აშშ საქართველოს 20-მდე მოქალაქეს...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ოფიციალური განცხადების თანახმად, სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, ვიზის გაცემა იკრძალება მათთვის, „ვინც საქართველოში პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით ზომებს ვიზების შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზების გაცემას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დღ...

მდინარაძე - ივანიშვილისა და მაკრ...

ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის გუშინდელმა საუბარმა მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, ტრამპის და მაკრონის შეხვედრის ფონზე ასეთ ზარს არ ელოდნენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სულ მცირე, სამ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შეიცვლება აშშ-ის დამოკიდებულება, ერთი საკითხი ეხება უკრაინაში ომის დასრულებას, კიდევ ორი პრინციპული საკითხია „გამჭვირვალობის კანონი“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი. მდინარაძის თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციის პოზიციები „ქართული ოცნების“ პოზიციებს ემთხვევა. ...

ბოკუჩავა ზურაბიშვილზე - შეუძლია,...

რა როლს შეითავსებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც მოხდება დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევა, არ ვიცი, მაგრამ ამ საპროტესტო მუხტის პოლიტიკურ პროცესში კონვერტაციისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია თავად სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომ ისიც, ისევე, როგორც პოლიტიკური სპექტრი, არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას. "პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია თავად მისი პოზიცია, რომ ისიც, ისევე, როგორც პოლიტიკური სპექტრი არ აღიარებს, არჩევნების ლეგიტი...

დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თ...

დღეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამერიკის ქმედებები სუსტია - იქ ცოცხალი არაფერია და ცივილიზაცია არ არსებობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBN News-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, „რუსეთმა გაყინული კონფლიქტი გამიზნულად შექმნა, რათა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის ხელი შეეშალა“. მისივე თქმით, „დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყო, ოლიგარქებმა ჩაიგდეს ხელში“. „ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობენ ადამიანები ამაზე ასე ცოტას? რას აკეთებს ამერიკა საქართველოსთან დაკავშირებით? ეს სუსტი ქმედებებია. საქართველოს აქვს ო...

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს. მანამდე, ევროპარლამენტარებმა შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველთან გამართეს.

ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შ...

ორშაბათს ყველა ვარიანტი  განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის, რაც მთავარია სანციები,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ჰერჩინსკი თქმით,  ევროკავშირს არ სურს ზიანი მიაყენოს ქართველ ხალხს და ისინი დასაჯოს. „ორშაბათს ყველა ვარიანტი  განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის, რაც მთავარია სანციები.  ეს ცოტა რთულია, იმიტომ რომ მოითხოვს 27 ქვეყნის ერთსულოვნებას, მაგრამ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია, მოხდება შეთანხმება და ყველა პასუხისმგებელი იმ მოვლენებში, რაც ახლა ხდება საქართველოში, დასანქცირდება. ჩვ...

აშშ-ის საელჩო - ვგმობთ „ქართული ...

ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე,- ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმიანობა ძალადობისა და რეპრესიის შიშის გარეშე. "მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. ელჩი დანიგანი ესტუმრა ჟურნალისტებს, რომლებიც მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გვატყობინებენ სიმართლეს, რომელიც სხვაგვარად დაფარული შეიძლება დარჩეს. ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე. მედიის წ...

მაკრონმა ივანიშვილს მოუწოდა, რომ...

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საუბრისას მაკრონმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. ამასთან, მაკრონმა ივანიშვილს მოუწოდა, რომ გათავისუფლდეს ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს და პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. "საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნა...

„ოცნება“ - ივანიშვილმა მაკრონს გ...

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს განუმარტა, რომ „პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა“. „საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. ...

ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერ...

ევროპული კომისიის ანგარიში ვიზალიბერალიზაციაზე - შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების თავიდან ასარიდებლად, საქართველომ დამატებითი მყისიერი ნაბიჯები უნდა გადადგას,- ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს უფროსმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა. როგორც იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველომ მყისიერი ნაბიჯები კომისიის რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლადაც უნდა გადადგას. „ევროპული კომისიის ანგარიში ვიზალიბერალიზაციაზე: შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების თავიდან ასარიდებლად, საქართველომ დამატებითი მყისიერი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა კომისიის რეკომენდაციები დააკმაყოფილოს, კერძოდ, ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის სფეროში. სხვებს დადებითი ანგარიშ...

ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მა...

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, მაკრონმა აღნიშნა, რომ „წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა“. „თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა. ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელ...

საქართველო ევროპაა, ევროპა კი სა...

საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ ფაქტს ვერცერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის,- ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, გუსტავ გეტბერგმა განაცხადა. როგორც გეტბერგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველოში ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მხარდასაჭერად ჩამოვიდა.  „ახლახან თბილისში ჩავედი, რათა ქართველი ხალხის, მათი ევროპული მისწრაფებებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. „ქართული ოცნების“ მიერ ძალადობრივი დარბევა მიუღებელია. საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ არსებით ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის“,- წერს გეტბე...

თბილისის მერიაში დაგეგმილი რეორგ...

გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად, მუნიციპალიტეტის მერიაში ძალიან ბევრი ცვლილება იქნება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  კალაძემ განმარტა, რომ თბილისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არაა, რადგან პროცესი გაცილებით ადრე დაანონსდა.   „მინდა, შევეხო დედაქალაქის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის საკითხს. მოვისმინეთ ბევრი არასწორი შეფასება პოლიტიკურ ჭრილში. თუ ადამიანი აიღებს და ნახავს თარიღს, როდის გამოცხადდა რეორგანიზაცია, აშკრად დარწმუნდება, რომ ეს არანაირ კავშირში არაა იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეებში ხდება. გაცილებით ადრე გამოცხად...

საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამი...

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ მარკო რუბიოს შეხვდა. როგორც შაჰინი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რუბიოსთან შეხვედრისას, მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებთან ერთად, საქართველოში არსებული ვითარებაზეც ისაუბრეს. „ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა, აშშ-ის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება უცხოეთში და ის, რომ მსოფლიო მასშტაბით თანამდებობები რაც შეიძლება მალე შეივსოს კვალიფიციური კარიერული დიპლომატებით. სენატორ რუბიოსთან ჩვენ წლები ვთანამშრომლობდით, როგორც აშშ-ის სენა...

აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხ...

 აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე - მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ,- ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. პაველის განცხადებით, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. „ახლახან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს თავისი ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე. მათ ჩვენი ...

ახალი საერთაშორისო საარჩევნო ადმ...

დანიშნეთ ახალი არჩევნები, ახალი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. გვარამიას განცხადებით, „სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება, მანამდე არც პარლამენტი არსებობს, არც მთავრობა და პრეზიდენტი კი სალომე ზურაბიშვილია“. „ქოცებო“, იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც - ჩამოშლილები ხართ და ცერცვივით დაბნეულები. ყოველდღე უფრო და უფრო. იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც - ყოველდღე ათობით საჯარო მოხელეს (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირს) კარგავთ, მალე ასობით დაკარგავთ ყოველდღიურად. იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც - სანქციები არ აგცდებათ - ქონება, ანგა...

კლინტონი - ამაყი ვარ, რომ ვუერთდ...

ამაყი ვარ, რომ ვუერთდები მსოფლიო ლიდერებს მსოფლიოს გარშემო, რომლებიც დგანან ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის სოლიდარობისთვის, საქართველოს ისტორიაში ასეთ კრიზისულ დროს,- ამის შესახებ აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც კლინტონმა აღნიშნა, "საქართველო არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში". "ამაყი ვარ, რომ ვუერთდები მსოფლიო ლიდერებს მსოფლიოს გარშემო, რომლებიც დგანან ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის სოლიდარობისთვის, საქართველოს ისტორიაში ასეთ კრიზისულ დროს. საქართველო არ არის იზოლირებული შემთხვევა: იგი არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და ...

პროკურატურამ სხვისი ნივთის დაზია...

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს ბალანსზე რიცხული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია. "სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად სხვ...

PACE - მომიტინგეების და ჟურნალის...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში მიმდინარე პროცესებს განცხადებით გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) გამოხატეს ღრმა შეშფოთება ოპოზიციის ლიდერებისა და საპროტესტო აქციის წევრების დაკავებების გამო. "დაკავებების დროს პოლიციის მიერ ძალადობასთან და ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან ერთად, ეს აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და მართლმსაჯულების შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ადგილი არ აქვს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში", - განაცხადეს კერნმა ...

პრეზიდენტი - ვერცერთი პარტნიორი ...

ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ვერცერთი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი ვერ იტყვის, რომ არაფერი იცოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ მედიას 30-მდე ინტერვიუ მისცა. "ამ დღეებში 30 თუ 32 ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ მედია წარმომდგენლებს, სადაც ასევე ასახულია დღევანდელი მდგომარეობა. აქედან ერთი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, ამის შემდეგ ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ვერცერთი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი ვერ იტყვის, რომ არაფერი იცოდა. ყველამ ყველაფერი იცის. და ეს იყო ჩემი მოვალეობა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.