კარლ ჰარცელმა ფარულ მოსმენებთან ...

არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგავდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სავარაუდოდ სუს-ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ჰარცელის ინფორმაციით, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, უკვე დაიბარეს ბრიუსელში. „ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ მოსმენების საკითხს, რომელიც ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყნა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგავდა. საქართველოს ელჩი ევროკავშირში უკვე დაიბარეს ბრიუსელში და მასთან ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება. ამ ფაილების მოცულობა საკმაოდ დიდია და დეტალებში შესვლა არ მინდა. ზოგადად, ბევრი ქვეყნის ...

რუსეთში მოსახლეობა არჩევნების შე...

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, გაიმართა დემონსტრაცია სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინააღმდეგ. – აღნიშნულ ინფორმაციას  „ევრონიუსი“ ავრცელებს, მათივე ცნობით, აქცია, ორგანიზებული იყო რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლების მიერ. წვიმისა და ქარის მიუხედავად, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა მოსკოვის ცენტრში. როგორც აქციის მონაწილეებმა „ევრონიუსთან განაცხადეს“ ისინი არ არიან კმაყოფილი არჩევნების შედეგებით. სახელმწიფო დუმის  რამდენიმე კომუნისტური კანდიდატი იმყოფებოდა პუშკინის მოედანზე, მათ შორის ვალერი რაშკინი. ისინი მოითხოვდნენ დედაქალაქში არჩევნების შედეგების გაუქმებას. კომუნისტური პარტია აცხადებს, რომ მათმა კანდიდატებმა "...

პლაკატების ავტორი ვინმე მოშე კლუ...

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და თბილისში „სისხლიანი ბანერების“ გამოჩენას ეხმაურება. მისი თქმით, პლაკატების ავტორი მოშე კლუგჰაფტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ისრაელიდან ჩამოიყვანა.  „მე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში და ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი, ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ. როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ე...

თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, ...

"ეს ის საკითხია, რაზეც საპარლამენტო სხდომა და მოსმენა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს საკითხი არ შეიძლება უბრალოდ იყოს დახურული. ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი, საგამოძიებო კომისიის შექმნაც შეიძლება გახდეს საჭირო"- პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ უკანონო მოსმენები დარღვევა და დანაშაულია თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.   "თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, უკვე დარღვევაა და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური ვის ჩათვლის საჭიროდ, რომ მოუსმინოს კანონმდებლობის ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყებების მიერ. ის კითხვებია, რომელიც უნდა დაისვას და შესაბამისად, კო...

რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბ...

ჩეჩნეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ შეაჯამა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში 2021 წლის 19 სექტემბერს დაგეგმილი კენჭისყრის წინასწარი შედეგები.  სახელმწიფო ავტომატიზირებული სისტემის „ვიბორის“ თანახმად, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 714,109 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა სიებში შეტანილი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 94,61% -ია. არჩევნებში ჩეჩნეთის მოქმედი ლიდერი  რამზან კადიროვ ლიდერობს.რეგიონში  ამჟამად  ხმების 100%-ია დათვლილი. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: კადიროვ რამზან ახმატოვიჩი - 99,70% (711 973 ხმა); ისა ნაჟადიევიჩ ხაჯიმურადოვი - 0,15% (1,064 ხმ...

რუსეთმა და ოკუპირებულმა ცხინვალმ...

რუსეთმა და ოკუპირებულმა ცხინვალმა „ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას" მოაწერეს ხელი.-ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი თქმით,შეთანხმებას ხელი რუსეთის მხირდან  ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ე.წ. ელჩმა მარატ კულახმეტოვმა ხოლო, სამხრეთ ოსეთის მხრიდან  ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა მოაწერეს.  "ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე, გარდა ამისა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან იქ, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს."-ნათქვამია განცხადებაში. ხელშეკრულებას წინ უძღვოდა, ვლ...

მედიაკოალიცია 5-6 ივლისის მოვლენ...

მედიაკოალიცია 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, მათ გადადგან შემდეგი ნაბიჯები: საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტმა დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, რათა შეფასდეს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვისათვის გადადგმული ნაბიჯები; საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეწყიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ და მკაფიოდ, არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები თუ ქმედებები; საქართველოს პარლამენტის წევრებმა ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პრო...

ირაკლი კობახიძე საია-ს შეტანილ ს...

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგაიზაცია "საია-ს" „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებს. მისი თქმით, საია-ს საკონსტიტუციოს მსგავსი სარჩელი 2016 წელს ენმ-მ თავად შეიტანა და ახლა იმავეს არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით აკეთებს.  "როგორც ცნობილია, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" შეიტანა კონსტიტუციური სარჩელი იმ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც 2 კვირაში მუნიციპალური არჩევნები ტარდება. ყველას გვახსოვს, რომ რევოლუციური სცენარის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს ანალოგიური სარჩელ...

შვილებით ემუქრებოდნენ და აიძულეს...

პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სამტრედიის მაჟორიტარ კანდიდატს , ნიკა საკანდელიძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს.  "ნიკა საკანდელიძე არის სამი შვილის მამა. მას ემუქრებოდნენ საკუთარი შვილებით, ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილები აქ თამაშობდნენ საფეხბურთო მოედანზე. საბოლოოდ მათ, რამდენიმესაათიანი ზეწოლის შემდეგ, განცხადების დაწერა აიძულეს. ეს განცხადება დაიწერა ქართული ოცნების სამტრედიის შტაბში, შემდგომ გადაეცა, როგორც მას უთხრეს. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს. საღამოს ექვს საათზე ვიპოვეთ ეს ადამიანი და მან სრულად აღწერა ის, რაც მოხდა. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაუ...

კობახიძე გახარიაზე - „ბანკებით“ ...

„ბანკებით“ სირბილს ურჩევნია „კოკაინს“ შეეშვას, ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, კლინიკა, რომელშიც გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ჩაიტარა, ევროპაში ერთადერთია, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევების გარშემო. „მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევის გარშემო. ეს არის ძალიან ცნობილი სკანდალი - იუშჩენკოს სკანდალი, როდესაც კლინიკის მთავარი ექიმი გადადგა თანამდებობიდან იმის გამო, რომ მენეჯმენ...

საია-ს თავმჯდომარე - ღარიბაშვილი...

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ღარიბაშვილი ქულების დასაწერად 20 ივნისზე პასუხისმგებლობას გახარიას აკისრებს. „პრემიერი ხალხს უტიფრად ატყუებს, პოლიტიკური ქულების დასაწერად ტელევიზიაში ყოფილ პრემიერს აკისრებს 20 ივნისზე პასუხისმგებლობას, მაგრამ დაზარალებულების პროცესზე შსს მოდის და იმას ამბობს, არაფერ შუაში ვართ ჩვენო. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”, - წერს სიმონიშვილი. ცნობისთვის, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ 20 ივნისს უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარა, რაც მისი ხელწერა იყო.

ეუთო/ოდირი 2 ოქტომბრის არჩევნები...

ეუთო–ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორ ანგარიშში ვკითხულობთ, საკანონმდებლო ბაზა ქვეყანაში 2021 წლის 28 ივნისის შემდეგ არსებითად არის შეცვლილი. „2021 წლის 28 ივნისს, 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური ჩხხიდან გამოსვლას, საკანონმდებლო ბაზა არსებითად შეცივალა. ცვლილებებმა შეცვალა საარჩევნო კომისიების შემადგენლობა და დანიშვნის წესი, შემოიღო უფრო მაღალი პროპორციული კომპონენტი ადგილობრივი არჩევნებისთვის, გაახანგრძლივა დავების გადაწყვეტის ვადები, შემოიღო სავალდებულო შემთხვევით...

წულუკიანი ქარდავაზე - სუბიექტს წ...

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ავდაცვის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ყოფილი უფროი, მეგი ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "მადლობას ვუხდი უკრანელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზედ ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის! საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს! ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!", - წერს თეა წულუკიანი. ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან ...

უკრაინელმა გააკრიტიკა რუსეთი, ოკ...

უკრაინელმა ჩინოვნიკებმა გააკრიტიკეს რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამო.- ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს  მათი ცნობით,ნახევარკუნძულზე, რომელიც მოსკოვმა შეიერთა 2014 წელს,  პრორუს სეპარატისტებს შეუძლიათ მივიდნენ საარჩევნო  უბნებზე და მიიღონ მონაწილეობა ამ შაბათ-კვირის კენჭისყრაში. კიევმა ასევე დაადანაშაულა მოსკოვი, რომ მან ხელოვნურად  დააჩქარა პასპორტების გაცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნებში ჩართულობის გასაზრდელად.  არსებული ინფორმაციით რუსეთმა, აღმოსავლეთ უკრაინაში  600 000 -ზე მეტი პასპორტი დაარიგა. მოქალაქეებს შეუძლიათ ხმის მიცემა ელექტრონულად ან რუსეთის სასაზღვრო რეგიონში, როსტოვში. „ გა...

ევროკავშირი სუს-ის სავარაუდო ფარ...

ევროკავშირი ფარული ჩანაწერების გამო ნაბიჯებს გადადგამს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეფ ფორელის თანაშემწემ, პეტერ სტანომ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა. პეტერ სტანო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს გამოეხმაურა დ აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკიხია ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომტიური ურთიერთობების ფარგლებში.  „ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდ...

გერმანიის ელჩი ჩანაწერებზე - დიპ...

საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუმბერტ ქნირში სუს-ის ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას აცხადებს, რომ დიპლომატების ფარული მოსმენა, მაშინაც კი, თუ ეს არ არის მათზე მიმართული, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევაა. „დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარული მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს არ არის მათზე მიმართული, წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვეის კონვენციის დარღვევას. ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, გამჭვირვალობისა და კონტროლის საკითხები განიხილებოდა ნატოსთან საქართველოს ყოველწლიურ შეხვედრებზე, ვფიქრობ, ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ქნირშმა „ნეტგაზეტისთვის“ მიცემულ წერილო...

კოკაინის მოხმარების ბრალდება, რუ...

მე, რა თქმა უნდა გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნარკოტესტთან დაკავშირებით წერს. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას ნარკოტესტთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგიაა. „ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახოდნენ ზუსტად იგივეს. ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია. ვიღაცა ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ გაუმეორებენ, ვიღაცა არის “კოკაინშიკი” მერე ნაწილი მართლა იჯერებს. ეს კიდევ ერთ...

დიმიტრი პესკოვი- ევროპარლამენტის...

რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მწუხარებას იწვევს- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პესკოვის განცხადებით, ევროპარლამენტის ეს დოკუმენტი ძირითადად  სარეკომენდაციო ხასიათისაა. ”ამ  ანგარიშში საუბარია, თუ როგორ გვსურს ვიხილოთ ევროკავშირის ახალი სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში. ძალიან ძლიერი ლექსიკა გამოიყენება იქ. [...] პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რუსეთი რჩება ევროპის უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევად, ” - განმარტა სპიკერმა პესკოვის განცხადებით, დოკუმენტში საუბარი არ არის დიალოგის აუცილებლობაზე „სამწუხარ...

„მთავარის“ ოპერატორზე თავდასხმის...

გუშინ, ქარელში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი, „ქართული ოცნების“ შტაბის მეორე სართულიდან გამოაგდეს, რის შემდეგაც, მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს განცხაებებს აკეთებენ და აღნიშნაენ, რომ ოპერატორი შემთხვევით გადმოვარდა. გარდა ამისა, პარტიის ლიდერები, ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ძალადობაში მედიას ადანაშაულებენ და იმუქრებიან. კერძოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგენლებს დაემუქრა, რომ მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა იმ „ფეიკ ინფორმაციების“ გამო, რომლებსაც ავრცელებენ. ამასთნავე, კობახიძემ, პარტიის სხვა ლიდერების მსგავსად განაცხა...

​„მთავარის” ოპერატორი, რომელიც „...

ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი, რომელიც ქარელში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალიდან“ გაწერეს. ოპერტორმა ლევან აბლოთიამ ჟურნალისტებთან შემთხვევის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ აგრესორი ადამიანი მისთვის კამერის წართმევას ცდილობდა, რის შედეგადაც ის მოაჯირიდან გადავარდა. "აივანზე ვიყავით, ესენი შიგნით იყვნენ, შუქიც ჩააქრეს და შემდგომ უკვე, როდესაც მე და ბექა სტენდაფს ვწერდით, გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი. ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან და ვარიდებდი თავს. უკან-უკან მივდიოდი, იმიტომ, რომ მინდოდა დისტანცია მქონოდა იმ აგრესორ ადამიანსა და ჩემს შორის, რა დროსაც...