პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 30 წავიდა. სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კანონონის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც პარლამენ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ობრაიენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს. გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე. მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირ...
ქართველების წინააღმდეგ, ქართველი გამოიყვანეთ და გაუსწორდით სასტიკად, მაგრამ თქვენ ფიზიკურ ტკივილზე მეტი გელოდებათ და ეს არის საქართველოს ისტორია, რომელსაც უკუღმა წერთ,-ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხაბეიშვილის გაანცხადებით, "დღეს ხელისუფლებაში არის ხარება, ის რობოკოპები", რომლებიც "ქართული ოცნების" დეპუტატებს "იცავენ". "ახალგაზრდებს, ვისაც თქვენ სახის ძვლებს უტეხავთ, ეს შეხორცდება, მაგრამ თქვენი რეპუტაცია აღარასდროს არ გამთელდება, ეს უნდა გესმოდეთ. სამწუხარო რეალობაა, რომ ხალხზე ზრუნვის სახელით, ხალხს აჩეჩებთ კანონს, სადაც თ...
მინდა, მივმართო ახალ თაობას - ძვირფასო ახალგაზრდებო, იცოდეთ, ვიდრე თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ, პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ცდილობს და ელოდება მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თალაკვაძის თქმით, "კოლექტიური ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით ცდილობს. „სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას და მის ლობისტებს, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებ...
საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შეახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატებს სიტყვით გამოსვლები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე უწევთ. სხდომაზე ცოტა ხნის წინ ტექნიკური შესვენებაც იყო გამოცხადებული. შეგახსენებთ, გუშინ, 13 მაისს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეეტმა დაუჭირა.
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით შეუერთდნენ. პარალელურად საკანონმდებლო ორგანო ემზადება პლენარული სესიისთვის, რომელზეც აღნიშნული კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი. პარლამენტში უკვე მიდიან "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებსაც შენობაში შესვლა პროტესტის ფონზე უწევთ. შეგახსენებთ, გუშინ, 13 მაისს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეეტმა დაუჭირა.
ევროპარლამენტარები - თიის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავენ. აღნიშნული ევროპარლამენტარები ბორელს მოუწოდებენ, შემუშავდეს სანქციები „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის და იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს მხარს უჭერენ. „ძვირფასო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტო, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესო წარმომადგენელო, ჯოზეფ ბორელ, საქართველოში ამ დილით განვითარებული მოვლენების, „უცხო...
ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, "საერთო გეგმა საჭიროა როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე". "ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება, როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე. ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება. საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და არა ჩვენი თანამდებობების. პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ. ძალა ერთობაშია!" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
პრეზიდენტს რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს. მაქსიმალურად გაწელავს დროს და ბოლოს აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის, რომ ვეტოს დადების შემდეგ, კანონპროექტზე უცხოელი პარტნიორებისგან არგუმენტები მოისმინოს. „პრეზიდენტის განცხადებებიდან გამოიკვეთა, რომ ის თავისით არ მოქმედებს. აშკარად იკვეთება, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს და დაწერს. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს ვეტოს დადების ვადებს, მაქსიმალურად გაწელავს პროცესს და ბოლო ნაბიჯი იქნება - ვეტოს დადება. ...
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებას არ ელოდება, რადგან "საკუთარი ქვეყნის ინტერესს იცავს". როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის მთავარი არა რომელიმე ევროპარლამენტარის თუ პოლიტიკოსის განცხადება, არამედ ქართველი ხალხის აზრია. "არავის ეშინია სანქციების. რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ. ჯერ რატომ უნდა დამასანქცირონ, აბსოლუტურად გაუგებარია. იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესს ვიცავ? ეს არის ევროპა და ევროპული მომავალი? ვინმეს დაჩაგვრა არის ევროპული მომავალი, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აკეთებდნენ? ასეთი ევროპა გინდათ თქვენ...
საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვა), მარგუს ცანკა (ესტონეთი), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია). ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, ლიეტუის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენი - ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალა" ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დასავლელი პოლიტიკოსების სტუ...
მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ და სადამდე მიგიყვანათ ივანიშვილმა. გონს მოეგეთ, როდემდე აპირებთ საკუთარ თავთან ბრძოლას? - ასე მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. მანჯგალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ "ოცნებას" რუსული კანონისთვის მხარი დაეჭირა, სპეცრაზმი ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდა". "ის, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა ჩატარდა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების დარბევის ფონზე და ასე დაუჭირეს მხარი მესამე მოსმენით რუსულ კანონს, ამით თავს არ უნდა იწონებდნენ. ჩვენ 14 საათი, მთელი ღამის განმავლობაში ვიყავით ჩვენს მოქალაქეებთან ერთად,...
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომა დაწყებიდან, დაახლოებით, 2 წუთში დასრულდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, კანონპროექტის მიღება საზოგადოების დაკვეთაა. "ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღება, რომ ამ ქვეყანაში საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, რა თანხები შემოდის, როგორ იხარჯება და რა მიზანს ემსახურება",- თქვა ოხანაშვილმა. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მი...
ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა - "აბა, რა არის ამ კანონში რუსული" - ამას ვერ შეცვლის - თქვენ წერეთ და იკითხეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველო "რუსულ მდგომარეობაში არ დაბრუნდება". "ისიც ვერ გაიგეთ, როგორც ჩანს, რომ აქ კი, რუსულ კანონზე არის საუბარი. ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა - "აბა, რა არის ამ კანონში რუსული" - ამას ვერ შეცვლის - თქვენ წერეთ და იკითხეთ. ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს ...
მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელი, ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, რომ მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, "ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს". "გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ. მინდა, გავ...
არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია! - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ევროპის მარშს". როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, გუშინდელი აქცია ყველაზე ხალხმრავალი იყო. "გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით უფრო ხალხმრავალი, ვიდრე "მაიდნებზე" უკრაინაში, ვიდრე ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე 9 აპრილს და "ვარდების რევოლუციის" დროსაც კი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლა. გაუმარჯოს ერთობას! არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, გუშინ 11 მაისს თბილისში "ევროპის მარში" ...
"ნაციონალური მოძრაობის" სტილია ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, რომლებიც როგორც ჩანს, გამოიყენებოდა შანტაჟისთვის - ეს არის ზუსტად "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, რომელიც მათ 2012 წლამდე ჰქონდათ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, "ვინაიდან ახლა ხელისუფლებაში არ არიან, თავიანთი საცეცებით კერძო ინიციატივით აგროვებენ ასეთ ფაილებს". "მნიშვნელოვანია ამ მხრივ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს, ვინ დგას ამის უკან დამკვეთების სახით, ვინაიდან ეს, რა თქმა უნდა, არ არის კერძო, ერთი ადამიანის თავში დაბადებული იდეა, რომ შეეგროვებინა ფარულად სხვისი ინტიმური ცხოვრებ...
თუ უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება ესა თუ ის პირი თუ ორგანიზაცია, ასეთი ორგანიზაცია უნდა დაიხუროს პირდაპირ, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე და ასეთი პირი უნდა იყოს დასჯილი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, არ მიესალმება "უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების ლეგალიზებას", რადგან "აგენტი აგენტია". "რაც შეეხება ამ კანონს, საერთოდ მე ამ კანონის მიმართ... საერთოდ, ეს ჩემი პირადი აზრია, ეს არ არის ჩვენი პარტიის აზრი, მაგრამ როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწი...
29 კონგრესმენი ირაკლი კობახიძეს ერთობლივი წერილით მიმართავს. წერილში ისინი შეშფოთებას გამოხატავენ რუსული კანონის შემობრუნებაზე, კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მიმართ ხელისუფლების მიერ გამოყენებულ მეთოდებსა და ივანიშვილის განცხადებაზე. კონგრესმენები მოუწოდებენ კობახიძეს, გაიწვიონ კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ შეუერთდებიან სენატის ინიციატივას. გთავაზობთ წერილს: „ჩვენ გწერთ, რათა გამოვხატოთ შეშფოთება „უცხოეთის აგენტის“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ერთი წლის შემდეგ შემოაბრუნა. ეს კანონპროექტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის გაცხადებულ სურვილს, შეუერთდეთ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, 2009 წლის შტატები-საქარ...
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) და კიდევ 17 საერთაშორისო უფლებადამცველი და პრესის ორგანიზაცია პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ერთობლივი წერილით მიმართავენ. საერთაშორისო ორგანიზაციები მმართველ პარტიას "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისკენ და საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებენ. "ჩვენ, ხელმომწერი საერთაშორისო პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მოგმართავთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" ხელახალი შემოღების და ჟურნალისტების და რეპორტიორების მიმართ ძალადობის უეცარი ზრდის და სხვა შეზღუდვების...