საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი დიდი ალბათობით, ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. გიული ალასანიას მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით, აღნიშნულის მიზეზად პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებს. "გატყობინებთ, რომ სისუსტის გამო დიდი ალბათობით ვერ დავესწრები პროცესს, ძალიან ადრე რომ არ ადგეთ. იმედია, პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა" - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.
საქართველოს მესამე ქვეყნის პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა - მარიამ ჯიშკარიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო არ არის. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, კონფლიქტის გამოწვევის პროვოკაციული მცდელობაა. „გუშინ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს. ეს იყო კიდევ ერთი არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი, რომელიც წამებასა და არასათანადო მოპყრობის ჯაჭვში არის ახალი ეპიზოდი და ის, რა თქმა უნდა, ცუდად აისახებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გაართულებს შემდგომში...
„თბილისი პრაიდი“ პარლამენტს მოუწოდებს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნან. გარდა ამისა, სხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით, ხელი შეუშალონ საქართველოში ღიად ძალადობრივი და ანტი-სახელმწიფოებრივი ძალების გაძლიერებას. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელმა ალტ-ინფომ და მისმა მხარდამჭერებმა პოლიტიკური პარტია დაარეგისტრირეს. მათ მიერ წახალისებული ძალადობის შედეგად კი ათობით ჟურნალისტს თავს დაესხნენ და სცემეს, თავდასხმიდან რამდენიმე დღეში კი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი დანაშაულები...
თქვენ ხართ აღვირახსნილები!, – ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს, რომელმაც მინისტრს ჰკითხა, თუ რატომ არ დაუშვეს მის ბრიფინგზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები. „რაო?! თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები“ - მიმართა თეა წულუკიანმა ჟურნალისტს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, საქართველოს კულტურის სამინისტროში დღეს დაანონსებულ ბრიფინგზე ტელევიზიის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს.
მქონდა სურვილი, რომ ქვეყნის სამსახურში, რეალური საქმის კეთებაში ოპოზიციაც ჩართულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ შეუძლიათ, - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციის მცდელობების მიუხედავად, თბილისის მერია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მომდევნო ოთხი წელი თბილისის აღმშენებლობის წლები იყოს. „თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ დესტრუქცია, ყოველდღე მოიგონოთ ტყუილი, ყველა დაარწმუნოთ, თითქოს ქვეყანა იქცევა, მოაწყობთ რევოლუციას და თქვენს ლიდერ მეგის ქარდავას გაათავისუფლებთ ციხიდან. ეს თქვენი საქმეა, რომლისგანაც გარწმუნებთ არაფერი გამოვა, როგორც არ გამოვიდა გასული რვა წლის მანძილზე. ჩვენ კი გა...
გადმომეცა განკარგულება დირექტორისა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილზე დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის, რამდენიმე დებულება და დაეკისრა გადასახდელი სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს. მისი თქმით, განკარგულება დაუსაბუთებელი და უკანონოა. "მე ვიმყოფებოდი გლდანის #18 დაწესებულებაში, სადაც გადმომეცა განკარგულება დირექტორისა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილზე დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის, რამდენიმე დებულება მის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 70 ლარს და მას დაეკისრა გადასახდელი სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით. განკარგულება, რომლ...
მისაღებია ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ამნისტია 2000-დან 2021 წლამდე. - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, ამნისტია "ქართულ ოცნების" პერიოდსაც მოიცავს. "მოლოდინი სალომე ზურაბიშვილის მიმართ ახლა არ უნდა გვქონდეს, მე საკითხს დავაყენებდი უფრო ფართოდ და მე ასე მესმის მიხეილ სააკაშვილის ინისციატივა საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით, შერიგება შეიძლება დამაბნეველი სიტყვა იყოს, ქვეყანას სჭირდება მომავლაზე შეთანხმება, იმისთვის რომ ერთსა და იმავე წრეზე არ ვიტრიალოთ და რომ პოლიტიკური შურისძიების გამო ჩვეულებრივი ადამიანები, ქვეყანა უკან არ მიდიოდეს, ქვეყნის რეპუტაცია არ ფუჭდებოდეს. მთავარი ამოცანა არის პოლიტიკ...
თქვენ აუცილებლად მტრის მიერ ჩართული ქართველი ერის და მისი სახელმწიფოს საქმეებში აუცილებლად გაიმარჯვებთ. - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხიელ სააკაშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს. მიმართვაში, რომელიც აქციაზე ნანუკა ჟორჟოლიანმა მოქალაქეებს გააცნო ნათქვამია, რომ ქვეყანას საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია სჭირდება. "ჩემო უძვირფასესო, თავისუფალო თანამოქალაქენო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ერთმანეთს გვერდით დაუდექით ვისაც თავის დროზე ვაწყენინე, ვისაც დავეხმარე, ვინც მეთანხმება და ვისთვისაც მიუღებელია ჩემი იდეები ან საერთოდ ნაკლებად ინტერესდება ამით. ჩვენ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ცალკე აღებულ სიცოცხლეზე არ ვსაუბრობთ, რომელიც აქ დაბრუნებით პრაქტი...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველბის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მედიკამენტების მიღებას აგრძელებს. ადვოკატის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს სატელევიზიო სიგნალი გაუთიშეს, რაზეც მას მძაფრი რეაქცია ჰქონდა ახლა კი პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია. "ბუნებრივია, რომ იუსტიციის სამინისტრო გაბრაზდა და სწორად გაბრაზდა, იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 8 დარღვევა დაადგინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მხოლოდ პირადი ინფორმაციის გავრცელებაზე კი არაა საუბარი ამ გადაწყვეტილებაში, საუბარია იმაზე, რომ ხშირად არასწორი ინფორმაციის გავრცელებაც ხდებოდა. მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატ...
ინსპექტორს უნდა მოეთხოვა ყველა იმ პირის თანამდებობიდან გადაყენება, ვინც სავარაუდოდ, იკვეთება არაადამიანური მოპყრობისა და წამების ეპიზოდებში, მათ შორის იუსტიციის მინისტრის. - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ე.წ. დისციპლინარული ზომების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან ჯისკარიანი ამტკიცებს, რომ სააკაშვილზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზემოქმედება. "სახელმწიფო ინსპექტორს უნდა მოეთხოვა ყველა იმ პირის გადაყენება თანამდებობიდან, ვინც სავარაუდოდ, იკვეთება არასათანადო, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ეპიზოდებში, მათ შორის იუსტიციის მინისტრის. შურისძიების მიზნით კვლავ მე-18 დაწესებულ...
გამიხარდება, თუ პენიტენციური, უკან წაიღებს იმ მცდელობას, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ტიპის სანქცია დაეკისროს არარსებული დარღვევის გამო. - ასე ეხმაურება მიხეილს სააკაშვილის უფლებადამცველი პენიტენციური სამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო. ამასთან ადვოკატი აცხადებს, რომ ვიდეოკადრებით, რაც გავრცელდა ნამდვილად ჰქონდა დანაშაულს ადგილი, თუმცა არა სააკაშვილის, არამედ პენიტენციური სამსახურის მხრიდან. "ეს შეზღუდვები თუ დადასტურება მათი არსებობა, და ამ დრომდე რასაც პენიტენციური სამსახური უარყოფს არის ბუნებრივია სრულიად უსაფუძვლო, უმიზეზო და უკანონო. მე ძა...
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ ვიდეოშეხვედრა გამართეს, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაცია დეტალებთან დაკავშირებით ჯერ თეთრი სახლის, შემდეგ კი, კრემლის ადმინისტრაციამ გაავრცელეს. თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ. "პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო და ...
საქართველოს ხელისუფლების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, კონკრესმენი დონ ბეკონი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს. კონგრესმენი აღნიშნავს, რომ სანქცვიები არ არის საკმარისი და საჭიროა პარტნიორების შეიარაღება, სანამ გვიანი არ არის. „შევხვდი საქართველოს წარმომადგენლებს, დავით ბაქრაძეს, ირაკლი ბერაიას და ნიკოლოზ სამხარაძეს, რათა განხილული ყოფილიყო სუვერენულ ქვეყნებში რუსეთის ჩარევისგან თავდაცვის სტრატეგია. სანქციები არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების შეიარაღება, რათა შემოჭრა ძვირი გავხადოთ, სანამ არ არის გვიანი“, – წერს კონგრესმენი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება განცხადება, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამედიცინო მკურნალობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას აგზავნის. განცხადების მიხედვით, იგი პროტესტს იქამდე არ შეწყვეტს, სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს სახელმწიფო ინსპექტორის უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებს ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებს მნახველების ნორმალურ დაშვებას. „დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო. ამ განცხადებიდან დაახლოებით 6 საათში, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების...
„ერთი მტკიცებულება მომეცით, რომ ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე, ჩემს უფლებამოსილებას გადავამეტე, ვინმე დავჩაგრე, ვინმეს არასამართლიანად მოვექეცი და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, პოლიტიკიდან და თანამდებობიდან წავალ და კანონის წინაშე ვაგებ პასუხს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, საბა ბუაძის მიერ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. „ბატონო საბა, თქვენ არავინ გზღუდავთ იმაში, რომ კრიტიკული იყოთ, მაგრამ როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვერ გვექნება ერთნაირი დამოკიდებულება, ოპოზიცია ხართ და კრიტიკულები უნდა იყოთ, ეს მისაღებია, მაგრამ ყველაფერს თავისი ფ...
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცივილური, ევროპული ტიპის კამპანია აწარმოა, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია კი სიძულვილის ენით გამოირჩეოდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლილე ლიპარტელიანის საპასუხოდ განაცხადა. „რომელ პარტიას წარმოადგენთ, ქალბატონო ლილე თქვენ?! და თქვენთვის უცხოა სიძულვილის ენა?! ყველანაირი აგრესიის გარეშე, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ ძალიან უხერხულია. წარმოადგენთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მეუბნებით, რომ თქვენი პარტიისთვის სიძულვილის ენა არის უცხო. როდ...
შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, "ლელოს" წევრ საბა ბუაძეს რომელმაც კახა კალაძეს კორუმპირებული მერი უწოდა. "მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ", - განაცხადა საბა ბუაძემ. ცნობისთვის, ამ წუთებში დედაქალაქის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ საქართველოში 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი არსებობს. განცხადებას ყოფილიპრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს. ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლი...
გუშინ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, ძალიან ცალსახა იყო წამების კვალი, წამებაა, რაც მან გაიარა და არაადამიანური მოპყრობა, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. როგორც ელენე ხოშტარია წერს, შურისძიების სამართლიანობად გასაღება ანგრევს და დაანგრევს საზოგადოებას და უმძიმესი ტვირთია სინდისისთვის ის, რაც დღეს ხდება. ხოშტარია აღნიშნავს, რომ თუ არ დაინერგა სამართლიანობის სტანდარტი, სადაც პასუხისმგებლობა სამართალს და არა შურისძიებას ეფუძნება, საერთოდ არაფერს აზრი არ ექნება ამ ქვეყანაში. „გუშინ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით და განცდებით გამოვედი. არა მასზე. მასთან საუბარი ძალიან საინტერესო იყო, დაც...
დღევანდელი პროკურატურა ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა ბრალს საქართველოში დაბრუნების გამო. - ამის შესახებ სააქართველოს მესამე პრეზიენტის უფლებადამცველმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. "საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ამ ქვეყნის მთავარ რეფორმატორს, ნამდვილად აქვს უფლება, შემოვიდეს საკუთარ ქვეყანაში და მაშინ, როცა ის იდევნება, მაშინ როცა მის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ამ ვითარებაში ნებისმიერი გზა სამშობლოში დაბრუნების, არის ლეგალური. დღევანდელი პროკურატურა, დარწმუნებული ვარ ბრალს წაუყენებდა ზვიად გამსახურდიასაც საქართველოში დაბრუნების გ...