კობახიძე გონჩარენკოზე - მისი არც...

გონჩარენკოს არცერთი სიტყვა არ არის ღირებული,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო "გიორგიევსკის ლენტით დარბოდა ჯერ და მერე გახდა უკრაინის გულმხურვალე გულშემატკივარი". "გონჩარენკოს არცერთი სიტყვა არ არის ღირებული. თქვენ იცით, ვინ არის ეს კაცი ხომ?! გიორგიევსკის ლენტით დარბოდა ჯერ და მერე გახდა უკრაინის გულმხურვალე გულშემატკივარი. არავითარი ფასი არ აქვს არც უკრაინაში სხვათა შორის და მით უმეტეს, ჩვენთანაც ვერ ექნება გონჩარენკოს რაიმე სიტყვას რაიმე ფასი. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება, გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობები, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა შემთხვევაში დავრჩეთ ...

სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებ...

აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს ელჩი უნდა დაბრუნდეს თბილისში და კონსულტაციები გაიაროს საქართველოს ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე. "აღარ არის უკვე საინტერესო, იმ ნაბიჯის ფონზე რაც უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარ არის საინტერესო. სამწუხარო რეალობაა. აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით... ჩვენი ელჩი ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები მიმდგარი იყო კიევს, რჩებოდა კი...

სუს-ი - სოფელ დისევის მიმდებარედ...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. "ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი.“ ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულ...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწ...

ვანკუვერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 30-ე ყოველწლიური სესია გაიმართა. სესიის ფარგლებში მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტის თანახმად, 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს რუსეთს, სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს. „ეუთო მოუწოდებს რუსეთს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალები დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს. საჭიროა, გაგრძელდეს აქტიური ჩართულობა რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, საქართ...

რადას დეპუტატი - სააკაშვილისადმი...

ადამიანმა, რომელმაც აქცია საქართველო სერიოზულ და დიდ ქვეყნად, ამ ადამიანს ამჟამად საქართველო კლავს, - ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ელიზავეტა ბოგუტსკაიამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისადმი ასეთი დამმოკიდებულებით საქართველო ევროკავშირზე ვერც იოცნებებს. "ადამიანმა, რომელმაც აქცია საქართველო სერიოზულ და დიდ ქვეყნად, ამ ადამიანს ამჟამად საქართველო კლავს. ეს არის საშინელება და ამის ყურება გულისტკივილის გარეშე შეუძლებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე ჩემს ემოციურ პოსტებში ბრალს ვდებ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ნაწილი ჩემი ბრალდებებისა ეხება ქართველ ხალხს, რომელიც პასიურად უყურებს იმას, თუ როგორ კლავენ...

ხაბეიშვილი - ხალხს უნდა ევროპაში...

ხალხს უნდა ევროპაში, ამიტომ მნიშვენლოვანია, რომ პროდასავლური და პროქართული პარტიები რუსული პარტიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან ნებისმიერ ფორმატში სათანამშრომლოდ მზად არის, იმისთვის, რომ "ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი დამარცხდეს". “ჩვენ ზოგადად ღია ვართ ამ მიმართულებით, რომ თანამშრომლობა იყოს, მეტიც, ინიციატორებიც ვართ, ვიყავით, ვიქნებით, ჩვენ არ გვახასიათებს პირადი წყენების გამო ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭება, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე ა...

დეგნანი - საქართველოს და უკრაინა...

საქართველოს და უკრაინას ჰყავთ საერთო მტერი და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთად იდგნენ და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით, დიპლომატიური გზებითა თუ პირადი საუბრებით საქართველო და უკრაინა შეძლებენ, რომ გადალახონ არსებული ვითარება. "მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ოფიციალურ კომუნიკაციაზე საქართველოსა და უკრაინას შორის. ყველას გვესმის, რომ საკმაოდ რთული პერიოდია. არის ზეწოლა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან, ასევე საქართველოზე და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ საქართველოს და უკრაინას ჰყავთ საერთო მტერი და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთად იდგნენ და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დიპლომატიური გზებით თუ პირადი საუბრებით საქა...

ბრეგაძე - სააკაშვილის გაყვანის წ...

ქართული სასამართლოს და ევროპული სასამართლოს მეშვეობით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. როგრც ბრეგაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ექსპრეზიდენტი მკურნალობის კურსს სრულად ახლაც არ ემორჩილება.  "ამჟამინდელი ტყუილზე დაფუძნებული, მავნებლური კამპანიის მიზანია, მსჯავრდებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე. იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებიც...

არახამია - აფხაზეთისა და სამხრეთ...

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ქართულ ოპოზიციურ არხ „მთავარს“ ინტერვიუ მისცა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა შეუერთდეს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას. არახამიას იმედი აქვს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. „ვფიქრობ, ქართველებმა გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მომავალ არჩევნებზე. უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და ეს რადიკალურად შეცვლის სიტუაციას“, - განაცხადა მან. ახალმა ხელისუფლებამ, არახამიას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს. „ცხადია, ომი წარმატებით დასრულდება (უკრაინისთვის). რუსეთს სხვა არჩევანი არ...

კალაძე - ვოლოდიმირ ზელენსკის საქ...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ქართველი და უკრაინელი ხალხი ისტორიულად ყოველთვის გვერდით ედგა ერთმანეთს და ამ მეგობრობას ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის.  „მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთობები ორმხრივია. ცალმხრივი არაფერი ვარგა. გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა: თუ გადავხედავთ ისტორიას, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრობდა, ერთმანეთის გვერდით იდგნენ. რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობას ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ყველაფერს გავაკეთებთ...

საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება "არსებით ზიანს" აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს "სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას". „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო - დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით. ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და სამწუხაროა, რ...

გვარამია - უკრაინა სააკაშვილთან ...

"მთავარი არხის" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და აღნიშნავს, რომ არცერთი თავმოყვარე ქვეყანა, ამ შემთხვევაში კი უკრაინა არავის არ მისცემს შესაძლებლობას, რომ მის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს ასე მოეპყრონ. მანვე დასძინა, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში, ხოლო შემდეგ რას მოიმოქმედებს "საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით ეს არის მისი საქმე". "უკრაინა არ მისცემს არავის სააკაშვილთან ასე მოპყრობის შესაძლებლობას, ყველამ უნდა ვიფიქროთ  უკრაინასთან ჩვენს მომავალ გეგმებზე, მათ შორის იმ გეგმებზე, რო...

სააკაშვილი - ზელენსკიმ გამოაჩინა...

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ასევე ანდრეი ერმაკს, მიხაილო პოდოლიაკსა და დმიტრო კულებას.  „პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის. როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და რა თქმა უნდა გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ. უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ა...

პაპუაშვილი - საქართველოს წინააღმ...

საქართველოს დემოკრატიული იმიჯის წინააღმდეგ წარმოებული მტრული კამპანია ბოლო წელიწად-ნახევარში ორ მთავარ ტყუილს ეყრდნობოდა: პირველი, სააკაშვილის ვითომ წამებას პატიმრობაში და მეორე, დასავლეთის თანამეგობრობის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების დარღვევის მტკიცებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. პაპუაშვილის განცხადებით, „ორივე მითი უკვე განადგურებულია". „ორივე მითი ახლა უკვე განადგურებულია, პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც დაადასტურა ხელისუფლების მიერ სააკაშვილის უფლებების დაცვა, მათ შორის სრული სამედიცინო მომსახურება და რომელმაც სააკაშვილი სასჯელის მოსახდელად კლი...

გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზე...

გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ექსპრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ "აღარ უნდა კვდებოდეს". "გახსოვთ სააკაშვილთან დაკავშირებით, 600 დღე ხომ დაგვტანჯეს, საზოგადოება დატანჯეს, ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ  საზოგადოება დატანჯეს 600 დღე სააკაშვილის თემის გარშემო, 600 დღე ვითომ სააკაშვილი კვდებოდა. საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველ დღე. ამაში...

ევროკომისიიდან მაღალი რანგის წარ...

ევროკომისიიდან კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები როცა გვხვდებიან ჩვენ, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, თუმცა მან საუბრებში მონაწილე პირების სახელები და გვარები არ დაასახელა. "ჩვენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები როდესაც გვხვდებიან ევროკომისიიდან, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებს. ჩვენი პასუხი ამაზე რა არის, რომ ხალხს აუხსენით მაშინ. ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელი. [სახელსა და გვარს] ვერ ვიტყვი და...

ის, რომ 12 რეკომენდაციიდან შესრუ...

ის, რომ 12 რეკომენდაციიდან შესრულდა მხოლოდ 3, არის მანიპულაცია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალიტებს უთხრა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და ოლივერ ვარჰეის შეფასებები რეკომენდაციების შესრულების საკითხში თავსებადია. "ჩვენი და ოლივერ ვარჰეის შეფასებებს შორის არის თავსებადობა. რაც შეეხება, რა არის შესრულებული, რისთვის წარმოვადგინე დღეს დეტალური ანალიზი, იმისთვის კი არა, რომ 12-ზე და 3-ზე გვესაუბრა, გვესაუბრა სიღრმისეულად თუ რა შესრულდა და ყურადღებით რომ მოგესმინათ, ნახავდით, რომ 12-დან 3 არ შესრულებულა... იმისთვის წარმოგიდგინეთ სიღრმისეული ინფორმაცია, რომ ასეთი მშრალი ციფრებით არ გესაუბრათ, მაგ...

უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შე...

უკრაინის ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ელჩთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან "თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში" დარჩეს. "მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში, მაგრამ ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ თავადვე აღიარეს ჩვენმა ...

სთხოვო ელჩს, კონსულტაციებისთვის ...

სთხოვო ელჩს, თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის უკრაინა დატოვოს, დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს. კულებას თქმით, საქართველოს ელჩს უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში 4 ივლისს დაიბარებენ და მასთან "მკაცრი საუბარი" გაიმართება. "4 ივლისს საქართველოს ელჩი იქნება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მასთან გაიმართება მკაცრი საუბარი. ის გაემგზავრება საქართველოში. კონსულტაციები მან თავის ხელისუფლებასთან უნდა გაიაროს - საით მიდის საქართველო, რატომ ანგრევენ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს და რა უნდა გააკეთონ, რომ ამ ურთიერთობებს უშველონ.  ...

საქართველოს საგარეო უწყება - უკრ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია Georgian Airways სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა. „შეხვედრაზე გამოითქვა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც, ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა უკრაინაში საქართველოს ელჩმაც“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენს...