11-12 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა, აქცენტი გაკეთდება 2022-2023 წლებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. მათივე ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან გამართავს.
ჩვენი ხელისუფლების მიზანია, შექმნას და ხელისუფლების თითოეული შტოს, საჯარო უწყებათა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. მთავრობის მეთაურის თქმით, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასული წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. "ჩვენი ხელისუფლების მიზანია, შექმნას და ხელისუფლების თითოეული შტოს, საჯარო უწყებათა და დაინტე...
შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში აცხადებს. ელჩის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, რასაც თან ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა ახლავს. "დღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. 1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების შემდეგ მსოფლიო ძალიან შეიცვალა. მთელ მსოფლიოში მიმდინარე არასახარბი...
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. გახარიას თქმით, კანონი კანონობს მხოლოდ ვიღაცისთვის, ვიღაცას კი დაუსჯელობის სრული უფლება აქვს. „დღეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეა. გუშინ კი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო. საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა და როგორც შედეგი - გვაქვს უთანასწორობა სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ელიტუ...
ევროინტეგრაციის მხარდამჭერს სახალხო მარშს საქართველოს პრეზიდენტი ევროპის მოედანზე შეუერთდა. იმედი გამოთქვა, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებს და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. "ევროკომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა და ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და მათგან მე ველოდები, რომ გაითვალისწინებენ ერთის მხრივ, მიღებულ რეკომენდაციებს და გაითვალისწინებენ ასევე ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული ამ დონეზე. ეს არის მშვიდობიანი მარში, მშვიდობიანი გამოხატულება ადამიანების აზრის და ნების, რაც მთელ ამ პერიოდში სხვადასხვა ინიციატივებით გამოიხატა და ეს არის ბოლო ინიციატივა, რომელსაც ყველანი ვუერთდებით და რომლითაც ჩვენ გ...
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, წელს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. "კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება. წელს ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. უმნიშვნელოვანესი იყო დამოუკიდებელი, მაღალი ანგარიშვალდებულების ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ფუნქციას. ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო შედეგ...
ერთი კვირა გვაშორებს გაფართოების პაკეტის შესახებ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებამდე, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ძალიან მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე ინტენსიურად მიმდინარეობს. „გაფართოების პაკეტის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. მოლაპარაკებები გრძელდება. ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. ამ დროისთვის არსებული ვითარება სხვადასხვაგვარია: ერთი მხრივ, დადებითი ა...
გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი უნგრეთისა და ევროკავშირის მიმდინარე უთანხმოებაზე საუბრისას საქართველოს ურჩევს, მეგობრები გონივრულად აირჩიოს. ამის შესახებ ფიშერმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას. უნგრეთის პრემიერის მოსალოდნელი ვეტო უკრაინაზე ფიშერმა დაუკავშირა ბუდაპეშტის სურვილს, მიიღოს გაყინული თანხა, რომელზე წვდომაც მას აღარ აქვს. "პირველი გაკვეთილი - აირჩიეთ მეგობრები გონივრულად. ამ წევრ ქვეყანას [უნგრეთს] სურს, რომ გამოყონ ევროკავშირის გარკვეული ფონდები, რომლებიც შეჩერებული იყო. ეს მოხდა, რადგან ევროკავშირმა განსაზღვრა, რომ ამ წევრმა ქვეყანამ დაარღვია კანონის უზენაესობის გარკვეული პრინციპები და ზოგიერთი თანხა არ იყო სწორად გამოყენებული. მეორე გაკვეთილი არის ს...
ნიკა მელია არ გადიოდა „ნაცმოძრაობიდან“ სანამ არ გარიცხეს და ამის მერე თქვა, რომ გავიდა პარტიიდან. ეს თავიდან ბოლომდე მეტყველებს მის არათანმიმდევრულობაზე, აქამდე თავმოყვარე კაცი უნდა გასულიყო „ნაცმოძრაობიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში დიდი არ არის, თუმცა მას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“, რაც დადებითად აისახება არჩევნების შედეგებზე. „ამ უმძიმეს პოლიტიკურ პარტიას ვერ ელეოდა ამდენი ხნის განმავლობაში, ინარჩუნებდა იმედს, რომ მოახერხებდა ნაცმოძრაობაში პოზიციების აღდგენას. ახლა უკ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10-12 დეკემბერს ჩეხეთს ეწვევა. აღნიშნული ინფორმაცია ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურებს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ასევე უცნობია ვიზიტის დეტალები.
აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეჩერება პუტინისა და სი ძინპინისთვის ნამდვილი საშობაო საჩუქარი იქნება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერფენციაზე განაცხადა. კამერონის თქმით, თუ უკრაინას ფული არ გადაეცემა, "დედამიწაზე ორი ადამიანი იქნება, ვისაც ეს გაუხარდება", ერთი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ხოლო მეორე - ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. "ჩვენ მათ [უკრაინელებს] უნდა დავეხმაროთ და დავრწმუნდეთ, რომ ვინმე თუ წააგებს, ეს პუტინი იქნება. თუ უკრაინას ფული არ გადაეცემა, დედამიწაზე ორი ადამიანი იქნება, ვ...
რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას (ეს სუფთა რუსული ტექნოლოგიაა), მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ!- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ექსპრეზიდენტის განცხადებით, "გამარჯვების კოალიციამ" და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო სია "ერთად უნდა ჩამოაყალიბონ უკვე არსებული დემოკრატიული ტრადიციით, პარტიის წევრების მიერ ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრით". "ეს საშუალებას მოგვცემს, სერიოზულად განვაახლოთ პოლიტიკური სპექტრი. ჩვენ არ დავკარგავთ არცერთ დღეს არსებულ ხმას, არამედ პირიქით, გავაფართოებთ ჩვენს ...
ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა. ფავლენიშვილის თქმით, ენმ-ი კონკურენტად არ განიხილავს პარტიას, რომლის დაფუძნებასაც მელია აპირებს. "პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ფაქტობრივად, ცხრა თვეა ამას ვამბობთ, რომ ეს ადამიანი და მისი გარემოცვა ტოვებს პარტიას, თუმცა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირად...
მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი და თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე დაინახავს ჩვენი საზოგადოება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, "უპრინციპობის და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადზე შეიძლება იყოს საუბარი". "მას შემდეგ, რაც ის პრაქტიკულად გააგდეს „ნაციონალური მოძრაობიდან“, თქვენ ხედავდით ამ თვეების განმავლობაში, როდესაც მას "ნაციონალური მოძრაობის“ კარს უკეტავდნენ, როგორ ცდილობდა, რომ როგორმე გადამძვრალიყო ფანჯრიდან. მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან ...
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელიას წასვლას გამოეხმაურა. თალაკვაძის განცხადებით, მელია რასაც ამბობს, იმის საპირისპიროს აკეთებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, პარტიიდან მისი წასვლით, "ნაციონალური მოძრაობა" "კიდევ უფრო დაიშალა, რაც ქართული პოლიტიკისთვის კარგია". "აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანი [ნიკა მელია], რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდი, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებით - შევიდა პარლამენტში. მერე თქვა, რომ არ წავალ პარტიიდანო და წავიდა პარტიიდანაც. ანუ, ჯერჯერობით, ყველაფერს უკუღმა აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც მუხტი ამ ადამიანმა გაიყოლა და პარტია ...
უხამსი ეპითეტებისგან თავი შეიკავე - გთავაზობ, დავსხდეთ ექსპერტებთან ერთად და კონკრეტული გეგმა დავსახოთ. თუ მზად ხარ, შეგვიძლია, რომ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა,- ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას. ვაშაძის თქმით, თბილისში არსებული სატრანსპორტო კოლაფსი მოუგვარებელი პრობლემა არ არის. "კახი კალაძეს მინდა გამოვეხმაურო: პირველი - საზოგადოებრივ ტრანსპორტში რაც ხდება, ეს არის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგი და ეს არის სიმართლე. მეორე - ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ამის გადაწყვეტის გზები არ არსებობს. ვაშინგტონში ვარ ახლა და თუ აშშ-ის დედაქალაქში გადაჭრეს ეს...
მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობითა და მონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტია "რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ მეგობრების წრეს" ზრდის. “40 წლის წინ, რონალდ რეიგანმა და მარგარეტ ტეტჩერმა დააფუძნეს საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი IDU - კონსერვატიული და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების გლობალური გაერთიანება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 80-მდე პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული და მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ვაშინგტონში გამ...
ხაგ ხანუქა სამეახ! ყველას გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს, ჩემო ძმებო და დებო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურმა ხანუქას სანთელი აანთო. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართველებს განსაკუთრებული დამოკიდებულება, ძმობა, სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა აქვთ ებრაელი ხალხის მიმართ, ეს ძმობა არის დაფუძნებული 26-საუკუნოვან ურთიერთობაზე, თანაცხოვრებაზე. „ხაგ ხანუქა სამეახ! ყველას გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს, ჩემო ძმებო და ჩემო დებო. მივესალმები ისრაელის ელჩს, მივესალმები რაბი იაკობს, თბილისის სინაგოგის რაბის − ბატონ მერაბს, პატივცემულ ელჩებს &minus...
ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. მელიას თქმით, ის ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას ხვალინდელი დღიდან დაიწყებს. "არიან სკეპტიკოსები, იქნებიან. ბევრი მინახავს უკანასკნელი წლების განმავლობაში და მათ მერე პოზიცია შეუცვლიათ. მე არ მექნება პრეტენზია, [...] არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კვალიფიციურები ვიყოთ, ხო არც ამაზე გვექნება ძალიან დიდი ამბიცია. მაგრამ რაზეც შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს მერე კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია...
სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას. ზურაბიშვილის თქმით, ის ყოველთვის დაგმობს ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას და აღნიშნა, რომ ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი. "საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენ...