როცა წავა პრეზიდენტობიდან, ის არ...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის არაერთგზის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის „არავითარი კანონი არ არსებობს". კალაძის თქმით, „კონსტიტუციისადმი ამ დამოკიდებულების გამო, სალომე ზურაბიშვილს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტის სტატუსი ექნება".  „მას აქვს კონკრეტული დარღვევები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არღვევს კონსტიტუციას. გულდასაწყვეტია, რომ არის ამ ტიპის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. თან, ვისგან, ამას ხომ მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას და წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს. პირდაპირ...

პაპუაშვილი ზურაბიშვილზე - ოთხი ტ...

ოთხი ტიპის დარღვევა აქვს ქალბატონ სალომეს უკვე: საგარეო ვიზიტები ნებართვის გარეშე, ელჩების არდანიშვნა, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დაკომპლექტებაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს. პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილი „ამ დარღვევებს სჩადის, ვინაიდან რადიკალური ოპოზიციის მხრიდან აბსოლუტური გარანტიები აქვს და ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ საქართველო არა სახელმწიფო, არამედ „ბანანის რესპუბლიკაა“. „ოთხი დარღვევა არის, რომელსაც ის სჩადის იმიტომ, რომ აქვს რად...

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპ...

"ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის მიერ განხორციელებული საგარეო ვიზიტებია.  "როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში. ისიც მოგეხსენებ...

პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლე...

უპირველეს ყოვლისა, საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში. სამწუხაროდ, ზუსტად ამას აკეთებს ამერიკის საელჩო, მათ შორის უკვე იუმორის დონეში გადასული ე.წ. ქარდების სერიით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, "აშშ-ის საელჩო ამ ქარდებით თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი". "რამდენი ქარდიც გამოქვეყნდა, თითოეული იყო დეზინფორმაცია და მანიპულაცია. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, მათ შორის მეც არაერთხელ მქონია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან თუ დონორებთან საუბარი, რომ იყვნენ ფხიზლად, რათა არ დააფინანსონ დეზინფორმაცია, ვგულისხმობ ისეთი ორგანიზაციები,...

„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა...

"ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა" (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია - "სამართლიანი არჩევნების სტანდარტები და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის" მიიღო. რეზოლუცია ხაზს უსვამს 2024 წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ გადამწყვეტ წინაპირობას. ასევე, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის გათვალისწინებას. ამასთან, რეზოლუცია ევროკავშირის კომისიას მოუწოდებს, კატეგორიულად დაუპირისპირდეს ძალადობას ან არჩევნების გაყალბებას და მკაფიო გზავნილები გაუგზავნოს ამის შესახებ საქართველოს მთავ...

კალაძე - ვინ ეკითხება სალომე ზურ...

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას?!, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრების განახლებასა და მათ მიერ პრემიერობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებულ შეკითხვას. კალაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. "მისი მხრიდან უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებები. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას ?! არ ვიცი, უბრალოდ წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინც უნდათ, ის წ...

ევროინტეგრაციის პროცესში ერთადერ...

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და “ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც ბოკუჩავამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე მან და პრეზიდენტმა ერთმანეთს, ვიზიტებისას მიღებული გზავნილები გააცნეს. პრეზიდენტი ევროპაში იმყოფებოდა, მეც ვიყავი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე, შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში. გავცვალეთ ჩვენი ვიზიტების დროს მიღებული გზავნილები, ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ როგორც პრეზიდენტთან, ისე ჩვენთან, რომ ევროპის კარი არის ღია. დღეს ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარ...

კალანდარიშვილი - საზღვარგარეთ მყ...

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, შესაბამისი დადგენილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. “დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე. ასევე ამო...

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ...

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თამარ კორძაია „მთავარი არხის,“ „ტვ-პირველისა“ და „ფორმულას“ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ ქვეყანაში ნომერ პირველი ცენზორი და გამოხატვის თავისუფლების ჯალათი გახდა. კორძაიას თქმით, "კომუნიკაციების ეროვნული კომისია ნომერ პირველი ცენზორი ამ ქვეყანაში, იმიტომ გახდა, რომ პირველი გადაწყვეტილება, რის გამოც კომისიამ ეს ტელევიზიები დაასანქცირა, სიძულვილის შემცველი კლიპის ეთერში გაშვება იყო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს თავს ესხმის. “ამ ეტაპზე უკვე ეს ბანერები უნდა განათავსონ სატელევიზიო რეკლამის სახით, რაზეც ტელევიზიებმა წინა...

ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვან...

გუშინ ოფიციალური მოწოდებით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვითხოვეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილები ხმის უფლების გარეშე არ დარჩენილიყვნენ. ამის შესახებ ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. განცხადებას “ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “გუშინ ოფიციალური მოწოდებით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვითხოვეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილები არ დარჩენილიყვნენ ხმის უფლების გარეშე. დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ოპოზიციურ პარტიების ჩართულობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ დევნილებს 7 ოქტომბრამდე რეგისტრა...

ემიგრანტებს, რომლებიც საერთო სიე...

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლამ ემიგრანტების ხმის დაცვასთან დაკავშირებით, შედეგი გამოიღო - ჩვენ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა მოვიპოვეთ, ეს ჩვენი პირველი წარმატებაა და გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. კორძაიას თქმით, კოალიციამ ემიგრანტების ხმების დაცვის სამართლებრივ გზაზე პირველი წარმატება მოიპოვა - ემიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მაგრამ საერთო სიებში ვერ მოხვდნენ, რადგან არა აქვთ სარეგისტრაციო მისამართი, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლამ ემიგრანტების ხმის დაცვასთან დ...

სახელმწიფო დეპარტამენტი - არჩევნ...

ჩვენ ვუყურებთ ამ არჩევნებს, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი შეხედულება „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელია. "რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ვუყურებთ ამ არჩევნებს, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი შეხედულება „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თავისი ევროატლანტიკური ტრაექტორიისა და ...

დანიგანი - ჩვენი სწრაფვა, დავეხმ...

ჩვენი სწრაფვა, დავეხმაროთ საქართველოს ხალხს, აიხდინოს თავისი ოცნება - გახდეს ევროკავშირის წევრი, დასავლეთის ნაწილი - უცვლელია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა. დანიგანის თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. "აშშ არის ქართველი ხალხის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ერთად 32 წელი მოვანდომეთ იმას, რომ საქართველო ყოფილიყო ძლიერი და არა დამოკიდებული პარტნიორი - პარტნიორი მზარდი ეკონომიკით, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემით. ხელი-ხელ ჩაკიდებული ვმუშაობდით საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რომ საქართველოს შეძლებოდა საკუთარი ტერიტორიის დაცვა შემდგომი აგრესიისგან.  ჩვენ ვა...

კალაძე - ბინძური კამპანია, რომელ...

ბინძური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია, კიდევ უფრო გაფართოვდება და ბევრ უსამართლო განცხადებას მოვისმენთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და მშვიდობა შენარჩუნდეს. "დღეს ამ ტიპის განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ძალიან ბინძურ განცხადებებს მოვისმენთ. ბინძური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია თვეებია, წლებია, გაგრძელდება, კიდევ უფრო გაფართოვდება და ძალიან ბევრ უსამართლო განცხადებას მოვისმენთ. მაგალითად, იგივეს, რაც ხდებოდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით - ა...

კალაძე - ამერიკის საელჩოს დიდი პ...

ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებზე საუბრისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა ბანერი, რომელიც აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნდა იყო სიცრუე, ტყუილი.  "ამერიკის საელჩოს, მე ვფიქრობ, დიდი პრობლემა აქვს ის, რომ მე მგონი, ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად, ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ ბანერებზეც, რომ აშკარად, ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს. ყველა ბანერზე, რაც იყო გამოქვეყნებული, იყო სიცრუე, ტყუილი",- განაცხადა კალაძემ.

ლავროვი - იმედი გვაქვს, რომ დოკუ...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას შორის შეხვედრა გაიმართა. ლავროვმა შამბას, აფხაზეთის "გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე" მიულოცა. "გავაგრძელებთ აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. შეთანხმებების შესაბამისად, გავაგრძელებთ თანამშრომლობას აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაში",- განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვი ოკუპირებულ ცხინვა...

2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას განაცხადა. ლავროვის თქმით, რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარებას" გააგრძელებს. "ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას ჩვენი მეგობრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული სფეროს განვითარებაში და სახელმწიფოს გაძლიერების სხვა სფეროებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით და ჩვენთვის ერთადერთი გზაა წინსვლა. 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება",- ამბობს ლავროვი. მისივე ...

მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებ ამე...

მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მდინარაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და აშშ-ის საელჩოს მოუწოდებს, "ნაცმოძრაობისგან" გვერდის მართვის ფუნქცია დაიბრუნოს. "მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია "ნაცმოძრაობისგან", რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!" - წერს მდინარაძე. ცნობისთვის, დღეს, 4 ოქტომბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა: "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ...

თუ საქართველო ერთპარტიული იქნება...

ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა, რომ თუ საქართველო ერთპარტიული სახელმწიფო გახდება, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია და სამოქალაქო საზოგადოება იძულებულია უცხოეთში წავიდეს, თუ უმცირესობების უფლებები დაცული არ იქნება, მაშინ საქართველო  ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ ვერ გახდება,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.   მისი თქმით, “ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ფასეულობებზე და ეს ფასეულობები გადახედვას არ ექვემდებარება“. “ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ფასეულობებზე და ეს ფასეულობები გადახედვას არ ექვემდებარება. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები და ჩვენ...

26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია,...

საფრანგეთი დებს პირობას - 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია, საქართველოს ევროპული გზის აღდგენის საშუალება მისცეს,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც მაკრონი წერს, პარიზში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის გამო მოხარულია. “ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ პარიზში მიგიღეთ! საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს და დებს პირობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია, საქართველოს ევროპული გზის აღდგენის საშუალება მისცეს“,- წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.