სანდუ - უკრაინაში მიმდინარე ომის...

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოლდოვაში მიმდინარეობს მსჯელობა ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმასა და „უფრო დიდ ალიანსში“ გაწევრიანებაზე. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Politico-სთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვა არის მშვიდობიანი ქვეყანა და არ აწარმოებს ომს მეზობელ სახელმწიფოსთან, როგორც ამას რუსეთი აკეთებს, და თუ იქნება მომენტი იმისა, რომ მოლდოვამ შეცვალოს ნეტირალიტეტი, ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის მეშვეობით. "ახლა სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებზე - შეგვიძლია თუ არა ეს დამოუკიდებლად, თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი. თუ რაღაც მომენტში მივალთ დასკვნამდე, რომ როგორც ერს, ჩვენ გ...

მედვედევი - ჩვენმა ქვეყანამ დაამ...

ჩვენმა ქვეყანამ დაამარცხა ნაპოლეონი და ჰიტლერი, შესაბამისად, უკრონელები და დასავლეთ ევროპა არიან რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლების პირდაპირი მემკვიდრეები, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა.  მისივე თქმით, ევროპასთან და უკრაინელებთან ომი არის ახალი სამამულო ომი და გამარჯვებას რუსეთი მოიპოვებს, როგორც ეს 1812 და 1945 წლებში მოხდა. "ბორელი დამფრთხალი სახით. გამახსენდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაამარცხა ნაპოლეონი და ჰიტლერი. გაითვალისწინეთ, რომ ანალოგია მან თავად გააკეთა. შესაბამისად, უკრაინელები და დასავლეთ ევროპა არიან რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლების პირდაპირი მემკვიდრეები. და შესაბამისად, მათთან ომი არის ახალი სამამულო ომი. დ...

ალასანია სააკაშვილზე - ყველაფერი...

ყველაფერი უბედურება, რაც სჭირს გრძელდება სამწუხაროდ. ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც ადამიანს ორგანიზმში აქვს საწამლავი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდგომ განაცხადა. მისივე თქმით, ის რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება, ადამიანის მიმართ, რომელმაც საქართველო მსოფლიოს გააცნო, არის სიბოროტე და უნიათობა. ისევ სუსტად არის, როგორც ყოველთვის, სიცხეებიც გრძელდება  და ყველაფერი უბედურება, რაც სჭირს გრძელდება სამწუხაროდ. ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც ადამიანს ორგანიზმში აქვს საწამლავი, ეს ხომ ცხადია. მე ვერაფრით ვეგუები ამ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ჩემი შვილი, იმიტომ, რომ ეს წარმოუდგენელია. ეს სიბოროტეა ...

კირბი - აშშ Wagner Group-ს „ტრან...

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი რუსულ დაქირავებულ ორგანიზაციას Wagner Group-ს „ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად“ აღიარებს და  მომავალ კვირას ფინანსთა სამინისტრო "ვაგნერელებისა" და მისი გლობალური მოკავშირეების წინააღმდეგ ახალ სანქციებსაც დააწესებს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა რუსული ვაგონების გასაიდუმლოებული ფოტოები, რომლებიც რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში მიემგზავრებოდნენ ჯერ კიდევ ნოემბერში, აშშ თვლის, აღნიშნული ვაგონებით რაკეტების პირველადი მიწოდება დაქირავებული ორგანიზაცია Wagner Gro...

ხაბეიშვილი მელიაზე - 10 დღეში და...

პარტიის, ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ, კარგი იქნებოდა, მიშას სიცოცხლისთვისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვა ასეთივე დაჟინებით, - წერს ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე. მისივე თქმით, 10 დღეში დასრულდება ეს განუკითხაობა და დაიწყება რეალურ საქმის კეთება, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიშას და ქვეყნის თავისუფლებისთვის. "პარტიის, ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ. 63 რაიონია საქართველოში და ამ დროისთვის 2 ორგანიზაცია ჩააგდო ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ......

მელია ფრენების აღდგენაზე - ლავრო...

საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის მტრები არიან აქაც, ამ ქალაქში და ამ მთავრობაში "ქართული ოცნების" მმართველობის სახით. ლავროვთან და პუტინთან ერთად ივანიშვილი უკეტავს საქართველოს ევროპის კარს, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხს. მისივე თქმით, ფრენები რუსეთმა საქართველოსთვის გააუქმა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გავრილოვს და მის მოკავშირე 'ქართული ოცნების" ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გასცა, ეს ნაბიჯი კრემლის აზრით იყო სასჯელი და სანქცია ქართველი ხალხის მიმართ, ხოლო მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 % ზე მეტი ოკუ...

სტოლტენბერგი - საჭიროა მხარდაჭერ...

რუსეთი ემზადება ახალი შეტევებისთვის, ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა მხარდაჭერის გაზრდა, რათა უკრაინას გამარჯვების და ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგი უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ფაქტი, რომ უკრაინას ასობით ახალი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო ტანკი მიეწოდება, ეს ქვეყანას მისცემს საშუალებას, არა მხოლოდ დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის შეტევებისგან, არამედ თავად განახორციელოს შეტევა ტერიტორიების დასაბრუნებლად. მივესალმები რამშტეინში გამოცხადებულ საბრძოლო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს უკრაინის თავ...

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა დ...

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს. ლიდერებმა საუბრისას განიხილეს თურქეთიდან უკრაინისადმი ჰუმანიტარული და ენერგეტიკული მხარდაჭერა, ასევე მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირება. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლაზე მუშაობა გრძელდება და გამოთქვა მზადყოფნა შეიტანოს დიპლომატიური წვლილი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე პროცესის დაჩქარებაში. „პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის აიღოს ფასილიტატორის და შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის“, - ნათქვამია ...

აშშ-ს თავდაცვის მდივანი - შემიძლ...

შემიძლია გამოვაცხადო კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე საჭირო დახმარებას გაუწევს. ეს დახმარება შეადგენს ორნახევარ მილიარდ დოლარს, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა. მისივე თქმით, ახლა ომის გადამწყვეტი მომენტია, რუსეთი ცდილობს გადაჯგუფებას და ძალების აღდგენას, ამ მომენტში კი შენელების დრო არ არის, პირიქით უნდა გაკეთდეს ყველაფერი უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად. "დღეს შემიძლია გამოვაცხადო კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე საჭირო დახმარებას გაუწევს. ეს დახმარება შეადგენს ორნახევარ მილიარდ დოლარს. მეგობრებო, ეს გადამწყვეტი მომენტია. რუსეთი ახდენს გადაჯგუფებასა და ცდილობს, რომ თავიდან აღიჭურვოს. ახლა შენელების დრო არ არის. პირი...

გახარია ლავროვის განცხადებაზე - ...

რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის, - ასე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას მისივე თქმით, ფაქტი, რომ სერგეი ლავროვი საქართველოსთან დიპლომატიურ კავშირებს განიხილავს, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და ქართველი ხალხის არჩევანის ღალატი.  “რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების შემდეგ, რომ ევროკავშირი და NATO აღარ არის პანაცეა, განიხილავს საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობის აღდგენას, მათ შორის დიპლომატიური კავშირების. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესები...

პრეზიდენტი - არ მივესალმები რუსე...

არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილის განცხადებით, "ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ". "იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ...

დეგნანი ფრენების აღდგენაზე - ქარ...

ალბათ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია მოისმინოს ის, რომ რუსეთის ჯარები ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას და რომ რუსეთი ემორჩილება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებას მალე შეძლებს. დეგნანის თქმით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან და ყველა უწყებასთან, რათა მას ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, რომ დაემორჩილოს საერთაშორისო სანქციებს. „როდესაც გადახედავთ საქართველოს ისტორიას, დავინახავთ, რომ ის სავსეა რუსეთის მხრიდან დარღვეული პირობებით, მ...

ევროკომისიის ხელმძღვანელი რადაში...

ევროკავშირის წევრობის კითხვას პასუხი გაეცა. უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი უკრაინაა. ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ ეს დაპირება რაც შეიძლება მალე ვაქციოთ რეალობად, - ამის შესახებ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა განაცხადა. მისივე თქმით, უახლესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება, უკრაინას კი მეტი თავდაცვის სისტემა, შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტა, აღჭურვილობა და ტანკები ესაჭიროება. "ჩვენ მყისიერად გავაცნობიერეთ, რომ სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის ბედი იდო. სასწორზე ასევე იდო ჩვენი ევროკავშირის ბედი, კონტინენტის მომავალი და ყველაფერი, რისიც სჯეროდათ ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს. ექვს თვეზე ნაკლებ დროში, ივნისში,...

პოდოლიაკი - დროა, პუტინის წინაშე...

დროა, პუტინის წინაშე კანკალი შეწყვიტოთ და საბოლოო ნაბიჯი გადადგათ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა. მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება ტანკები, ტანკები, რომელიც ომის დასრულებისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. “ჭეშმარიტი ლიდერობა არ გულისხმობს სხვების მიბაძვას, არამედ – სხვებისთვის მაგალითის მიცემას. არ არსებობს არანაირი ტაბუ. ვაშინგტონიდან ლონდონამდე, პარიზიდან ვარშავამდე ერთ რამეზე საუბრობენ: უკრაინას სჭირდება ტანკები. ტანკები ომის დასრულებისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. დროა, პუტინის წინაშე კანკალი შეწყვიტოთ და საბოლოო ნაბიჯი გადადგათ.”, - განაცხადა პოდოლიაკმა.

წულუკიანი მაჩალიკაშვილის საქმეზე...

დამტკიცდა ის, რაც სიმართლეა - სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ, - განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკაშირებით. მისივე თქმით, განაჩენი დადგენილი წესით გადაეცემა აღმასრულებელ კომიტეტს და იქ უკვე შედგება სამოქმედო გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს პროცედურული დარღვევები. "დამტკიცდა ის, რაც სიმართლეა - სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება სახელმწიფო, სპეცდანიშნულების რაზმელები, პოლიცია და სხვა იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. განაჩენი, დადგენილი წესით, გადაეცემა აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც ევროსა...

პესკოვი - რაც უფრო მალე გაიაზრებ...

რუსეთი და პუტინი არის და იქნებიან, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ არაა დარწმუნებული, რომ პუტინი ისევ ცოცხალია. მისივე თქმით, ზელენსკი ამჯობინებს, რომ რუსეთი და პუტინი არ არსებობდეს, მაგრამ რაც უფრო მალე გაიაზრებს უკრაინის რეჟიმი რეალობას, მით უკეთესი იქნება მათთვის. "გასაგებია, რომ ფსიქოლოგიურად ბატონი ზელენსკი ამჯობინებდა, რომ არც რუსეთი და არც პუტინი არ არსებულიყო, მაგრამ რაც უფრო მალე გაიაზრებს ის, რაც უფრო მალე გაიაზრებს უკრაინის რეჟიმი, რომ რუსეთი და პუტინი არის და იქნებიან, მით უკეთესი იქნება ისეთი ქვეყნისთვის, ...

ევროსაბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშ...

ევროსაბჭოს ხელმძღვანელი უკვე კიევში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო პორტალი, RBC Ukraine ავრცელებს. შარლ მიშელის ვიზიტი კიევში სამხედრო ჰოსპიტალის მონახულებით დაიწყო, შემდგომ კი, მან მოინახულა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ყვავილებით შეამკო. "აღფრთოვანებული ვარ სარეაბილიტაციო ცენტრში ვეტერანების გამბედაობით. უკრაინა ურღვევია", - განაცხადა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიევში ვიზიტი დღეს დაანონსა. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინისპრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და დეპუტატებთან შეხვედრას გეგმავს, რათა განიხილოს ის მისაღები ზომები, რ...

ვოლსკი - არ მაინტერესებს ფონ დერ...

"ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი "ჭორებს არის აყოლილი", რის გამოც არ აინტერესებს, თუ რა ექნება სათქმელი.  ვოლსკიმ აღნიშნული განცხადება ფონ დერ ლაიენის CNN-თან ინტერვიუს საპასუხოდ გააკეთა და ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებად აღიქვა.  "თვითონ საკითხი რომ დაისმება, წინასწარ მოლაპარაკებულს ჰგავს. მე არ მაინტერესებს, ფონ დერ ლაიენია თუ ნებისმიერი სხვა, თუ კუბილიუსი, როდესაც ჩვენს ქვეყანას უპირისპირდება და ჭორებს არის აყოლილი და პირიქით, არა თუ ჭორებს არის აყოლილი, არამედ ჭორების შექმნის წყაროა თავად, ვინც არ უნდა იყოს, მე ვალდებული ვარ და თქვენც...

ენმ-ში ერთი რაც აკლიათ არის ის, ...

ხედავთ, რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში" - როგორი დაპირისპირება მიდის, ერთი რაც აკლიათ, არის ის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს, თორემ არაფერს არ აკლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, შექმნილი ვითარების ფონზე, შეუძლებელია ოპოზიციურმა პარტიამ "ერთსულოვნება" შეინარჩუნოს. "ჩვენ ვაკვირდებით და ყველაფერი სააშკარაოზეა. ხედავთ, რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში" - როგორი დაპირისპირება მიდის, ერთი რაც აკლიათ, არის ის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს, თორემ არაფერს არ აკლებენ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იცით, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მელია გააძევონ თანამდე...

კობახიძე - თუ რუსეთთან ფრენები ა...

მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი და რა თქმა უნდა, თუ ფრენები აღდგება ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრენების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას. როგორც კობახიძემ „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მოქალაქეები დააზარალა.  „2019 წელს  რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქ...