დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი. ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში. - ამის შესახებ ინფორმაციას სქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე თქმით, წერილში დონალდ ტუსკი დაპატიმრებულ ექსპრეზიდენტს მაისის ბოლოს პარტიის ყრილობაზე იწვევს და სიტყვით გამოსვლას სთავაზობს. "მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არამხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია. არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობ...
მიხეილ სააკაშვილისთვის ციხეში სათანადო მკურნალობის გაწევა შეუძლებელია. - ამის შესახებ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია შეწყდეს მიხეილ სააკაშვილზე ანგარიშსწორება. " ამ აქციის მიზანი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის გადაყვანილი იქნეს მულტიფუნქციურ კლინიკაში, სადაც მოხერხდება მისთვის სათანადო მკურალობის გაწევა. ჩვენ ვიცით რომ ექიმთა სხვადასხვა კონსილიუმებმა იდენტური დასკვნები დადეს, რომ ციხეში მისთვის სათანადო მკურნალობის გაწევა შეუძლებელია. მნიშვნელოვანია შეწყდეს მასზე ანგარისშწორება." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აქცია მთავრობი...
ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე, ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ. - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბრალდებები და ცილისწამებაა, რომელიც "საზოგადოების მცირე ნაწილისგან" მოდის. " ბოლო დღეებში ჟურნალისტები ინტერესდებიან (მიმაჩნია, რომ ზედმეტად) იმით, ვაპირებ თუ არა გადადგომას და სამსახურიდან წასვლას და თუ კი - რა მიზეზით. ინსინუაციების და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად მინდა განვმარტო შემდეგი: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით - ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და ს...
მიხელ საკაშვილი პარლამენტის ყველა ექიმ წევრს მიმართავს - ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელსი ავრცელებს. მისივე თქმით, ვისაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული უნდა მომინახულომ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთონ დასკვნა მის ჯანმრთელობაზე. " მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული. მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე. ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ასე მოიქცევით, მიგიღებთ და შეგხვდებით, როგორც ექიმებს და არა პოლიტიკოსებს, ჩემს მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს. არ ვაპირებ არანაირი...
ვეხმაურებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2 მაისის განცხადებებს და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა აპარატის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას და მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას. - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე თქმით, გასაკვირია დასმული შეკითხვები, ვინაიდან დასკვნაში წარმოდგენილი ჩივილები, ჩატარებული კვლევების მონაცემები (მათ შორის ალბუმინის დაბალი მაჩვენებელი) და სხვა საყურადღებო საკითხები, რაზეც იუსტიციის მინისტრი საჯაროდ აქცენტირებს, დეტალურად იყო გავლილი ექსპერტების მიერ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ვიზიტის განხორციელების დღესვე. კიდევ ერთხელ განვ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ მისი გადაყვანა უცხოეთში უნდა მოხდეს. როგორც ხაბეიშვილმა ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე აქციის დროს განაცხადა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი უნდა დადგეს სწორ მხარეს და ხელი შეუწყოს ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენას. ,,სალომე ზურაბიშვილი უნდა დადგეს სწორ მხარეს. საუბარია სააკაშვილის მკვლელობაზე, მას ყავს უამრავი მხარდამჭერი", -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, ამ წუთებში ორბელიანის სასახლესთან აქცია "სიცოცხლისთვის" იმართება, სადაც შეკრებილები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკ...
რუსეთმა უკრაინაში შეჭრით "კატასტროფის თესლი დათესა", - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის რადაში მიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის ისტორიული სისულელე, რომლის დაშვებაც მხოლოდ ავტოკრატს შეუძლია. "უკრაინამ არამარტო მიაღწია 21-ე საუკუნის უდიდეს წარმატებას, არამედ გამოავლინა პუტინის ისტორიული სისულელე, გიგანტური შეცდომა, რომლის დაშვებაც მხოლოდ ავტოკრატს შეუძლია, პუტინის შეცდომა იყო უკრაინაში შეჭრა და რუსული ჯავშანტექნიკის გვამები, რომლებიც მოფენილია თქვენს მინდვრებსა და ქუჩებში, არა მხოლოდ მისი სისულელის, არამედ თვით ავტოკრატიის საშიშროების ძეგლია“. - განაცხადა ჯონსონმა. ...
ჩვენ ვაანონსებთ უწყვეთ აქციებს. - ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ავრცელებს. მათივე თქმით, ოჯახი აპირებს ესაუბროს ექიმებს, საპატრიარქოს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაოქ საზოგადოებას, რადგან გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. " ხვალიდან აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ექიმებთან, უნდა დავიწყოთ საუბარი საპატრიარქოსთან, გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეთ აქციებს, რომლებსაც ამ შეხვედრების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ" - განაცხადა მიხეილ სააკშვილის ოჯახმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმ...
NGO-ები EU-ს კითხვარის პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ. - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. მათივე თქმით, ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 88% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, ღიაობა და მასში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. "მიმართვა პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს: 2022 წლის 29 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით, მომზადებული პასუხების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პასუხები შეიცავს საკითხებს, რომელთა გასაჯაროება არ არის მიზანშეწონილი. ...
როგორ ბედავთ დედა რუსეთზე ცუდის თქმას ?! - ამის შესაებ ინფორმაციას რუსი პროპაგანდისტი და ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი ავრცელებს. მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ გეოპოლოტიკაზე და სამხედრო ოპერაციებზე არ აქვთ რუსეთის კრიტიკის უფლება. „როგორ ბედავენ ეს ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ გეოპოლიტიკაზე, სამხედრო ოპერაციაზე, ისაუბრონ ჩემი სამშობლოს სახელით? თქვენ იცით, რა არის სამშობლო? როგორ ბედავთ დედა რუსეთზე ცუდის თქმას?! იცოდეთ, გაგაშიშვლებთ ყველას! მოგაწვებათ ეს ე.წ. ემოცია? მეც მომაწვება და ყველაფერს ვიტყვი, რაც ენაზე მომადგება. ახლა თურმე, ყველა პატრიოტია, ვინც ქვეყნიდან გარბის, არ გამოვა ასე“ - განაცხადა სიმონიანმა. შეგახსენებთ რომ მა...
დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის კითხვარის გადაცემაზე ავრცელებს. მისივე თქმით, საქართველოს,უკრაინასა და მოლდოვას სწორედ ევროპული ღირებულებები აერთიანებს. "დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს. ეს არის ის, რაც ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი. გილოცავთ!"- განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ,რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწი...
ბოლო 30 წელი, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა ცვენივე ხელებიტ ვანადგურებთ ჩვენს ქვეყანას . - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. მისივე თქმით, ქვეყანა ამ 30 წლის მანძილზე უპაწუხისმგებლო პოლიტიკოსებმა დაამგრიეს. "მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, იცით, რომ მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია. ნგრევა - ჩვენივე ხელით ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას. მათ შორის, ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, მოღალატე, გამყიდველი პოლიტიკოსები, რომელმაც დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და დაკარგეს ტერიტორიები " - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ღარიბაშვილმა განათლების სისტემაში ცვლილებებზეც ისაუბრა.
უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე ტელეწამყვან მაქსიმ გალკინს ეთერში ნიკოლოზ ცისკარიძე შეცვლის. - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდა" იუწყება და საიტი "სტარჰიტი" ახალი გადაცემის გადაღებაში მონაწილეთა დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე თქმით, გალკინი რუსეთ ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებს და უდანაშაულო ადამიანების სისხლისღვრაში ადანაშაულებს. ცნობისთვის, რუსული სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "პირველი არხის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რეიტინგული გადაცემის "ამაღამის" წამყვანი ახლიდან შეერჩიათ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის...
უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. - ამის შესახებ ინფორმაციას ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. მათივე თქმით, გარდაცვლილია ვიტალი ორბელაძე მეტსახელად გრუზინი. ცნობისთვის, ის რუსების ტყვიამ ქალაქ იზიუმის დაცვის დროს 23 აპრილს იმსხვერპლა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 10 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
ბიომეტრიული პასპორტის და ელექტრონული პირადობის მოწმობის საფასური ძვირდება. ცვლილებები 1-ლი მაისიდან ამოქმედდება. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათივე თქმით, ფასების ზრდა საგანგაშო არ არის. " ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი; ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი; გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 75 ლარი; დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურ...
მე დავბერდი გონებრივად, მორალურად ომის შემდეგ. - ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. მისივე თქმით, ის დაბერდა მთელი იმ ინფორმაციით, რომელსაც გარდაცვლილების შესახებ იღებს. "მე დავბერდი გონებრივად, მორალურად. ისე, მორალური თვალსაზრისით მე აბსოლუტურად მტკიცე ვარ. მაგრამ მე დავბერდი მთელი ამ ინფორმაციისგან, რომელიც არასდროს მინდოდა. ეს არის ცოდნა, რომელიც დაკავშირებულია დაღუპული ადამიანების რაოდენობასთან და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან. ასეთი სიბრძნე... მართალი გითხრათ, არასდროს მქონია ასეთი ცოდნის მიღწევის მიზანი", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხა...
2022 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე "გრიგოლ ლილუაშვილი შპს "ფორმულას", შპს "მთავარი არხის" და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ." სასამართლომ დააკმაყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი და შესაბამისად დაადგინა მის მიმართ ცილისწამების ფაქტი. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ავრცელებს. მათივე თქმით, საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელს, რომლითაც მან სადავოდ გახადა შპს „ფორმულას" და შპს „მთავარი არხის" ეთერში გავრცელებული განცხადებები, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში...
ჩვენი, როგორც ოჯახის უპირველესი მიზანია, გადავარჩინოთ მიშა და სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება. - ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ავრცელებს. მათივე თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება. " სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, რომელიც პროფესიონალი ექიმების მიერ არის დაკომპლექტებული გამოაქვეყნა დასკვნა სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას რათა მოხდეს მისი სიცოცხლის გადარჩენა. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც პენიტენციურ სამსახურში ასევე საქართველოში შეუძლებელია პაციენტის მკურნალობა ოჯახი ...
7 თვეა ჩვენ გვაქვს ერთი მოთხოვნა, რომ ჩემი შვილი გამოვიყვანოთ იქიდან, სადც ის იმყოფება, რადგან გადავარჩინოთ მისი სიცოცხელე. - ამის შესახებ ინფორმაციას გიული ალასანია ავრცელებს. მისივე თქმით, ახალი დიაგნოზი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დაუსვეს კიდევ უფრო საშიშია. " დღეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის იმიტომ, რომ გუშინ გამოცხადდა ჩემი შვილის ახალი დიაგნოზი. სახალხო დამცველის ექიმების ჯგუფი იყო შესული და დაისვა ახალი დიაგნოზი. ჩვენი არ იყოს, აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების ჯგუფი ასევე არიან, თურმე ომის პარტიის წევრები, მე კიდევ რატომღაც სწორედ ამ ადამიანების განსაკუთრებული ნდობა მაქვს." - განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსნეებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შემდეგ მი...
მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაჭიანურებამ შესაძლოა ის შეზღუდულ შესაძლებლობამდე მიიყვანოს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრიანის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის სათანადო მკირნალობა. " ეს ექიმმა ოთარ თოიძემაც დაადასტურა. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაჭიანურებამ შესაძლოა ის შეზღუდულ შესაძლებლობამდე მიიყვანოს, შემდგომში კი საერთოდ ლეტალური შედეგით დასრულდეს. არაერთხელ მითქვამს, რომ სააკაშვილს სჭირდება მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში ან საზღვარგარეთის კლინიკაში მკურნალობა" - განაცხადა დენისოვამ. შეგახსნეებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შემდეგ მისი მდგომაროება მძიმეა, ოჯახი და მისი თანამებრძოლე...