პაპუაშვილი - მზად ვართ, ხელი შევ...

მოხარული ვარ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტში განვიხილავთ ისეთ საკითხს, როგორიც არის ევროკავშირის გაფართოება, როგორც მთელი ევროპის მშვიდობაში, სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ზრდაში სტრატეგიული ინვესტიცია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობის მოსურნე ქვეყანათა ჯგუფს კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებით სულ ახლახანს შეუერთდა, რაც "დიდი შრომისა და მიღწეული შედეგების აღიარებაა" "გასული წლის ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ მიერ გაწეული დიდი შრომისა და მიღწეული შედეგების აღიარება, ასევე, ჩვე...

მდინარაძე - საუკეთესო პიროვნულ თ...

ირაკლი კობახიძეს აქვს განსაკუთრებული უნარი, ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში შეინარჩუნოს სიმშვიდე, ცივ გონებაზე მიიღოს პრაგმატული გადაწყვეტილებები. პოლიტიკოსისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. არ არის მარტივი, ყველას აქვს თავისი ემოცია, ამ ემოციების მართვა ლიდერს განსაკუთრებულად სჭირდება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.  როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კობახიძეს აქვს "ინოვაციური ხედვები ქვეყნის მოწყობასთან, განვითარებასთან დაკავშირებით, დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო მოწყობის სხვა მიმართულებებით". მისივე თქმით, "საუკეთესო პიროვნულ თვისებებთან ერთად, კობახიძემ შეიძინა უდიდესი გამოცდილება და მოახერხა 40 000-ზე მეტ...

სამთავრობო პროგრამა - „ევროპული ...

პარლამენტის ვებგვერდზე სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ საკვანძო სფეროებზე : 1. საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადობა, რუსეთსაქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, უსაფრთხოების და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი უსაფრთხოება - სახელმწიფოს მთავარ ამ...

ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავ...

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა.  მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ეხება. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. მთავრობის შემადგენლობა ასეთია : კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი; ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე; იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე; შინაგან საქმეთა მინისტრი &n...

ხაბეიშვილი - არჩევნებზე ენმ-ის, ...

არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება მიხეილ სააკაშვილი და ქართველ ხალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით, აუცილებლად ვაპირებთ, დავამარცხოთ ეს გაჭირვება, სიდუხჭირე, დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტი „ტყვეობაში აბსოლუტურად უსამართლოდ იმყოფება". „საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავმჯდომარეც, დამფუძნებელიც, ლიდერიც და ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ჩვენ გვჭირდება ტექნიკურად ამაზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც რუსი ო...

ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურე...

ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც პრაქტიკულად, ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები და შექმნა ამ სტრუქტურების ძალიან ძლიერი ერთობლივი მექანიზმი. თუკი ვინმე ოდნავ მაინც ჩახედულია ამაში, ყველამ იცის, რამდენად აწყობილი პარტიული სისტემა გვაქვს „ქართულ ოცნებაში“,- ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, კობახიძე "თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულია". „ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც პრაქტიკულად, ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები და შექმნა ძალიან ძლიერი ერთობლივი მექანიზმი ამ სტრუქტურებისა, რომელსაც როგორც პარტია პიარული გადმოსახედიდან კი არა, ამ სტრუქტურების თვალსაზრისით...

მდინარაძე - მთავარი გამოწვევა დე...

გამოწვევა ბევრია ქვეყანაში. დღევანდელი მთავარი გამოწვევა არის დეოკუპაცია და ამ გზაზე სიარული რამდენადაც საფრთხილოა, იმდენად გამოწვევის თვალსაზრისით, არის არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ საინტერესო პროცესი, როდესაც შენ მშვიდობიანი გზით, დარწმუნების, შერიგებისკენ მოწოდების, შენი ქვეყნის განვითარებით და ამ განვითარების ჩვენი დების და ძმების მიმართ მესიჯების გაგზავნით, გარკვეულ ცვლილებებთან მიდიხარ,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, გამოწვევების კუთხით, პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს ბევრი სამუშაო ექნება.  „წინ ბევრი გამოწვევა გვექნება ირაკლის [კობახიძის] ხელმძღვანელობით, როგორც ...

სააკაშვილი - ივანიშვილი და მისი ...

ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, რის გამოც ქართველებს აღარ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაში იცხოვრონ. "ჩვენი ხალხის მორიგი დაცინვა - ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას. მთავარი არის ის, რომ ქართველებს აღარ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში. მრავალი წელია უკვე ადამიანების ცხოვრება არ უმჯობესდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის ქონება გაორმაგდა. მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტარები, მინისტრები ...

ზურაბიშვილი უკრაინისთვის დახმარე...

ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის მიერ უკრაინის დახმარებისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, აღნიშნული შეთანხმება ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას აჩვენებს. "ეს შეთანხმება აჩვენებს ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობასა და სიმტკიცეს. ჩვენ, ქართველები დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და ჩვენმა განუყოფელმა უსაფრთხოებამ დღეს დიდი ნაბიჯი გადადგა წინ", - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინ...

კობახიძე - მთავრობის შემადგენლობ...

მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება, ჯუანშერ ბურჭულაძე საკუთარი სურვილით ტოვებს თანამდებობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, აღნიშნულ პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლ ჩიქოვანი შეცვლის. "რაც შეეხება მთავრობას, თქვენ იცით, რომ გასული სამი წელი იყო გამორჩეულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილური გარემოს შენარჩუნება, ჩვენ მოვახერხეთ და ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ, ეს იყო ის წარმატებები, რომელიც პირველ რიგში, დაკავშირებულია მთავრობის საქმიანობასთან, პირველ რიგში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობასთან და რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში თავისი წვლილი მ...

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე ირაკ...

"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. ღარიბაშვილი თავმჯდომარედ პარტიის რიგით მე-8 ყრილობაზე "ქართული ოცნების" წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. "როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა... ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი 3-წლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლ...

რა უნდა დავუწუნო - ნახეთ, როგორი...

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილმა წასვლა თავად მოისურვა. ამის შესახებ ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მმართველი პარტიის რიგით მე-8 ყრილობის დაწყებამდე უთხრა. "რა უნდა დავუწუნო - ნახეთ, როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია",- თქვა ივანიშვილმა.

კალაძე - მნიშვნელობა არ აქვს, ვი...

სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია, მთავარი და ხელშეუხებელი კი ქვეყნის ინტერესებია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით  ხელისუფლებაში მოსვლის ყველაზე მეტი რესურსი ისევ „ქართულ ოცნებას“ აქვს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს კი მმართველი პარტიის გუნდის სრული მხარდაჭერა გააჩნიათ.  „ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში და მომავალშიც მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებოებაზე იქნება, სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს პოლიტიკა იქნება თუ ბიზნესი, თუ ვიქნებით რიგითი მოქალაქეები,  ყოველთვის უნდა ვემსახურებოდეთ ჩვენს სა...

პაპუაშვილი მდინარაძეზე - ალბათ, ...

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სამთავრობო გუნდში გადაინაცვლოს.  როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, უმრავლესობის სხდომაზე, „ალბათ, იქნება შეთავაზება, რომ ფრაქციის თავმჯდომარემ უმრავლესობის ლიდერის სტატუსი შეითავსოს". „არა, არ გადაინაცვლებს, პირიქით, როცა ვსაუბრობთ ირაკლი კობახიძის გადასვლაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს უპირველეს ყოვლისა, უმრავლესობის დანაკლისია, ვინაიდან მას განსაკუთრებული როლი ჰქონდა მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაში, უმრავლესობის შიდა მობილიზებისთვის, ერთიანი პოზიცირებისთვის, როგორც უმრავლესობის ლიდ...

მელია - ვიყავი, ვარ და ვიქნები ე...

ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე... მე ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემონტაჟი იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, ერთობას საფუძვლად უნდა ედოს ღირებულებითი პრინციპი და უნდა ასახავდეს ხალხის ინტერესს. "ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე. ჩემი ეს პოზიცია არაერთგზის დამიფიქსირებია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებებით 2020 და 2021 წლებში და მისი ერთგული ვარ დღემდე. გარდა იმისა, რომ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგს, მაშინ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გამოცდილებაც - ერთობას საფუძვლად უნდა ედოს ღირებულებითი პრინციპი და უნდა ასახავდეს ხალხის ინტერესს...

კალაძე - „ნაცებისთვის“ სასიკეთო ...

კოლექტიური „ნაცებისთვის“ სასიკეთო არ არის, ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება, არც ის, რომ კობახიძე იქნება ქვეყნის პრემიერი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. „იმას, რას ამბობენ ოპონენტები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. გულწრფელად ვიტყვი – მათთვის სასიკეთო არაფერი. მათთვის სასიკეთო არაფერია თუნდაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით. ასევე კოლექტიური „ნაცებისთვის“ არანაირად სასიკეთო არ არის, ირაკლი ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება, არც ის, რომ ირაკლი ...

პაპუაშვილი პრეზიდენტზე - მოველი,...

პარლამენტის რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის [პრეზიდენტის] მიმართვა, შესაბამისად 6-ში იქნება ეს მიმართვა. რა თქმა უნდა, ამ დროს მთავრობა ჯერ ვერ იქნება დამტკიცებული, შესაბამისად იმ პროცედურით იქნება, როგორც სხვა დროს არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "სინამდვილეში პრეზიდენტს პარლამენტისთვის სათქმელი არაფერი აქვს".  "პრობლემა იმაში ხომ არ არის, სცენა როგორი იქნება და როგორ წარიმართება ეს პროცესი, პრობლემაა, რომ სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილს სათქმელი არაფერი აქვს საქართველოს პარლამენტისთვის. მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადგენილია საქართველოს საკონსტიტუცი...

პაპუაშვილი „ლელოზე“ - „ჩიხუახუას...

ვფიქრობ, „ჩიხუახუას სინდრომით“ არის „ლელო“ წარმოდგენილი, საკუთარ წონას და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ლელოს" „ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა ისაა, რომ 2020 წლის არჩევნებში მათ მიიღეს მოსახლეობის 3%-ის ხმა და ერთ წელიწადში შეძლეს ის, რომ ჩამოვიდნენ 2%-მდე".  „ლელო“, ზოგადად, საინტერესო მოვლენა არის ქართულ პოლიტიკაში. ერთადერთი მათი პოლიტიკური მიღწევა არის, რომ 2020 წლის არჩევნებში მათ მიიღეს მოსახლეობის 3%-ის ხმა და ერთ წელიწადში შეძლეს ის, რომ ჩამოვიდნენ 2%-მდე. ამის შემდეგ, რატომღაც, სულ დიდ გულზე არიან და ჰგონიათ, რომ მათ უნდა გა...

პრემიერ-მინისტრის პოსტზე სხვა კა...

მნიშვნელოვანია ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ეს ისტორიული მომენტი იქნება - სხვა კანდიდატურა არ განიხილება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძე ის კანდიდატურაა, რომელზეც ახლა პარტია მსჯელობს. "ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება, თუ რატომ ტოვებს ის პრემიერ-მინისტრის პოსტს და რატომ ინაცვლებს ის პარტიაში. რაც შეეხება მის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს, ვფიქრობ, ყველა თანხმდება, მათ შორის ოპოზიციაც, რომ ეს 3 წელი იყო გამორჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევებით. საქართველომ შეძლო, რომ ფაქტობრივად, იმ გამოწვევებით სავსე გარემოში, რაც ჩვენს გ...

პრემიერის თანამდებობას კობახიძე ...

პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე თუ დაიკავებს, ეს იქნება უნიკალური და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, კობახიძე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია, როგორც იდეების გენერირებაში, ისე პოლიტიკური პროცესების მართვაში. "ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია, როგორც იდეების გენერირებაში, ისე პოლიტიკური პროცესების მართვაში. ამიტომ, მისი სახით აღმასრულებელ ხელისუფლებას განსაკუთრებულად ძლიერი ადამიანი ეყოლება როგორც მართვაში, ისე პოლიტიკურ ხედვებში, რაც მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო ამბიციურ ხედვებს მივაღწი...