სერგეი შამბას განცხადებით, დასავ...

დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა. შამბამ სოხუმში, "მრგვალი მაგიდის" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია, რუსეთის ფედერაციისადმი ლოიალობის დემონსტრირება და აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერება. „რეგიონში სიტუაციის გამწვავების საშიშროება არსებობს, რადგან დასავლეთი საქართველოს უბიძგებს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ. დღეს ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ალიანსი რუსეთთან, რომელიც იცავს ჩვენს ინტერესებს. აუცილებელია, რუსეთის ფედერაციისადმი ლოიალობის დემონსტრირება და აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერებ...

„ნაცმოძრაობის“ ნაწილი პარტიის თა...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდა პარტიული არჩევნები ყველა დონეზე.  “დღეს მე აქ ვარ "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულ ლიდერებთან და ჩვენ გვინდა გავაჟღეროთ მოთხოვნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელების მიმართ.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდა პარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ჩვე...

ტრამპი - ვფიქრობ, წინ შესანიშნავ...

ვფიქრობ, წინ შესანიშნავი ღამე გველოდება. - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. დღეს აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება. შედეგემის მიხედვით გადაწყდება, ვინ გააკონტროლებს საკანონმდებლო ორგანოს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორ წელს. წინასაარჩევნოდ ჩატარებული გამოკითხვით დგინდება, რომ  ქვედა პალატას, დიდი ალბათობით, რესპუბლიკელები გააკონტროლებენ. რაც შეეხება კონგრესის ზედა პალატას - შანსები თანაბარია.  აშშ-ს შუალედური არჩევნების წინ, მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელთა გამარჯვებამ შეიძლება შეასუსტოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები.  რესპუბლიკელები ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულე...

არესტოვიჩი - რუსეთს საკუთარი წარ...

რუსეთი ირანიდან ბალისტიკური რაკეტების მიღებას ელოდება. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს საკუთარი წარმოების რაკეტები ცოტა დარჩა. "რუსეთი ირანიდან ბალისტიკური რაკეტების მიღებას ელოდება, ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს „ფატეჰ 110“-ს და „ზოლფაღარს“ შეუძლიათ, რუსეთის ძალებს უპირატესობა მიანიჭონ, მაგრამ არა დიდი, რუსეთს საკუთარი წარმოების რაკეტები ცოტა დარჩა, დაახლოებით 140 „ისკანდერი“ და რამდენიმე ათეული „კალიბრი“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკი...

ევროპარლამენტის რეზოლუცია - გადა...

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო და სწორედ ამ რეზოლუციის ერთ-ერთი შენიშვნა ეხება ნიკა გვარამიას საქმეს. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებენ. „გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს“. - ნათქვაკია შესწორებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ &b...

იოზვიაკი - იმისათვის, რომ საქართ...

იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაშიმ „ოცნებამ" ევროპარლამენტარებს უნდა მოუსმინოს. - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, სულ მალე ბიძინა ივანიშვილიც შეიძლება დასანქცირდეს. "რა თქმა უნდა, არიან ადამიანები ევროპარლამენტში, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ რაც შეეხება სანქციებს, ის უნდა იყოს შეთანხმებული 27 წევრის მიერ და ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს ამ კონსენსუსის ნიშნები.  ჯერჯერობით მთავარი სამიზნე არიან რუსი ოლიგაქრები და ყველა ვინც რუსეთის მხარეს იბრძვის ეკონომიკურად ან პირდაპირ. ეს ხსნის გზას სანქციებისთვის მომავალში პოტენციურად, მაგრამ ჯერჯერობით არ არ...

იუკნევიჩიენე - ვენდობი პრეზიდენტ...

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული აზროვნების ადამიანია, იცის, რას ნიშნავს დემოკრატია და ევროკომისიის 12 მოთხოვნა, - ასე აფასებს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალების შანსებს. როგორც ევროპარლამენტარმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია სიტუაციის შეცვლა და დროა, გამოიყენოს პატიმრის შეწყალების ბერკეტი, რათა "ევროპარლამენტში ერთი კარგი მესიჯი გააგზავნოს".  "მე ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტი არის ევროპული აზროვნების ადამიანი. იცის, რას ნიშნავს დემოკრატია და რას ნიშნავს ევროკომისიის 12 მოთხოვნა. მე ვფიქრობ, მან იცის, რა არის დეოლიგარქიზაცია. მან...

ოქრიაშვილი - ივანიშვილმა კარგად ...

„ქართულ ოცნებას“ ახალი მესიჯი აქვს - 2030 წელს ნამდვილად დავამარცხებთ სიღარიბეს, მაგრამ იქამდე ოპოზიციაში გაგიშვებთ რიგგარეშე, ან 2024 წლის არჩევნების მეშვეობით!,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოს ევროკავშირში წევრობას ვერ შეძლებს.  “„ქართულ ოცნებას“ ახალი მესიჯი აქვს, რომელიც ბატონი კობახიძის მეშვეობით გაახმოვანა: სიღარიბეს დავამარცხებთ 2030 წელს და კარგი იქნება, თუკი ევროკავშირის წევრები გავხდებით 2035 წელს. მაშინვე ბატონი ივანიშვილის პროგნოზი გამახსენდა, რომ 2016 წელს ყველას ჯიბეზე უნდა შეტყობოდა ცვლილებები, 2017 წელს კი თითოეულ ოჯახს მდიდრულად...

აშშ-ს ელჩი - რაც დაასუსტებს მედი...

ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს მედიათავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიის საფუძველსა და საძირკველს,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  მისი თქმით, მედია თავისუფლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის. "ამერიკის შეერთებული შტატები არ ერთვება ხოლმე ევროპარლამენტის განხილვებში, შესაბამისად არ მაქვს კომენტარი. რაც შეეხება მედიათავისუფლებას, მიგვაჩნია, რომ მედიათავისუფლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამიტომაც ვუჭერთ მხარს საქართველოში ბოლო 30 წლის მანძილზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის - ამას ამბობს, როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს კონსტიტუცია ...

ევროპარლამენტარები დღეს საქართვე...

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი, საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული რეზოლუციის გათვალისწინებით, ხელშეკრულებაში კორექტივების შეტანაზე იმსჯელებს.  ცვლილებები შეეხება მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევასა და საქართველოსთან ასოცირების შესახებ შესრულების შეთანხმებას.  კერძოდ, შეტანილ შესწორებებში ნახსენებია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქვეყანაში არსებულ ოლიგარქიულ გავლენებსაც.  ასევე, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სა...

დადგება ვინმე მთავრობიდან აშშ-ს ...

ტოქსიკური სიცრუე, რომელიც შექმნილია ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის დასაზიანებლად, - ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი მოძრაობა "ხალხის ძალის" განცხადებას.  კელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ "ხალხის ძალის" განცხადებები მიზნად აშშ-ს ელჩის დისკრედიტაციასაც ისახავს. "ტოქსიკური სიცრუე, რომელიც შექმნილია ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის დასაზიანებლად და აშშ-ს ელჩის დისკრედიტაციისთვის. დადგება ვინმე მთავრობიდან თავისი სტრატეგიული პარტნიორის მხარდასაჭერად და უარყოფს ამ სიცრუეს?" - წერს იან კელი. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ გუშინ, 7 ნოემ...

IRI - 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პ...

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდა უნდა იყოს. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგე...

IRI - საქართველოს მოსახლეობის 89...

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.  კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 89% ქვეყნისთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს აღიქვამს.  კითზვაზე თუ რომელი ქვეყანა უქმნის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსეთი - 89% თურქეთი - 11% აშშ - 6% სომხეთი - 4% აზერბაიჯანი - 3% ირანი - 3% ჩინეთი - 2% ევროკავშირის - 1% უკრაინა - 1% დიდი ბრიტანეთი - 1%-ზე ნაკლები არცერთი - 1% არ უპასუხია/არ იცის - 4%. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგა...

ჯაფარიძე - კვლევა არაა საჭირო, რ...

კვლევა არაა საჭირო, რომ დავინახოთ, მოსხლეობა ჩვენგან ერთობას ელოდება. - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზუეაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კვლევის მიხედვით გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე ხელისუფლებას.  "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რომ: 1. საქართველოს მოსახლეობის ნება, ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული კავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, კვლავ ურყევია. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პარადოქსული მოცემულობა, როცა პრორუსული უმცირესობა ,,ქართული ოცნების" სახით მართავს პროევროპულ უმრავლესობას, მოსახლეობის 80%-ზე მეტი...

იუკნევიჩიენე - ნიკა გვარამიას შე...

ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა გავუგზავნეთ წერილი საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ის დასავლური აზროვნების ადამიანი გვგონია და მან კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება ერთ დადებით სიგნალს მაინც გააგზავნიდა საქართველოდან EU-ში. "ისეთი აღქმა არსებობს, რომ საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და საჯარო პირების დაპატიმრება ხორციელდება. ეს კი მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის იღწვის, ამიტომ ჩვენ, ევროპარლამენტის რამდენიმე წე...

სერიოზულად? „რეგიონული გამოწვევე...

სერიოზულად? "რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები" ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით? - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩის შეხვედრას.  როგორც ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, საქართველო მცდარი გზის არჩევით პოლიტიკური იზოლაციის წინაშე დგას. "სერიოზულად? "რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები" ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით? ეს ახალი თანამშრომლობა გვიჩვენებს, რომ საქართველომ, სამწუხაროდ, აირჩია მცდარი გზა და უკვე პოლიტიკური იზოლაციის წინაშე დგას",...

„ხალხის ძალა“ - „ქართულ ოცნებას“...

„ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში და სიცრუითა და სიძულვილით საზოგადოების ინსტრუმენტალიზაციაში ხედავს, - ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამჯერად, კრიტიკულ მედიებს ესხმის თავს.  როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სიცრუესა და სიძულვილზე აგებული მედიაგაშუქების სახით, საქართველოს ჭირს უმძიმესი სენი და „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, "ამერიკელებს დაუპირისპირდეს".  „ყველამ ვიცით, რომ„ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების შენახვაზე საკმ...

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვ...

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია, სადაც მონაწილეობას მიიღებს ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმსა“ და ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში“. ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი“ ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება.  დემოკრატიის მეათე საიუბილეო ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიება წარმოადგენს. საფრანგეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან.  დემოკრატიის ფორუმის ფა...

ღარიბაშვილსა და ფაშინიანს შორის ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კოლეგებმა საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე, რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისთვის მიმდინარე საკითხების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს.

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების...

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით $400 მილიონს გამოყოფს. დახმარების ახალი პაკეტი T-72 ტანკებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მოიცავს.  ცნობისთვის, აშშ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების Hawk-ის განახლების დაფინანსებასა და მიწოდებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.