანეს ტყუილი ნარატივით. გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, ტყუილი ნარატივი აღმოჩნდა, როცა განსახილველადაც არ მიიღო სტრასბურგმა, დადასტურდა, რომ ტყუილი იყოს ეს ყველაფერი, მათ შორის პრეზიდენტის მიერ, ახლა უკვე ეგრეთ წოდებულს რომ ვუწოდებთ სავსებით სამართლიანად, მისი შეწყალებაც ამ ნარატივის ნაწილი იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა. მდინარაძის თქმით, ყოვე...

მიხეილ სააკაშვილი - ვშიშობ, პატა...

ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას - გამარჯვების პლატფორმას“  ერთპიროვნულად გამარჯვება მოუწევს. „ახლა დრო აღარ არის წვრილმან საკითხებზე კამათის. უნდა გადავიდეთ საქმეზე. ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს. ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა და გამარჯვება. მინდა ვთქვა, რა მოხდება ამის შემდეგ, რადგან ...

გვარამია - სტრასბურგის ადამიანის...

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი, - ამის შესახებ "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც გვარამია აღნიშავს, ერთ-ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და "მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა". "ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღ...

ზარქუა - სადაც გვაქვს წარმომადგე...

სადაც გვაქვს წარმომადგენლობა და საელჩო, ყველგან იქნება გახსნილი საარჩევნო ყუთები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა. ზარქუას თქმით, არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ევროპული სახელმწიფოები ატარებენ თავისი მიგრანტებისთვის. "სადაც გვაქვს წარმომადგენლობა და საელჩო, ყველგან იქნება გახსნილი საარჩევნო ყუთები. ბოდიში, თუ ვიღაცას "პადიეზდთან" ან სამსახურთან ვერ დავუდგით ყუთები. არ არის ამის არც ვალდებულება და არც აუცილებლობა. როგორც სხვა ქვეყნები ატარებენ, ევროპული სახელმწიფოები ატარებენ თავისი მიგრანტებისთვის, ზუსტად ისე გავაკეთებთ ჩვენ", - განაცხადა ზარქუამ.

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ  და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ხელმოწერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანეს. „მართლაც საოცარი დღე გამოვიდა, ვხედავდით მთელი ამ დღეების განმავლობაში როგორი უპრეცედენტო აქტივობა და ერთობა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. 200 ათასამდე ხელმოწერა არის შეგროვებული და მართლაც გასაოცარია, რადგან კარგად ვიცით თუ როგორ ჭირს საქართველოში ხელმოწერების შეგროვება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამ გააერთიანა მთელი საქართველო, გააერთიანა ექიმები, მასწავლებლე...

კობახიძე - საქართველოსა და სომხე...

გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ურთიერთობები საქართველოსა და შორის დინამიურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვარ ოფიციალური...

ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიე...

ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება,- ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს აღნიშნა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თქმით, "ყველაფერი გაკეთდება, რათა ახალი ჰორიზონტები გაიხსნას ორი ქვეყნის ურთიერთობებში". "დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ირაკლი თავისი სერიოზული დამოკიდებულებით თავის წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაღრმავებაში სომხეთსა და საქართველოს შორის... წინა წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან ა...

პრემიერი - საქართველო მზად არის,...

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან  თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება სათანადო შეთანხმებით,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა კოლეგა საქართველოში მოიწვია. „საქართველო მზად არის, რომ თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გამოვ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. "აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურა...

150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვ...

150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია, მოისმინოს ქართველი ხალხის ხმა და მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად, მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტი იყოს თავისუფალი". "150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ გვინდა, რომ მინიმალურად თავისუფალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, მნიშვნელოვანია, მთავ...

მამუკა მდინარაძე - გადავწყვიტეთ,...

გადავწყვიტეთ, დავაინიციროთ საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ახლო მომავალში, პარლამენტში დაინიცირდება კონკრეტული ცვლილებები, რომელიც რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს. "როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაანონსეთ საკანონმდებლო ცვლილებები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც განვსაზღვრეთ ორკვირიანი ვადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს წარმოედგინათ ამ საკითხის დარეგულირების შესახე...

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, 25 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება - საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. "დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს. საქართველოს დელეგაციაშ...

ღარიბაშვილი ხიდაშელზე - ძალიან მ...

დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ძალიან გააძლიერებდა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლის თანამდებობაზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. "დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ძალიან გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია. მადლობა გადავუხადეთ იმიტომ, რომ ძლიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს. თუ არ ვცდები, ოთხი წელი იგი იყო სიმბოლურად მრჩევლის თანამდებობაზე, ზოგადად რომ იცოდეთ, ...

ღარიბაშვილი ე.წ. ვეტინგზე - გვეუ...

გვეუბნებიან, რომ თქვენ უნდა მოიწვიოთ უცხოეთის მოქალაქეები, ჯერ ერთი, ვინ შეამოწმა თავად მათი კეთილსინდისიერება? საერთოდ, თავმოყვარეობა არ გვაქვს ჩვენ, დამოუკიდებელ, ამხელა ისტორიის ერს, რომ არ მოვიწვიოთ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ არ შეგვიმოწმონ ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება?- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, "2012 წელს, დასავლეთის პირდაპირი ინსტრუქცია იყო, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლება სასამართლოს არ შეხებოდა, შესაბამისად, მოსამართლეები სისტემის ბედს თავად წყვეტენ". "ყველა მოსამართლეს აქვს საკმარისზე მეტი გამოცდილება, 20 და 30-წლიანი, ისინი არ მოსულან გუშინ დ...

ქართულ მართლმსაჯულებაში არავის ჩ...

დღეს, ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია ყოველგვარი უცხოური ჩარევისგან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო და ამას შემთხვევით არ ვამბობ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ქართულ მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაში "ვინმეს ჩარევას" არ დაუშვებს. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, კანონის უზენაესობით და მართლმსაჯულების გამართული სისტემით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთ-ერთი ლიდერია. "ეს არის ქართული ინსტიტუტი, რომელიც გამართულად მუშაობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არ...

ირაკლი ღარიბაშვილი - არჩევნები უ...

ეს არჩევნები ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება; რომ არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა გურიაში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "მეორე ფრონტის საფრთხე არსად წასულა". "გურიაში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენი საამაყო გურულები არიან მოტივირებულები, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ უნდა მოვახერხოთ მაქსიმალური მობილიზე...

სტანო - საქართველოს სჭირდება შემ...

სასამართლო სისტემაში რომ აღმოიფხვრას სისტემური გამოწვევები, საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს განსხვავებული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე წამყვან თანამდებობაზე იმყოფებიან, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამია, სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა ასევე არის იმ ცხრა საფეხურის ნაწილი, რომელიც ევროკომისიის მიერ წარდგენილ ევროკავშირის გაფართოების მოხსენებაშია აღნიშნული. "სასამართლო სისტემაში რომ აღმოიფხვრას სისტემური გამოწვევები, საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს განსხვავებული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ეტა...

როდესაც მოქალაქეები ემიგრაციაში ...

მაშინ, როდესაც უკიდურეს სიღარიბეს, უმუშევრობასა და გაზრდილ ფასებს ასიათასობით საქართველოს მოქალაქე იძულებით ემიგრაციაში გაურბის, ხელისუფლება მათ უარს ეუბნება ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობაზე,- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობოს" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. ბოკუჩავამ ყურადღება საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხზე გაამახვილა. „ბატონო ილია, თქვენ ცრუობთ, როდესაც ამბობთ, რომ სისტემა არ ითხოვს საცხოვრებელი მისამართის მითითებას. ელექტრონული სისტემა სწორედ, რომ ითხოვს საცხოვრებელი ადგილის მითითებას. ასევე, გარ...