საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია, დმიტრი მედვედევის წაშლილ პოსტს. არახამიას თქმით, თბილისის პრორუსულმა ხელისუფლებამ ეს ჯერ კიდევ ვერ გაიგო. „საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს, მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის. რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლების, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს...
საქართველს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისიტრაციის ცნობით, სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის და სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ. "საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული: ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის...
ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოვარდა. პრაქტიკულად, გაგვინახევრდა ვერტმფრენების პარკი, აქაც ჩანს, რომ ქვეყანაში მართვა არ არსებობს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ყოველწლიურად ხელფასები და პენსიები გაზარდო, იყიდო ახალი ან გაარემონტო ძველი ვერტმფრენები, ეკონომიკაც უნდა იზრდებოდეს 10-15%-ით "„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოვარდა. პრაქტიკულად, გაგვინახევრდა ვერტმფრენების პარკი. აქაც ჩანს, რომ ქვეყანაში მართვა არ არსებობს. კორუფციამ, ნეპოტიზმმა, ტოტალურმა უცოდინრობამ, დამღუპველმა საკადრო პოლიტიკამ გამოშიგნა ჩვენი ქვეყანა. ავია...
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები, დასავლეთში, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ იყოს. მდინარაძე კიდევ ერთხელ შეეხო ევროკომისიის კრიტიკულ რეზოლუციას, რომელშიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზეა საუბარი და მას „ფეიკზე აგებული“ უწოდა. "კონკრეტული ძალა, მათ შორის დასავლეთში, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო იყოს მეორე ფრონტი, შემთხვევითობას სხვა შემთხვევაში ვერ მივაწერდით, მაგალითად, 308 დეპუტის მხარდაჭერას იმ რეზოლუციის მიმართ, რომელიც მთლიანად ფეიკზე იყო აგებული, აქაც რომ ვერავინ შეძლო სპეკულირება იმ 308 დეპუტატს კი არ ვაბრალებ ამას მე, არს...
სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, თითოეულ ოჯახს სამინისტრო 100 000 ლარს გამოუყოფს,- ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ექიმებისთვის 100 000 ლარს გამოყოფს. „ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან გული დაგვწყვიტა ამ ტრაგედიამ. მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, თითოეულ ოჯახს სამინისტრო 100 000 ლარს გამოუყოფს, ასევე, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ექიმებისთვის გამო...
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ქადაგებისას ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. მისი მტკიცებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 პუნქტიანი რეკომენდაცია ანტიქრისტიანულია. მეუფე აცხადებს, რომ ევროკავშირის მოთხოვნები ბუნდოვანია და რეალურად საზოგადოებამ არ იცის თუ რა წერია ევროავშირის რეკომენდაციებში. "დღეს არის ისეთი დრო, როდესაც მიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი. კანონმდებლობით უნდა შემოიტანონ ყველა ის საკითხი, ფაქტიურად ამ კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია. ამაში მონაწილეობს ყველა, ვინც პირნათლად შეასრულებს იმ 12 რაღაცას, რაც დააკისრეს. ვინმემ იცის, რა ...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთრებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებით ანგარიშს ეხმაურება. პრემიერი ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. "ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამ თვეების განმავლობაში თითქოს რაღაც გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს არის პ...
შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის, ასეთ კრიტიკულ დროს, განხეთქილებისა და დაპირისპირების შექმნას ამგვარი მონდომებით. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ელჩი დეგნანი ამბობს, რომ „როდესაც რევანშისტული რუსეთი თესავს ქაოსს და ნგრევას, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა ერთად იმაზე მეტად უნდა იმუშაონ, ვიდრე როდესმე, რათა უზრუნველყონ მშვიდობა, უსაფრთხოება და დაუპირისპირდნენ რუსეთის აგრესიას“, ამ ფონზე კი საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. "რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონ...
არ მივცემთ უფლებას სხვებს დაივიწყონ ან დაიღალონ ომით. - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსებმა შესაბისი სასჯელი უნდა მიიღონ. "ჩვენ არ მივცემთ უფლებას სხვებს დაივიწყონ და დაიღალონ. არც დასავლეთი და არც აღმოსავლეთი. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა იმ რუსებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩადენილ დანაშაულებებზე უკრაინის ტერიტორიაზე დამსახურებული სასჯელი მიიღონ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი ჯდა ომი გამოაცხა...
ჩვენ არ მივცემთ უფლებას სხვებს დაივიწყონ და დაიღალონ. არც დასავლეთი და არც აღმოსავლეთი. - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ კიევში უკრაინის სახელმწიფოს მეთაურთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსებმა დამსახურებული სასჯელი მიიღონ. "ჩვენ არ მივცემთ უფლებას სხვებს დაივიწყონ და დაიღალონ. არც დასავლეთი და არც აღმოსავლეთი. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა იმ რუსებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩადენილ დანაშაულებებზე [უკრაინის ტერიტორიაზე] დამსახურებული სასჯელი მიიღონ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარ...
ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე მე ერთ რამეს გეტყვით. რა თქმა უნდა, ეს პირადი შეხვედრა ვერ იქნებოდა. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირადი შეხვედრები მეგობრებს შორის იმართება, ეს კი მეგობრული შეხვედრა არ ყოფილა. "ერთ რამეს გეტყვით, რომ პირადი შეხვედრა რა თქმა უნდა ეს ვერ იქნებოდა. პირადი შეხვედრები იმართება მეგობრებს შორის. და ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მეგობრული შეხვედრა. აქ ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრული უფლება არსებობდა იმის, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი, დასმულიყო კითხვები და გასცე...
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები სამოქალაქო მოძრაობას აყალიბებენ, რათა "საჯარო პოლიტიკაში ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რაზეც აქამდე ხშირად არ იძლეოდა". როგორც სოზარ სუბარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთავარი მიზანი იქნება, რომ საქართველოს "ომის საფრთხე თავიდან ააცილონ". "გუშინ გამოქვეყნებულ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, ის, რასაც ჩვენ ამდენიხანია ვამბობთ, რომ ძალიან რეალური იყო საქართველოს ომში ჩართვა, მაგრამ საფრთხე ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის და ჯერ კიდევ არსებობს. გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო მოძრაობა, რომლის მიზანი იქნება ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პ...
"ქართულ ოცნებას" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პარტიას ტოვებს და სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ დაკომპლექტებულ ტრიოს უერთდება. ამის შესახებ განცხადება მაჭარაშვილმა პარლამენტში გააკეთა. მისი თქმით, პარტიის დატოვე ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილის შემდეგ გადაწყვიტა, ვინაიდან "საზოგადოებისთვის საჭიროა სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება". "მივიჩნიე საჭიროდ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი და იყო ადეკვატური რეაქცია საზოგადოების მხრიდან, როგორც ჩანს ამართლებს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი, ობიექტური, საჭირო ინფორმაციის მიწოდება",- ...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მხარდამჭერების ნაწილის კრიტიკას პასუხობს, რომლებიც პარტიას უმოქმედობაში ადანაშულებენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საპატიმროდან დახსნის მექანიზმის შემუშავებას ითხოვენ. კრიტიკის საპასუხოდ გავრცელებულ წერილში, მელია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს - „ოლიგარქის ტყვეობიდან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა და ქვეყანასთან ერთად გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი“ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ერთ ჯგუფს ფეისბუკზე ორკესტრირებულად ისმის კითხვები - სად არის პარტია, რას აკეთებთ, რას აპირებთ, მოიფიქრეთ მიხეილ სააკაშ...
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კვლავ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დამაზიანებელი როლი ითამაშა. პრეზიდენტის ბრალდების საპასუხოდ, რომელმაც მმართველი პარტია დასავლური გზიდან გადახვევასა და პოლარიზაციის გაზრდაში არაერთხელ დაადანაშაულა, წულუკიანი აცხადებს, რომ ზურაბიშვილი ტყუის. "სამწუხაროდ, მეც ჩემი აზრი მაქვს, რომელიც შესაძლოა, რბილად რომ ვთქვა, პრეზიდენტისთვის მოსაწონი არ იყოს. რომ ვაანალიზებთ იმას, თუ რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს პრეზიდენტმა იმისთვის, რომ ჩვენ უფრო წელგამართული ვყოფილიყავით, თუკი ამგვარი რამ საერთოდ შესაძლებელი იყო, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩ...
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ პირველ განცხადებას „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აკეთებს. დეგნანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. „როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნ...
29 ივლისს, 19:00-ზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ვიკრიბებით, რათა საქართველოს მთავრობას ვუთხრათ, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშულია. - ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს. მათივე თქმით, 7 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიოტრიის მითვისებაზე. "დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთს მფლობელობაში გადაეცემა. ე.წ. შეთანხმება შედგა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის. აღნიშნულმა ფაქტმა აფხაზეთის მოსახლეობაში მწვავე პროტე...
სტამბოლში უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის საკოორდინაციო ცენტრი გაიხსნა. - ამის შესახებ თურქეთის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს. მათივე თქმით, გადაზიდვები მომავალ დღეებში დაიწყება. "ცენტრის მთავარი ამოცანა უკრაინის მარცვლეულით დატვირთული გემების უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. „თქვენ იცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია დატოვა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა. ის აღარ არის პოლიტიკაში. ასე რომ, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და დარწმუნებული ვარ, ამ კით...
უკვე შემდგარი ფაქტია - ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება. აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის წერილს. მელიას თქმით, ივანიშვილს მომავალში ტრიუკი აღარ გაუვა. მის ქონებას მილიარდები დააკლდება და საქართველო გააგრძელებს წინ ევროპისკენ სვლას. „ომში რომ არ ჩაგრთეთ, ეგ დიდი ფული დამიჯდა, მაგის გამო დიდი მილიონები დავკარგე, თან ეგ ფული თქვენზე უნდა დამეხარჯაო. დაადასტურა დეგნანთან შეხვედრა და სიტყვა არ დაძრა იმ ბრალდებებზე, რომელსაც მისი ხელის ბიჭები უყენებენ აშშ-ს ელჩს და ვაშინგტონს, არ გაემიჯნა იმ ბრალდებებს, რითაც აღიარა ...