კობახიძე - მინდა ვთხოვო ძალოვან ...

მინდა ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, რომ შევიმუშაოთ ერთიანი, განახლებული გეგმა იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს ჩვენი ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  კობახიძის თქმით, ამ საკითხის მიმართ ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება დაუშვებელია. „არის გარკვეული სისტემური მოვლენებიც, რაც ამას უკავშირდება. არის ასეთი ტერმინი მათ შორის დამკვიდრებული - ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რაც მე ვიტყოდი, რომ არის იმ იდეოლოგიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, ანუ ეს არის ამ იდეოლოგიური ხაზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი,...

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯვ...

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული ტერიტორტიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე დანიშნა. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ზუსტად ორად გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო  საზოგადოების წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების შემდეგ  მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრი პოზიციაზე შეიძლებოდა როგორ...

მდინარაძე - თუ ცესკოს თავმჯდომარ...

თუ ცესკოს თავმჯდომარეს ფიზიკური ან მორალური თავდასხმით გადააყენებდნენ, მაშინ ცესკოს საქმიანობას პოლიტსაბჭოს წევრი სიორიძე წარმართავდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სიორიძის არყოფნის შემთხვევაში, ცესკო  „ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზრაძეს უნდა ემართა. მდინარაძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოც „იგივეს ემსახურება". „პრეზიდენტის ვეტო რას ადასტურებს იცით? ხაზარაძეს რომ ჰქონდა დაგეგმილი, რომ უნდა დაებულინგებინა თავისი ტელევიზიით, „ფეიკებით", როგორც სცადა მან. შემდეგ აღმოჩნდა, რომ გარდაცვ...

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ვე...

მაშინ, როდესაც მართლა იზრდებოდა ფასები და სერიოზული პრობლემა იყო კოვიდ-პანდემიის დროს და მის შემდგომ პერიოდში, მათ ეს ფასები ამგვარად არ გახსენებიათ და კამპანიურად ამაზე არ უსაუბრიათ, ხოლო როდესაც პასუხს ვერ სცემენ კითხვაზე, ელემენტარულად, კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა, ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერ რამე ნორმას, ცუდი რომ არის, ამაზე ვერ სცემენ პასუხს იმიტომ, რომ აქ ქართველი ხალხის ეშინიათ და იქ თავისი პატრონების,- ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. მდინარაძის თქმით, „ფასების ზრდა ცუდია და ამაზე მმართველ გუნდს აქვს კონკრეტული პასუხები და ასევე კონკრეტულ პასუხებს ელიან ოპოზიციისგან ლგბტ პრ...

ხაბეიშვილი - გადავდივარ თურქეთში...

დღეს გადავდივარ თურქეთში და საზოგადოებას მინდა ვაჩვენო თურქეთის ფასები, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქტები ორჯერ უფრო იაფია. ერთი მარტივი კითხვა მაქვს, როგორ მოახერხა ივანიშვილის პარტიამ, რომ ჩვენს რეგიონში, ფაქტობრივად, ყველაზე ძვირია პროდუქტები საქართველოში?- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, "2024 წელს, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს". "ჩვენ დღეს ვაპირებთ თურქეთში გადასვლას. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც საქართველოს მოსახლეობაზე მინიმუმ ორჯერ უფრო მდიდარია ყველა სტატისტიკით, ყველა ციფრით და  ორჯერ უფრო იაფად ყიდულობს პირველადი მოხმარების პროდუქტებს. ჩვენ გვაქვს მთავარი ...

ზურაბიშვილი - პრეზიდენტ ზელენსკი...

უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსეთის მიერ ოდესაზე თავდასხმას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ოდესაზე თავდასხმა რუსეთის "მშიშარა ტაქტიკის" კიდევ ერთი მაგალითია. "თავდასხმა ოდესაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია. უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში მას წარმატებას ვერ ექნება. და ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენგან სოლიდარობას", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე. ცნობისთვის, როდესაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკი...

როდესაც ადეიშვილს ხვდებიან თანამ...

არის გარკვეული ცინიზმი იმ ფოტოებში, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, როდესაც ზურაბ ადეიშვილი, დიდი ალბათობით, მართლმსაჯულების საკითხებზე სასაუბროდ არის ბრიუსელის, ევროკავშირის დაწესებულებების სათათბირო ოთახებში, ევროკომისიის ოთახებში. ეს უკვე აღარ არის პარლამენტი, სადაც ცალკეულ პარლამენტარებზე ვისაუბრებდით და მათ თავისუფლებაზე, ესა თუ ის აზრი გამოთქვან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ელჩი ამ თემაზე განმარტებებს გააკეთებს. „სამწუხაროა და იმედი მაქვს, ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას. ერთი, რომ ცნობილი იყო, თუ არა ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მეორე, მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდა,...

პაპუაშვილი პრეზიდენტზე - ენმ-ისა...

სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ყველას და ყველაფერს, ვისაც კი შეიძლება დაპირისპირებოდა - დაწყებული საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი, სხვა ინსტიტუტები, საპატრიარქო - ყველას, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლონების გარდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.  პაპუაშვილის თქმით, „ერთადერთი მიზეზი, რატომაც ზურაბიშვილი ინარჩუნებს თანამდებობას, არის ენმ-ის მხარდაჭერა". „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი - შეენარჩუნებინათ სალომე ზურაბიშვილი იმ თანამდებობაზე იმისთვის, რომ შეერყია ქართული სახელმწიფოებრიობა, რა თქმა უნდა, პარლამენტს იმპიჩმენტი უნდა გამოეცხადებინა. უბე...

ვოლსკი ხიდაშელზე - არც ანტიდასავ...

ხიდაშელს, გეუბნებით გულახდილად, აშკარად, არანაირი არც ანტიდასავლური, არც პრორუსული, არც მით უმეტეს ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი გავრცელებულ ფოტო-ვიდეომასალასა და ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის დავით ხიდაშელს შეხვდა. ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნულ საკითხზე შემდეგი განმარტება გააკეთა:  "დავით ხიდაშელს, გეუბნებით გულახდილად, აშკარად, არანაირი არც ანტიდასავლური, არც პრორუსული, არც მით უმეტეს, ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია. საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს, "ნაცმოძრაობის" პერიოდში იყო შეთანხმება რუსეთთან დადებული, შვეიცარიასთან საერთაშორისო მონაწილეობით, მ...

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა EPP-...

ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი ენმ-ის წევრმა, გიორგი ბარამიძემ წაიკითხა. როგორც მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, "ეს წელი უმნიშვნელოვანესი იქნება ევროპის დიდი ნაწილის ბედის გადაწყვეტის მხრივ მრავალი თვალსაზრისით". "ძვირფასო პრეზიდენტო ვებერ, პატივცემულო კონგრესის სტუმრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ ქართული ციხიდან, რათა მადლობა გადავუხადო EPP-ს, ნამდვილ პოლიტიკურ ოჯახს, იმ ღირებულებების ურყევად დაცვისთვის, რომლებიც ევროპას ასე განსაკუთრებულს ხდის და ჩვენ ყველას ევროპელებად განგვსაზღვრავს. სწორედ ამ ფასეულობების გამო ცდილობს ჩემი ქვეყანა, საქართველო, დაუბრუნდეს თავის ევროპულ ფესვებს. ეს წელი...

ირაკლი კობახიძე ისლანდიის პრეზიდ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ისლანდიასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.  "განიხილეს სხვადასხვა სფეროში დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ვიზიტების შემდგომი გაცვლისა და საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიური პარტნიორობის მნიშვნელობას.  ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.  აღინიშნა ამ მიმართულებებით არსებული თანამშრომლობის პოტენციალის მაქსიმალურად ათ...

მიხეილ სააკაშვილი - ჩემიანები მა...

ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში და მეც ვიბრძვი ჩემი რუსული ტყვეობიდან და როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ავიაციისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურების დაპატიმრების ორდერის გაცემას ეხმაურება და ამბობს, რომ მათგან ერთ-ერთი - სერგეი კობილაში 2008 წელს საქართველოს ბომბავდა. "ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორი ახალი დაპატიმრების ორდერი გასცა - რუსეთის შორეული ავიაციის ხელმძღვანელზე, სერგეი კობილაშზე, რომელიც 2008 წელს გვბომბავდა, მაშინ ჩვენმა არმიამ ჩამოაგდო, რომელიც ტყვეთა გაცვლით დავუბრუნეთ რუსეთს და...

პაპუაშვილი - „საარჩევნო ცვლილებე...

ეს არის ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ტრადიციულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „საარჩევნო ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.  როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში".  „შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უღიარებია არცერთი საპარლამენტო არჩევნები. 2012 წელს არ აღიარეს დამარცხება და შემდეგ ამერიკელმა სენატორებმა დაარწმუნეს მიხეილ სააკაშვილი, რომ ეღიარებინა დამარცხება. 2016 წელს არ აღიარეს დამარცხება და კვირები დასჭირდათ იმისთვის, რომ მანდატი ა...

საქართველოში ისლანდიის რესპუბლიკ...

საქართველოში ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გუდნი იოჰანესონის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა ისლანდიის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ამასთან, დაგ...

კალაძე - ხაზარაძის კამპანია, მუქ...

ქვეყანაში და არც ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის ადგილი არ არის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.  მისი თქმით, „ხაზარაძეც იმავე ქმედებებით გამოირჩევა, როგორითაც წლების განმავლობაში ენმ-ის წარმომადგენლები იყვნენ ცნობილი".  „ხაზარაძის კამპანია, მუქარები აბსოლუტურად სამარცხვინო და გაუგებარია. ადამიანი პოლიტიკაში შემოსულია, აქვს სურვილი, რომ პოლიტიკოსი იყოს და რადიკალიზმით ცდილობს ამის გაკეთებას. იგივე ხაზია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა წლების განმავლობაში - ანუ ადამიანს თუ აქვს განსხვავ...

ზარქუა ხაბეიშვილს - რა ქენი, გუდ...

რა ქენი, გუდუნა, ეს? რას დაგამსგავსეს, ბიჭო, ჰა? - პარტიის თავმჯდომარე ხარ, შეიფერე!- ასე მიმართა „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ზარქუამ ხაბეიშვილი პროდუქტებზე გაზრდილ ფასებზე საუბრის გამო გააკრიტიკა. „ახლა ვუსმენდი ბატონ ხაბეიშვილს - რა ქენი, გუდუნა, ეს? რას დაგამსგავსეს, ბიჭო, ჰა? საკრებულოში მთელი იმედები გვქონდა, გამოგწვრთენით, შემდეგ პარლამენტში ჩაგწერეს, გადმოხვედი, შემდეგ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდი და რა გიქნა, ბიჭო, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ჰა? რა გინდა ბაზარზე თავმჯდომარე კაცს, კიტრის, პომიდვრის, მწნილის, „პე...

ორი თვეა გთხოვთ, რომ გაზრდილ ფას...

ორი თვეა გთხოვთ, რომ პროდუქტებზე გაზრდილ ფასზე იმსჯელოთ, იმუშაოთ, მაგრამ თქვენ ეს არ განაღვლებთ - თქვენი მომხრეებისთვისაც გაძვირდა ცხოვრება,- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს. როგორც ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თურქეთის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეზე სამჯერ უფრო მდიდარია, მაგრამ პროდუქტს ორჯერ უფრო იაფად ყიდულობს. „საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელი ოჯახის ერთი წევრი დღის განმავლობაში არ ხვდებოდეს მარკეტში, მაღაზიაში, ბაზარში და ყოველდღიურად არ ეხებოდეს იმ პრობლემებს, რომელიც ეხება ფასების ზრდას, ვგულისხმობ პროდუქტებზე კატასტროფულ ფასებ...

ივანიშვილის პოზიციას ჩვენთვის გა...

ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ჩვენთვის, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვას, ჰქონდა თუ არა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია ჯანდაცვის მინისტრის პოსტთან დაკავშირებით, კობახიძემ ასე უპასუხა: "რა რეჟიმში წარიმართება პარტიული და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი საქმე. როდესაც მიიღება ასეთი პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები გუნდის ყველა ლიდერთან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, ჩვენთვის ამას აქვს, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა არა მარტო იმის გამ...

კობახიძე - გვარამიასა და მელიას ...

ნიკა გვარამიასა და ნიკას მელიას პოლიტიკური მომავალი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო მათი პოლიტიკური წარსული, ანუ ბნელი და მძიმე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "საქართველოში რეკეტი და სიბნელე ვერ დაბრუნდება". "ასეთი იყო გვარამიას, მელიას, ხაზარაძის პოლიტიკური წარსული. თქვენ გახსოვთ, რას აკეთებდნენ ეს ადამიანები 2012 წლამდე. მაგალითად, მელიაზე მახსენდება მის მიერ "ქართუ ბანკის“ გაკოტრება. ეს არის კრიმინალი, რომელიც მან ჩაიდინა 2012 წლამდე. გვარამიაზე მახსენდება "იმედში“ შევარდნა, ამის "გაპრავება", მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანების უფლებები...

სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და ევრ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრეზიდენტმა და ელჩებმა ისაუბრეს პრეზიდენტის ინიციატივის - "ერთობის პლატფორმა ევროპისათვის“ - მიზანსა და მნიშვნელობაზე. ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს  საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობა და 2024 წლის არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობა.