მიხეილ სააკაშვილს პაემნის უფლები...

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურმა სამსახურმა  ე.წ. პაემნის უფლებით სარგებლობა შეუზღუდა.  ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ახალი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილთან ოჯახის წევრების შესვლა თვეში მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. "მიხეილ სააკაშვილს დაუმძიმეს რეჟიმი და მას განუცხადეს, რომ კუთვნილი პაემნის უფლებით ის ვერ ისარგებლებს და თვეში მხოლოდ ერთხელ ექნება შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრს, რაც არის პატიმრის უფლების უხეში დარღვევა. უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა მისი ფუნდამენტური უფლებები  ირღვევა მას სატელეფონო საუბრების უფლება შეზღუდული ჰქონდა და ახლა მას შეუზღუდეს დამატებით პაემნის უფლება." - განაცხად...

ირაკლი კობახიძე - ინსპექტორის სა...

„ამ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს. მისი შეტანა ყველას შეუძლია, მაგრამ ეს ბუნებრივია, ვერ განაპირობებს პარლამენტის დღის წესრიგს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯოდმარე, ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას სარჩელს. მისი თქმით, სარჩელი როდის განიხილება ეს არავინ იცის, თუმცა კანონის ვადების თანახმად, პირველ მარტამდე, ორივე სამსახური ამოქმედებული უნდა იყოს. „სარჩელის შეტანა ყველას შეუძლია, მაგრამ ეს ბუნებრივია, ვერ განაპირობებს პარლამენტის დღის წესრიგს. პარლამენტს აქვს თავისი დღის წესრიგი, რომლითაც ამ კვირაში უკვე განიხილება ეს საკითხი როგორც კომიტეტის სხდომებზე, ასევე პლენარულ სხდომაზე. სარჩელი როდის განი...

„თავისუფლება მიშას“ - აქცია რუსთ...

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია იმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. მათივე განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ფონზე, მნიშვნელოვანია, ექსპრეზიდენტის მიერ შემუშავებული გეგმა შესრულდეს.

ირაკლი კობახიძე - უკრაინაში ვიზი...

"უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, „ოცნების“ მიერ უკრაინაში გაგზავნილი რეზოლუციით, პარტიამ „ძალიან ხმამაღალი“ პოზიცია გამოხატა, სხვა გადაწყვეტილება კი, მოვლენების განვითარებისამებრ იქნება მიღებული. "უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მოვლენების განვითარებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზიტი თუ განცხადება. რეზოლუციით ჩვენ ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით&quo...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქ...

„პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუძნდება პარტიის ქალთა ორგანიზაცია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიასთან ქალთა ორგანიზაციის არსებობა ფართოდ დამკვიდრებული ევროპული პრაქტიკაა, რომელიც მიზნად პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურებას ისახავს. „გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია პარტიაში დაგეგმილი სტრუქტურული სიახლის შესახებ. პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუძნდება პარტიის ქალთა ორგანიზაცია. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიასთან ქალთა ორგანიზაციის არსებობა ფართოდ დამკვიდრებული ევროპული პრაქტიკაა. ქალთა ორგანიზაცია იქმნებ...

მედია - რუსმა დიპლომატებმა უკრაი...

რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ წყარომ განუცხადა. „უკრაინის მოქალაქეების განცხადებების მიხედვით, რუსმა დიპლომატებმა და საკონსულოების წარმომადგენლებმა რუსეთში გამგზავრება დაიწყეს. ამას განსაკუთრებით მოწმობს ის სირთულეები, რომლებიც წარმოიშვა საკონსულოსა და საელჩოში შეხვედრის დროს“, - უყვება წყარო სააგენტოს. გარდა ამისა, წყარო ამბობს, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული ევაკუაციის ფონზე, რუსეთის ნაბიჯი მიგვითითებს, რომ „მოსკოვმა გადაწყვიტა იგივე გზით წავიდეს“. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყნის ...

დმიტრო კულება - დადასტურებულია, ...

დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან საუბრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა.  დმიტრო კულებამ ევროკავშირს მტკიცე პოზიციისთვის, უკრაინის მხარდაჭერისთვისა და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.  „მქონდა საუბარი ჯოზეფ ბორელთან, რომელიც კონცენტრირებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე. დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინან...

რამდენიმე ქვეყანა საკუთარ მოქალა...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად 48 საათი მისცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გარდა შტატებისა, საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იაპონია, სამხრეთ კორეა, დანია, ისრაელი, ესტონეთი და ნორვეგია მოუწოდებენ. რაც შეეხება ლატვიას, ქვეყანამ არსებული ვითარება უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი უწოდა. აღნიშნული ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად დატოვებას ურჩევენ, ხოლო მათ, ვინც ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტენ, მოუწოდებენ, თავი შეიკავონ უკრაინის შიგნით გადაადგილებისგან. 

ქუთაისში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს...

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ტურისტს თავს დაესხნენ. თავდამსხმელები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების მიზეზი უცნობია. 30 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი - მე თავიდანვე...

„თავიდანვე მხარი დავუჭირე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნულ თანხმობაზე, თუმცა დასაკარგი დრო არ გვაქვს, რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად უნდა გავერთიანდეთ“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, საეჭვოა "თანხმობის პროცესის“ ამოქმედება მაშინ, როდესაც პოლიტიკური პროცესები, მათ შორის საპროტესტო მუხტი ისევ სწრაფად დაიძრა. ექსპრეზიდენტის სიტყვით, სახელმწიფოს სალონური საუბრების ფუფუნება არ აქვს. მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ გაერთიანება და რიგგარეშე არჩევნების მისაღწევა. „მე თავიდანვე მხარი დავუჭირე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნულ თანხმობაზე და ახლაც მომწონს ზ...

მარინა კალიურანდი - ევროკავშირი ...

ევროკავშირი ყოველთვის ღიაა და მოწადინებულია საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს და ამაზე კითხვა არ არსებობს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის მხირიდან პარტნიორობას და მეგობრობას ლიმიტი არ აქვს. „ევროკავშირი ყოველთვის ღიაა და მოწადინებულია საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს და ამაზე კითხვა არ არსებობს. ყველაფერი საქართველოს ხელშია. ჩვენ მზად ვართ და მოხარულები ვართ პარტნორობით, ინტენსიური მუშაობით, ერთად მიზნების მისაღწევად. ჩვენ პარტნიორობას და მეგობრობას ლიმიტი არ აქვს“, -  განაცხადა კალიურანდმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკ...

„არცერთი მოთხოვნა და თხოვნა არ ყოფილა უკრაინის მხრიდან სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით. მათთვის სააკაშვილი თავის ტკივილია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი აქტუალური არ არის, ვინაიდან უკრაინის მხრიდან, ამ საკითხს არავითარი ინტერესიც არ უჩანს. „სააკაშვილის ჩამოსვლის დღიდან დღემდე არცერთი მოთხოვნა და თხოვნა არ გაჟღერებულა უკრაინის მხრიდან სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით. ასეთი რამ არ ყოფილა მთელი ამ დროის განმავლობაში და არც იქნება, მათ შორის, იმის გამოც, რომ სააკაშვილი თავის ტკივილია უკრაინელებისთვისაც. რა თქმა უნდა, ნაკლები, იქ იმდენი რესურსი არ აქვს, აქ არის ოპოზიციის ...

„მთავარი არხი“-ის ცნობით, უკრაინ...

უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იუწყება.  საქმე უკავშირდება საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართ სავარაუდოდ, განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს. უკანასკნელი ცნობებით, უკრაინა ქართველი სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას იკვლევს.

სალომე ზურაბიშვილი - საზოგადოები...

„საზოგადოების მოთხოვნებს პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა“, - ამის შესახებ ობელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესის პირველ საჯარო განხილვაზე განაცხადა. მისი თქმით, იგი მზადაა, შექმნას დოკუმენტი, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება. „როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება. საზოგადოების მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა. ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზე...

კახა კალაძე - წინა ხელისუფლების ...

წინა ხელისუფლების პირობებში 1 ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოჯახის წევრისთვის სწავლის დაფინანსება იმ მოტივით, რომ ნიჭიერია ბიუჯეტის ძარცვაა. "წინა ხელისუფლების პირობებში ხშირად გვახსოვს ფაქტები, როდესაც ერთ ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონებების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე, ხდებოდა საკუთარი ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსება იმ მოტივით, რომ ნიჭიერები არიან. ოთხი შვილი მყავს, ოთხივე ძალიან ნიჭიერია. საზოგადოების მხრიდან როგორი დამოკიდებულება იქნებოდა, რომ ბიუჯეტიდან ფული ავიღო და ჩემი შვილების სწავლა დავაფინანსო, ეს ნორმალურია? გვახსოვს შემთხვევები, საჩუქრები კონკრ...

„უფლებები საქართველო” - ინსპექტო...

"უფლებები საქართველო“ შესარჩევი კონკურსის შედეგების დეტალებს ასაჯაროებს.  როგორც „უფლებები საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი, პარლამენტი ხვალიდან იწყებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შერჩევის პროცესს. აღნიშნულ პოზიციაზე პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა  ორი კანდიდატურა გუშინ, 9 თებერვალს წარუდგინა.  „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებენ კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის მინიმალურ სტანდარტებს.  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობდა „უფლებები საქართველ...

Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფ...

მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს, – ამის შესახებ პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის, ვალენტინო ვალენტინის განცხადებაშია ნათქვამი.  ვალენტინო ვალენტინი Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის წევრის, მატეო დალოსოს ორგანიზებით იტალიის პარლამენტის მედიაცენტრში, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ პრესკონფერენციას გამოეხმაურა, რომლის სახელწოდება იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“. „შევიტყვეთ დეპუტატ დალოსოს მიერ დღეს გამართული პრეს...

რომის პაპის განცხადებით, რუსეთ-უ...

„ომი სიგიჟეა“, - ასე გამოეხმაურა საჯარო მიმართვის დროს რომის პაპი ფრანსისკე, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას. მისი განცხადებით,  დაძაბულობისა და ომის საშიშროების თავიდან ასაცილებლად დიპლომატიური დიალოგებია მნიშვნელოვანი. „გავაგრძელოთ მშვიდობისთვის ლოცვა, რათა დაძაბულობა და ომის საშიშროება სერიოზული დიალოგით მოგვარდეს და ნორმანდიის ფორმატი ამ მიზნით გავრცელდება. და არ დაგვავიწყდეს, რომ ომი სიგიჟეა“, - აღნიშნა რომის პაპმა.

მიხეილ სააკაშვილი - მაფიის ბოსის...

„დღეს, მაფიის ბოსის პირადმა დაცვის წევრმა, ანზორ ჩუბინიძემ სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა. მაფია დანაშაულის კვალს ფარავს“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს აღნიშნული იმავე „სერიიდანაა“, რომლიდანაც გორის ჩანაწერები წაშალეს. „დღეს, მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა, ანზორ ჩუბინიძემ სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა. თუმცა, პროკურატურაში მიცემული აქვს საჩვენო ჩვენება. ეს იმავე სერიიდანაა, გორის ჩანაწერები რომ წაშალეს და სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის უცნობი მიზეზით, ლონდა თოლორაია ჩანაწერებს არ აქვეყნებს. მაფია ფარავს დანაშაულის კვალს. არაფერიც არ გამოუვათ, საქართველოშიც და უცხოეთშიც ყველამ ყვე...

ელჩი - მიშელის შეთანხმება დემოკრ...

შარლ მიშელის შეთანხმება ჯერ კიდევ წარმოადგენს დემოკრატიის  გზამკვლევს, საქართველოს ბევრ მეგობარს ევროპაში აინტერესებს, საით მიემართება საქართველო. -  ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისვე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად  ერთ-ერთი საიმედო გზა სწორედ 19 აპრილის შეთანხმებაა. „განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება. იმის მიუხედავად, რომ გარკვეული დრო გავიდა 2021 წლის 19 აპრილის შემდეგ, ეს განხილვა მნიშვნელოვნად და შესაფერისად მიმაჩნია არა მხოლოდ იმის შესაფასებლად, რა საკითხები მოგვარდა, არამედ იმ საკითხების განსახილველადაც, რაც მომავალში უნდა განხორციელდეს.  საქართველოს ბევრ მეგობარს ევროპაში აინტ...