მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენი...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი მიმართავს მოქალაქეებს და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მესამე პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. „ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოებავ, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, ამ განაჩენებს არ აღიარებს.მაგრამ მე მაი...

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე -...

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ეხმაურება. მისი თქმით, ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და არა დაძაბულობა.  „არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში, იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში. მართალი თუ ტყუილი ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს, ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილ პოლარიზაციის წინაპირობას.ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე, არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის ...

შალვა პაპუაშვილი: „მოგესალმებით ...

"მოგესალმებით ბუენოს აირესიდან" - ამ სიტყვებით დაიწყო შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგი.  „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, დღეს 9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მართველმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა და სიმბოლურია, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, წერტილი დაესმვა. "დღეს 1 ოქტომბერია, ცხრა წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ ისტორიული გამარჯვებიდან და სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს წერტილი დაესვა „ ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას. „ ქართული ოცნების“ მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე დარჩენილია ერთი დღე. ხვალ ჩვენი ქვეყნის მოსახლ...

შაჰინი სააკაშვილზე: არ მგონია მი...

სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი თვლის, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება.  “ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება. მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა ...

ბექა დავითულიანი სააკაშვილზე - რ...

როცა ოფისისკენ მოვდიოდი, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ბექა დავითულიანი სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის უკვე საქართველოშია. დავითულიანი აცხადებს, რომ სააკშვილის მიერ გადაღებული ვიდეომიმართვა შესაძლოა გაყალბებული იყოს. „აი, ახლა, ნახევარი საათის წინ, როდესაც ოფისისკენ მოვდიოდი, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო. სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა. არის 2 ვარიანტი, Deep Fake-ზე იმდენი ილაპარაკა მთავარმა არხმა რომ შეიძლება ეს კადრები იყოს გაყალბებული, მეორე, ეს თუ ეს ასე არაა, დაემატება კიდევ ერთი მუხლი საზღვრის უკანონო კვეთისთვის. დიდი ალბათობით, ...

კახა კუჭავა - მიხეილ სააკაშვილი ...

არ შეიძლება, კომენტარი სერიოზულად გააკეთო არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე. ვისაც სჯერა, შეგვიძლია, გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის ფეიკვიდეო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა. „ემოციების დაცხრომისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ, ცრუ ინფორმაცია არ გავრცელდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ. მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში იმყოფება. "დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ", - წერს სააკაშვილი.

ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვ...

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში და მისი გავრცელებული ვიდეო არ არის ჩაწერილი ბათუმში. „სააკაშვილი საქართველოში არ არის, რაც შეეხება მეორეს, ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინ წინ, ნეტა ყოფილიყო საქართველოში, სრულად ქართული საზოგადოება დაინახავდა, თუ როგორი კლოუნია სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დადასტურებოდა ის სიმახიჯე, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია, მათ შორის, პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და ვიდეო არაა ჩაწერილი საქართველოში, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკშვილმა დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სად...

არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვ...

მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილს თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც „გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა“. „რაც შეიძლება მეტი HA HA! 2 ოქტომბერს ჩვენი ყველა მხარდამჭერი არჩევნებზე! მშვიდად და მტკიცეთ გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ იგებს!“ , - წერს სოციალურ ქსელში თალაკვაძე. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სა...

გიგა ბოკერია - უმნიშვნელოა სად ა...

„ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.“ - ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მიმართა. მისი თქმით,  ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა. „მე მინდა ყველას მივმართო, მიუხედავად იმისა თუ რა დამოკიდებულება აქვთ ზოგადად ოპოზიციასთან ან სპეციფიკურად მიხეილ სააკაშვილთან, მანდაც დიდი სპექტრია განსხვავებების, იმიტომ რომ მრავალფეროვანია ოპოზიცია და მრავალფეროვნები არიან ჩვენი ამომრჩევლები. რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ მოვლენებზე, გარდა ივანიშვილის რეჟიმის კომიკური ასპექტებისა, ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ...

მამუკა მდინარაძე - დიდი ბოდიში ყ...

საქართველოში არის კი არა, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ეს კაცი ჩვეულებრივი მაიმუნია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. „საქართველოში არის კი არა, ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ჩვეულებრივი მაიმუნია. ამის იქით მისი ქმედებების, ამ კლოუნადის შეფასება, შეუძლებელია. მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, რომ ასე ანთებულები, მთელი სერიოზულობით ამტკიცებთ რაღაცას და იქიდან ჩართვებს აკეთებთ, აქ იყო და იქ გაიარაო. ან მართლაც ცუდ მდგომარეობაში ხართ ზოგიერთი ჟურნალისტი, უკაცრავად, გჯერათ, ან ჩართული ხართ თაღლითობაში. დავანებოთ ამ თაღლითობას თავი", - განაცხადა მდინარაძემ....

მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია

„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ამ წარწერით ფოტოს აქვეყნებს.

მიხეილ სააკაშვილი - შევიკრიბოთ 3...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართავს აქვეყნებს და ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. სააკაშვილის მოქალაქებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 2 ოქტომბრის შემდეგ მხარდამჭერები რუსთაველის მოედანზე უნდა შეიკრიბონ. "ორში უნდა მივიდეთ ყველა აჩევნებზე, მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას. თუ ნაციონალური მოძრაობა არ მოგწონთ ხმა მიეცით სხვა შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბათუმის ტექონოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს დღეს, არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი. ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ეს არის ჩემი ოცნების აღსრულება, მაგრამ საბოლოოდ ...

არჩევნებზე რადიკალური ოპოზიციისგ...

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია კომისიის წევრებს მასობრივად აძლევენ დავალებას, ხელი არ მოაწერონ საარჩევნო უბნების ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უბანზე არც ერთი საარჩევნო დარღვევა არ დაფიქსირდება. "როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებამდე დარჩა 2 დღე. ყველა ხედავთ, რომ წინასაარჩევნო კამპანია წარიმართა უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა რაიმე არსებითი დარღვევები, რომელსაც არჩევნების შედეგებზე თუნდაც უმნიშვნელო გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა. გასული დღეების განმავლობაში განხორციელებული არაერთი პროვოკაციის მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეძლო საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება. განსაკუთრებულ მადლობა...

საქართველოს სჭირდება მშვიდი გარე...

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგანანი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ეხმაურება. დეგნანის თქმით, არ აპირებს ისაუბროს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ექსპრეზიდენტს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდი გარემო შენარჩუნდეს.  "არ ვაპირებ სპეკულირებას იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს ან არ გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა, ბევრი კომენტარი გაკეთდა, მათ შორის თავად სააკაშვილის მხრიდან. ვფიქრობ, შეგვიძლია ყველა შევთანხმდეთ, რომ ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის წყნარი, მშვიდი გარემო და არა პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა და ჩვენ ყველამ ამას ხელი უნდა შევუწყოთ,“ - აღნიშნა ელჩმა. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელი მშვიდი გარემო და არ უნდა იყოს პო...

საია - არჩევნების მოახლოებასთან,...

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლომისიის მე-2 შუალედური ანგარიში მოამზადა.  საიამ აღირცხა როგორც „ქართული ოცნების", ისე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვის, აგიტაციაში უკანონო მონაწილეობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. ამასთან, გამოწვევად რჩება ხელისუფლების პროექტების პერსონოფიცირება და პარტიასთან აფილირება, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოს და პარტიას შორის.  ანგარიშში ყურადღება შემდეგ პრობლემებზე მახვილდება: 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიები ახლებური წესებით, პირველ ჯერზე მაღალი კვორუმის პრინციპით და...

საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს...

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის  ოფიციალურ საიტზე 2021 წლის 28 სექტემბერს ტრიუმფალურ თაღთან, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ კომუნიკე გამოქვეყნდა. - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სამშაბათს, 2021 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად უხელმძღვანელა 1921 წლის იანვარში საფრანგეთის მიერ საქართველოს ცნობის ას წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიას. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საგანგებო ცერემონია ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობასა და საფრანგეთის მიერ გასულ საუკუნე...

მარკეტა გრეგოროვა სააკაშვილის და...

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოშია. როგორც მან აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, 2 ოქტომბრის არჩევნები აჩვენებს, მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაბრუნება არ იქნება პოზიტიური. „ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ისინი საპარლამენტო არჩევნების დონისაა რადგან აჩვენებს, მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. აქ ვართ იმისთვის, რომ დავაკვირდეთ და გავაკონტროლოთ, რომ არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაციები. ვფიქრობ, სააკაშვილის დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება, არ მგონია, რომ ეს პოზიტიური იყოს, რადგან ამ არჩევნებს, სტაბილურობა ...

მარინა კალიურანდი დიპლომატების მ...

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, რომელიც უკვე საქართველოშია, მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, პატივი სცენ მშვიდობიან არჩევნებს და დაემორჩილონ ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნას. ევროპარლამენტარმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება გამოიწვევს პროვოკაციებს. „ჩემი გზავნილია პარტიების მიმართ, გთხოვთ, პატივი სცეთ მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს და ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირი და ევროპარლამენტი საქართველოშია, რამდენიმე კვირის წინ ევროპარლამენტარები შეხვდით მიხეილ სააკაშვილს, მეც და ყველა წევრმა მკაფიოდ ვთხოვეთ, არ გამოიწვის პროვოკაციები...

სააკაშვილი კრამონს - მოუწოდო ვინ...

მოვუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია, - ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. "სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას,როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია", - წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ ვიოლა ფონ კრამონმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნინა, რომ სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს.

ძალადობა უკიდურეს დონეს აღწევს, ...

საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურეს საშიშ დონეს აღწევს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაშია აღნიშნული. ფონ კრამონი თქმით, სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. მისივე თქმით, ევროკავშირს არ გააჩნია რესურსი და სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთი არასაჭირო პოლიტიკური კრიზისის დროს, რომელსაც სააკაშვილი ქვეყანაში საკუთარი დაბრუნებით შექმნის. „საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურეს საშიშ დონეს აღწევს. ამ ვითარებაში, არცერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფე...