საქართველო ბიძინას შპს არ უნდა ი...

საქართველო ბიძინას შპს არ უნდა იყოს და როგორც შპს-ს, ისე არ უნდა მართავდეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს. როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ხალხის მსახური უნდა იყოს მთავრობა და "არა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირები და მოურავები". "ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკის” ყოფილი თანამშრომელი,  თანამდებობის პირი - პირადი ბანკირი; გრიგოლ ლილუაშვილი სუსი - ივანიშვილის “ქართუ ბანკის” თანამშრომელი, თანამდებობის პირი; ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის მინისტრი, ივანიშვილის “ქართუ ბანკში” პლასტიკური ბარათების დამ...

სამნიძე - რიგგარეშე არჩევნების მ...

არ ვეთანხმები ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის დროა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ახლა მთელი კონცენტრაცია და ენერგია 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იყოს მიმართული, რომ მოხდეს „ქართული ოცნების“ იძულება, შესრულდეს ეს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. „მგონია, რომ ახლა მთელი ჩვენი კონცენტრაცია და ენერგია 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იყოს, იმაზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შესრულდეს ეს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩემი აზრით, ჩვენი საქმიანობისთვის დამაზიანებელი და არასწორია დღეს საუბარი იმაზე, რომ კ...

ჯინ შაჰინი - საქართველოს მთავრობ...

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიდა ბრძოლა მიმდინარეობს ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო მიდის ავტოკრატიისკენ, აქედან გამომდინარე ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება 2024 წლის არჩევნები. "ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიდა ბრძოლა მიმდინარეობს ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, არის საქართველო. ნათელია, რომ საქართველოს ხალხს სურს, იყუროს დასავლეთისკენ, ევროპისკენ, მათ უნდათ დემოკრატია. სენატორი რიში და მე იქ ვიყავით 2012 წელს არჩევნებზე დასაკვირვებლად, როცა ქართულმა ოცნებამ მმართველობა გადაიბარა. რაც ახლა ვი...

დოქერტი - საქართველო ვერასდროს ი...

პუტინის თავდასხმამ უკრაინაზე კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველო ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, თუკი არ შეუერთდება NATO-სა და ევროკავშირს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის საპარლამენტო მოადგილემ, ლეო დოქერტიმ განაცხადა. მისივე თქმით, დღესდღეობით რუსეთის ჯარები თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში დგანან და მათი ზეწოლა საქართველოზე უფრო და უფრო იზრდება. "პუტინის თავდასხმამ უკრაინაზე კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველო ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, თუკი არ შეუერთდება NATO-სა და ევროკავშირს, ვინაიდან ეს არის რეგიონი, რომელიც სავსეა კონფლიქტით. რუსეთის ზეწოლა საქართველოზე უფრო და უფრო ი...

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტ...

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო. "ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.  აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო", - წერს ადმინისტრაცია. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა 18 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით ვიზ...

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს შეხვდა.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას შეეხო. "აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპისათვის ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიე...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 მაისს, უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს. მთავრობის მეთაური ღონისძიების სპკერების ჩამონათვალშია მოხსენიებული. CPAC-უნგრეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ძლიერები ვართ“. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციის სცენაზე გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებს. მას სჯერა, რომ საქართველო არის კონსერვატიული საზოგადოება ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებებით. გენდერული პროპაგანდა საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი არ ყო...

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის საგ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუს შეხვდა.  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას და  აქვე ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით კავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას.  "საუბრისას  ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.&nb...

გვჯერა, პოლონეთისა და საქართველო...

გვჯერა, პოლონეთისა და საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა წაადგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ ქართველო კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, პოლონეთი ცდილობს, საქართველოსთვის არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს. "ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნების დიპლომატიურ-პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის დადასტურება და საერთო ჯამში, გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება. მინისტრი დარჩიაშვილ...

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის...

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ყურადღება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისთან, 21 აპრილს მომხდარ ინციდენტსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე გამახვილდება. "ძირითადი აქცენტი და მთავარი განსახილველი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე გახლავთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რათა თითოეული მათგანი დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში. ყურადღება გამახვილდება თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ზოგადად, ჰუმანიტარული დატვირთვ...

ფუკუიამა - ივანიშვილს და მის პარ...

ვანიშვილს და მის პარტიას არ უნდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, - ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ფრენსის ფუკუიამამ განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ დაბლოკონ საქართველოს ევროკავშირში წევრობა და მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა არ დასაჯოს საქართველო ამ ქმედებების გამო, მაგრამ უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელნი არიან. მან დასძინა, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა საუკეთესო გარანტიაა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. "ეს საქართველოს მთავარი პრობლემაა, კონკრეტული ოლიგარქის გავლენა. ვფიქრობ, რომ ივანიშვილს და მის პარტიას არ უნდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. აკეთებენ ყველაფერ...

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტ...

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია, უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრების დროს განხილული იქნება ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებები, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „შეხვედრების დროს განხილული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც არის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია. პოლონელ კოლეგას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას  ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით...

26-28 აპრილს, საქართველოს პოლონე...

26-28 აპრილს, საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ სამუშაო ვიზიტით ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ზბიგნევ რაუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდება.  მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესი, გამოწვევები და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. ცნობისთვის, 28 აპრილს, საქართველოს ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვე...

კახა კალაძე პრემიერის ბრიუსელში ...

„ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ გაკეთდა მკაფიო განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა იმ პოზიტიურ ნაბიჯებს, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა. „მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა, როგორც ევროპულ საბჭოში, ისე ნატო-ს ოფისში. მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ ევროინტეგრა...

შალვა პაპუაშვილი - დღეს არ არის ...

,,მნიშვნელოვანი იყო,  რომ მოგვეცა შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად მიგვეღო მონაწილეობა კონფერენციაში. მთავარი თემა იყო რუსეთის აგრესია  უკრაინის წინააღმდეგ. ჩემს გამოსვლაში მქონდა შესაძლებლობა უკრაინისადმი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა,’’ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის შეჯამების დროს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა უფრო სერიოზულად შეხედოს საკუთარ როლს და გაფართოვების პოლიტიკას. როგორც პარლამენტ...

ოქრიაშვილი - ჩვენ გვჭირს უარესი,...

ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი - „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით! - ამის შესახებ  "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, საქართველოში მოიძებნება მაღალკვალიფიციურ ლიდერთა ჯგუფი, ვინც ქვეყნის  პროგრესული მომავლისკენ სვლას  გაცილებით უკეთესად გაუმკლავდება. "საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2023 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი, დაახლოებით, 4 %-ია და მსოფლიოში 62-ე ადგილზე ვართ. იმ მაჩვენებლით კი, რომელიც განსაზღვრავს შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, სამარცხვინო  92-ე ადგილს ვიკავებთ. სომხეთი, ...

კახა კალაძე - ევროინტეგრაციის მი...

ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ გაკეთდა მკაფიო განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა იმ პოზიტიურ ნაბიჯებს, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა. „მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა, როგორც ევროპულ საბჭოში, ისე ნატო-ს ოფისში. მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზ...

თალაკვაძე - ოპოზიცია დაკავებულია...

ოპოზიცია დაკავებულია საკუთარი ქვეყნის დაზიანებითა და ტყუილების ტირაჟირებით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, სრული სიცრუეა, ინფორმაცია, თითქოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა. „პრემიერ-მინისტრს პარტნიორებთან მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრები ჰქონდა, რაც საქართველოს დაეხმარება, რომ უფრო წინ წაწიოს ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, რადიკალურ ოპოზიციას არ ახარებს და სწყინს ქვეყნის საგარეო და საშინაო წარმატებები. მათ არ აქვთ რე...

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტ...

მინისტრთა კომიტეტმა ძალიან ბევრჯერ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სორდის კოლბრუნ გილვადოთირმა განაცხადა. მისივე თქმით, მინისტრთა კომიტეტმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო მთავრობების მხრიდან მიღებული ზომები არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „მულტილატერალიზმის გამოწვევა არის ის, რომ მოითხოვს დროს და პატარა ნაბიჯებია, რომლებიც გასაგებია. ასევე, გასაგებია, რომ რაღაც მომენტში ადამიანები ამის გამო კარგავენ მულტილატერალიზმის მიმართ რწმენას. მინისტრთა კომიტეტმა ძალიან ბევრჯერ გამოხატა სრული მხარდაჭერა ს...

ხაბეიშვილი - ერთმანეთს ხელი უნდა...

ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად უნდა უზრუნველვყოთ „რუსული ოცნების“ სახლში გაშვება, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევას. მისივე თქმით, IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ  ნოემბრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტი არის ორნახევარჯერ გაზრდილი, როგორც თავად აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნოემბრის თვეში ჰქონდა 6 პროცენტი, ხოლო ახლა 14 პროცენტი აქვს. „სრულიად ოპოზიციას, საზოგადოებას, ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს მინდა მივმართო, რომ ჩვენ ახლა ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და ერთად უნდა უზრუნველვყოთ „რუსულ...