ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა. კრამონმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. "როგორც იქნა, კარგი ამბები საქართველოდან! მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის!", - წერს კრამონი სოციალურ ქსელ X-ზე (Twitter-ზე) წერს. ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
რატომ არის კანონი რუსული, ხომ შეიძლება ამის ახსნა, ერთი არგუმენტის მოყვანა, იმასაც ამბობენ, არგუმენტებში არ უნდა შევიდეთო, რაც სრული სიგიჟეა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, ვისაც აღნიშნული კანონპროექტი არ მოსწონთ, შეუძლიათ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეცვალონ. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, მისი მომავალი, რათა ვერავინ გაბედოს, საქართველოს მიუთითოს, თუ რა კანონი და გადაწყვეტილებები მიიღოს ქვეყნის შიგნით. ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, მაგრამ ეს ყველაფერი აცდენილია მეგობრობას და პარტნიორობასაც....
მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის, - ასე ეხმაურება პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ე.წ. მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესაღებ მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც მელია აღნიშნავს, მნიშვნელოვანია სამართლის პოვნა სასამართლოში იყოს შესაძლებელი და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს. "მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის! სამართალი ხშირად ურმით, მაგრამ მაინც მოდის; მნიშვნელოვანია სამართლის პოვნა სასამართლოში იყოს შესაძლებელი და ქვეყანაში პოლიტ...
ოლაფ შოლცმა თქვა ის, რასაც ფიქრობენ ევროკავშირში და რაც დაადგინა უკვე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ლუქსემბურგში, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. გვარამიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამგვარი კანონები ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს ეწინააღმდეგება. "წევრი ქვეყანა იყო უნგრეთი, მას ჰქონდა ეგეთი კანონი მიღებული და ევროკავშირმა დაიწყო მისი გარიცხვის პროცედურა. საქართველო, რომელიც წევრი ქვეყანა არ არის, მას ვინ მიიღებს ევროკავშირში თუ ამგვარი კანონი იქნება?! ხო ცხადია პასუხი. ამიტომ, არჩევანი არის ჩვენზე. ან ვირჩევთ ქართულ ოცნებას და გზას რუსეთისკენ ა...
ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია. „ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან და აქამდე ვერ მოხდა იმის დასაბუთება, თუ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამჭვირვალობის პრინციპი რატომ არ უნდა იქნას დაცული. მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, გადავწყვიტე...
ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი ე.წ. კანონს აგენტების შესახებ - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც შოლცმა აღნიშნა, გერმანია იმედოვნებდა, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეჩერების შემდეგ, დღის წესრიგში აღარ დადგებოდა. "ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი ე.წ. კანონს აგენტების შესახებ და რაც ეს კანონპროექტი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ დადგებოდა კიდ...
"ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ "ივანიშვილი მზად არის, დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა". "შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან - ეს არის ივანიშვილის ღია განაცხადი და შესაბამისად, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში გაიმართა. "ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. კობახიძისა და შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას",- ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელოვანების გარკვეული ნაწილი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, „რადიკალების მიერ ბულინგს განიცდის". როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, „აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავიანთ პოზიციას ვერანაირი არგუმენტით ვერ ამყარებენ". „თქვენ არ იცით, როგორი ბულინგი მიმდინარეობს ამ ადამიანების. როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერია იმით, რაც თქვა? დარწმუნებული ვარ, ამას წინ უძღოდა უდიდესი ბულინგი. რადიკალებმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოიტანეს ერთი არგუმენტიც, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი რუსული. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხვდება, რასთან გვაქვს ...
რასაკვირველია, მთავარი და უმთავრესი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა. კალაძის თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ „ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს". „მართლაც, არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელიც დააზიანებს ჩემი ქვეყნის ინტერესებს, ხვალინდელ დღეს, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. რამდენიმე დღის წინ 9 აპრილი იყო და ეს ადამიანები გავიხსენეთ. რა თქმა უნდა, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს. ყველა გაერთიანებას ეხება ეს, რომელი გაერ...
გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია და თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. კალაძემ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ცოცხალი ადამიანის დაწვის განზრახვა ძალიან მძიმეა". „ევროპული მომავალი ხომ გვინდა ყველას და გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, თავისუფლება, მაგრამ ეს თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში. დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აქვს ნებისმიერ ადამიანს და ეს შეიძლება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით - მათ შორის, შეიძლება, გავიდეს მიტინგზე. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, ...
ჯერ ერთი, ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით, - ასე ეხმაურება პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას. მელიას თქმით, "ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი, ეროვნული არჩევანი და ეს კანონი ეხება ყველას, ვისაც ევროპა უნდა". "ჯერ ერთი, ეტყობა გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით. ექიმებო, პაციენტებს მიხედეთ; მსახიობებო, სპექტაკლი ითამაშეთ; მოცეკვავეებო, იცეკვეთ; მომღერლებო, იმღერეთ; ფეხ...
ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარზე მეტი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი "პოსტები" დაედოთ, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ, ხალხო და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "მმართველ პარტიას შეიძლება, ვიღაც უჭერდეს მხარს და ვიღაც არა, მაგრამ ამის მიუხედავად, მათი გაყოფა არ შეიძლება". "ფეხბურთელებს ვთხოვ, ძალიან ახლოს ვიცნობ რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით - ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. ახლა დასდევენ, აბულინგებენ. ა...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის სამი კითხვით მიმართავს - „ვინ აფინანსებდა მარგინალებს, ვინ აფინანსებდა ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ვინ გადაუხადა კანონის დამრღვევ ნიკა მელიას გირაო". როგორც ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, როდესაც ელჩს ამ კითხვებზე პასუხი ექნება, „მზად არის, მოუსმინოს". „მინდა, ევროკავშირის ელჩს სამი კითხვა დავუსვა: როდესაც აქციაზე ხდებოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წახალისება, მხარდაჭერა, პოპულარიზაცია, დროშაზე, ბანერზე ჰქონდათ გამოსახული, აფრიალებდნენ მომიტინგეებს შორის და აცხადებდნენ, რომ ის რომ ცოცხლად დაწვა შენ, მ...
მოსალოდნელია, რომ აშშ-მა მორიგ ჯერზე გამოიყენოს სანქციების ბერკეტი და დაასანქციროს დეპუტატები, რომლებიც ხმას მისცემენ "რუსულ კანონს" და ზიანს მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოში, ევროინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერაა. "მაშინ, როდესაც ერთხელ ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩავარდნილი "რუსული კანონის" რეინიცირება არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ივანიშვილის პარტიის წევრების მხრიდან, მოსალოდნელია, რომ აშშ-მა მორიგ ჯერზე გამოიყენ...
მარტივად, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის ევროპული კანონი და ეს არ არის ამერიკული კანონი, როგორც ეს აშშ-ის ელჩისგან გუშინ ხმამაღლა და ცხადად მოისმინეთ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკაშირებით განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სხვა გზებიც არსებობს. "ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის პრესსპიკერმა ძალიან მკაფიო განცხადება გაავრცელა. განცხადება გამოქვეყნდა ამ ინიციატივის ხელახლა წარდგენიდან სულ რაღაც 24 საათში. ჩვენ სეიოზულად ვართ შეშფოთებულები. გამჭვირვალობის შესახებ ლეგიტიმური შეშფოთებები არ უნდა იყოს სამო...
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის რეინიცირებას ეხმაურება. როგორც ელჩმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, გერმანია კანონპროექტით შეშფოთებულია. "გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც გვაქვს ევროკავშირში. ჩვენ გვსურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის უნდა დაიცვას ჩვენი სტანდარტები. ეს იქნება განხილვის თემა პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის",- განაცხადა პეტერ ფიშერმა. შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, 12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება - ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. "დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ...
ახლა არის დრო, შესრულდეს ცხრა ნაბიჯი და თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას შექმნის, - ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრების განცხადებაშია ნათქვამი, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. განცხადებაში კომიტეტის წევრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და საქართველოს ხელისუფლებას ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. „ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციები ცხრა ნაბიჯის სახით მკაფიო სახელმძღვანელოს წარმოადგენს. საჭირო რეფორმები და წინსვლა შეფერხების გარეშე, მთელი საზოგადოების მ...
ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე" წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ოპოზიცია, აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. „ორი კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება. სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართვე...